მსოფლიო
პოლიტიკა
სამხედრო

24

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის ოცდამეხუთე დღე დაიწყება 06:11-ზე, მთვარე მერწყულში იქნება 19-19-დან ახალ საქმეებს ნუ წამოიწყებთ, მაგრამ დაწყებულები დაასრულეთ. კარგი დღეა ვაჭრობისთვის, სასამართლო საქმეებისთვის. არასასიამოვნო დღეა კონტაქტებისთვის, აკონტროლეთ თქვენი ემოციები. არ იკამათოთ და მოერიდეთ უსიამოვნო საუბრებს. კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, მგზავრობისათვის. სხვა დღისთვის გადადეთ ქორწინება და ნიშნობა. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს. დღის რთული ორგანოა ყურები, მოერიდეთ მათ გახვრეტას, ოპერაციას, გაწმენდას. მიირთვით ახალმომზადებული კერძი. გაამდიდრეთ რაციონი უმი ბოსტნეულით. არ დაძაბოთ და გადაღალოთ თვალები.
მოზაიკა
სამართალი
სპორტი
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ინდოეთში გოგონებს ჯინსის ჩაცმა აეკრძალათ
ინდოეთში გოგონებს ჯინსის ჩაცმა აეკრძალათ

ინ­დო­ე­თის რამ­დე­ნი­მე სო­ფელ­ში ახალ­გაზ­რდა გო­გო­ნებს ჯინ­სი­სა და მა­ი­სუ­რის ჩაც­მა აეკ­რძა­ლათ. აკ­რძალ­ვის მი­ზე­ზი გო­გო­ნებ­ზე გახ­ში­რე­ბუ­ლი ძა­ლა­დო­ბაა. "შიშ­ვლე­ბი ნუ ივ­ლით და ხელ­საც არა­ვინ გახ­ლებთ", - ამ­ბო­ბენ ინ­დო­ე­ლი მა­მა­კა­ცე­ბი.

რო­გორც ინ­დო­ე­თის შტატ ჰა­რი­ა­ნა­ში მცხოვ­რე­ბი მო­ხუ­ცე­ბი და ზრდას­რუ­ლი მა­მა­კა­ცე­ბი ამ­ბო­ბენ, ახალ­გაზ­რდა გო­გო­ნე­ბი ქუ­ჩა­ში ტან­ზე ზედ­მე­ტად მოტ­კე­ცი­ლი ჯინ­სე­ბი­თა და "გუ­ლახ­დი­ლი" მა­ი­სუ­რე­ბით და­დი­ან. მათი თქმით, ნა­ხევ­რად შიშ­ვე­ლი სხე­უ­ლი მა­მა­კა­ცებს ძა­ლა­დო­ბის­კენ უბიძ­გებს და სწო­რედ ამის გამო გახ­შირ­და ქვე­ყა­ნა­ში გა­უ­პა­ტი­უ­რე­ბის ფაქ­ტე­ბი. შტატ­ში გახ­ში­რე­ბუ­ლი ძა­ლა­დო­ბის გამო, უკვე აიკ­რძა­ლა ალ­კოჰო­ლი. ნე­ბის­მი­ე­რი და­წე­სე­ბუ­ლე­ბა, სა­დაც სპირ­ტი­ან სას­მე­ლებს გა­ყი­დი­ან, და­ი­ხუ­რე­ბა.

ჯინ­სე­ბის აკ­რძალ­ვამ ახალ­გაზ­რდა ინ­დო­ე­ლი გო­გო­ნე­ბი გა­ა­ღი­ზი­ა­ნა. თუმ­ცა ასა­კო­ვა­ნი ქალ­ბა­ტო­ნე­ბი ამ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას მი­ე­სალ­მე­ბი­ან.

ინ­დო­ეთ­ში ქა­ლის როლი სა­ზო­გა­დო­ებ­რივ ცხოვ­რე­ბა­ში დაკ­ნი­ნე­ბუ­ლია. მსოფ­ლი­ო­ში ქა­ლებ­ზე ძა­ლა­დო­ბის შემ­თხვე­ვე­ბის ყვე­ლა­ზე დიდი მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი ინ­დო­ეთ­შია. 2007-დან 2011 წლამ­დე ეს მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი 17 პრო­ცენ­ტით გა­ი­ზარ­და. გა­უ­პა­ტი­უ­რე­ბის ფაქ­ტე­ბი პრო­ვინ­ცი­ებ­ში გახ­შირ­და, მაგ­რამ ძა­ლა­დო­ბის შემ­თხვე­ვე­ბი არც დე­და­ქა­ლაქ­შია ნაკ­ლე­ბი - ოფი­ცი­ა­ლუ­რი მო­ნა­ცე­მე­ბით, დე­ლის ურ­ბა­ნულ და­სახ­ლე­ბა ნიუ-დე­ლი­ში ყო­ველ 18 სა­ათ­ში ერთხელ ქა­ლებ­ზე ძა­ლა­დო­ბის შემ­თხვე­ვა ხდე­ბა.

მომ­ზა­დე­ბუ­ლია Times of India-ს მი­ხედ­ვით.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
"ერთა ლიგის" "პლეი ოფის" საპასუხო მატჩში საქართველოს ნაკრებმა სომხეთი ანგარიშით 6:1 დაამარცხა

ინდოეთში გოგონებს ჯინსის ჩაცმა აეკრძალათ

ინდოეთში გოგონებს ჯინსის ჩაცმა აეკრძალათ

ინდოეთის რამდენიმე სოფელში ახალგაზრდა გოგონებს ჯინსისა და მაისურის ჩაცმა აეკრძალათ. აკრძალვის მიზეზი გოგონებზე გახშირებული ძალადობაა. "შიშვლები ნუ ივლით და ხელსაც არავინ გახლებთ", - ამბობენ ინდოელი მამაკაცები.

როგორც ინდოეთის შტატ ჰარიანაში მცხოვრები მოხუცები და ზრდასრული მამაკაცები ამბობენ, ახალგაზრდა გოგონები ქუჩაში ტანზე ზედმეტად მოტკეცილი ჯინსებითა და "გულახდილი" მაისურებით დადიან. მათი თქმით, ნახევრად შიშველი სხეული მამაკაცებს ძალადობისკენ უბიძგებს და სწორედ ამის გამო გახშირდა ქვეყანაში გაუპატიურების ფაქტები. შტატში გახშირებული ძალადობის გამო, უკვე აიკრძალა ალკოჰოლი. ნებისმიერი დაწესებულება, სადაც სპირტიან სასმელებს გაყიდიან, დაიხურება.

ჯინსების აკრძალვამ ახალგაზრდა ინდოელი გოგონები გააღიზიანა. თუმცა ასაკოვანი ქალბატონები ამ გადაწყვეტილებას მიესალმებიან.

ინდოეთში ქალის როლი საზოგადოებრივ ცხოვრებაში დაკნინებულია. მსოფლიოში ქალებზე ძალადობის შემთხვევების ყველაზე დიდი მაჩვენებელი ინდოეთშია. 2007-დან 2011 წლამდე ეს მაჩვენებელი 17 პროცენტით გაიზარდა. გაუპატიურების ფაქტები პროვინციებში გახშირდა, მაგრამ ძალადობის შემთხვევები არც დედაქალაქშია ნაკლები - ოფიციალური მონაცემებით, დელის ურბანულ დასახლება ნიუ-დელიში ყოველ 18 საათში ერთხელ ქალებზე ძალადობის შემთხვევა ხდება. 

მომზადებულია Times of India-ს მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს

×
Live: ეთერშია გადაცემა "360 გრადუსი"