საზოგადოება
მსოფლიო
პოლიტიკა

11

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეთოთხმეტე დღე დაიწყება 18:54-ზე, მთვარე სასწორს ესტუმრება 05:12-ზე დაგეგმეთ მნიშვნელოვანი საქმეები, შეხვედრები. მოაგვარეთ ფინანსური დოკუმენტები, საკითხები. კარგია ახალი საქმეების დაწყება. უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარება. ცუდი დღეა სასამართლო საქმეებისთვისა და განქორწინებისთვის. მოერიდეთ კონფლიქტს. უფრო მეტი, გაამყარეთ ურთიერთობა ნათესავებთან. კარგი დღეა უფროსთან საქმეების განსახილველად, სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. ამ დღეს დაწყებული მოგზაურობა ან მივლინება საინტერესოდ ჩაივლის. არასასურველია ქორწინება და ნიშნობა. არ გადატვირთოთ კუჭი. შეამცირეთ ალკოჰოლის დოზა და სიგარეტის რაოდენობა. გაუფრთხილდით თირკმლებს. მოერიდეთ სითხისა და ალკოჰოლის მიღებას. აგრეთვე სუსტდება ენდოკრინული სისტემა.
სპორტი
Faceამბები
სამართალი
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
სამხედრო
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ჯეიზიმ შვილისთვის 1 მლნ დოლარად გასართობი ოთახი იქირავა
ჯეიზიმ შვილისთვის 1 მლნ დოლარად გასართობი ოთახი იქირავა

ბი­ონ­სე­სა და ჯე­ი­ზის ქა­ლიშ­ვი­ლი, ბლუ აივი კარ­ტე­რი, ყვე­ლა­ზე გა­ნე­ბივ­რე­ბუ­ლი ბავ­შვია. ჯე­ი­ზიმ შვი­ლის­თვის ერთი წლით სპე­ცი­ა­ლუ­რი ოთა­ხი იქი­რა­ვა, რო­მე­ლიც "ბრაკ­ლა­ის-ცენ­ტრში" მდე­ბა­რე­ობს. ჯე­ი­ზიმ ოთახ­ში 1 მლნ დო­ლა­რი გა­და­ი­ხა­და.

სა­თა­მა­შო­ე­ბით სავ­სე გა­სარ­თო­ბი და მო­სას­ვე­ნე­ბე­ლი ოთა­ხი ნიუ-იორკში, სპორ­ტულ მო­ე­დან "ბრაკ­ლა­ის-ცენ­ტრში" მდე­ბა­რე­ობს. ცნო­ბილ მე­უღ­ლე­ებს ძა­ლი­ან უყ­ვართ აქ გა­მარ­თულ კა­ლათ­ბურ­თის მატ­ჩებ­ზე დას­წრე­ბა. ახლა კი მათ თან შვი­ლის წაყ­ვა­ნაც შე­ეძ­ლე­ბათ. სა­ნამ ჯე­ი­ზი და ბი­ონ­სე საყ­ვა­რე­ლი გუნ­დის თა­მა­შით შე­იქ­ცე­ვენ თავს, ბლუ აივი ფე­შე­ნე­ბე­ლურ ოთახ­ში ძი­ძე­ბის მეთ­ვალ­ყუ­რე­ო­ბის ქვეშ გა­ა­ტა­რებს დროს.

ოთა­ხი არ არის გან­კუთ­ვნი­ლი მხო­ლოდ ბავ­შვე­ბის­თვის. ის ლუქს-კლა­სის სას­ტუმ­როს სა­უ­კე­თე­სო ნო­მერს გავს, სა­დაც მოზ­რდი­ლებს წვე­უ­ლე­ბე­ბის გა­მარ­თვაც შე­უძ­ლი­ათ.

"ოთახ­ში ბევ­რი სარ­კეა. ასე­ვე შამ­პა­ნუ­რის ბარი და ტე­ლე­ვი­ზო­რი. რო­დე­საც თა­ვად იქ არ იმ­ყო­ფე­ბა, ჯე­ი­ზი ოთახს მე­გობ­რებს უთ­მობს", - აცხა­დებს წყა­რო.

შე­გახ­სე­ნებთ, რომ ბი­ონ­სემ გო­გო­ნა, ბლუ აივი კარ­ტე­რი 2012 წლის 7 იან­ვარს გა­ა­ჩი­ნა. მომ­ღე­რალ­მა კერ­ძო კლი­ნი­კა­ში იმ­შო­ბი­ა­რა და უსაფრ­თხო­ე­ბის­თვის მთე­ლი სარ­თუ­ლი და­ი­ქი­რა­ვა. მშო­ბი­ა­რო­ბა ბი­ონ­სეს 1.3 მლნ დო­ლა­რი და­უჯ­და.

მომ­ზა­დე­ბუ­ლია dailymail.co.uk-ის მი­ხედ­ვით.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ქარიშხალი ამერიკის შეერთებულ შტატებში - უცხოური მედიების ცნობით, სტიქიურ მოვლენას, სულ მცირე, 24 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა

ჯეიზიმ შვილისთვის 1 მლნ დოლარად გასართობი ოთახი იქირავა

ჯეიზიმ შვილისთვის 1 მლნ დოლარად გასართობი ოთახი იქირავა

ბიონსესა და ჯეიზის ქალიშვილი, ბლუ აივი კარტერი, ყველაზე განებივრებული ბავშვია. ჯეიზიმ შვილისთვის ერთი წლით სპეციალური ოთახი იქირავა, რომელიც "ბრაკლაის-ცენტრში" მდებარეობს. ჯეიზიმ ოთახში 1 მლნ დოლარი გადაიხადა.

სათამაშოებით სავსე გასართობი და მოსასვენებელი ოთახი ნიუ-იორკში, სპორტულ მოედან "ბრაკლაის-ცენტრში" მდებარეობს. ცნობილ მეუღლეებს ძალიან უყვართ აქ გამართულ კალათბურთის მატჩებზე დასწრება. ახლა კი მათ თან შვილის წაყვანაც შეეძლებათ. სანამ ჯეიზი და ბიონსე საყვარელი გუნდის თამაშით შეიქცევენ თავს, ბლუ აივი ფეშენებელურ ოთახში ძიძების მეთვალყურეობის ქვეშ გაატარებს დროს.

ოთახი არ არის განკუთვნილი მხოლოდ ბავშვებისთვის. ის ლუქს-კლასის სასტუმროს საუკეთესო ნომერს გავს, სადაც მოზრდილებს წვეულებების გამართვაც შეუძლიათ.

"ოთახში ბევრი სარკეა. ასევე შამპანურის ბარი და ტელევიზორი. როდესაც თავად იქ არ იმყოფება, ჯეიზი ოთახს მეგობრებს უთმობს", - აცხადებს წყარო.

შეგახსენებთ, რომ ბიონსემ გოგონა, ბლუ აივი კარტერი 2012 წლის 7 იანვარს გააჩინა. მომღერალმა კერძო კლინიკაში იმშობიარა და უსაფრთხოებისთვის მთელი სართული დაიქირავა. მშობიარობა ბიონსეს 1.3 მლნ დოლარი დაუჯდა.

მომზადებულია dailymail.co.uk-ის მიხედვით.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება