დღეს, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ შენობაში საჯარო მოხელეებს არ უშვებენ.
შენობა პიკეტირებული დახვდათ იქ დასაქმებულ მოხელეებს. შენობის პიკეტირების შესახებ ინფორმაციას "გურია ნიუსთან" სატელეფონო საუბრის დროს ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე, ზვიად აფხაზავა ადასტურებს. "ქართული ოცნების" ერთ-ერთი აქტიური სახე, რომან ბიწაძე კი ამბობს, რომ მათი მოთხოვნა უცვლელია - წავიდეს მიხეილ სააკაშვილი და "ნაცმოძრაობა".