ლეგენდარულმა მომღერალმა, დევიდ ბოუიმ, რომელსაც დღეს დაბადების დღე აქვს, 10-წლიანი მუსიკალური დუმილი დაარღვია და ახალი სინგლი გამოუშვა. Where Are We Now- ასე ჰქვია სინგლს, რომელიც მის ახალ ალბომში - The Next Day შევა.
ალბომში 17 სიმღერაა შესული და ის მარტში გამოვა. The Next Day მომღერლის პირველი ალბომია 2003 წლის შემდეგ, როცა მისი Reality გამოვიდა.
ინგლისელი როკ-მუსიკოსი 2006 წლიდან მოყოლებული დღემდე არცერთ კონცერტზე გამოჩენილა. ბოლოს მან ალიშა ქეისთან ერთად იმღერა ერთ-ერთ საქველმოქმედო კონცერტზე. ლონდონის 2012 წლის ოლიმპიური თამაშების გახსნის ცერემონიაზე მონაწილეობაზე კი უარი განაცხადა.
"ყველაფრის მიუხედავად, დევიდი რჩება იმ მომღერლად, ვინც წერს და მღერის იმას, რაც უნდა და როცა უნდა. როგორც ჩანს, მას სათქმელი სწორედ დღეს დაუგროვდა", - განაცხადა მომღერლის პრესსამსახურის წარმომადგენელმა.
კარიერის განმავლობაში დევიდ ბოუის 29 ალბომი აქვს გამოშვებული.
მომზადებულია Daily Mail-ის მიხედვით.
Normal 0 false false false MicrosoftInternetExplorer4 BoxOfficeMojo