პოლიტიკა
სამართალი
სპორტი

2

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეექვსე დღე დაიწყება 08:23-ზე, მთვარე კირჩხიბშია მოაგვარეთ წვრილ-წვრილი საქმეები. სერიოზულები სხვა დროისთვის გადადეთ. კარგი დღეა კოლექტიური მუშაობისთვის, ბიზნესისთვის. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. თუ არ გეჩქარებათ, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხები სხვა დღისთვის გადადეთ. ნეიტრალური დღეა ვაჭრობისა და სასამართლო საქმეებისთვის. კარგი დღეა სწავლისა და გამოცდების ჩასაბარებლად; ურთიერთობის გარჩევისათვის; ქორწინების, ნიშნობისთვის. ნეიტრალურია სამსახურის, საქმიანობის, საცხოვრებლის შეცვლა. მოერიდეთ ალკოჰოლს, ქიმიური პრეპარატების მიღებას. ნუ მიირთმევთ მძიმე საკვებს.
საზოგადოება
მსოფლიო
მოზაიკა
მეცნიერება
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
კახელი ფერმერების 19 მოთხოვნა
კახელი ფერმერების 19 მოთხოვნა

კა­ხეთ­ში ფერ­მე­რებ­მა სა­ი­ნი­ცი­ა­ტი­ვო ჯგუ­ფი შექ­მნეს. ისი­ნი ბოლო 6 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში სოფ­ლის მე­ურ­ნე­ო­ბა­ში არ­სე­ბულ პრობ­ლე­მებ­ზე სა­უბ­რო­ბენ და სა­ქარ­თვე­ლოს ახალ ხე­ლი­სუფ­ლე­ბას 19 მო­თხოვ­ნით მი­მარ­თა­ვენ. წე­რილ­ში ნათ­ქვა­მია:

"ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ში ე.წ. ნაც­რე­ფორ­მა­ტო­რი ახალ­გაზ­რდე­ბის მოს­ვლი­დან 3 წლის თავ­ზე, ანუ 2006 წლის ოქ­ტომ­ბრი­დან, პირ­ვე­ლი დო­ნის თვით­მარ­თვე­ლო­ბე­ბის მოს­პო­ბით და­ი­წყო სოფ­ლის და სოფ­ლის მე­ურ­ნე­ო­ბის მი­ზან­მი­მარ­თუ­ლი ნგრე­ვა. ბოლო ექ­ვსი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში, ყო­ვე­ლი ახა­ლი სა­მე­ურ­ნეო წელი, წინა წელ­თან შე­და­რე­ბით მძი­მეა. მო­უ­სავ­ლი­ა­ნო­ბას, გაძ­ვი­რე­ბულ საწ­ვავს, ძვირ, უხა­რის­ხო სა­თეს­ლე მა­სა­ლას, პეს­ტი­ცი­დებს და სხვა პრე­პა­რა­ტებს, ბან­კე­ბის მა­ღალპ­რო­ცენ­ტი­ან და მოკ­ლე­ვა­დი­ან კრე­დი­ტებს, ხე­ლოვ­ნუ­რად და ბუ­ნებ­რი­ვად შექ­მნილ პრობ­ლე­მებს, მძი­მე მო­რა­ლურ და მა­ტე­რი­ა­ლურ კრი­ზისს და­ე­მა­ტა მი­წის გა­და­სა­ხა­დის 400-500%-მდე ზრდა, რა­საც მოჰ­ყვა ქარ­თუ­ლი მი­წე­ბის კა­ტას­ტრო­ფუ­ლი სიჩ­ქა­რით უცხო­ე­ლებ­ზე მი­ყიდ­ვა.

2012 წლის დამ­თავ­რე­ბამ­დე კა­ხეთ­ში გა­ი­ყი­და 11 500 ჰა-მდე, იმე­რეთ­ში 700 ჰა-მდე, შიდა ქარ­თლში 900 ჰა-მდე, სა­მეგ­რე­ლო-ზემო სვა­ნეთ­ში 16 000 ჰა-მდე (სა­ი­და­ნაც 12 000 ჰა ტყის მა­სი­ვია). ეს სრუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ის მცი­რე ნა­წი­ლია, მაგ­რამ საკ­მა­რი­სია იმი­სათ­ვის, რომ ერი და ბერი გა­ვერ­თი­ან­დეთ ქვეყ­ნი­სა და ჩვე­ნი მი­წის გა­და­სარ­ჩე­ნად.

ამი­ტომ, მთავ­რო­ბის და ხე­ლი­სუფ­ლე­ბის მიერ და­უ­ყოვ­ნე­ლივ უნდა გა­და­წყდეს შემ­დე­გი სა­კი­თხე­ბი:

1. მოხ­დეს მი­წის გა­და­სა­ხა­დის ძველ ნიშ­ნულ­ზე დაყ­ვა­ნა და შე­სა­ბა­მი­სად მოხ­დეს 2011 -2012 წლე­ბის გა­და­სა­ხა­დე­ბის ხე­ლა­ხა­ლი გა­და­ან­გა­რი­შე­ბა. ამა­ვე დროს ჩა­ტარ­დეს მი­წის კა­დას­ტრი.

2. აუ­ცი­ლე­ბე­ლია ყა­და­ღე­ბი­სა და ინ­კა­სო­ე­ბის გა­უქ­მე­ბა, და­რი­ცხუ­ლი სა­უ­რა­ვე­ბის ჩა­მო­წე­რა და რე­ა­ლუ­რად და­ან­გა­რი­შე­ბუ­ლი ნარ­ჩე­ნი თან­ხე­ბის ეტა­პობ­რი­ვად, სპე­ცი­ა­ლუ­რი გრა­ფი­კით გა­დახ­და, რი­თაც ფერ­მე­რებს მი­ე­ცე­მათ რე­ა­ლუ­რი შან­სი, რომ თვი­თონ მი­ხე­დონ სა­კუ­თარ მი­წას.

3. შეს­წავ­ლილ იქ­ნეს სა­ხელ­მწი­ფო სა­ზღვა­რი, ამ ზოლ­ში მოქ­ცე­უ­ლი მი­წე­ბი­სა და აქ და­საქ­მე­ბუ­ლი ფერ­მე­რე­ბის მდგო­მა­რე­ო­ბა. მოხ­დეს მათი წა­ხა­ლი­სე­ბა ქარ­თუ­ლი მი­წე­ბის და­სა­ცა­ვად.

4. და­უ­ყოვ­ნებ­ლივ იქ­ნეს შეს­წავ­ლი­ლი თუ რამ­დე­ნად კა­ნო­ნი­ე­რად მოხ­და უცხო­ე­ლებ­ზე ქარ­თუ­ლი მი­წე­ბის მი­ყიდ­ვა და შე­მუ­შავ­დეს სტრა­ტე­გია გას­ხვი­სე­ბუ­ლი მი­წე­ბის უკან და­საბ­რუ­ნებ­ლად.

5. სა­ჭი­როა ფი­ზი­კუ­რი და იუ­რი­დი­უ­ლი პი­რის სტა­ტუ­სის მქო­ნე ფერ­მე­რე­ბის დი­ფე­რენ­ცი­რე­ბა, რათა მოხ­დეს მცი­რე და სა­შუ­ა­ლო ფერ­მე­რუ­ლი მე­ურ­ნე­ო­ბე­ბის გან­ვი­თა­რე­ბი­სა და ხელ­შე­წყო­ბის სპე­ცი­ა­ლუ­რი პროგ­რა­მე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა.

სრუ­ლი ვერ­სია

კა­ხე­თის სა­ინ­ფორ­მა­ციო ცენ­ტრი

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ხანგრძლივი ზრდის შემდეგ, თბილისში პარკირების ჯარიმები შემცირდა, თანაც თითქმის 60%-ით

კახელი ფერმერების 19 მოთხოვნა

კახელი ფერმერების 19 მოთხოვნა

კახეთში ფერმერებმა საინიციატივო ჯგუფი შექმნეს. ისინი ბოლო 6 წლის განმავლობაში სოფლის მეურნეობაში არსებულ პრობლემებზე საუბრობენ და საქართველოს ახალ ხელისუფლებას 19 მოთხოვნით მიმართავენ. წერილში ნათქვამია:

"ხელისუფლებაში ე.წ. ნაცრეფორმატორი ახალგაზრდების მოსვლიდან 3 წლის თავზე, ანუ 2006 წლის ოქტომბრიდან, პირველი დონის თვითმართველობების მოსპობით დაიწყო სოფლის და სოფლის მეურნეობის მიზანმიმართული ნგრევა. ბოლო ექვსი წლის განმავლობაში, ყოველი ახალი სამეურნეო წელი, წინა წელთან შედარებით მძიმეა. მოუსავლიანობას, გაძვირებულ საწვავს, ძვირ, უხარისხო სათესლე მასალას, პესტიციდებს და სხვა პრეპარატებს, ბანკების მაღალპროცენტიან და მოკლევადიან კრედიტებს, ხელოვნურად და ბუნებრივად შექმნილ პრობლემებს, მძიმე მორალურ და მატერიალურ კრიზისს დაემატა მიწის გადასახადის 400-500%-მდე ზრდა, რასაც მოჰყვა ქართული მიწების კატასტროფული სიჩქარით უცხოელებზე მიყიდვა.

2012 წლის დამთავრებამდე კახეთში გაიყიდა 11 500 ჰა-მდე, იმერეთში 700 ჰა-მდე, შიდა ქართლში 900 ჰა-მდე, სამეგრელო-ზემო სვანეთში 16 000 ჰა-მდე (საიდანაც 12 000 ჰა ტყის მასივია). ეს სრული ინფორმაციის მცირე ნაწილია, მაგრამ საკმარისია იმისათვის, რომ ერი და ბერი გავერთიანდეთ ქვეყნისა და ჩვენი მიწის გადასარჩენად.

ამიტომ, მთავრობის და ხელისუფლების მიერ დაუყოვნელივ უნდა გადაწყდეს შემდეგი საკითხები:

1. მოხდეს მიწის გადასახადის ძველ ნიშნულზე დაყვანა და შესაბამისად მოხდეს 2011 -2012 წლების გადასახადების ხელახალი გადაანგარიშება. ამავე დროს ჩატარდეს მიწის კადასტრი.

2. აუცილებელია ყადაღებისა და ინკასოების გაუქმება, დარიცხული საურავების ჩამოწერა და რეალურად დაანგარიშებული ნარჩენი თანხების ეტაპობრივად, სპეციალური გრაფიკით გადახდა, რითაც ფერმერებს მიეცემათ რეალური შანსი, რომ თვითონ მიხედონ საკუთარ მიწას.

3. შესწავლილ იქნეს სახელმწიფო საზღვარი, ამ ზოლში მოქცეული მიწებისა და აქ დასაქმებული ფერმერების მდგომარეობა. მოხდეს მათი წახალისება ქართული მიწების დასაცავად.

4. დაუყოვნებლივ იქნეს შესწავლილი თუ რამდენად კანონიერად მოხდა უცხოელებზე ქართული მიწების მიყიდვა და შემუშავდეს სტრატეგია გასხვისებული მიწების უკან დასაბრუნებლად.

5. საჭიროა ფიზიკური და იურიდიული პირის სტატუსის მქონე ფერმერების დიფერენცირება, რათა მოხდეს მცირე და საშუალო ფერმერული მეურნეობების განვითარებისა და ხელშეწყობის სპეციალური პროგრამების განხორციელება.

სრული ვერსია

კახეთის საინფორმაციო ცენტრი

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა