სამხედრო
სამართალი
პოლიტიკა

29

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამეათე დღე დაიწყება 07:05-ზე მთვარის პირველი დღე დადგება 14:57-ზე, მთვარე ვერძშია შუადღემდე დაასრულეთ ძველი საქმეები. გათავისუფლდით უსარგებლო ნივთებისაგან. კარგია შემოქმედებითი საქმიანობა, სწავლა. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა დასვენებისთვის. ბუნებაში, ქალაქგარეთ სასეირნოდ. საღამოს დაგეგმეთ ახალი საქმეები, მაგრამ მათი დაწყებისგან თავი შეიკავეთ. მოერიდეთ ყველა მნიშვნელოვან საქმეს, გადაწყვეტილებას. კონფლიქტისგან თავი შეიკავეთ. მოერიდეთ ფიზიკურ გადაღლას, მოსალოდნელია ტრავმები. არ გადატვირთოთ კუჭი. მოერიდეთ ცხელ და ცხარე საკვებს. არ მიიღოთ ალკოჰოლი. თავის ტკივილი რომ აირიდოთ, არ გადაიღალოთ გონებრივი სამუშაოთი.
მსოფლიო
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
მეცნიერება
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
პრეზიდენტის მილიონი "ფავორიტებს"
პრეზიდენტის მილიონი "ფავორიტებს"

2012 წლის 18 დე­კემ­ბერს პრე­ზი­დენტ მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის მიერ გა­მო­ცხა­დე­ბულ კონ­კურ­სში - "სა­მო­ქა­ლა­ქო სექ­ტო­რი­სა და თა­ვი­სუ­ფა­ლი მე­დი­ის გან­ვი­თა­რე­ბის ხელ­შე­წყო­ბის მიზ­ნით გან­სა­ხორ­ცი­ე­ლე­ბე­ლი ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბის შე­სა­ხებ" - გა­ი­მარ­ჯვა ორმა ორ­გა­ნი­ზა­ცი­ამ: "მშვი­დო­ბის, დე­მოკ­რა­ტი­ი­სა და გან­ვი­თა­რე­ბის კავ­კა­სი­ურ­მა ინ­სტი­ტუტ­მა" (დი­რექ­ტო­რი ექ­სპერ­ტი და გა­ნათ­ლე­ბის ექს-მი­ნის­ტრი გია ნო­დია) და "ზაზა და­რა­სე­ლის სა­ხე­ლო­ბის ჟურ­ნა­ლის­ტი­კის გან­ვი­თა­რე­ბის ფონდმა" (ხელ­მძღვა­ნე­ლი ნინო და­რა­სე­ლი). პრო­ექ­ტის და­სა­ფი­ნან­სებ­ლად პრე­ზი­დენ­ტის სა­რე­ზერ­ვო ფონ­დი­დან ერთი მი­ლი­ო­ნი ლარი გა­მო­ი­ყო. ამ თან­ხი­დან 800 ათა­სი ლარი "მშვი­დო­ბის, დე­მოკ­რა­ტი­ი­სა და გან­ვი­თა­რე­ბის კვლე­ვით­მა ინ­სტი­ტუტ­მა" მი­ი­ღო, და­ნარ­ჩე­ნი თან­ხა კი - ზაზა და­რა­სე­ლის სა­ხე­ლო­ბის ფონდმა. კონ­კურ­სის შე­დე­გე­ბის გა­მო­ცხა­დე­ბის­თა­ნა­ვე სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში გაჩ­ნდა ბუ­ნებ­რი­ვი და ლო­გი­კუ­რი კი­თხვე­ბი - წა­რი­მარ­თა კი კონ­კურ­სი გამჭვირ­ვა­ლედ და კო­მი­სია კომ­პე­ტენ­ტუ­რი და მი­უ­კერ­ძო­ე­ბე­ლი იყო?

სა­მო­ქა­ლა­ქო სა­ზო­გა­დო­ე­ბი­სა და მე­დი­ის სა­კი­თხებ­ში კო­მი­სი­ის კომ­პე­ტენ­ცი­ა­სა და ობი­ექ­ტუ­რო­ბა­ზე თვი­თონ მკი­თხველს შე­უძ­ლია იმ­სჯე­ლოს, რო­დე­საც მის შე­მად­გენ­ლო­ბას გა­ეც­ნო­ბა:

კო­მი­სი­ის თავ­მჯდო­მა­რეა პრე­ზი­დენ­ტის მრჩე­ვე­ლი და სა­გა­რეო საქ­მე­თა მი­ნის­ტრის ყო­ფი­ლი მო­ად­გი­ლე ნინო კა­ლან­და­ძე, წევ­რე­ბი: პრე­ზი­დენ­ტის სხვა მრჩევ­ლე­ბი - ვან ბა­ი­ბურ­თი, მუ­ბა­რის კა­რა­ე­ვი, ვერა ქო­ბა­ლია და ნა­ტა­ლია ყან­ჩე­ლი. თუმ­ცა მოგ­ვი­ა­ნე­ბით ნა­ტა­ლია ყან­ჩე­ლი რა­ტომ­ღაც სა­კონ­კურ­სო კო­მი­სი­ის შე­მად­გენ­ლო­ბი­დან გა­მო­იყ­ვა­ნეს.

პრე­ზი­დენ­ტის ბრძა­ნე­ბის თა­ნახ­მად, სა­კონ­კურ­სო კო­მი­სი­ას უნდა უზ­რუნ­ვე­ლე­ყო "კონ­კურ­სის გა­მო­ცხა­დე­ბა, სა­კონ­კურ­სო პი­რო­ბე­ბი­სა და კონ­კურ­სის ჩა­ტა­რე­ბის ვა­დე­ბის, აგ­რეთ­ვე, კონ­კურ­სში მო­ნა­წი­ლე­ო­ბის მი­სა­ღე­ბად სა­ჭი­რო დო­კუ­მენ­ტე­ბის გან­სა­ზღვრა".

თუმ­ცა ზე­მოხ­სე­ნე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცია მე­დი­ა­სა­შუ­ა­ლე­ბებ­ში არ გა­მოქ­ვეყ­ნე­ბუ­ლა და არც ის არის ცნო­ბი­ლი, რო­მელ­მა ორ­გა­ნი­ზა­ცი­ებ­მა მი­ი­ღეს კონ­კურ­სში მო­ნა­წი­ლე­ო­ბა ან რა კრი­ტე­რი­უ­მით შე­არ­ჩი­ეს გა­მარ­ჯვე­ბულ­ნი.

კონ­კურ­სის გა­მო­ცხა­დე­ბა წი­ნა­სა­ა­ხალ­წლო დღე­ებ­ში და 10-დღი­ა­ნი ვადა სა­კონ­კურ­სო გა­ნა­ცხა­დე­ბის მო­სამ­ზა­დებ­ლად ერ­თობ მცი­რე დროა სრულ­ყო­ფი­ლი გა­ნა­ცხა­დის და­სა­წე­რად. კო­მი­სი­ის ამ­გვა­რი შე­მად­გენ­ლო­ბა კი იმის გა­რან­ტია იქ­ნე­ბო­და, რომ გრანტს ვერ მი­ი­ღებ­და ისე­თი ორ­გა­ნი­ზა­ცია, რო­მელ­საც "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბა" ვერ გა­ა­კონ­ტრო­ლებ­და და რო­მე­ლიც მისი თუნ­დაც იდე­უ­რი მომ­ხრე არ იქ­ნე­ბო­და. მა­გა­ლი­თად, გია ნო­დი­ას ორ­გა­ნი­ზა­ცია "ნა­ცი­ო­ნა­ლურ მოძ­რა­ო­ბას" საქ­მე­ში ჰყავს გა­მოც­დი­ლი. 2008 წლის საპ­რე­ზი­დენ­ტო არ­ჩევ­ნებ­ზე ამ ორ­გა­ნი­ზა­ცი­ამ, სხვა პრო­სა­ხე­ლი­სუფ­ლე­ბო "ენ­ჯე­ო­ებ­თან" ერ­თად, ეგ­ზიტ­პო­ლე­ბი ჩა­ა­ტა­რა და გა­მო­აქ­ვეყ­ნა სა­ა­კაშ­ვი­ლის­თვის სა­სურ­ვე­ლი შე­დე­გე­ბი, რომ­ლის მი­მარ­თაც ექ­სპერ­ტებს დღემ­დე ბევ­რი კი­თხვა აქვთ.

სა­მო­ქა­ლა­ქო სექ­ტო­რის და­ფი­ნან­სე­ბის, უფრო ზუს­ტად კი, მოს­ყიდ­ვის მცდე­ლო­ბა "ნა­ცი­ო­ნა­ლურ" ხე­ლი­სუფ­ლე­ბას ად­რეც ჰქო­ნია. 2009 წელს, მას შემ­დეგ, რაც და­სავ­ლეთ­მა სა­ა­კაშ­ვი­ლის მთავ­რო­ბა ქვე­ყა­ნა­ში დე­მოკ­რა­ტი­ის დე­ფი­ცი­ტის გამო მძაფ­რად გა­აკ­რი­ტი­კა, ნა­ცი­ო­ნა­ლებ­მა და­სავ­ლე­თის თვა­ლის ასახ­ვე­ვად დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი რე­ფორ­მე­ბის მე­ო­რე ტალ­ღა (?!) გა­მო­ა­ცხა­დეს და მის ფარ­გლებ­ში სა­ა­კაშ­ვი­ლის ინი­ცი­ა­ტი­ვით "სა­მო­ქა­ლა­ქო ინ­სტი­ტუ­ცი­ო­ნა­ლიზ­მის გან­ვი­თა­რე­ბის ფონ­დი" შე­იქ­მნა. ფონ­დის შექ­მნა­ში უც­ნა­უ­რი იყო ის, რომ თავ­და­პირ­ვე­ლად იგი ფორ­მა­ლუ­რად სას­ჯე­ლაღ­სრუ­ლე­ბი­სა და პრო­ბა­ცი­ის სა­მი­ნის­ტროს ექ­ვემ­დე­ბა­რე­ბო­და, რო­მელ­საც დი­მიტ­რი შაშ­კი­ნი ხელ­მძღვა­ნე­ლობ­და. სა­ა­კაშ­ვილ­მა იგი "ენ­ჯე­ო­წარ­სუ­ლის" გამო სა­მო­ქა­ლა­ქო სექ­ტორ­თან ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის მომ­გვა­რებ­ლად და­ნიშ­ნა. ფონ­დის მუ­შა­ო­ბა და გრან­ტე­ბის გა­ცე­მის პრო­ცე­დუ­რა გამჭვირ­ვა­ლო­ბით არ გა­მო­ირ­ჩე­ო­და. ფონ­დის სა­მეთ­ვალ­ყუ­რეო საბ­ჭო ძი­რი­თა­დად ნა­ცი­ო­ნა­ლე­ბით და მათი "ჯი­ბის ოპო­ზი­ცი­ით" იყო წარ­მოდ­გე­ნი­ლი. ე.წ. სა­ხე­ე­ბი­დან მას­ში შე­დი­ოდ­ნენ ჩი­ო­რა თაქთა­ქიშ­ვი­ლი და ქრის­ტი­ან-დე­მოკ­რა­ტი მაგ­და ანი­კაშ­ვი­ლი. ბო­რო­ტი ენე­ბი ამ­ბობ­დნენ, რომ გრან­ტე­ბი, ძი­რი­თა­დად, ნა­ცი­ო­ნა­ლებ­თან და­ახ­ლო­ე­ბულ პი­რებ­სა და ორ­გა­ნი­ზა­ცი­ებ­ზე გა­ი­ცე­მო­და, რომ­ლე­ბიც შემ­დეგ უკვე მმარ­თვე­ლი პარ­ტი­ის მი­მართ და­ვა­ლე­ბულ­ნი ხდე­ბოდ­ნენ. დღეს­დღე­ო­ბით ამ ფონდს მუ­შა­ო­ბა შე­ჩე­რე­ბუ­ლი აქვს.

პრე­ზი­დენ­ტის ახა­ლი ინი­ცი­ა­ტი­ვა, მცი­რე მო­დი­ფი­კა­ცი­ით, ფაქ­ტობ­რი­ვად, ძვე­ლის გა­მე­ო­რე­ბაა, იმ გან­სხვა­ვე­ბით, რომ გრან­ტე­ბის გამ­ცე­მად გვევ­ლი­ნე­ბი­ან ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბი, რო­მელ­ნიც სა­ზო­გა­დო­ე­ბის თვალ­ში "ნა­ცი­ო­ნა­ლურ მოძ­რა­ო­ბას­თან" არი­ან და­ახ­ლო­ე­ბულ­ნი. გრან­ტე­ბის გა­ცე­მის დროც შე­სა­ბა­მი­სად შე­ირ­ჩა - ქვე­ყა­ნა­ში მძაფ­რი პო­ლი­ტი­კუ­რი ბა­ტა­ლი­ე­ბია და ნა­ცი­ო­ნა­ლე­ბი რე­ვან­შის­თვის ემ­ზა­დე­ბი­ან, 2013 კი საპ­რე­ზი­დენ­ტო არ­ჩევ­ნე­ბის წე­ლია და ამ არ­ჩევ­ნე­ბის შე­დე­გებ­ზე და­მო­კი­დე­ბუ­ლია "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის", რო­გორც პო­ლი­ტი­კუ­რი ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის არ­სე­ბო­ბა. შე­სა­ბა­მი­სად, მათ მო­კავ­ში­რე­ე­ბი სჭირ­დე­ბათ, გან­სა­კუთ­რე­ბით - სა­მო­ქა­ლა­ქო სექ­ტორ­სა და მე­დი­ას­ფე­რო­ში. მარ­თა­ლია, სო­ცი­ო­ლო­გი­უ­რი კვლე­ვე­ბის მი­ხედ­ვით, არა­სამ­თავ­რო­ბო სექ­ტო­რი­სად­მი მო­სახ­ლე­ო­ბის ნდო­ბა საკ­მა­ოდ და­ბა­ლია, მაგ­რამ რე­ა­ლო­ბა გვიჩ­ვე­ნებს, რომ მათ მა­ინც წარ­მა­ტე­ბით შე­უძ­ლი­ათ კონ­კრე­ტულ აქ­ტუ­ა­ლურ თე­მებ­ზე სა­ზო­გა­დო­ე­ბის მო­ბი­ლი­ზე­ბა, მით უმე­ტეს - ამა­ში მე­დი­აც თუ და­ეხ­მა­რე­ბათ.

ვინ ისარ­გებ­ლებს პრე­ზი­დენ­ტის მიერ გუ­ლუხ­ვად გა­ცე­მუ­ლი მი­ლი­ო­ნით, უახ­ლო­ეს ხან­ში გახ­დე­ბა ცნო­ბი­ლი.

ზაზა შა­ნი­ძე

ყო­ველკ­ვი­რე­უ­ლი გა­ზე­თი "ყვე­ლა სი­ახ­ლე"

(გა­მო­დის ოთხშა­ბა­თო­ბით)

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
16 ხიდი და 3 კვანძი, ვნახოთ სად გაივლის და რა დაჯდება თბილისის შემოვლითი გზის 11 კმ-იანი მონაკვეთი

პრეზიდენტის მილიონი "ფავორიტებს"

პრეზიდენტის მილიონი "ფავორიტებს"

2012 წლის 18 დეკემბერს პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მიერ გამოცხადებულ კონკურსში - "სამოქალაქო სექტორისა და თავისუფალი მედიის განვითარების ხელშეწყობის მიზნით განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ" - გაიმარჯვა ორმა ორგანიზაციამ: "მშვიდობის, დემოკრატიისა და განვითარების კავკასიურმა ინსტიტუტმა" (დირექტორი ექსპერტი და განათლების ექს-მინისტრი გია ნოდია) და "ზაზა დარასელის სახელობის ჟურნალისტიკის განვითარების ფონდმა" (ხელმძღვანელი ნინო დარასელი). პროექტის დასაფინანსებლად პრეზიდენტის სარეზერვო ფონდიდან ერთი მილიონი ლარი გამოიყო. ამ თანხიდან 800 ათასი ლარი "მშვიდობის, დემოკრატიისა და განვითარების კვლევითმა ინსტიტუტმა" მიიღო, დანარჩენი თანხა კი - ზაზა დარასელის სახელობის ფონდმა. კონკურსის შედეგების გამოცხადებისთანავე საზოგადოებაში გაჩნდა ბუნებრივი და ლოგიკური კითხვები - წარიმართა კი კონკურსი გამჭვირვალედ და კომისია კომპეტენტური და მიუკერძოებელი იყო?

სამოქალაქო საზოგადოებისა და მედიის საკითხებში კომისიის კომპეტენციასა და ობიექტურობაზე თვითონ მკითხველს შეუძლია იმსჯელოს, როდესაც მის შემადგენლობას გაეცნობა:

კომისიის თავმჯდომარეა პრეზიდენტის მრჩეველი და საგარეო საქმეთა მინისტრის ყოფილი მოადგილე ნინო კალანდაძე, წევრები: პრეზიდენტის სხვა მრჩევლები - ვან ბაიბურთი, მუბარის კარაევი, ვერა ქობალია და ნატალია ყანჩელი. თუმცა მოგვიანებით ნატალია ყანჩელი რატომღაც საკონკურსო კომისიის შემადგენლობიდან გამოიყვანეს.

პრეზიდენტის ბრძანების თანახმად, საკონკურსო კომისიას უნდა უზრუნველეყო "კონკურსის გამოცხადება, საკონკურსო პირობებისა და კონკურსის ჩატარების ვადების, აგრეთვე, კონკურსში მონაწილეობის მისაღებად საჭირო დოკუმენტების განსაზღვრა".

თუმცა ზემოხსენებული ინფორმაცია მედიასაშუალებებში არ გამოქვეყნებულა და არც ის არის ცნობილი, რომელმა ორგანიზაციებმა მიიღეს კონკურსში მონაწილეობა ან რა კრიტერიუმით შეარჩიეს გამარჯვებულნი.

კონკურსის გამოცხადება წინასაახალწლო დღეებში და 10-დღიანი ვადა საკონკურსო განაცხადების მოსამზადებლად ერთობ მცირე დროა სრულყოფილი განაცხადის დასაწერად. კომისიის ამგვარი შემადგენლობა კი იმის გარანტია იქნებოდა, რომ გრანტს ვერ მიიღებდა ისეთი ორგანიზაცია, რომელსაც "ნაციონალური მოძრაობა" ვერ გააკონტროლებდა და რომელიც მისი თუნდაც იდეური მომხრე არ იქნებოდა. მაგალითად, გია ნოდიას ორგანიზაცია "ნაციონალურ მოძრაობას" საქმეში ჰყავს გამოცდილი. 2008 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე ამ ორგანიზაციამ, სხვა პროსახელისუფლებო "ენჯეოებთან" ერთად, ეგზიტპოლები ჩაატარა და გამოაქვეყნა სააკაშვილისთვის სასურველი შედეგები, რომლის მიმართაც ექსპერტებს დღემდე ბევრი კითხვა აქვთ.

სამოქალაქო სექტორის დაფინანსების, უფრო ზუსტად კი, მოსყიდვის მცდელობა "ნაციონალურ" ხელისუფლებას ადრეც ჰქონია. 2009 წელს, მას შემდეგ, რაც დასავლეთმა სააკაშვილის მთავრობა ქვეყანაში დემოკრატიის დეფიციტის გამო მძაფრად გააკრიტიკა, ნაციონალებმა დასავლეთის თვალის ასახვევად დემოკრატიული რეფორმების მეორე ტალღა (?!) გამოაცხადეს და მის ფარგლებში სააკაშვილის ინიციატივით "სამოქალაქო ინსტიტუციონალიზმის განვითარების ფონდი" შეიქმნა. ფონდის შექმნაში უცნაური იყო ის, რომ თავდაპირველად იგი ფორმალურად სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს ექვემდებარებოდა, რომელსაც დიმიტრი შაშკინი ხელმძღვანელობდა. სააკაშვილმა იგი "ენჯეოწარსულის" გამო სამოქალაქო სექტორთან ურთიერთობების მომგვარებლად დანიშნა. ფონდის მუშაობა და გრანტების გაცემის პროცედურა გამჭვირვალობით არ გამოირჩეოდა. ფონდის სამეთვალყურეო საბჭო ძირითადად ნაციონალებით და მათი "ჯიბის ოპოზიციით" იყო წარმოდგენილი. ე.წ. სახეებიდან მასში შედიოდნენ ჩიორა თაქთაქიშვილი და ქრისტიან-დემოკრატი მაგდა ანიკაშვილი. ბოროტი ენები ამბობდნენ, რომ გრანტები, ძირითადად, ნაციონალებთან დაახლოებულ პირებსა და ორგანიზაციებზე გაიცემოდა, რომლებიც შემდეგ უკვე მმართველი პარტიის მიმართ დავალებულნი ხდებოდნენ. დღესდღეობით ამ ფონდს მუშაობა შეჩერებული აქვს.

პრეზიდენტის ახალი ინიციატივა, მცირე მოდიფიკაციით, ფაქტობრივად, ძველის გამეორებაა, იმ განსხვავებით, რომ გრანტების გამცემად გვევლინებიან ორგანიზაციები, რომელნიც საზოგადოების თვალში "ნაციონალურ მოძრაობასთან" არიან დაახლოებულნი. გრანტების გაცემის დროც შესაბამისად შეირჩა - ქვეყანაში მძაფრი პოლიტიკური ბატალიებია და ნაციონალები რევანშისთვის ემზადებიან, 2013 კი საპრეზიდენტო არჩევნების წელია და ამ არჩევნების შედეგებზე დამოკიდებულია "ნაციონალური მოძრაობის", როგორც პოლიტიკური ორგანიზაციის არსებობა. შესაბამისად, მათ მოკავშირეები სჭირდებათ, განსაკუთრებით - სამოქალაქო სექტორსა და მედიასფეროში. მართალია, სოციოლოგიური კვლევების მიხედვით, არასამთავრობო სექტორისადმი მოსახლეობის ნდობა საკმაოდ დაბალია, მაგრამ რეალობა გვიჩვენებს, რომ მათ მაინც წარმატებით შეუძლიათ კონკრეტულ აქტუალურ თემებზე საზოგადოების მობილიზება, მით უმეტეს - ამაში მედიაც თუ დაეხმარებათ.

ვინ ისარგებლებს პრეზიდენტის მიერ გულუხვად გაცემული მილიონით, უახლოეს ხანში გახდება ცნობილი.

ზაზა შანიძე

ყოველკვირეული გაზეთი "ყველა სიახლე"

(გამოდის ოთხშაბათობით)

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა