პოლიტიკა
სამართალი
სპორტი

2

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეექვსე დღე დაიწყება 08:23-ზე, მთვარე კირჩხიბშია მოაგვარეთ წვრილ-წვრილი საქმეები. სერიოზულები სხვა დროისთვის გადადეთ. კარგი დღეა კოლექტიური მუშაობისთვის, ბიზნესისთვის. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. თუ არ გეჩქარებათ, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხები სხვა დღისთვის გადადეთ. ნეიტრალური დღეა ვაჭრობისა და სასამართლო საქმეებისთვის. კარგი დღეა სწავლისა და გამოცდების ჩასაბარებლად; ურთიერთობის გარჩევისათვის; ქორწინების, ნიშნობისთვის. ნეიტრალურია სამსახურის, საქმიანობის, საცხოვრებლის შეცვლა. მოერიდეთ ალკოჰოლს, ქიმიური პრეპარატების მიღებას. ნუ მიირთმევთ მძიმე საკვებს.
საზოგადოება
მსოფლიო
მოზაიკა
მეცნიერება
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ჯაბა ებანოიძე ბრალს აღიარებს
ჯაბა ებანოიძე ბრალს აღიარებს

შე­მო­სავ­ლე­ბის სამ­სა­ხუ­რის ყო­ფილ მა­ღალ­ჩი­ნოს­ნებს "ბან­კი ქარ­თუს" საქ­მეს­თან და­კავ­ში­რე­ბით ბრა­ლი წა­რედ­გი­ნათ, თუმ­ცა ისი­ნი არ და­უ­კა­ვე­ბი­ათ.

რო­გორც ე.წ. მო­დუ­ლის შე­ნო­ბის და­ტო­ვე­ბის შემ­დეგ ჟურ­ნა­ლის­ტებს შე­მო­სავ­ლე­ბის სამ­სა­ხუ­რის ყო­ფილ­მა უფ­როს­მა, ჯაბა ება­ნო­ი­ძემ გა­ნუ­ცხა­და, გარ­კვე­ულ­წი­ლად აღი­ა­რებს და­ნა­შა­ულს.

"რამ­დე­ნი­მე მუხ­ლით წა­მი­ყე­ნეს ბრა­ლი. გარ­კვე­ულ­წი­ლად, ვა­ღი­ა­რებ ბრალ­დე­ბებს და და­ნარ­ჩე­ნი უკვე სა­სა­მარ­თლო­ზე გა­და­წყდე­ბა", - გა­ნა­ცხა­და ება­ნო­ი­ძემ.

მისი ად­ვო­კა­ტის, მა­მუ­კა ჭა­ბაშ­ვი­ლის გან­მარ­ტე­ბით კი, "ება­ნო­ი­ძეს ბრა­ლი და­ე­დო თა­ნამ­დე­ბო­ბის ბო­რო­ტად გა­მო­ყე­ნე­ბა­ში, იმ ქო­ნე­ბის გა­და­მალ­ვა­ში დახ­მა­რე­ბის­თვის, რო­მე­ლიც რა­ღა­ცა ვალ­დე­ბუ­ლე­ბის შე­სას­რუ­ლებ­ლად იყო გან­კუთ­ვნი­ლი", აგ­რეთ­ვე, ყალ­ბი სა­ან­გა­რი­შო დო­კუ­მენ­ტე­ბის შედ­გე­ნა­ში.

"ფაქ­ტობ­რივ გა­რე­მო­ე­ბებს ადას­ტუ­რებს ჩემი დაც­ვის ქვეშ მყო­ფი, გა­ვეც­ნო­ბით ბრალს და კვა­ლი­ფი­კა­ცია რამ­დე­ნად შე­ე­სა­ბა­მე­ბა ფაქ­ტობ­რივ გა­რე­მო­ე­ბებს, ამას უკვე მოგ­ვი­ა­ნე­ბით მო­გახ­სე­ნებთ", - გა­ნუ­ცხა­და ჟურ­ნა­ლის­ტებს მა­მუ­კა ჭა­ბაშ­ვილ­მა.

კი­დევ ორი ყო­ფი­ლი მა­ღალ­ჩი­ნოს­ნის - მა­მუ­კა ლაშ­ხი­ა­სა და ოთარ აგ­ლა­ძის ად­ვო­კა­ტე­ბის, და­ვით ხა­ჟა­ლი­ა­სა და კა­ხა­ბერ შო­ნი­ას გან­ცხა­დე­ბით, მათი დაც­ვის ქვეშ მყო­ფე­ბი სრუ­ლად აღი­ა­რე­ბენ ბრალს.

"ოთარ აგ­ლა­ძეს ბრა­ლი წა­რედ­გი­ნა შემ­დე­გი მუხ­ლე­ბით - დახ­მა­რე­ბა ქო­ნე­ბის გა­და­მალ­ვა­ში მოჩ­ვე­ნე­ბით ან გა­რი­გე­ბით, დახ­მა­რე­ბა ყალ­ბი სა­ან­გა­რიშს­წო­რე­ბო ან საკ­რე­დი­ტო ბა­რა­თის დამ­ზა­დე­ბა-გა­სა­ღე­ბა­ში, გა­მო­ყე­ნე­ბა­ში და სამ­სა­ხუ­რებ­რი­ვი უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბის ბო­რო­ტად გა­მო­ყე­ნე­ბა­ში. ბრალ­დე­ბუ­ლი მთლი­ა­ნად ცნობს დამ­ნა­შა­ვედ თავს წარ­დგე­ნილ ბრა­დე­ბა­ში", - გა­ნა­ცხა­და და­ვით ხა­ჟა­ლი­ამ.

კა­ხა­ბერ შო­ნი­ას თქმით, მისი დაც­ვის ქვეშ მყოფ­საც იდენ­ტუ­რი ბრალ­დე­ბა აქვს და სრუ­ლად ცნობს თავს დამ­ნა­შა­ვედ წარ­დგე­ნილ ბრალ­დე­ბა­ში.

ად­ვო­კა­ტე­ბის ვა­რა­უ­დით, აღ­კვე­თის სა­ხით სა­სა­მარ­თლო მათი დაც­ვის ქვეშ მყო­ფებს გი­რა­ოს შე­უ­ფარ­დებს. სა­სა­მარ­თლო შე­საძ­ლოა, ხვალ გა­ი­მარ­თოს.

ამას­თან, ამა­ვე საქ­მეს­თან და­კავ­ში­რე­ბით ბრა­ლი და­უს­წრებ­ლად წა­რედ­გი­ნა იუს­ტი­ცი­ის ყო­ფილ მი­ნისტრს, ზუ­რაბ ადე­იშ­ვილს.

შსს-მ "ქარ­თუს" გა­კოტ­რე­ბის სქე­მის შე­სა­ხებ გან­ცხა­დე­ბა გა­ა­კე­თა 2012 წლის 17 დე­კემ­ბერს. სა­მი­ნის­ტროს ინ­ფორ­მა­ცი­ით, სქე­მა­ში ჩარ­თუ­ლი იყ­ვნენ სა­ხელ­მწი­ფო პო­ლი­ტი­კუ­რი თა­ნამ­დე­ბო­ბის პი­რე­ბი, აღ­მას­რუ­ლე­ბე­ლი და სა­კა­ნონ­მდებ­ლო ხე­ლი­სუფ­ლე­ბის სხვა წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი. მათ შო­რის, ზუ­რაბ ადე­იშ­ვი­ლი, ჯაბა ება­ნო­ი­ძე, აღ­სრუ­ლე­ბის ბი­უ­როს ყო­ფი­ლი ხელ­მძღვა­ნე­ლი კონ­სტან­ტი­ნე მე­ლია, რო­მე­ლიც რამ­დე­ნი­მე დღის წინ ძვე­ლი თბილ­სის რა­ი­ო­ნის გამ­გებ­ლად და­ი­ნიშ­ნა.

იხი­ლეთ ვი­დეო: ჯაბა ება­ნო­ი­ძე და­ნა­შა­ულს გარ­კვე­ულ­წი­ლად აღი­ა­რებს

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ხანგრძლივი ზრდის შემდეგ, თბილისში პარკირების ჯარიმები შემცირდა, თანაც თითქმის 60%-ით

ჯაბა ებანოიძე ბრალს აღიარებს

ჯაბა ებანოიძე ბრალს აღიარებს

შემოსავლების სამსახურის ყოფილ მაღალჩინოსნებს "ბანკი ქართუს" საქმესთან დაკავშირებით ბრალი წარედგინათ, თუმცა ისინი არ დაუკავებიათ.

როგორც ე.წ. მოდულის შენობის დატოვების შემდეგ ჟურნალისტებს შემოსავლების სამსახურის ყოფილმა უფროსმა, ჯაბა ებანოიძემ განუცხადა, გარკვეულწილად აღიარებს დანაშაულს.

"რამდენიმე მუხლით წამიყენეს ბრალი. გარკვეულწილად, ვაღიარებ ბრალდებებს და დანარჩენი უკვე სასამართლოზე გადაწყდება", - განაცხადა ებანოიძემ.

მისი ადვოკატის, მამუკა ჭაბაშვილის განმარტებით კი, "ებანოიძეს ბრალი დაედო თანამდებობის ბოროტად გამოყენებაში, იმ ქონების გადამალვაში დახმარებისთვის, რომელიც რაღაცა ვალდებულების შესასრულებლად იყო განკუთვნილი", აგრეთვე, ყალბი საანგარიშო დოკუმენტების შედგენაში.

"ფაქტობრივ გარემოებებს ადასტურებს ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი, გავეცნობით ბრალს და კვალიფიკაცია რამდენად შეესაბამება ფაქტობრივ გარემოებებს, ამას უკვე მოგვიანებით მოგახსენებთ", - განუცხადა ჟურნალისტებს მამუკა ჭაბაშვილმა.

კიდევ ორი ყოფილი მაღალჩინოსნის - მამუკა ლაშხიასა და ოთარ აგლაძის ადვოკატების, დავით ხაჟალიასა და კახაბერ შონიას განცხადებით, მათი დაცვის ქვეშ მყოფები სრულად აღიარებენ ბრალს.

"ოთარ აგლაძეს ბრალი წარედგინა შემდეგი მუხლებით - დახმარება ქონების გადამალვაში მოჩვენებით ან გარიგებით, დახმარება ყალბი საანგარიშსწორებო ან საკრედიტო ბარათის დამზადება-გასაღებაში, გამოყენებაში და სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაში. ბრალდებული მთლიანად ცნობს დამნაშავედ თავს წარდგენილ ბრადებაში", - განაცხადა დავით ხაჟალიამ.

კახაბერ შონიას თქმით, მისი დაცვის ქვეშ მყოფსაც იდენტური ბრალდება აქვს და სრულად ცნობს თავს დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში.

ადვოკატების ვარაუდით, აღკვეთის სახით სასამართლო მათი დაცვის ქვეშ მყოფებს გირაოს შეუფარდებს. სასამართლო შესაძლოა, ხვალ გაიმართოს.

ამასთან, ამავე საქმესთან დაკავშირებით ბრალი დაუსწრებლად წარედგინა იუსტიციის ყოფილ მინისტრს, ზურაბ ადეიშვილს.

შსს-მ "ქართუს" გაკოტრების სქემის შესახებ განცხადება გააკეთა 2012 წლის 17 დეკემბერს. სამინისტროს ინფორმაციით, სქემაში ჩართული იყვნენ სახელმწიფო პოლიტიკური თანამდებობის პირები, აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები. მათ შორის, ზურაბ ადეიშვილი, ჯაბა ებანოიძე, აღსრულების ბიუროს ყოფილი ხელმძღვანელი კონსტანტინე მელია, რომელიც რამდენიმე დღის წინ ძველი თბილსის რაიონის გამგებლად დაინიშნა.

იხილეთ ვიდეო: ჯაბა ებანოიძე დანაშაულს გარკვეულწილად აღიარებს

"ინტერპრესნიუსი"

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ