მსოფლიო
პოლიტიკა
სამართალი

2

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეექვსე დღე დაიწყება 08:23-ზე, მთვარე კირჩხიბშია მოაგვარეთ წვრილ-წვრილი საქმეები. სერიოზულები სხვა დროისთვის გადადეთ. კარგი დღეა კოლექტიური მუშაობისთვის, ბიზნესისთვის. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. თუ არ გეჩქარებათ, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხები სხვა დღისთვის გადადეთ. ნეიტრალური დღეა ვაჭრობისა და სასამართლო საქმეებისთვის. კარგი დღეა სწავლისა და გამოცდების ჩასაბარებლად; ურთიერთობის გარჩევისათვის; ქორწინების, ნიშნობისთვის. ნეიტრალურია სამსახურის, საქმიანობის, საცხოვრებლის შეცვლა. მოერიდეთ ალკოჰოლს, ქიმიური პრეპარატების მიღებას. ნუ მიირთმევთ მძიმე საკვებს.
სპორტი
საზოგადოება
მოზაიკა
მეცნიერება
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
სალომე ღვინიაშვილის ერთი დღე
სალომე ღვინიაშვილის ერთი დღე

უყ­ვარს დი­ლით ადრე ად­გო­მა. მი­აჩ­ნია, რომ რო­დე­საც ადა­მი­ა­ნი ადრე იღ­ვი­ძებს, მეტ საქ­მეს ას­წრებს და დღე­საც ნა­ყო­ფი­ე­რად ატა­რებს. სა­ლო­მე ღვი­ნი­აშ­ვი­ლი ყო­ველ დი­ლას 8 სა­ათ­ზე იღ­ვი­ძებს, უყ­ვარს შვრი­ის ფაფა (ჰერ­კუ­ლე­სი), ურომ­ლი­სო­დაც სახ­ლი­დან არას­დროს გა­დის.

8:30 a.m

სახ­ლი­დან გავ­დი­ვართ. ეს მისი ჩვე­უ­ლებ­რი­ვი დღის რე­ჟი­მია. უბ­რა­ლოდ, დღეს. ამ ყვე­ლა­ფერს "ბო­მონდთან" და ჩემ­თან ერ­თად აკე­თებს.

მნიშ­ვნე­ლო­ბა არ აქვს, თბი­ლის­შია თუ სა­ზღვარ­გა­რეთ. ყო­ველ დი­ლით სტუმ­რობს სპორ­ტულ დარ­ბაზს. ვარ­ჯი­შობს ტრე­ნა­ჟო­რებ­ზე, პი­ლა­ტე­სით და მი­დის სა­ცუ­რაო აუზ­ზე. ძა­ლი­ან უყ­ვარს იოგა, გან­ტვირ­თვი­სა და რე­ლაქ­სა­ცი­ის სა­უ­კე­თე­სო სა­შუ­ა­ლე­ბა. სპორ­ტულ დარ­ბაზს რომ მო­ივ­ლის, აქვს მსუ­ბუ­ქი ლან­ჩი, თუმ­ცა დღე­ვან­დე­ლი დღე ცოტა გან­სხვა­ვე­ბუ­ლია.

11:15 a.m

სპორ­ტუ­ლი დარ­ბა­ზის შემ­დეგ წა­ვე­დით სა­ბურ­თა­ლოს "გუდ­ვილ­ში". სი­ა­მოვ­ნებს, როცა ოჯა­ხის­თვის შე­ნა­ძენს თა­ვად აკე­თებს.

11:45 a.m

"გუდ­ვი­ლის" სა­სი­ა­მოვ­ნო სა­ო­ჯა­ხო შო­პინ­გის შემ­დეგ, ცოტა ხნით შინ ვბრუნ­დე­ბით.

12:30 p.m

- ლან­ჩი მე­გობ­რებ­თან ერ­თად "კა­ნა­პე­ში". ყო­ველ­დღი­უ­რად ყვე­ლა ძა­ლი­ან და­კა­ვე­ბუ­ლი ვართ, ყვე­ლას ჩვენ-ჩვე­ნი გრა­ფი­კი გვაქვს, თუმ­ცა ეს ის დროა, როცა ვცდი­ლობთ, მო­ვი­ცა­ლოთ. ყო­ველ­დღე, როცა თბი­ლის­ში ვარ, ლან­ჩის დროს "კა­ნა­პე­ში" ვიკ­რი­ბე­ბით, ვსა­უბ­რობთ, ერ­თმა­ნეთს ამ­ბებს ვუყ­ვე­ბით. ეს ად­გი­ლი ძა­ლი­ან მიყ­ვარს, სა­სი­ა­მოვ­ნო გა­რე­მოა და თან ლან­ჩის დროს ბევრ ნაც­ნობს ვნა­ხუ­ლობ.

სა­ლო­მეს საყ­ვა­რე­ლი ლანჩმე­ნიუ - ქათ­მის ფილე გრილ­ზე და ლატე.

2 p.m

სა­ლო­მე შინ ბრუნ­დე­ბა და, რა თქმა უნდა, მას­თან ერ­თად მეც... აღ­მოჩ­ნდა, რომ გო­გო­ნებს (ნი­ნუ­ცა და ეკა) თა­ვი­სუ­ფა­ლი დრო აქვთ და გვი­ერ­თდე­ბი­ან. სა­ლო­მეს ოჯახ­ში სი­ახ­ლეა - სულ ცოტა ხნის წინ ახა­ლი ოჯა­ხის წევ­რი შე­ე­მა­ტათ, ძა­ლინ საყ­ვა­რე­ლი ძაღ­ლი "ჩაკი". ბავ­შვებს ოჯა­ხის ახა­ლი წევ­რი ძა­ლი­ან უყ­ვართ... "ბავ­შვე­ბი 5 სა­ა­თამ­დე სახ­ლში არ არი­ან და სა­ლო­მე ცდი­ლობს, ეს დრო მაქ­სი­მა­ლუ­რად საქ­მე­ე­ბის­თვის გა­მო­ი­ყე­ნოს. 5 სა­ა­თის შემ­დეგ კი, დრო ბავ­შვებს და­უთ­მოს და მათ­თან ერ­თად გა­ა­ტა­როს.

3:15 p.m

მე­გობ­რე­ბის წას­ვლის შემ­დეგ, სა­ლო­მე სკა­ი­პის მეშ­ვე­ო­ბით ზუ­რას თურ­ქეთ­ში ელა­პა­რა­კა და მე­ი­ლებს უპა­სუ­ხა. ინ­ტერ­ნე­ტით თვითმფრი­ნა­ვის ბი­ლე­თე­ბი შე­უკ­ვე­თა.

4 p.m

დონა კა­რან­მა ერთხელ თქვა: "თუკი 20 წუთ­ზე მეტს ან­დო­მებს ადა­მი­ა­ნი მო­სამ­ზა­დებ­ლად, მას სა­კუ­თარ თავ­თან პრობ­ლე­მე­ბი აქვს". დონა კა­რა­ნის ეს სი­ტყვე­ბი იმი­ტომ მო­ვიყ­ვა­ნე მა­გა­ლი­თად, რად­გან სა­ლო­მეს სახ­ლში უყ­ვარს კომ­ფორ­ტუ­ლად, სპორ­ტუ­ლე­ბით სი­ა­რუ­ლი და ყო­ველ­თვის, როცა სახ­ლშია, მისი Look-ი სპორ­ტუ­ლე­ბით შე­მო­ი­ფარ­გლე­ბა. დრო მო­ვი­და, ახა­ლი Look-ის არ­ჩე­ვის, ვი­ნა­ი­დან ბავ­შვებს, ტა­სუ­ნას და ნი­ტას, სკო­ლა­ში უნდა მი­ვა­კი­თხოთ. უფ­რო­სი შვი­ლი, და­თუ­ნა, შინ თა­ვი­სით ბრუნ­დე­ბა. სა­ლო­მემ ყო­ველ­თვის იცის, რო­დის რა უნდა მო­ირ­გოს. ამ­ჯე­რად არ­ჩე­ვა­ნი შე­ა­ჩე­რა Top Shop-ის ბორ­დო შარ­ვალ­სა და მა­ი­სურ­ზე, Twist-ის პუ­ლო­ვერ­ზე J.Crew აქ­სე­სუ­ა­რი, Celine - ჩან­თა­სა UGG-ებზე.

4:30 p.m

ტა­სოს ბაღ­ში, ნი­ტას კი სკო­ლა­ში ვა­კი­თხავთ. ბავ­შვე­ბი ბრი­ტა­ნულ ქარ­თულ აკა­დე­მი­ა­ში სწავ­ლო­ბენ, უფ­რო­სი შვი­ლი და­თუ­ნა კი, სკო­ლა "21-ე სა­უ­კუ­ნე­ში".

5 p.m

ბავ­შვე­ბი სა­ში­ნაო look-ებს ირ­გე­ბენ, თან დე­დას უყ­ვე­ბი­ან, სკო­ლა­ში დღე რო­გორ გა­ა­ტა­რეს.

შემ­დეგ ერ­თად მე­ცა­დი­ნე­ო­ბას იწყე­ბენ, სა­ღა­მოს სა­ლო­მე ბავ­შვებს უთ­მობს.

11 p.m

გვი­ან სა­ღა­მოს, სახ­ლი­დან გა­და­სა­ღებ მო­ე­დან­ზე ვი­ნაც­ვლებთ. დღე­ვან­დელ სა­ღა­მოს პრო­ფე­სი­უ­ლი სა­მუ­შაო დღეა - "ელიტ ელექტრო­ნიქ­სის" წი­ნა­სა­ა­ხალ­წლო რეკ­ლა­მა­ში მო­ნა­წი­ლე­ობს. გა­და­ღე­ბე­ბი, სა­ვა­რა­უ­დოდ, მთელ ღა­მეს გაგ­რძელ­დე­ბა... დღე­ვან­დე­ლი დღე, ნა­წი­ლობ­რივ ჩვე­უ­ლებ­რი­ვი და ნა­წი­ლობ­რივ გან­სხვა­ვე­ბუ­ლი, ჩემ­თან ერ­თად სა­ა­ხალ­წლო გან­წყო­ბით დას­რულ­და.

მერ­ცია სულ­ხა­ნიშ­ვი­ლი

ყო­ველ­თვი­უ­რი ჟურ­ნა­ლი "ბო­მონ­დი"

იხი­ლეთ ფო­ტო­რე­პორ­ტა­ჟი

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ხანგრძლივი ზრდის შემდეგ, თბილისში პარკირების ჯარიმები შემცირდა, თანაც თითქმის 60%-ით

სალომე ღვინიაშვილის ერთი დღე

სალომე ღვინიაშვილის ერთი დღე

უყვარს დილით ადრე ადგომა. მიაჩნია, რომ როდესაც ადამიანი ადრე იღვიძებს, მეტ საქმეს ასწრებს და დღესაც ნაყოფიერად ატარებს. სალომე ღვინიაშვილი ყოველ დილას 8 საათზე იღვიძებს, უყვარს შვრიის ფაფა (ჰერკულესი), ურომლისოდაც სახლიდან არასდროს გადის.

8:30 a.m

სახლიდან გავდივართ. ეს მისი ჩვეულებრივი დღის რეჟიმია. უბრალოდ, დღეს. ამ ყველაფერს "ბომონდთან" და ჩემთან ერთად აკეთებს.

მნიშვნელობა არ აქვს, თბილისშია თუ საზღვარგარეთ. ყოველ დილით სტუმრობს სპორტულ დარბაზს. ვარჯიშობს ტრენაჟორებზე, პილატესით და მიდის საცურაო აუზზე. ძალიან უყვარს იოგა, განტვირთვისა და რელაქსაციის საუკეთესო საშუალება. სპორტულ დარბაზს რომ მოივლის, აქვს მსუბუქი ლანჩი, თუმცა დღევანდელი დღე ცოტა განსხვავებულია.

11:15 a.m

სპორტული დარბაზის შემდეგ წავედით საბურთალოს "გუდვილში". სიამოვნებს, როცა ოჯახისთვის შენაძენს თავად აკეთებს.

11:45 a.m

"გუდვილის" სასიამოვნო საოჯახო შოპინგის შემდეგ, ცოტა ხნით შინ ვბრუნდებით.

12:30 p.m

- ლანჩი მეგობრებთან ერთად "კანაპეში". ყოველდღიურად ყველა ძალიან დაკავებული ვართ, ყველას ჩვენ-ჩვენი გრაფიკი გვაქვს, თუმცა ეს ის დროა, როცა ვცდილობთ, მოვიცალოთ. ყოველდღე, როცა თბილისში ვარ, ლანჩის დროს "კანაპეში" ვიკრიბებით, ვსაუბრობთ, ერთმანეთს ამბებს ვუყვებით. ეს ადგილი ძალიან მიყვარს, სასიამოვნო გარემოა და თან ლანჩის დროს ბევრ ნაცნობს ვნახულობ.

სალომეს საყვარელი ლანჩმენიუ - ქათმის ფილე გრილზე და ლატე.

2 p.m

სალომე შინ ბრუნდება და, რა თქმა უნდა, მასთან ერთად მეც... აღმოჩნდა, რომ გოგონებს (ნინუცა და ეკა) თავისუფალი დრო აქვთ და გვიერთდებიან. სალომეს ოჯახში სიახლეა - სულ ცოტა ხნის წინ ახალი ოჯახის წევრი შეემატათ, ძალინ საყვარელი ძაღლი "ჩაკი". ბავშვებს ოჯახის ახალი წევრი ძალიან უყვართ... "ბავშვები 5 საათამდე სახლში არ არიან და სალომე ცდილობს, ეს დრო მაქსიმალურად საქმეებისთვის გამოიყენოს. 5 საათის შემდეგ კი, დრო ბავშვებს დაუთმოს და მათთან ერთად გაატაროს.

3:15 p.m

მეგობრების წასვლის შემდეგ, სალომე სკაიპის მეშვეობით ზურას თურქეთში ელაპარაკა და მეილებს უპასუხა. ინტერნეტით თვითმფრინავის ბილეთები შეუკვეთა.

4 p.m

დონა კარანმა ერთხელ თქვა: "თუკი 20 წუთზე მეტს ანდომებს ადამიანი მოსამზადებლად, მას საკუთარ თავთან პრობლემები აქვს". დონა კარანის ეს სიტყვები იმიტომ მოვიყვანე მაგალითად, რადგან სალომეს სახლში უყვარს კომფორტულად, სპორტულებით სიარული და ყოველთვის, როცა სახლშია, მისი Look-ი სპორტულებით შემოიფარგლება. დრო მოვიდა, ახალი Look-ის არჩევის, ვინაიდან ბავშვებს, ტასუნას და ნიტას, სკოლაში უნდა მივაკითხოთ. უფროსი შვილი, დათუნა, შინ თავისით ბრუნდება. სალომემ ყოველთვის იცის, როდის რა უნდა მოირგოს. ამჯერად არჩევანი შეაჩერა Top Shop-ის ბორდო შარვალსა და მაისურზე, Twist-ის პულოვერზე J.Crew აქსესუარი, Celine - ჩანთასა UGG-ებზე.

4:30 p.m

ტასოს ბაღში, ნიტას კი სკოლაში ვაკითხავთ. ბავშვები ბრიტანულ ქართულ აკადემიაში სწავლობენ, უფროსი შვილი დათუნა კი, სკოლა "21-ე საუკუნეში".

5 p.m

ბავშვები საშინაო look-ებს ირგებენ, თან დედას უყვებიან, სკოლაში დღე როგორ გაატარეს.

შემდეგ ერთად მეცადინეობას იწყებენ, საღამოს სალომე ბავშვებს უთმობს.

11 p.m

გვიან საღამოს, სახლიდან გადასაღებ მოედანზე ვინაცვლებთ. დღევანდელ საღამოს პროფესიული სამუშაო დღეა - "ელიტ ელექტრონიქსის" წინასაახალწლო რეკლამაში მონაწილეობს. გადაღებები, სავარაუდოდ, მთელ ღამეს გაგრძელდება... დღევანდელი დღე, ნაწილობრივ ჩვეულებრივი და ნაწილობრივ განსხვავებული, ჩემთან ერთად საახალწლო განწყობით დასრულდა.

მერცია სულხანიშვილი

ყოველთვიური ჟურნალი "ბომონდი"

იხილეთ ფოტორეპორტაჟი

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება