პოლიტიკა
სამართალი
სპორტი

1

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეექვსე დღე დაიწყება 08:23-ზე, მთვარე კირჩხიბშია მოაგვარეთ წვრილ-წვრილი საქმეები. სერიოზულები სხვა დროისთვის გადადეთ. კარგი დღეა კოლექტიური მუშაობისთვის, ბიზნესისთვის. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. თუ არ გეჩქარებათ, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხები სხვა დღისთვის გადადეთ. ნეიტრალური დღეა ვაჭრობისა და სასამართლო საქმეებისთვის. კარგი დღეა სწავლისა და გამოცდების ჩასაბარებლად; ურთიერთობის გარჩევისათვის; ქორწინების, ნიშნობისთვის. ნეიტრალურია სამსახურის, საქმიანობის, საცხოვრებლის შეცვლა. მოერიდეთ ალკოჰოლს, ქიმიური პრეპარატების მიღებას. ნუ მიირთმევთ მძიმე საკვებს.
საზოგადოება
მსოფლიო
მოზაიკა
მეცნიერება
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
მესტიას ნოტარიუსი ეყოლება
მესტიას ნოტარიუსი ეყოლება

უახ­ლო­ეს მო­მა­ვალ­ში მეს­ტი­ას ნო­ტა­რი­უ­სი ეყო­ლე­ბა. იუს­ტი­ცი­ის სა­მი­ნის­ტროს ინ­ფორ­მა­ცი­ით, მი­ნის­ტრმა თეა წუ­ლუ­კი­ან­მა მეს­ტი­ა­ში ნო­ტა­რი­უ­სის და­ნიშ­ვნის აუ­ცი­ლებ­ლო­ბა­ზე სვა­ნეთ­ში სტუმ­რო­ბი­სას ისა­უბ­რა.

მისი თქმით, სვა­ნეთ­ში დღემ­დე არ არის ნო­ტა­რი­უ­სი, რაც ად­გი­ლობ­რი­ვებს სა­ნო­ტა­რო მომ­სა­ხუ­რე­ბის მი­სა­ღე­ბად სხვა რა­ი­ონ­ში გამ­გზავ­რე­ბას აი­ძუ­ლებს.

"მეს­ტი­ას ათი წე­ლია, ნო­ტა­რი­უ­სი არ ჰყავს. ჩვენ წელს და­ვი­სა­ხეთ მიზ­ნად ყვე­ლა იმ რა­ი­ონ­ში, სა­დაც ამ დრომ­დე ნო­ტა­რი­უ­სი არ არის, აუ­ცი­ლებ­ლად წარვგზავ­ნოთ. შე­საძ­ლოა, დაგ­ვჭირ­დეს გარ­კვე­უ­ლი შე­ღა­ვა­თე­ბის და­წე­სე­ბა მა­ღალმთი­ა­ნი და ნაკ­ლე­ბად­შე­მო­სავ­ლი­ა­ნი რა­ი­ო­ნე­ბის­თვის, რათა ნო­ტა­რი­უ­სებს გა­ვუ­ჩი­ნოთ აქ მუ­შა­ო­ბის სურ­ვი­ლი და მო­ტი­ვა­ცია",- გა­ნა­ცხა­და წუ­ლუ­კი­ან­მა.

ნო­ტა­რი­უ­სე­ბის პრობ­ლე­მის გარ­და, მი­ნის­ტრმა მეს­ტი­ა­ში აღ­მას­რუ­ლებ­ლის არ­სე­ბო­ბის სა­ჭი­რო­ე­ბა­ზე, პრო­კუ­რო­რის ოფი­სის გაძ­ლი­ე­რე­ბის აუ­ცი­ლებ­ლო­ბა­სა და სხვა იმ ღო­ნის­ძი­ე­ბებ­ზე ისა­უბ­რა, რომ­ლებ­საც იუს­ტი­ცი­ის სა­მი­ნის­ტრო თა­ვი­სი კომ­პე­ტენ­ცი­ის ფარ­გლებ­ში რა­ი­ო­ნის ხელ­შე­წყო­ბის­თვის გა­ა­ტა­რებს.

"თუ ხალ­ხი აქე­დან იმის გამო წა­ვი­და, რომ ელე­მენ­ტა­რუ­ლი პრობ­ლე­მე­ბის მოგ­ვა­რე­ბა და ად­გილ­ზე ყვე­ლა აუ­ცი­ლე­ბე­ლი მომ­სა­ხუ­რე­ბის გა­წე­ვა ვერ შევ­ძე­ლით, ჩვენს ეროვ­ნულ უსაფრ­თხო­ე­ბას სე­რი­ო­ზუ­ლი პრობ­ლე­მე­ბი შე­ექ­მნე­ბა. სვა­ნე­თი უნდა შე­ვი­ნარ­ჩუ­ნოთ ძლი­ე­რი და ამის­თვის იუს­ტი­ცი­ის სა­მი­ნის­ტრო ყვე­ლა იმ აუ­ცი­ლე­ბელ ღო­ნის­ძი­ე­ბას გა­ა­ტა­რებს, რო­მე­ლიც მის კომ­პე­ტენ­ცი­ა­ში შე­დის", - აღ­ნიშ­ნა მი­ნის­ტრმა.

დღეს­ვე იგი მეს­ტი­ის იუს­ტი­ცი­ის სახ­ლს პარ­ლა­მენ­ტის წევრ ვიქ­ტორ ჯა­ფა­რი­ძეს­თან ერ­თად ეწ­ვია. თეა წუ­ლუ­კი­ა­ნი და­ინ­ტე­რეს­და, რა მომ­სა­ხუ­რე­ბებს სთა­ვა­ზობს მეს­ტი­ის იუს­ტი­ცი­ის სახ­ლი მო­ქა­ლა­ქე­ებს, რა სერ­ვი­სე­ბის მი­ღე­ბაა შე­უძ­ლე­ბე­ლი.

მეს­ტი­ის იუს­ტი­ცი­ის სახ­ლი პირ­ვე­ლია სა­ქარ­თვე­ლოს რა­ი­ო­ნებ­ში მოქ­მე­დი სახ­ლე­ბი­დან, რო­მელ­საც თეა წუ­ლუ­კი­ა­ნი ეწ­ვია. მი­ნის­ტრი ყვე­ლა იუს­ტი­ცი­ის სახ­ლის შე­მოვ­ლას და მათი მუ­შა­ო­ბის ად­გილ­ზე გაც­ნო­ბას გეგ­მავს.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ხანგრძლივი ზრდის შემდეგ, თბილისში პარკირების ჯარიმები შემცირდა, თანაც თითქმის 60%-ით

მესტიას ნოტარიუსი ეყოლება

მესტიას ნოტარიუსი ეყოლება

უახლოეს მომავალში მესტიას ნოტარიუსი ეყოლება. იუსტიციის სამინისტროს ინფორმაციით, მინისტრმა თეა წულუკიანმა მესტიაში ნოტარიუსის დანიშვნის აუცილებლობაზე სვანეთში სტუმრობისას ისაუბრა.

მისი თქმით, სვანეთში დღემდე არ არის ნოტარიუსი, რაც ადგილობრივებს სანოტარო მომსახურების მისაღებად სხვა რაიონში გამგზავრებას აიძულებს.

"მესტიას ათი წელია, ნოტარიუსი არ ჰყავს. ჩვენ წელს დავისახეთ მიზნად ყველა იმ რაიონში, სადაც ამ დრომდე ნოტარიუსი არ არის, აუცილებლად წარვგზავნოთ. შესაძლოა, დაგვჭირდეს გარკვეული შეღავათების დაწესება მაღალმთიანი და ნაკლებადშემოსავლიანი რაიონებისთვის, რათა ნოტარიუსებს გავუჩინოთ აქ მუშაობის სურვილი და მოტივაცია",- განაცხადა წულუკიანმა.

ნოტარიუსების პრობლემის გარდა, მინისტრმა მესტიაში აღმასრულებლის არსებობის საჭიროებაზე, პროკურორის ოფისის გაძლიერების აუცილებლობასა და სხვა იმ ღონისძიებებზე ისაუბრა, რომლებსაც იუსტიციის სამინისტრო თავისი კომპეტენციის ფარგლებში რაიონის ხელშეწყობისთვის გაატარებს.

"თუ ხალხი აქედან იმის გამო წავიდა, რომ ელემენტარული პრობლემების მოგვარება და ადგილზე ყველა აუცილებელი მომსახურების გაწევა ვერ შევძელით, ჩვენს ეროვნულ უსაფრთხოებას სერიოზული პრობლემები შეექმნება. სვანეთი უნდა შევინარჩუნოთ ძლიერი და ამისთვის იუსტიციის სამინისტრო ყველა იმ აუცილებელ ღონისძიებას გაატარებს, რომელიც მის კომპეტენციაში შედის", - აღნიშნა მინისტრმა.

დღესვე იგი მესტიის იუსტიციის სახლს პარლამენტის წევრ ვიქტორ ჯაფარიძესთან ერთად ეწვია. თეა წულუკიანი დაინტერესდა, რა მომსახურებებს სთავაზობს მესტიის იუსტიციის სახლი მოქალაქეებს, რა სერვისების მიღებაა შეუძლებელი.

მესტიის იუსტიციის სახლი პირველია საქართველოს რაიონებში მოქმედი სახლებიდან, რომელსაც თეა წულუკიანი ეწვია. მინისტრი ყველა იუსტიციის სახლის შემოვლას და მათი მუშაობის ადგილზე გაცნობას გეგმავს.

"ინტერპრესნიუსი"

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ