სამართალი
პოლიტიკა
მსოფლიო

23

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 05:06-ზე, მთვარე თევზებშია საკმაოდ რთული დღეა. თავი შეიკავეთ ყოველგვარი კონფლიქტისგან. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფულის ხარჯვას; ვაჭრობაში არ მოტყუვდეთ. კარგი დღეა სწავლისა და გამოცდის ჩასაბარებლად. მოერიდეთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. უფროსთან კამათს. მგზავრობა და მივლინება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში; საოჯახო საქმეების შესრულება. თავი შეიკავეთ მოწევისა და ალკოჰოლისგან. გაუფრთხილდით ფეხებს. არ გადაღალოთ, ჩაიცვით მოსახერხებელი ფეხსაცმელი. კარგია ტერფების მასაჟი.
სპორტი
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
სამხედრო
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ვახტანგ მაისაია: "ეს იქნება საერთაშორისო სკანდალი"
ვახტანგ მაისაია: "ეს იქნება საერთაშორისო სკანდალი"

ჯა­შუ­შო­ბის ბრალ­დე­ბით და­პა­ტიმ­რე­ბუ­ლი და პო­ლიტ­პა­ტიმ­რის სტა­ტუ­სით გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბუ­ლი ვახ­ტანგ მა­ი­სა­ია თა­ვი­სი საქ­მის სკან­და­ლურ დე­ტა­ლებს იხ­სე­ნებს...

- ვახ­ტანგ, გი­ლო­ცავთ გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბას. პრე­ზი­დენ­ტმა მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილ­მა გა­ნა­ცხა­და, აგ­ვის­ტოს ომის დროს მა­ი­სა­ია შტაბ­ში ოპე­რა­ტო­რის გვერ­დით იჯდა და ქარ­თუ­ლი ტან­კე­ბის ად­გილ­სამ­ყოფ­ლის შე­სა­ხებ მი­ღე­ბულ ინ­ფორ­მა­ცი­ას მტერს აწ­ვდი­დაო. რას იტყვით ამ ბრალ­დე­ბა­ზე?

- პრე­ზი­დენტ სა­ა­კაშ­ვი­ლის ფან­ტა­ზი­ას სა­ზღვა­რი არ აქვს. 2008 წლის 7-დან 9 აგ­ვის­ტოს ჩათ­ვლით სა­ქარ­თვე­ლოს შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი ძა­ლე­ბის გა­ერ­თი­ა­ნე­ბუ­ლი შტა­ბის სარ­დლო­ბა და დე­პარ­ტა­მენ­ტის მე­თა­უ­რე­ბი იმ­ყო­ფე­ბოდ­ნენ გორ­ში. ასე რომ, მე მათ გვერ­დით ვერ ვიქ­ნე­ბო­დი.

მე გე­ტყვით, სა­ი­დან მო­დის ეს ბრალ­დე­ბე­ბი... 2009 წლის 5 მა­ისს, ჩემი და­კა­ვე­ბი­სას, სახ­ლიც გა­ჩხრი­კეს და კომ­პი­უ­ტე­რი­დან ამო­ი­ღეს მა­სა­ლე­ბი ჩემი მო­მა­ვა­ლი წიგ­ნი­სა, რო­მე­ლიც ინ­გლი­სურ ენა­ზე იმა­ვე წლის შე­მოდ­გო­მა­ზე უნდა გა­მო­მე­ცა ლონ­დონ­სა და ბრა­ტის­ლა­ვა­ში. წიგ­ნი ეხე­ბო­და რუ­სეთ-სა­ქარ­თვე­ლოს ომის პე­რი­პე­ტი­ებს. ამ წიგ­ნის ზო­გი­ერ­თი თა­ვის გან­ხილ­ვა მო­ე­წყო ლონ­დონ­ში, 2008 წლის 16 დე­კემ­ბერს, დიდი ბრი­ტა­ნე­თის ატ­ლან­ტი­კუ­რი საბ­ჭოს სხდო­მა­ზე, რო­მელ­საც საბ­ჭოს თავ­მჯდო­მა­რე, NATO-ს ყო­ფი­ლი გე­ნე­რა­ლუ­რი მდი­ვა­ნი, ლორ­დი რო­ბერტსო­ნი უძღვე­ბო­და და ბევ­რი მა­ღალ­ჩი­ნო­სა­ნი პო­ლი­ტი­კო­სი ეს­წრე­ბო­და.

სწო­რედ ამ წიგ­ნი­დან ამო­ღე­ბუ­ლი ზო­გი­ერ­თი მო­ნა­ცე­მი გა­მო­ი­ყე­ნეს ჩემი ბრალ­დე­ბის­თვის. რო­გორც ვიცი,

ამ წიგ­ნის ელექტრო­ნუ­ლი ვერ­სია სა­ა­კაშ­ვი­ლი­სა და უგუ­ლა­ვას ბრძა­ნე­ბით გა­ნად­გურ­და.

- დე­და­ქა­ლა­ქის მერი რა შუ­ა­ში იყო?

- ამ წიგნ­ში მი­თი­თე­ბუ­ლი იყო, რომ ცხინ­ვა­ლის აღე­ბის შემ­დეგ ყვე­ლა პი­არ­ღო­ნის­ძი­ე­ბის ორ­გა­ნი­ზე­ბა - იქ­ნე­ბო­და ეს დრო­შე­ბის აფ­რი­ა­ლე­ბა, ტრი­ბუ­ნე­ბის გა­მარ­თვა თუ აღ­ლუ­მე­ბის მო­წყო­ბა - და­ვა­ლე­ბუ­ლი ჰქონ­და გიგი უგუ­ლა­ვას. ამა­ზე ომის შემ­დეგ და­უ­ფა­რა­ვად სა­უბ­რობ­დნენ სამ­ხედ­რო მა­ღალ­ჩი­ნოს­ნე­ბიც. ამ წიგნ­ში მკაც­რად ვაკ­რი­ტი­კებ­დი პრე­ზი­დენტ სა­ა­კაშ­ვი­ლის ბრძა­ნე­ბას, კერ­ძოდ, 7 აგ­ვის­ტოს ცხინ­ვა­ლის მი­მარ­თუ­ლე­ბით ზალ­პუ­რი ცე­ცხლის რე­აქ­ტი­უ­ლი სის­ტე­მე­ბი­დან მა­სი­რე­ბუ­ლი სა­არ­ტი­ლე­რიო ცე­ცხლის გახ­სნას. ეს და­ნად­გა­რე­ბი დიდი სი­ზუს­ტით არ გა­მო­ირ­ჩე­ვა, მათი რა­კე­ტე­ბის აფეთ­ქე­ბა დიდ ფარ­თობს აზი­ა­ნებს და ქა­ლა­ქის წი­ნა­აღ­მდეგ ამ სის­ტე­მე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბა და­უშ­ვე­ბე­ლია.

- ანუ, გინ­დათ თქვათ, რომ სწო­რედ ამ წიგ­ნის მომ­ზა­დე­ბა და მას­ში გა­მო­ყე­ნე­ბუ­ლი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის მამ­ხი­ლე­ბე­ლი მა­სა­ლე­ბი გახ­და თქვე­ნი და­კა­ვე­ბის მთა­ვა­რი მი­ზე­ზი?

- არა, ეს ერთ-ერთი ფაქ­ტო­რი გახ­ლდათ. იყო სხვა ფაქ­ტო­რე­ბიც.

და­კა­ვე­ბის შემ­დეგ მი­მიყ­ვა­ნეს მო­დუ­ლის შე­ნო­ბა­ში, სა­დაც კონ­ტრდაზ­ვერ­ვის ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბის გარ­და დამ­ხვდა თვით შს მი­ნის­ტრი ვანო მე­რა­ბიშ­ვი­ლი და მისი მო­ად­გი­ლე ამი­რან მეს­ხე­ლი. მი­ნის­ტრმა წინ და­მი­დო აგ­ვის­ტოს ომამ­დე, 2007 წელს და­წე­რი­ლი ჩემი ორი ნაშ­რო­მი. ერთი ეხე­ბო­და "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" შიგ­ნით არ­სე­ბულ კლა­ნურ და­პი­რის­პი­რე­ბას, მე­ო­რე კი გან­კუთ­ვნი­ლი იყო NATO-ს სა­პარ­ლა­მენ­ტო ასამ­ბლე­ის­თვის და ეხე­ბო­და ვანო მე­რა­ბიშ­ვი­ლის კონ­ტაქ­ტებს ბე­ლო­რუ­სი­ის КГБ-სა და ეროვ­ნუ­ლი უშიშ­რო­ე­ბის საბ­ჭოს ხელ­მძღვა­ნე­ლებ­თან. ვიქ­ტორ შე­ი­მა­ნი ეროვ­ნუ­ლი უშიშ­რო­ე­ბის საბ­ჭოს ხელ­მძღვა­ნე­ლობ­და, იყო ე.წ. "რუხი კარ­დი­ნა­ლი" და ლუ­კა­შენ­კოს ავ­ტო­რი­ტა­რუ­ლი რე­ჟი­მის მთა­ვა­რი საყ­რდე­ნი. ამ ნაშ­რომ­ში ყუ­რა­დღე­ბას ვა­მახ­ვი­ლებ­დი იმა­ზეც, რომ ბე­ლო­რუ­სი­ის ხე­ლი­სუფ­ლე­ბა აქ­ტი­უ­რად მო­ნა­წი­ლე­ობ­და "ვარ­დე­ბის რე­ვო­ლუ­ცი­ის" შე­დე­გად მო­სუ­ლი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის სპეც­სამ­სა­ხუ­რე­ბის ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბა­ში. რამ­დე­ნი­მე ბე­ლო­რუ­სი "კა­გე­ბეშ­ნი­კი" მრჩე­ვე­ლი კონ­სულ­ტა­ცი­ას უწევ­და ვანო მე­რა­ბიშ­ვილს, თუ რო­გორ უნდა მო­ეხ­დი­ნათ ზე­წო­ლა ოპო­ზი­ცი­ურ პარ­ტი­ებ­ზე, რო­გორ უნდა გა­ე­ნე­იტ­რა­ლე­ბი­ნათ ძა­ლო­ვა­ნი სტრუქ­ტუ­რე­ბის ის ყო­ფი­ლი მა­ღალ­ჩი­ნოს­ნე­ბი, რომ­ლებ­მაც ოპო­ზი­ცი­ის რი­გებ­ში გა­და­ი­ნაც­ვლეს. ამ ნაშ­რომ­ში სა­უ­ბა­რი იყო მინ­სკში მე­რა­ბიშ­ვი­ლის სამ ოფი­ცი­ა­ლურ ვი­ზიტ­სა და ბე­ლო­რუ­სი­ი­დან იმ სპე­ცა­პა­რა­ტუ­რის შე­მო­ტა­ნა­ზე, რო­მელ­საც მე­რა­ბიშ­ვი­ლის უწყე­ბა ოპო­ზი­ცი­ო­ნერ­თა მო­სას­მე­ნად და სათ­ვალ­თვა­ლოდ იყე­ნებ­და. სხვა­თა შო­რის, ამ აპა­რა­ტუ­რის დიდი ნა­წი­ლი რუ­სუ­ლი წარ­მო­ე­ბის გახ­ლდათ.

ნაშ­რომ­ში ეწე­რა იმის შე­სა­ხე­ბაც, რომ ქარ­თუ­ლი სპეც­სამ­სა­ხუ­რე­ბის რამ­დე­ნი­მე ჯგუ­ფი სპეც­მომ­ზა­დე­ბას გა­დი­ო­და ბე­ლო­რუ­სი­ის სპეც­და­ნიშ­ნუ­ლე­ბის რაზმ "ალ­მა­სის" ბა­ზა­ზე. ლუ­კა­შენ­კო სწო­რედ "ალ­მასს" იყე­ნებ­და ოპო­ზი­ცი­ის მი­ტინ­გე­ბის და­სარ­ბე­ვად. ამას­თან, "ალ­მა­სის" მებ­რძო­ლე­ბი შემ­ჩნე­უ­ლი იყ­ვნენ ია­რა­ღის სა­ერ­თა­შო­რი­სო კონ­ტრა­ბან­და­ში ვიქ­ტორ ბუტ­თან ერ­თად, რო­მე­ლიც ამ­ჟა­მად აშშ-შია და­პა­ტიმ­რე­ბუ­ლი.

ნაშ­რომ­ში ნათ­ქვა­მი იყო ისიც, რომ ვანო მე­რა­ბიშ­ვი­ლი 2005-2006 წლებ­ში ვიქ­ტორ შე­ი­მა­ნის სა­შუ­ა­ლე­ბით ცდი­ლობ­და, რუ­სე­თის ხე­ლი­სუფ­ლე­ბას დაჰ­კავ­ში­რე­ბო­და.

მო­დუ­ლის შე­ნო­ბა­ში ვანო მე­რა­ბიშ­ვილ­მა მომ­თხო­ვა, და­მე­სა­ხე­ლე­ბი­ნა ამ ნაშ­რო­მებ­ში გა­მო­ყე­ნე­ბუ­ლი მა­სა­ლე­ბის წყა­რო­ე­ბი. მე ვუ­თხა­რი, რომ ეს ღია წყა­რო­ე­ბი­დან მი­ღე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცია გახ­ლდათ. მე­რა­ბიშ­ვილ­მა მი­თხრა, გა­სა­გე­ბია, მაგ­რამ შენ ამ წყა­რო­ებს მა­ინც და­ა­სა­ხე­ლე­ბო. და თუკი ამას იზამ, დღეს­ვე გა­გიშ­ვებ­თო, - და­მი­ზუს­ტა ამი­რან მეს­ხელ­მა. კი მაგ­რამ, სი­მარ­თლეა თუ არა ის, რაც აქ წე­რია-მეთ­ქი, ვკი­თხე მეს­ხელს. სი­მარ­თლე რომ არის, იმი­ტო­მაც ხარ აქო, - მი­პა­სუ­ხა.

ჩემ­თვის მა­შინ­ვე ნა­თე­ლი გახ­და, რა­ტომ და­მა­კა­ვეს და რის­თვის მსჯიდ­ნენ. აგ­ვის­ტოს ომის დროს თით­ქოს­და ინ­ფორ­მა­ცი­ე­ბის გა­და­ცე­მა ერ­თგვა­რი სა­ფა­რი გახ­ლდათ.

ისე, არ შე­იძ­ლე­ბა, არ ვთქვა - იმ დღეს, რო­დე­საც მო­დუ­ლის შე­ნო­ბა­ში დამ­კი­თხეს, მუხ­რო­ვა­ნის ნა­წი­ლი­დან მო­იყ­ვა­ნეს უმო­წყა­ლოდ ნა­ცე­მი სამ­ხედ­რო­ე­ბი, არა­და, რო­გორც ვიცი, მათ და­კა­ვე­ბი­სას წი­ნა­აღ­მდე­გო­ბა არ გა­უ­წე­ვი­ათ...

იხი­ლეთ ინ­ტერ­ვი­უს სრუ­ლი ვერ­სია

ვახტანგი. 69
0

ვახტანგ მაისაია არის საქართველოს ნამდვილი პატრიოტი, თანაც ძალიან განათლებული და ჭკვიანი ადამიანი. მიკვირს რატომ არ არის ხელისუფლებაში. ასეთი ადამიანები სანთლითაა საძებნი!

ვახტანგ მაისაია: "ეს იქნება საერთაშორისო სკანდალი"

ვახტანგ მაისაია: "ეს იქნება საერთაშორისო სკანდალი"

ჯაშუშობის ბრალდებით დაპატიმრებული და პოლიტპატიმრის სტატუსით გათავისუფლებული ვახტანგ მაისაია თავისი საქმის სკანდალურ დეტალებს იხსენებს...

- ვახტანგ, გილოცავთ გათავისუფლებას. პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, აგვისტოს ომის დროს მაისაია შტაბში ოპერატორის გვერდით იჯდა და ქართული ტანკების ადგილსამყოფლის შესახებ მიღებულ ინფორმაციას მტერს აწვდიდაო. რას იტყვით ამ ბრალდებაზე?

- პრეზიდენტ სააკაშვილის ფანტაზიას საზღვარი არ აქვს. 2008 წლის 7-დან 9 აგვისტოს ჩათვლით საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის სარდლობა და დეპარტამენტის მეთაურები იმყოფებოდნენ გორში. ასე რომ, მე მათ გვერდით ვერ ვიქნებოდი.

მე გეტყვით, საიდან მოდის ეს ბრალდებები... 2009 წლის 5 მაისს, ჩემი დაკავებისას, სახლიც გაჩხრიკეს და კომპიუტერიდან ამოიღეს მასალები ჩემი მომავალი წიგნისა, რომელიც ინგლისურ ენაზე იმავე წლის შემოდგომაზე უნდა გამომეცა ლონდონსა და ბრატისლავაში. წიგნი ეხებოდა რუსეთ-საქართველოს ომის პერიპეტიებს. ამ წიგნის ზოგიერთი თავის განხილვა მოეწყო ლონდონში, 2008 წლის 16 დეკემბერს, დიდი ბრიტანეთის ატლანტიკური საბჭოს სხდომაზე, რომელსაც საბჭოს თავმჯდომარე, NATO-ს ყოფილი გენერალური მდივანი, ლორდი რობერტსონი უძღვებოდა და ბევრი მაღალჩინოსანი პოლიტიკოსი ესწრებოდა.

სწორედ ამ წიგნიდან ამოღებული ზოგიერთი მონაცემი გამოიყენეს ჩემი ბრალდებისთვის. როგორც ვიცი,

ამ წიგნის ელექტრონული ვერსია სააკაშვილისა და უგულავას ბრძანებით განადგურდა.

- დედაქალაქის მერი რა შუაში იყო?

- ამ წიგნში მითითებული იყო, რომ ცხინვალის აღების შემდეგ ყველა პიარღონისძიების ორგანიზება - იქნებოდა ეს დროშების აფრიალება, ტრიბუნების გამართვა თუ აღლუმების მოწყობა - დავალებული ჰქონდა გიგი უგულავას. ამაზე ომის შემდეგ დაუფარავად საუბრობდნენ სამხედრო მაღალჩინოსნებიც. ამ წიგნში მკაცრად ვაკრიტიკებდი პრეზიდენტ სააკაშვილის ბრძანებას, კერძოდ, 7 აგვისტოს ცხინვალის მიმართულებით ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემებიდან მასირებული საარტილერიო ცეცხლის გახსნას. ეს დანადგარები დიდი სიზუსტით არ გამოირჩევა, მათი რაკეტების აფეთქება დიდ ფართობს აზიანებს და ქალაქის წინააღმდეგ ამ სისტემების გამოყენება დაუშვებელია.

- ანუ, გინდათ თქვათ, რომ სწორედ ამ წიგნის მომზადება და მასში გამოყენებული ხელისუფლების მამხილებელი მასალები გახდა თქვენი დაკავების მთავარი მიზეზი?

- არა, ეს ერთ-ერთი ფაქტორი გახლდათ. იყო სხვა ფაქტორებიც.

დაკავების შემდეგ მიმიყვანეს მოდულის შენობაში, სადაც კონტრდაზვერვის ხელმძღვანელობის გარდა დამხვდა თვით შს მინისტრი ვანო მერაბიშვილი და მისი მოადგილე ამირან მესხელი. მინისტრმა წინ დამიდო აგვისტოს ომამდე, 2007 წელს დაწერილი ჩემი ორი ნაშრომი. ერთი ეხებოდა "ნაციონალური მოძრაობის" შიგნით არსებულ კლანურ დაპირისპირებას, მეორე კი განკუთვნილი იყო NATO-ს საპარლამენტო ასამბლეისთვის და ეხებოდა ვანო მერაბიშვილის კონტაქტებს ბელორუსიის КГБ-სა და ეროვნული უშიშროების საბჭოს ხელმძღვანელებთან. ვიქტორ შეიმანი ეროვნული უშიშროების საბჭოს ხელმძღვანელობდა, იყო ე.წ. "რუხი კარდინალი" და ლუკაშენკოს ავტორიტარული რეჟიმის მთავარი საყრდენი. ამ ნაშრომში ყურადღებას ვამახვილებდი იმაზეც, რომ ბელორუსიის ხელისუფლება აქტიურად მონაწილეობდა "ვარდების რევოლუციის" შედეგად მოსული ხელისუფლების სპეცსამსახურების ჩამოყალიბებაში. რამდენიმე ბელორუსი "კაგებეშნიკი" მრჩეველი კონსულტაციას უწევდა ვანო მერაბიშვილს, თუ როგორ უნდა მოეხდინათ ზეწოლა ოპოზიციურ პარტიებზე, როგორ უნდა გაენეიტრალებინათ ძალოვანი სტრუქტურების ის ყოფილი მაღალჩინოსნები, რომლებმაც ოპოზიციის რიგებში გადაინაცვლეს. ამ ნაშრომში საუბარი იყო მინსკში მერაბიშვილის სამ ოფიციალურ ვიზიტსა და ბელორუსიიდან იმ სპეცაპარატურის შემოტანაზე, რომელსაც მერაბიშვილის უწყება ოპოზიციონერთა მოსასმენად და სათვალთვალოდ იყენებდა. სხვათა შორის, ამ აპარატურის დიდი ნაწილი რუსული წარმოების გახლდათ.

ნაშრომში ეწერა იმის შესახებაც, რომ ქართული სპეცსამსახურების რამდენიმე ჯგუფი სპეცმომზადებას გადიოდა ბელორუსიის სპეცდანიშნულების რაზმ "ალმასის" ბაზაზე. ლუკაშენკო სწორედ "ალმასს" იყენებდა ოპოზიციის მიტინგების დასარბევად. ამასთან, "ალმასის" მებრძოლები შემჩნეული იყვნენ იარაღის საერთაშორისო კონტრაბანდაში ვიქტორ ბუტთან ერთად, რომელიც ამჟამად აშშ-შია დაპატიმრებული.

ნაშრომში ნათქვამი იყო ისიც, რომ ვანო მერაბიშვილი 2005-2006 წლებში ვიქტორ შეიმანის საშუალებით ცდილობდა, რუსეთის ხელისუფლებას დაჰკავშირებოდა.

მოდულის შენობაში ვანო მერაბიშვილმა მომთხოვა, დამესახელებინა ამ ნაშრომებში გამოყენებული მასალების წყაროები. მე ვუთხარი, რომ ეს ღია წყაროებიდან მიღებული ინფორმაცია გახლდათ. მერაბიშვილმა მითხრა, გასაგებია, მაგრამ შენ ამ წყაროებს მაინც დაასახელებო. და თუკი ამას იზამ, დღესვე გაგიშვებთო, - დამიზუსტა ამირან მესხელმა. კი მაგრამ, სიმართლეა თუ არა ის, რაც აქ წერია-მეთქი, ვკითხე მესხელს. სიმართლე რომ არის, იმიტომაც ხარ აქო, - მიპასუხა.

ჩემთვის მაშინვე ნათელი გახდა, რატომ დამაკავეს და რისთვის მსჯიდნენ. აგვისტოს ომის დროს თითქოსდა ინფორმაციების გადაცემა ერთგვარი საფარი გახლდათ.

ისე, არ შეიძლება, არ ვთქვა - იმ დღეს, როდესაც მოდულის შენობაში დამკითხეს, მუხროვანის ნაწილიდან მოიყვანეს უმოწყალოდ ნაცემი სამხედროები, არადა, როგორც ვიცი, მათ დაკავებისას წინააღმდეგობა არ გაუწევიათ...

იხილეთ ინტერვიუს სრული ვერსია

ხატია დეკანოიძე კობახიძე-გახარიაზე - ერთიც კურდღელია, მეორეც კურდღელია და გამოდის, რომ ბიძინა ივანიშვილი მგელია, თუ როგორ არის საქმე?

"ამას არასდროს  დავმალავ" - რას ყვება პარლამენტარი რიმა ბერაძე ოჯახზე, კარიერასა და საბჭოთა რაიკომის მდივნობის პერიოდზე

"მიშა ვერ მოვა - ხმას არ მისცემენ იდეას, რომ ხალხი ცხვრის ფარაა, რომელიც უნდა მწყემსო და ალაგ-ალაგ მკაცრად მათრახები ურტყა" - იაგო ხვიჩია