ვენესუელას პრეზიდენტი უგო ჩავესი 18 იანვარს ჰავანას კლინიკის ინტენსიური თერაპიის განყოფილებიდან ჰოსპიტლის სპეციალურ იატაკქვეშა ბუნკერში მოათავსეს.
უცხოერი მედიის ცნობით, თავის დროზე ეს ბუნკერი საგანგებოდ აიგო ფიდელ კასტროსთვის, სასწრაფო სამედიცინო დახმარების აღმოჩენის მიზნით.
ბუნკერში ჩავესის გადაყვანის გადაწყვეტილება იმ მიზეზით იქნა მიღებული, რომ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობაზე ინფორმაციამ არ გაჟონოს. გავრცელებული ინფორმაციით, ჩავესს უახლოეს დღეებში ვენესუელას დედაქალაქ კარაკასში გადაიყვანენ.
58 წლის ჩავესი კუბაში დეკემბრიდან მკურნალობს. 2011 წელს ექიმებმა მას კიბოს დიაგნოზი დაუსვეს.