მსოფლიო
პოლიტიკა
სამხედრო

24

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის ოცდამეხუთე დღე დაიწყება 06:11-ზე, მთვარე მერწყულში იქნება 19-19-დან ახალ საქმეებს ნუ წამოიწყებთ, მაგრამ დაწყებულები დაასრულეთ. კარგი დღეა ვაჭრობისთვის, სასამართლო საქმეებისთვის. არასასიამოვნო დღეა კონტაქტებისთვის, აკონტროლეთ თქვენი ემოციები. არ იკამათოთ და მოერიდეთ უსიამოვნო საუბრებს. კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, მგზავრობისათვის. სხვა დღისთვის გადადეთ ქორწინება და ნიშნობა. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს. დღის რთული ორგანოა ყურები, მოერიდეთ მათ გახვრეტას, ოპერაციას, გაწმენდას. მიირთვით ახალმომზადებული კერძი. გაამდიდრეთ რაციონი უმი ბოსტნეულით. არ დაძაბოთ და გადაღალოთ თვალები.
მოზაიკა
სამართალი
სპორტი
საზოგადოება
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ცნობილების შვილები
ცნობილების შვილები

ამას წი­ნათ "ფე­ის­ბუ­ქის" გვერ­დებს ვათ­ვა­ლი­ე­რებ­დი და შემ­თხვე­ვით გა­და­ვა­წყდი პარ­ლა­მენ­ტარ მა­რი­კა ვე­რუ­ლაშ­ვი­ლის გო­გო­ნას, სა­ლო­მე ცნო­ბი­ლა­ძის გვერდს. 9 წლის წინ, რო­დე­საც მა­რი­კა მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის პრესმდი­ვა­ნი გახ­ლდათ და "ნა­ცი­ო­ნა­ლე­ბი" სა­ქარ­თვე­ლოს ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ში მო­ვიდ­ნენ, სა­ლო­მე ძა­ლი­ან პა­ტა­რა გახ­ლდათ და სკო­ლა­ში სწავ­ლობ­და. მცი­რე ხნის შემ­დეგ ის სას­წავ­ლებ­ლად სა­ზღვარ­გა­რეთ, კერ­ძოდ, საფ­რან­გეთ­ში, პა­რიზ­ში გა­ემ­გზავ­რა და უკვე ბევ­რი წე­ლია, ჯერ ფრან­გულ, შემ­დეგ კი ინ­გლი­სურ სას­წავ­ლებ­ლებ­ში იღებს ცოდ­ნას. და­ინ­ტე­რე­სე­ბუ­ლია ბიზ­ნე­სი­სა და ეკო­ნო­მი­კის სფე­რო­ე­ბით.

მა­რი­კა ვე­რუ­ლაშ­ვილს არა­ერ­თხელ მო­უ­ყო­ლია ინ­ტერ­ვი­უ­ებ­ში, რო­გო­რი გა­ჭირ­ვე­ბით გა­ზარ­და თა­ვი­სი ქა­ლიშ­ვი­ლი, რო­მე­ლიც 17 წლის ასაკ­ში გა­უჩ­ნდა. დღეს კი გვერ­დით, მისი სა­ხით, მე­გო­ბა­რი ჰყავს. მა­რი­კა ორი­ო­დე წლის წინ გა­თხოვ­და, ბიზ­ნეს­მენ სოსო ჩხა­ი­ძეს გაჰ­ყვა და ვა­ჟიშ­ვი­ლი შე­ე­ძი­ნა, ასე რომ, სა­ლო­მეს პა­ტა­რა ძმა ჰყავს.

სა­ლო­მე სა­ქარ­თვე­ლო­ში ხში­რად ჩა­მო­დის და არ­ცთუ იშ­ვი­ა­თად ხვდე­ბა ჟურ­ნა­ლე­ბის გა­რე­კა­ნებ­ზე ხან დე­დის, ხა­ნაც ამა თუ იმ ცნო­ბი­ლი ადა­მი­ა­ნის გვერ­დით. ახლა დიდ ბრი­ტა­ნეთ­ში ცხოვ­რობს და გა­ნათ­ლე­ბას "David Game Gollege"-ში ეწა­ფე­ბა.

სა­ლო­მე პა­ტა­რაც ძა­ლი­ან კარ­გი გა­რეგ­ნო­ბით გა­მო­ირ­ჩე­ო­და, მაგ­რამ რაც წლე­ბი მო­ე­მა­ტა, კი­დევ უფრო დამ­შვენ­და და ამის დას­ტუ­რად მის ფო­ტოს გთა­ვა­ზობთ.

დი­ზა­ი­ნე­რი ავ­თან­დი­ლი და ბად­რი პა­ტარ­კა­ციშ­ვი­ლის დის­შვი­ლი ხა­თუ­ნა თორ­თლა­ძე დიდი ლავ-სთო­რით გა­მო­ირ­ჩე­ვი­ან. ცნო­ბი­ლია, რომ ავ­თან­დილს ძა­ლი­ან უყ­ვარს მე­უღ­ლე, რო­მე­ლიც მისი მუ­ზაა და არა­ერ­თხელ გა­მო­სუ­ლა პო­დი­უმ­ზე ქმრის მიერ შექ­მნი­ლი სა­მო­სით. ხა­თუ­ნას თა­ვა­დაც ძა­ლი­ან უყ­ვარს მოდა და სო­ცი­ა­ლურ ქსე­ლებ­ში, თუკი ავ­თან­დი­ლის ან ხა­თუ­ნას მე­გო­ბა­რი ხართ, შე­გიძ­ლი­ათ უამ­რა­ვი ფოტო და­ათ­ვა­ლი­ე­როთ, სა­დაც ხა­თუ­ნა ორი­გი­ნა­ლუ­რად არის გა­მო­წყო­ბი­ლი.

რაც შე­ე­ხე­ბა მათ ჯერ­ჯე­რო­ბით ერ­თა­დერთ შვილს, ანას­ტა­სი­ას, ის დედ-მა­მას ძა­ლი­ან ჰყავს გა­ნე­ბივ­რე­ბუ­ლი, მუდ­მი­ვად და­ა­ტა­რე­ბენ სა­მოგ­ზა­უ­როდ და მისი თვალ­სა­წი­ე­რის გა­ფარ­თო­ე­ბა­ზე ზრუ­ნა­ვენ. პა­ტა­რა ანას­ტა­სია ყო­ველ­თვის გე­მოვ­ნე­ბით არის გა­მო­წყო­ბი­ლი და დი­ზა­ი­ნე­რი არ იქ­ნე­ბა წი­ნა­აღ­მდე­გი, თუკი ის მა­მის გზას აირ­ჩევს. ანას­ტა­სია გა­რეგ­ნუ­ლად ძა­ლი­ან ჰგავს დე­დას.

მაია ჯა­ბუ­ას ქა­ლიშ­ვი­ლი ლიზა ყე­ნია "ანა-ბა­ნას" ერთ-ერთი მო­ნა­წი­ლე იყო, ბავ­შვო­ბი­დან­ვე ეუფ­ლე­ბა დე­დის პრო­ფე­სი­ას. ლიზა თი­ნე­ი­ჯე­რი გახ­ლავთ, მაგ­რამ ფო­ტო­ებ­ზე უფრო დიდს ჰგავს, ვიდ­რე სი­ნამ­დვი­ლე­ში არის. უყ­ვარს ფო­ტო­ე­ბის გა­და­ღე­ბა და მის ალ­ბო­მებ­ში ური­ცხვი რა­ო­დე­ნო­ბის პრო­ფე­სო­ნა­ლურ ფო­ტოს ნა­ხავთ. ლი­ზას ისე­თი გა­რეგ­ნო­ბა აქვს, უცხო­ელს უფრო ჰგავს, ვიდ­რე ქარ­თველს. ვნა­ხოთ, გა­აგ­რძე­ლებს თუ არა დე­დის გზას აქ­ტი­უ­რად.

ეკა ხო­ფე­რი­ას სამი შვი­ლი ჰყავს, ერთი გო­გო­ნა და ორი ბიჭი. ბი­ჭე­ბი პა­ტა­რე­ბი არი­ან, გო­გო­ნა, ანა­ნო ლე­ვი­ძე, სკო­ლა­ში სწავ­ლობს და თი­ნე­ი­ჯე­რი გახ­ლავთ. ანა­ნო დე­და­სა­ვით აქ­ტი­უ­რი ადა­მი­ა­ნია, ხში­რად მო­ნა­წი­ლე­ობს ეკას ჟურ­ნა­ლის გა­და­ღე­ბებ­ში და მის საქ­მი­ა­ნო­ბა­შია ჩარ­თუ­ლი. ეკას ანა­ნო გი­ორ­გი ლე­ვი­ძეს­თან ქორ­წი­ნე­ბი­დან ჰყავს, ბი­ჭე­ბი კი ექიმ მიშა ხუ­ჯა­ძის­გან, რო­მე­ლიც მისი მე­სა­მე ქმა­რია. ანა­ნო გა­რეგ­ნუ­ლად დე­და­საც ჰგავს და მა­მა­საც და ძა­ლი­ან ლა­მა­ზი გო­გო­ნაა, რა­შიც თა­ვა­დაც დარ­წმუნ­დე­ბით.

dj ბუკ­ლე

ჟურ­ნა­ლი "რე­ი­ტინ­გი"

(გა­მო­დის ორ­შა­ბა­თო­ბით)

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
"ერთა ლიგის" "პლეი ოფის" საპასუხო მატჩში საქართველოს ნაკრებმა სომხეთი ანგარიშით 6:1 დაამარცხა

ცნობილების შვილები

ცნობილების შვილები

ამას წინათ "ფეისბუქის" გვერდებს ვათვალიერებდი და შემთხვევით გადავაწყდი პარლამენტარ მარიკა ვერულაშვილის გოგონას, სალომე ცნობილაძის გვერდს. 9 წლის წინ, როდესაც მარიკა მიხეილ სააკაშვილის პრესმდივანი გახლდათ და "ნაციონალები" საქართველოს ხელისუფლებაში მოვიდნენ, სალომე ძალიან პატარა გახლდათ და სკოლაში სწავლობდა. მცირე ხნის შემდეგ ის სასწავლებლად საზღვარგარეთ, კერძოდ, საფრანგეთში, პარიზში გაემგზავრა და უკვე ბევრი წელია, ჯერ ფრანგულ, შემდეგ კი ინგლისურ სასწავლებლებში იღებს ცოდნას. დაინტერესებულია ბიზნესისა და ეკონომიკის სფეროებით.

მარიკა ვერულაშვილს არაერთხელ მოუყოლია ინტერვიუებში, როგორი გაჭირვებით გაზარდა თავისი ქალიშვილი, რომელიც 17 წლის ასაკში გაუჩნდა. დღეს კი გვერდით, მისი სახით, მეგობარი ჰყავს. მარიკა ორიოდე წლის წინ გათხოვდა, ბიზნესმენ სოსო ჩხაიძეს გაჰყვა და ვაჟიშვილი შეეძინა, ასე რომ, სალომეს პატარა ძმა ჰყავს.

სალომე საქართველოში ხშირად ჩამოდის და არცთუ იშვიათად ხვდება ჟურნალების გარეკანებზე ხან დედის, ხანაც ამა თუ იმ ცნობილი ადამიანის გვერდით. ახლა დიდ ბრიტანეთში ცხოვრობს და განათლებას "David Game Gollege"-ში ეწაფება.

სალომე პატარაც ძალიან კარგი გარეგნობით გამოირჩეოდა, მაგრამ რაც წლები მოემატა, კიდევ უფრო დამშვენდა და ამის დასტურად მის ფოტოს გთავაზობთ.

დიზაინერი ავთანდილი და ბადრი პატარკაციშვილის დისშვილი ხათუნა თორთლაძე დიდი ლავ-სთორით გამოირჩევიან. ცნობილია, რომ ავთანდილს ძალიან უყვარს მეუღლე, რომელიც მისი მუზაა და არაერთხელ გამოსულა პოდიუმზე ქმრის მიერ შექმნილი სამოსით. ხათუნას თავადაც ძალიან უყვარს მოდა და სოციალურ ქსელებში, თუკი ავთანდილის ან ხათუნას მეგობარი ხართ, შეგიძლიათ უამრავი ფოტო დაათვალიეროთ, სადაც ხათუნა ორიგინალურად არის გამოწყობილი.

რაც შეეხება მათ ჯერჯერობით ერთადერთ შვილს, ანასტასიას, ის დედ-მამას ძალიან ჰყავს განებივრებული, მუდმივად დაატარებენ სამოგზაუროდ და მისი თვალსაწიერის გაფართოებაზე ზრუნავენ. პატარა ანასტასია ყოველთვის გემოვნებით არის გამოწყობილი და დიზაინერი არ იქნება წინააღმდეგი, თუკი ის მამის გზას აირჩევს. ანასტასია გარეგნულად ძალიან ჰგავს დედას.

მაია ჯაბუას ქალიშვილი ლიზა ყენია "ანა-ბანას" ერთ-ერთი მონაწილე იყო, ბავშვობიდანვე ეუფლება დედის პროფესიას. ლიზა თინეიჯერი გახლავთ, მაგრამ ფოტოებზე უფრო დიდს ჰგავს, ვიდრე სინამდვილეში არის. უყვარს ფოტოების გადაღება და მის ალბომებში ურიცხვი რაოდენობის პროფესონალურ ფოტოს ნახავთ. ლიზას ისეთი გარეგნობა აქვს, უცხოელს უფრო ჰგავს, ვიდრე ქართველს. ვნახოთ, გააგრძელებს თუ არა დედის გზას აქტიურად.

ეკა ხოფერიას სამი შვილი ჰყავს, ერთი გოგონა და ორი ბიჭი. ბიჭები პატარები არიან, გოგონა, ანანო ლევიძე, სკოლაში სწავლობს და თინეიჯერი გახლავთ. ანანო დედასავით აქტიური ადამიანია, ხშირად მონაწილეობს ეკას ჟურნალის გადაღებებში და მის საქმიანობაშია ჩართული. ეკას ანანო გიორგი ლევიძესთან ქორწინებიდან ჰყავს, ბიჭები კი ექიმ მიშა ხუჯაძისგან, რომელიც მისი მესამე ქმარია. ანანო გარეგნულად დედასაც ჰგავს და მამასაც და ძალიან ლამაზი გოგონაა, რაშიც თავადაც დარწმუნდებით.

dj ბუკლე

ჟურნალი "რეიტინგი"

(გამოდის ორშაბათობით)

ბაია პატარაიას თათია სამსახარაძე და უფლებადამცველები დაუპირისპირდნენ - „სამი წელია პირში წყალი მაქვს დაგუბებული...“

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"