საზოგადოება
პოლიტიკა
კონფლიქტები

30

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეორე დღე დაიწყება 07:11-ზე, მთვარე ვერძშია კარგი დღეა ნებისმიერი საქმის დასაწყებად; ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად; ვაჭრობისთვის. არ იკამათოთ, გადადეთ სასამართლო საქმეები. კარგ დღეა შემოქმედებითი და სამეცნიერო საქმეებისთვის. სწავლისთვის და გამოცდების ჩასაბარებლად. უფროსთან შეხვედრა სიკეთეს არ მოგიტანთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. თამამად გაემგზავრეთ სამოგზაუროდ, მივლინებაში. სხვა დღისთვის გადადეთ ნიშნობა და ქორწინება. შეამცირეთ ალკოჰოლისა და სასმლის დოზა. მოერიდეთ ყოველგვარ ოპერაციასა და პროცედურას: თვალებზე, პირის ღრუში, ყურებზე; აგრეთვე დიდხანს კითხვასა და ტელევიზორის ყურებას.
კულტურა/შოუბიზნესი
მსოფლიო
სამართალი
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
”ოქროს ჟოლო - 2012” ლიდერი ”ბინდია”
”ოქროს ჟოლო - 2012” ლიდერი ”ბინდია”

უკვე ცნო­ბი­ლია ან­ტიპ­რე­მია "ოქ­როს ჟო­ლო­ზე" წარ­დგე­ნი­ლი ფილ­მე­ბი. "ოქ­როს ჟოლო" სხვა­დას­ხვა კა­ტე­გო­რი­ებ­ში წლის ყვე­ლა­ზე ცუდ ფილ­მებს გა­და­ე­ცე­მათ.

და­ჯილ­დო­ე­ბის აბ­სო­ლუ­ტუ­რი ლი­დე­რი ფილ­მი "ბინ­დი. საგა: გან­თი­ა­დი" გახ­და, რო­მე­ლიც "ოქ­როს ჟო­ლო­ზე" 11 კა­ტე­გო­რი­ა­შია ნო­მი­ნი­რე­ბუ­ლი: მათ შო­რის "წლის ყვე­ლა­ზე ცუდი ფილ­მი", "ყვე­ლა­ზე ცუდი რე­ჟი­სუ­რა", ხოლო ნო­მი­ნა­ცი­ა­ში "ყვე­ლა­ზე ცუდი ეკ­რა­ნუ­ლი წყვი­ლი" ფილ­მის მთა­ვა­რი გმი­რე­ბი ორ­ჯერ არი­ან ნო­მი­ნი­რე­ბულ­ნი. კრის­ტენ სტუ­არ­ტი და რო­ბერტ პა­ტინ­სო­ნი "წლის ყვე­ლა­ზე ცუდი მსა­ხი­ო­ბის" ტი­ტუ­ლის­თვი­საც იბ­რძო­ლე­ბენ.

კონ­კუ­რენ­ცი­ას ყვე­ლა­ზე მეტი "ოქ­როს ჟო­ლოს" მო­პო­ვე­ბა­ში, "ბინდს" ფილ­მი "ეს ჩემი ბი­ჭია" უწევს, რო­მელ­შიც მთა­ვარ როლს ადამ სან­დლე­რი ას­რუ­ლებს. ის 7 ნო­მი­ნა­ცი­ა­შია წარ­დგე­ნი­ლი. ცუდ ფილმთა სი­ა­ში ლი­დერ­თა სა­მე­ულს "Battleship" ას­რუ­ლებს. მას­ში მომ­ღე­რა­ლი რი­ა­ნა თა­მა­შობს. ფილ­მი "ოქ­როს ჟო­ლოს" 6 ნო­მი­ნა­ცი­ა­შია წარ­დგე­ნი­ლი.

"ყვე­ლა­ზე ცუდი ქალი მსა­ხი­ო­ბის" ნო­მი­ნა­ცი­ა­ში ბარ­ბა­რა სტრე­ი­ზან­დი, ჯე­ნი­ფერ ლო­პე­სი, კრის­ტენ სტუ­არ­ტი, რი­ა­ნა და მილა იო­ვო­ვი­ჩი არი­ან წარ­დგე­ნილ­ნი.

რაც შე­ე­ხე­ბა მა­მა­კაც მსა­ხი­ო­ბებს, აქ "ყვე­ლა­ზე ცუ­დის" ტი­ტუ­ლის­თვის ნი­კო­ლას ქე­ი­ჯი, რო­ბერტ პა­ტინ­სო­ნი, ედი მერ­ფი, ადამ სან­დლე­რი და ლიამ ნი­სო­ნი იბ­რძო­ლე­ბენ.

ანტი-ჯილ­დო "ოქ­როს ჟოლო" 1980 წლი­დან გა­ი­ცე­მა. ის ამე­რი­კელ­მა პუბ­ლი­ცის­ტმა ჯონ უილ­სონ­მა და­ა­არ­სა და წლის ყვე­ლა­ზე წა­რუ­მა­ტე­ბე­ლი მსა­ხი­ო­ბის­თვის, რე­ჟი­სო­რის­თვის, სცე­ნა­რის­ტის­თვის, კი­ნო­მუ­სი­კი­სა და ფილ­მის­თვის არის გან­კუთ­ვნი­ლი.

ლა­უ­რე­ა­ტებს სა­ჩუქ­რად პლასტმა­სის ჟო­ლოს ფი­გუ­რა გა­და­ე­ცე­მათ, რო­მე­ლიც ოქ­როს­ფრად არის შე­ღე­ბი­ლი. სა­ჩუქ­რის ღი­რე­ბუ­ლე­ბა 5 დო­ლარ­ზე ნაკ­ლე­ბია.

მომ­ზა­დე­ბუ­ლია spletnik.ru-ს მი­ხედ­ვით.

რუბრიკის სხვა სიახლეები

”ოქროს ჟოლო - 2012” ლიდერი ”ბინდია”

”ოქროს ჟოლო - 2012” ლიდერი ”ბინდია”

უკვე ცნობილია ანტიპრემია "ოქროს ჟოლოზე" წარდგენილი ფილმები. "ოქროს ჟოლო" სხვადასხვა კატეგორიებში წლის ყველაზე ცუდ ფილმებს გადაეცემათ.

დაჯილდოების აბსოლუტური ლიდერი ფილმი "ბინდი. საგა: განთიადი" გახდა, რომელიც "ოქროს ჟოლოზე" 11 კატეგორიაშია ნომინირებული: მათ შორის "წლის ყველაზე ცუდი ფილმი", "ყველაზე ცუდი რეჟისურა", ხოლო ნომინაციაში "ყველაზე ცუდი ეკრანული წყვილი" ფილმის მთავარი გმირები ორჯერ არიან ნომინირებულნი. კრისტენ სტუარტი და რობერტ პატინსონი "წლის ყველაზე ცუდი მსახიობის" ტიტულისთვისაც იბრძოლებენ.

კონკურენციას ყველაზე მეტი "ოქროს ჟოლოს" მოპოვებაში, "ბინდს" ფილმი "ეს ჩემი ბიჭია" უწევს, რომელშიც მთავარ როლს ადამ სანდლერი ასრულებს. ის 7 ნომინაციაშია წარდგენილი. ცუდ ფილმთა სიაში ლიდერთა სამეულს "Battleship" ასრულებს. მასში მომღერალი რიანა თამაშობს. ფილმი "ოქროს ჟოლოს" 6 ნომინაციაშია წარდგენილი.

”ყველაზე ცუდი ქალი მსახიობის” ნომინაციაში ბარბარა სტრეიზანდი, ჯენიფერ ლოპესი, კრისტენ სტუარტი, რიანა და მილა იოვოვიჩი არიან წარდგენილნი.

რაც შეეხება მამაკაც მსახიობებს, აქ ”ყველაზე ცუდის” ტიტულისთვის ნიკოლას ქეიჯი, რობერტ პატინსონი, ედი მერფი, ადამ სანდლერი და ლიამ ნისონი იბრძოლებენ.

ანტი-ჯილდო "ოქროს ჟოლო" 1980 წლიდან გაიცემა. ის ამერიკელმა პუბლიცისტმა ჯონ უილსონმა დააარსა და წლის ყველაზე წარუმატებელი მსახიობისთვის, რეჟისორისთვის, სცენარისტისთვის, კინომუსიკისა და ფილმისთვის არის განკუთვნილი.

ლაურეატებს საჩუქრად პლასტმასის ჟოლოს ფიგურა გადაეცემათ, რომელიც ოქროსფრად არის შეღებილი. საჩუქრის ღირებულება 5 დოლარზე ნაკლებია.

მომზადებულია spletnik.ru-ს მიხედვით.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება