მოზაიკა

2

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეშვიდე დღე დაიწყება 09:50-ზე, მთვარე ლომში გადაბრძანდება 15:36-ზე ისეთი საქმეები წამოიწყეთ, რომლებსაც დღესვე დაასრულებთ და სხვა დროისთვის არ გადადებთ. მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღება სხვა დროისთვის გადადეთ. ფინანსური ოპერაციების დაგეგმვასა და უძრავი ქონების ყიდვა-გაყიდვას არ გირჩევთ. კარგი დღეა მსხვილი საყიდლებისთვის. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის, სწავლისა და გამოცდების ჩასაბარებლად. უფროსთან და თანამდებობის პირებთან ნებისმიერ საქმეს მარტივად მოაგვარებთ. კარგი დღეა ფიზიკური ვარჯიშებისა და საოჯახო საქმეების შესასრულებლად. ზომიერება გმართებთ საკვებსა და სასმელში. მოერიდეთ გულის გადაღლას; ოპერაციებს გულსა და ზურგზე. შესაძლოა შეგაწუხოთ რადიკულიტმა.
სამართალი
მსოფლიო
სამხედრო
Faceამბები
სპორტი
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ისრაელი უპილოტო "პეპელას" შექმნის
ისრაელი უპილოტო "პეპელას" შექმნის

ებ­რა­უ­ლი კომ­პა­ნია Israel Aerospace Industries (IAI) მი­ნი­ა­ტუ­რუ­ლი უპი­ლო­ტო საფ­რენ აპა­რატ - "პე­პე­ლას" შექ­მნა­ზე მუ­შა­ობს. არ­სე­ბუ­ლი ცნო­ბე­ბით, უპი­ლო­ტო მხო­ლოდ რამ­დე­ნი­მე გრამს იწო­ნის და ჰა­ერ­ში 20 წუ­თის გან­მავ­ლო­ბა­ში შე­უძ­ლია ყოფ­ნა.

ამ­ჟა­მად მუ­შა­ო­ბა ფრთო­სა­ნი პრო­ტო­ტი­პე­ბის ერ­თდრო­უ­ლად ორ ვა­რი­ანტზე მიმ­დი­ნა­რე­ობს: პა­ტა­რა 8 გრა­მი­ა­ნი "პე­პე­ლა" და შე­და­რე­ბით დიდი, რომ­ლის წო­ნაც 13 გრამს აღ­წევს. ორი­ვე მათ­გა­ნი კომ­პაქ­ტუ­რი აკუ­მუ­ლა­ტო­რე­ბის­გან იკ­ვე­ბე­ბა, რო­მელ­თა მა­საც 2 გრამს არ აღე­მა­ტე­ბა. ყვე­ლა­ზე უნი­კა­ლუ­რი ამ უპი­ლო­ტო "პეპ­ლებ­ში" ალ­ბათ ვი­დე­ო­კა­მე­რაა, რო­მე­ლიც მხო­ლოდ 0,1 გრამს იწო­ნის. უჩ­ვე­უ­ლო უპი­ლო­ტო­ე­ბი მოძ­რა­ო­ბა­ში მიკ­რო-ელექტროძ­რავს მოჰ­ყავს.

"პეპ­ლის" ფრთე­ბი ხე­ლით, გამ­ჭირ­ვა­ლე ნახ­შირ­ბოჭ­კოს­გან მზად­დე­ბა. გა­მოც­დე­ბის წარ­მა­ტე­ბით დას­რუ­ლე­ბის შემ­თხვე­ვა­ში, მწარ­მო­ებ­ლე­ბი ამ უჩ­ვე­უ­ლო უპი­ლო­ტო­ე­ბის მა­სი­ურ წარ­მო­ე­ბას გეგ­მა­ვენ.

პირ­ველ რიგ­ში, უპი­ლო­ტო "პეპ­ლებს" მძევ­ლე­ბის გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბი­სას და ან­ტი­ტე­რო­რის­ტუ­ლი ოპე­რა­ცი­ე­ბის ჩა­ტა­რე­ბი­სას გა­მო­ი­ყე­ნე­ბენ. ორი­ვე შემ­თხვე­ვა­ში სა­ჭი­რო ეფექ­ტის მიღ­წე­ვა უპი­ლო­ტოს მი­ნი­ა­ტუ­რუ­ლი ზო­მე­ბის ხარ­ჯზე მოხ­დე­ბა.

პრო­ექ­ტზე მუ­შა­ო­ბი­სას, Israel Aerospace Industries-ის ინ­ჟინ­რე­ბი ლო­ზუნგს "თუ ეს შე­უძ­ლია ბუ­ნე­ბას, მი­ბაძ­ვას ჩვენც შევ­ძლებთ" იყე­ნე­ბენ. "პე­პე­ლამ­დე" ებ­რა­ე­ლებ­მა ოთხფრ­თი­ა­ნი მფრი­ნა­ვი პრო­ტო­ტი­პი შექ­მნეს, რო­მე­ლიც ვი­ზუ­ა­ლუ­რად ნემ­სიყ­ლა­პი­ას წა­ა­გავ­და.

ბოლო წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში, აშშ-ის ხელ­შე­წყო­ბით ებ­რა­ე­ლი მეც­ნი­ე­რე­ბი მწე­რე­ბის მაგ­ვარ რო­ბო­ტე­ბის შექ­მნა­ზე აქ­ტი­უ­რად მუ­შა­ო­ბენ. კვლე­ვის პრო­ცეს­ში ისი­ნი ბუ­ზე­ბის, კა­ლი­ე­ბის, ხო­ჭო­ე­ბი­სა და ნემ­სიყ­ლა­პი­ას მოძ­რა­ო­ბებს დე­ტა­ლუ­რად სწავ­ლო­ბენ და შე­სა­ბა­მის კომ­პი­უ­ტე­რულ მო­დე­ლებს ქმნი­ან. შემ­დგომ კი ამ მო­დე­ლებს მოქ­მე­დი პრო­ტო­ტი­პე­ბის შე­საქ­მნე­ლად იყე­ნე­ბენ.

მო­ამ­ზა­და ნუკ­რი მგე­ლა­ძემ lenta.ru-ის მი­ხედ­ვით.

ისრაელი უპილოტო "პეპელას" შექმნის

ისრაელი უპილოტო "პეპელას" შექმნის

ებრაული კომპანია Israel Aerospace Industries (IAI) მინიატურული უპილოტო საფრენ აპარატ - "პეპელას" შექმნაზე მუშაობს. არსებული ცნობებით, უპილოტო მხოლოდ რამდენიმე გრამს იწონის და ჰაერში 20 წუთის განმავლობაში შეუძლია ყოფნა.

ამჟამად მუშაობა ფრთოსანი პროტოტიპების ერთდროულად ორ ვარიანტზე მიმდინარეობს: პატარა 8 გრამიანი "პეპელა" და შედარებით დიდი, რომლის წონაც 13 გრამს აღწევს. ორივე მათგანი კომპაქტური აკუმულატორებისგან იკვებება, რომელთა მასაც 2 გრამს არ აღემატება. ყველაზე უნიკალური ამ უპილოტო "პეპლებში" ალბათ ვიდეოკამერაა, რომელიც მხოლოდ 0,1 გრამს იწონის. უჩვეულო უპილოტოები მოძრაობაში მიკრო-ელექტროძრავს მოჰყავს.

"პეპლის" ფრთები ხელით, გამჭირვალე ნახშირბოჭკოსგან მზადდება. გამოცდების წარმატებით დასრულების შემთხვევაში, მწარმოებლები ამ უჩვეულო უპილოტოების მასიურ წარმოებას გეგმავენ.

პირველ რიგში, უპილოტო "პეპლებს" მძევლების გათავისუფლებისას და ანტიტერორისტული ოპერაციების ჩატარებისას გამოიყენებენ. ორივე შემთხვევაში საჭირო ეფექტის მიღწევა უპილოტოს მინიატურული ზომების ხარჯზე მოხდება.

პროექტზე მუშაობისას, Israel Aerospace Industries-ის ინჟინრები ლოზუნგს "თუ ეს შეუძლია ბუნებას, მიბაძვას ჩვენც შევძლებთ" იყენებენ. "პეპელამდე" ებრაელებმა ოთხფრთიანი მფრინავი პროტოტიპი შექმნეს, რომელიც ვიზუალურად ნემსიყლაპიას წააგავდა.

ბოლო წლების განმავლობაში, აშშ-ის ხელშეწყობით ებრაელი მეცნიერები მწერების მაგვარ რობოტების შექმნაზე აქტიურად მუშაობენ. კვლევის პროცესში ისინი ბუზების, კალიების, ხოჭოებისა და ნემსიყლაპიას მოძრაობებს დეტალურად სწავლობენ და შესაბამის კომპიუტერულ მოდელებს ქმნიან. შემდგომ კი ამ მოდელებს მოქმედი პროტოტიპების შესაქმნელად იყენებენ.

მოამზადა ნუკრი მგელაძემ lenta.ru-ის მიხედვით.

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა