მსოფლიო
პოლიტიკა
სამხედრო

24

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის ოცდამეხუთე დღე დაიწყება 06:11-ზე, მთვარე მერწყულში იქნება 19-19-დან ახალ საქმეებს ნუ წამოიწყებთ, მაგრამ დაწყებულები დაასრულეთ. კარგი დღეა ვაჭრობისთვის, სასამართლო საქმეებისთვის. არასასიამოვნო დღეა კონტაქტებისთვის, აკონტროლეთ თქვენი ემოციები. არ იკამათოთ და მოერიდეთ უსიამოვნო საუბრებს. კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, მგზავრობისათვის. სხვა დღისთვის გადადეთ ქორწინება და ნიშნობა. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს. დღის რთული ორგანოა ყურები, მოერიდეთ მათ გახვრეტას, ოპერაციას, გაწმენდას. მიირთვით ახალმომზადებული კერძი. გაამდიდრეთ რაციონი უმი ბოსტნეულით. არ დაძაბოთ და გადაღალოთ თვალები.
მოზაიკა
სამართალი
სპორტი
საზოგადოება
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
კურტ ვენერი - ასფალტის და ვინჩი
კურტ ვენერი - ასფალტის და ვინჩი

street art - ასე ჰქვია 21-ე სა­უ­კუ­ნის ხე­ლოვ­ნე­ბის ერთ-ერთ მი­მარ­თუ­ლე­ბას, რო­მე­ლიც ქუ­ჩის მხატ­ვრო­ბად ითარ­გმნე­ბა. სტრიტ-არ­ტის, ანუ ქუ­ჩის მხატ­ვრო­ბის შე­დევ­რე­ბის ნახ­ვა ევ­რო­პი­სა და ამე­რი­კის ქა­ლა­ქებ­ში შე­იძ­ლე­ბა. ფე­ხით მო­სი­ა­რუ­ლე­ე­ბის­თვის ეს მშვე­ნი­ე­რი სა­ნა­ხა­ო­ბაა - შუა ქუ­ჩა­ში გად­მო­ტა­ნი­ლი ეფექ­ტუ­რი სცე­ნე­ბი, რომ­ლის მო­ნა­წი­ლე ყვე­ლას შე­უძ­ლია გახ­დეს - უბ­რა­ლოდ უნდა დად­გე ას­ფალტზე და შე­დევრთან ფოტო გა­და­ი­ღო.

ქუ­ჩის მხატ­ვრო­ბა­საც ჰყავს თა­ვი­სი "გუ­რუ­ე­ბი". ერთ-ერთი მათ­გა­ნი მხატ­ვა­რი კურტ ვე­ნე­რია, რო­მე­ლიც თა­ვი­სი მო­ნუ­მენ­ტუ­რი და ქუ­ჩის მხატ­ვრო­ბით არის ცნო­ბი­ლი. ჩვე­უ­ლებ­რი­ვი ცარ­ცით ის ნამ­დვილ სამ­გან­ზო­მი­ლე­ბი­ან შე­დევ­რებს ქმნის.

პირ­ვე­ლი შეკ­ვე­თი­ლი სა­მუ­შაო მან 16 წლი­სამ შე­ას­რუ­ლა, 18 წლი­სამ კი გა­და­წყვი­ტა, მთე­ლი ცხოვ­რე­ბა მხატ­ვრო­ბის­თვის მი­ე­ძღვნა. კურ­ტი როდ-აი­ლენ­დის დი­ზა­ი­ნის სკო­ლა­ში და­დი­ო­და, მერე კი კარ­გა ხანს "ნა­სას" მხატ­ვარ-ილუსტრა­ტო­რად მუ­შა­ობ­და - მო­მა­ვა­ლი კოს­მო­სუ­რი პრო­ექ­ტე­ბი­სა და არა­მი­წი­უ­რი ლან­დშაფ­ტე­ბის კონ­ცეპ­ტუ­ა­ლურ გა­მო­სა­ხუ­ლე­ბებს ქმნი­და. 1982 წელს "ნასა" და­ტო­ვა, მთე­ლი ქო­ნე­ბა გა­ყი­და და იტა­ლი­ა­ში გა­ემ­გზავ­რა ხე­ლოვ­ნე­ბის შე­სას­წავ­ლად.

ვე­ნე­რი ასე­ვე ქმნის ნა­ხა­ტებს ზეთ­ში, მო­ნუ­მენ­ტურ ფერ­წე­რას, ქან­და­კე­ბებს - კერ­ძო და სა­ხელ­მწი­ფო დაკ­ვე­თით. მისი ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე დიდი ნა­მუ­შე­ვა­რი, და­ახ­ლო­ე­ბით 1,7 კვად­რა­ტუ­ლი მეტ­რი, გან­თავ­სე­ბუ­ლია აშშ-ში უილ­ში­რის გამ­ზირ­ზე, ვესტვუდ­ში და ნაჩ­ვე­ნე­ბია ფილმში "კე­დე­ბი", ხოლო მისი სხვა დიდი ნა­მუ­შე­ვა­რი, "ჯა­დოს­ნუ­რი ფლე­ი­ტა", ფრეს­ნოს ქა­ლა­ქის საბ­ჭოს შე­ნო­ბას ამ­შვე­ნებს.

1987 წელს ვე­ნერს პირ­ვე­ლი ად­გი­ლი მი­ა­ნი­ჭეს ნიუ-იორ­კის კი­ნო­ფეს­ტი­ვალ­ზე, ნო­მი­ნა­ცი­ა­ში "გა­მომ­სახ­ვე­ლო­ბი­თი ხე­ლოვ­ნე­ბა".

გარ­და ქუ­ჩის მხატ­ვრო­ბი­სა, ვე­ნე­რი არ­ქი­ტექ­ტო­რად და მო­ქან­და­კედ მუ­შა­ო­ბა­საც აგ­რძე­ლებს. მისი პრო­ექ­ტე­ბით იგე­ბა მსოფ­ლი­ო­ში ყვე­ლა­ზე შთამ­ბეჭ­და­ვი ვი­ლე­ბი. მის სამ­გან­ზო­მი­ლე­ბი­ან ნა­მუ­შევ­რებ­სა და ინ­სტა­ლა­ცი­ებ­ში კი სულ უფრო ხში­რად მო­ნა­წი­ლე­ო­ბენ რე­ა­ლუ­რი ადა­მი­ა­ნე­ბი და რე­ა­ლუ­რი საგ­ნე­ბი. რო­გორც სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბი ამ­ბო­ბენ, ვე­ნე­რი იმ მხატ­ვრებს შო­რის არის, რომ­ლე­ბიც ერთ ად­გილ­ზე არ იყი­ნე­ბი­ან, დროს­თან ერ­თად ვი­თარ­დე­ბი­ან და ხში­რად დრო­საც უს­წრე­ბენ.

კურ­ტი ხში­რად იხ­სე­ნებს, რომ ქუ­ჩის მხატ­ვრო­ბამ ბავ­შვო­ბა­ში გა­ი­ტა­ცა. გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ლე­გენ­დის თა­ნახ­მად, ერთხელ უყუ­რებ­და, ქუ­ჩის მხატ­ვა­რი რო­გორ ხა­ტავ­და ცარ­ცით ას­ფალტზე ან­გე­ლოზს. აირ­ჩია მო­მენ­ტი, როცა მხატ­ვა­რი წა­სა­ხემ­სებ­ლად გა­ვი­და და თვი­თონ და­ას­რუ­ლა ნა­მუ­შე­ვა­რი. სწო­რედ მას მერე შე­ი­პყრო ხატ­ვის სურ­ვილ­მა.

დღეს კურტ ვე­ნე­რი სამ­გან­ზო­მი­ლე­ბი­ა­ნი მო­ცუ­ლო­ბი­თი ფერ­წე­რის ერთ-ერთ ყვე­ლა­ზე ცნო­ბილ და ნი­ჭი­ერ ოს­ტა­ტად მი­იჩ­ნე­ვა. სა­ინ­ტე­რე­სოა კი­დევ ერთი ფაქ­ტი - იმის­თვის, რომ მის­მა სუ­რა­თებ­მა, რომ­ლე­ბიც ღია ცის ქვეშ "ცხოვ­რო­ბენ", რაც შე­იძ­ლე­ბა დიდ­ხანს გაძ­ლონ, კურტმა გა­მო­ი­გო­ნა რე­ცეპ­ტი, რომ­ლის მი­ხედ­ვი­თაც ამ­ზა­დებს სპე­ცი­ა­ლურ ცარ­ცებს ას­ფალტზე სა­ხა­ტა­ვად.

ლელა ზუ­რე­ბი­ა­ნი

ჟურ­ნა­ლი "რე­ი­ტინ­გი"

(გა­მო­დის ორ­შა­ბა­თო­ბით)

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
"ერთა ლიგის" "პლეი ოფის" საპასუხო მატჩში საქართველოს ნაკრებმა სომხეთი ანგარიშით 6:1 დაამარცხა

კურტ ვენერი - ასფალტის და ვინჩი

კურტ ვენერი - ასფალტის და ვინჩი

street art - ასე ჰქვია 21-ე საუკუნის ხელოვნების ერთ-ერთ მიმართულებას, რომელიც ქუჩის მხატვრობად ითარგმნება. სტრიტ-არტის, ანუ ქუჩის მხატვრობის შედევრების ნახვა ევროპისა და ამერიკის ქალაქებში შეიძლება. ფეხით მოსიარულეებისთვის ეს მშვენიერი სანახაობაა - შუა ქუჩაში გადმოტანილი ეფექტური სცენები, რომლის მონაწილე ყველას შეუძლია გახდეს - უბრალოდ უნდა დადგე ასფალტზე და შედევრთან ფოტო გადაიღო.

ქუჩის მხატვრობასაც ჰყავს თავისი "გურუები". ერთ-ერთი მათგანი მხატვარი კურტ ვენერია, რომელიც თავისი მონუმენტური და ქუჩის მხატვრობით არის ცნობილი. ჩვეულებრივი ცარცით ის ნამდვილ სამგანზომილებიან შედევრებს ქმნის.

პირველი შეკვეთილი სამუშაო მან 16 წლისამ შეასრულა, 18 წლისამ კი გადაწყვიტა, მთელი ცხოვრება მხატვრობისთვის მიეძღვნა. კურტი როდ-აილენდის დიზაინის სკოლაში დადიოდა, მერე კი კარგა ხანს "ნასას" მხატვარ-ილუსტრატორად მუშაობდა - მომავალი კოსმოსური პროექტებისა და არამიწიური ლანდშაფტების კონცეპტუალურ გამოსახულებებს ქმნიდა. 1982 წელს "ნასა" დატოვა, მთელი ქონება გაყიდა და იტალიაში გაემგზავრა ხელოვნების შესასწავლად.

ვენერი ასევე ქმნის ნახატებს ზეთში, მონუმენტურ ფერწერას, ქანდაკებებს - კერძო და სახელმწიფო დაკვეთით. მისი ერთ-ერთი ყველაზე დიდი ნამუშევარი, დაახლოებით 1,7 კვადრატული მეტრი, განთავსებულია აშშ-ში უილშირის გამზირზე, ვესტვუდში და ნაჩვენებია ფილმში "კედები", ხოლო მისი სხვა დიდი ნამუშევარი, "ჯადოსნური ფლეიტა", ფრესნოს ქალაქის საბჭოს შენობას ამშვენებს.

1987 წელს ვენერს პირველი ადგილი მიანიჭეს ნიუ-იორკის კინოფესტივალზე, ნომინაციაში "გამომსახველობითი ხელოვნება".

გარდა ქუჩის მხატვრობისა, ვენერი არქიტექტორად და მოქანდაკედ მუშაობასაც აგრძელებს. მისი პროექტებით იგება მსოფლიოში ყველაზე შთამბეჭდავი ვილები. მის სამგანზომილებიან ნამუშევრებსა და ინსტალაციებში კი სულ უფრო ხშირად მონაწილეობენ რეალური ადამიანები და რეალური საგნები. როგორც სპეციალისტები ამბობენ, ვენერი იმ მხატვრებს შორის არის, რომლებიც ერთ ადგილზე არ იყინებიან, დროსთან ერთად ვითარდებიან და ხშირად დროსაც უსწრებენ.

კურტი ხშირად იხსენებს, რომ ქუჩის მხატვრობამ ბავშვობაში გაიტაცა. გავრცელებული ლეგენდის თანახმად, ერთხელ უყურებდა, ქუჩის მხატვარი როგორ ხატავდა ცარცით ასფალტზე ანგელოზს. აირჩია მომენტი, როცა მხატვარი წასახემსებლად გავიდა და თვითონ დაასრულა ნამუშევარი. სწორედ მას მერე შეიპყრო ხატვის სურვილმა.

დღეს კურტ ვენერი სამგანზომილებიანი მოცულობითი ფერწერის ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ და ნიჭიერ ოსტატად მიიჩნევა. საინტერესოა კიდევ ერთი ფაქტი - იმისთვის, რომ მისმა სურათებმა, რომლებიც ღია ცის ქვეშ "ცხოვრობენ", რაც შეიძლება დიდხანს გაძლონ, კურტმა გამოიგონა რეცეპტი, რომლის მიხედვითაც ამზადებს სპეციალურ ცარცებს ასფალტზე სახატავად.

ლელა ზურებიანი

ჟურნალი "რეიტინგი"

(გამოდის ორშაბათობით)

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება

×
Live: ეთერშია გადაცემა "360 გრადუსი"