საზოგადოება
პოლიტიკა
კონფლიქტები

30

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეორე დღე დაიწყება 07:11-ზე, მთვარე ვერძშია კარგი დღეა ნებისმიერი საქმის დასაწყებად; ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად; ვაჭრობისთვის. არ იკამათოთ, გადადეთ სასამართლო საქმეები. კარგ დღეა შემოქმედებითი და სამეცნიერო საქმეებისთვის. სწავლისთვის და გამოცდების ჩასაბარებლად. უფროსთან შეხვედრა სიკეთეს არ მოგიტანთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. თამამად გაემგზავრეთ სამოგზაუროდ, მივლინებაში. სხვა დღისთვის გადადეთ ნიშნობა და ქორწინება. შეამცირეთ ალკოჰოლისა და სასმლის დოზა. მოერიდეთ ყოველგვარ ოპერაციასა და პროცედურას: თვალებზე, პირის ღრუში, ყურებზე; აგრეთვე დიდხანს კითხვასა და ტელევიზორის ყურებას.
კულტურა/შოუბიზნესი
მსოფლიო
სამართალი
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"დედისერთა ვარ, გაგანია მშვილდოსანი"
"დედისერთა ვარ, გაგანია მშვილდოსანი"

და­ი­ბა­და ბა­თუმ­ში 1983 წლის 30 ნო­ემ­ბერს. 2004 წლი­დან ხელ­მძღვა­ნე­ლობ­და ჯგუფ "სე­ნი­ორ რო­ბინ­სონს". ამ­ჟა­მად ჯაზ­ბენდ funky staff-ის ხელ­მძღვა­ნე­ლია. 2007 წლი­დან იბეჭ­დე­ბო­და ჟურ­ნალ­ში "ლი­ტე­რა და ხე­ლოვ­ნე­ბა". 2008 წლი­დან ირი­ცხე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს მწე­რალ­თა შე­მოქ­მე­დე­ბი­თი კავ­ში­რის წევ­რად. მისი პირ­ვე­ლი კრე­ბუ­ლი "და­ცე­მუ­ლი ან­გე­ლო­ზი" 2010 წელს გა­მო­ი­ცა. იმა­ვე წელს ჟურ­ნალ­ში "ლი­ტე­რა­ტუ­რუ­ლი პა­ლიტ­რა" და­ი­ბეჭ­და მისი ნო­ვე­ლა "დი­დე­ბის ფსკერ­ზე". მისი ლექ­სე­ბი შე­სუ­ლია "უახ­ლე­სი ქარ­თუ­ლი პო­ე­ზი­ის ან­თო­ლო­გი­ა­ში". ჰყავს მე­უღ­ლე და ერთი შვი­ლი, 3 წლის ან­დრია, რო­მე­ლიც უკვე დრამ­ზეც უკ­რავს და ლექ­სებ­საც ამ­ბობს. "ირაკ­ლი ფა­ღა­ვა, ვაფ­შე ტა, ირაკ­ლი ნო­და­რო­ვიჩ", - ასე გა­მეც­ნო, ბა­თუმ­ში კაფე facebook-ში, როცა მისი ვი­ნა­ო­ბით და­ვინ­ტე­რეს­დი. მა­ნამ­დე კი იქ შეკ­რე­ბილთ უც­ნა­უ­რი სა­ხელ­წო­დე­ბის ჯგუ­ფის "სვე­ლი ტრა­კე­ბის" ხელ­მძღვა­ნე­ლად წა­რუდ­გი­ნა თავი და ხა­ლი­სი­ა­ნი რამ­დე­ნი­მე სა­ღა­მო გვა­ჩუ­ქა. იმ სა­ღა­მო­ზე ირაკ­ლის ძაღ­ლი "ოს­კა­რიც" გა­ვი­ცა­ნით, რომ­ლის და­ბა­დე­ბის დღეც ყო­ფი­ლა იმ დღეს. ასეთ სა­ღა­მო­ებს ირაკ­ლი "პაპ­სას" და ღლა­ბუცს უწო­დებს, რად­გან უნდა მე­ტად და­ი­ხარ­ჯოს და სა­ა­მი­სოდ შე­საძ­ლებ­ლო­ბებ­საც ეძებს. ორ ქა­ლაქს - თბი­ლის­სა და ბა­თუმს შუა იხ­ლი­ჩე­ბა. უყ­ვართ ბა­თუმ­შიც, მის კონ­ცერ­ტებს ელი­ან თბი­ლის­შიც. ახ­ლა­ხან მისი მე­სა­მე კრე­ბუ­ლი გა­მო­ვი­და, სა­ხელ­წო­დე­ბით "წე­რი­ლე­ბი ბა­თუმს".

- დე­დი­სერ­თა ვარ, გა­გა­ნია მშვილ­დო­სა­ნი. ერ­თგუ­ლი და ჰუ­მა­ნუ­რია ზო­დი­ა­ქოს ეს ნი­შა­ნი, მი­უ­ხე­და­ვად ზოგ­ჯერ დეს­პო­ტუ­რი და ეგო­ის­ტუ­რი გა­მოვ­ლი­ნე­ბე­ბი­სა. რე­ჟი­სო­რო­ბა მინ­დო­და, მაგ­რამ მშობ­ლებ­მა გა­და­წყვი­ტეს, რომ იუ­რის­ტი უნდა ვყო­ფი­ლი­ყა­ვი და იუ­რი­დი­ულ ფა­კულ­ტეტ­ზე ჩა­მა­ბა­რე­ბი­ნეს. ბო­ლოს, რო­გორც იქნა, მი­ვაღ­წიე იმას, რომ დღეს კი­ნოდ­რა­მა­ტურ­გი­ის ფა­კულ­ტეტ­ზე ვსწავ­ლობ, მა­გის­ტრა­ტუ­რის მე­ო­რე კურ­სზე ვარ.

- ბა­თუმ­ში ერთ-ერთ კა­ფე­ში თქვე­ნი სპონ­ტა­ნუ­რად შექ­მნი­ლი ჯგუ­ფის - "სვე­ლი ტრა­კე­ბის" სიმ­ღე­რე­ბი მო­ვის­მი­ნე...

- რაც შე­ე­ხე­ბა ჩვე­ნი ჯგუ­ფის სა­ხელ­წო­დე­ბას, სპონ­ტა­ნუ­რი ხუმ­რო­ბა იყო, სა­ნა­პი­რო­დან პირ­და­პირ სა­ღა­მო­ზე მი­ვე­დი, სულ სვე­ლი ვი­ყა­ვი და სა­ხე­ლიც ასე შე­ირ­ჩა. მუ­სი­კო­სე­ბი, რომ­ლე­ბიც ჩემ­თან ერ­თად უკ­რავ­დნენ, ჩემი მე­გობ­რე­ბი არი­ან. მე­ტის­მე­ტად თა­მა­მი აღ­მოჩ­ნდა სა­ხე­ლი, მაგ­რამ გა­ა­მარ­თლა.

- ასე­ვე გყავს ჯგუ­ფი funky staff...

- კი, "ფანკს" ვუკ­რავთ, თუმ­ცა დღეს­დღე­ო­ბით პა­უ­ზა გვაქვს. სამ­წუ­ხა­როდ, ერთი წევ­რი, გოგა გარ­სე­ვა­ნიშ­ვი­ლი გა­მოგ­ვაკ­ლდა, თავი მო­იკ­ლა. უნი­ჭი­ე­რე­სი საქ­სო­ფო­ნის­ტი იყო, "ვა­ნოს შო­უ­შიც" უკ­რავ­და. იმის მერე არ შევ­კრე­ბილ­ვართ. ზო­გა­დად, იმ შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბის ფარ­გლებ­ში, რაც გაგ­ვაჩ­ნია, ყვე­ლა­ფერს ვა­კე­თებთ. არ გვაქვს აპა­რა­ტუ­რა, სა­რე­პე­ტი­ციო დარ­ბა­ზი. თა­ვის დრო­ზე, "მოძ­რა­ო­ბის თე­ატ­რი" გვეხ­მა­რე­ბო­და სა­ნამ და­იწ­ვე­ბო­და... ახლა ცალ­კე ვა­პი­რებ ექ­სპე­რი­მენ­ტუ­ლი მუ­სი­კის გა­კე­თე­ბას, მაგ­რამ ეს ჯერ იდე­ის დო­ნე­ზეა. ვნა­ხოთ, რა გა­მო­ვა.

- ლექ­სე­ბი გაქვს, რომ­ლებ­საც "შავი ზღვის მარ­გა­ლი­ტებს" უწო­დებ. წერა ბა­თუმ­ში რომ და­ი­წყე, ამი­ტომ და­არ­ქვი მათ ასე?

- ალ­ბათ (იღი­მის). 16 წლის ვი­ყა­ვი, პირ­ვე­ლი ლექ­სი რომ დავ­წე­რე. მი­ვუ­ძღვე­ნი გო­გოს, რო­მე­ლიც რე­ა­ლუ­რად არ არ­სე­ბობ­და.

"მე მი­ვა­ტო­ვებ იდუ­მალ ოთახს,/ ჩუ­მად ჩა­ვაქ­რობ ან­თე­ბულ სან­თელს./ და გა­ზა­ფხუ­ლის ვნე­ბი­ან ნი­ავს/ მე გა­მო­ვა­ტან შენ­თან ჩემს სა­ხელს./ მე მი­ვა­ტო­ვებ გა­დაღ­ლილ ფიქ­რებს,/ კვლავ და­მი­ტი­რებს ალ­ფას სი­მე­ბი/ შენ თუ ინე­ბებ, სიოდ წა­მო­ვალ/ და შიშ­ველ მკერ­დზე და­გე­ფი­ნე­ბი..." მი­ბაძ­ვით და­ვი­წყე წერა, ძი­რი­თა­დად, ფრან­გი პო­ე­ტე­ბის, სიმ­ბო­ლის­ტე­ბის გავ­ლე­ნის ქვეშ მო­ვე­ქე­ცი.

- ახ­ლა­ხან შენი მე­სა­მე კრე­ბუ­ლი "წე­რი­ლე­ბი ბა­თუმს" გა­მო­ვი­და...

- "წე­რი­ლე­ბი ბა­თუმს" ისე­თი შე­საძ­ლებ­ლო­ბაა, რო­მელ­მაც ნათ­ლად გა­მო­მა­ხატ­ვი­ნა გულ­მხურ­ვა­ლე მო­ნატ­რე­ბა ამ ქა­ლა­ქი­სად­მი. ეს არ გახ­ლავთ ხედ­ვა ბა­თუმ­ზე ბა­თუ­მი­დან. ეს არის თბი­ლი­სი­დან და­ნა­ხუ­ლი, წე­რი­ლე­ბით ნა­ფე­რე­ბი, ჩემი ბა­თუ­მი. თავს უფ­ლე­ბა მი­ვე­ცი, ლექ­სე­ბის აღ­ნიშ­ნუ­ლი კრე­ბუ­ლი შე­მოგ­თა­ვა­ზოთ, რო­გორც მე­გობ­რუ­ლი მო­წო­დე­ბა: "ყო­ვე­ლი ჩვენ­გა­ნი, ყველ­გან და ყო­ველ­თვის, გუ­ლით ატა­რებს თა­ვის წილ ბა­თუმს".

- მოდი, ერთი ლექ­სი წაგ­ვი­კი­თხე ამ კრე­ბუ­ლი­დან შენს და ჩვენს საყ­ვა­რელ ბა­თუმ­ზე...

- "ჩემი ქუჩა მახ­სენ­დე­ბა ძვე­ლი,/ თა­ვის იერს დღი­თი დღე რომ კარ­გავს,/ და რაც უფრო მეტი გა­დის წელი,/ სა­კუ­თარ თავს ძვე­ლე­ბუ­რად არ ჰგავს,/ ისევ მიწა ნა­მი­ა­ნი, სვე­ლი,/ მო­მა­გო­ნებს დარ­დებს გა­დახ­ლარ­თულს./ კი­დევ გავა უამ­რა­ვი წელი/ და წაგ­ვიშ­ლის უწინ­დე­ბურ ბა­თუმს./ მერე ვე­ღარ გა­ვუ­წყრე­ბით წვი­მას, / თით­ქოს ხელი დე­და­მი­წას ვუშ­ვით/ და სუ­ლეთ­ში გა­ვაქ­რო­ლებთ იმას,/ რა სევ­დებ­საც ვა­ტა­რებ­დით გულ­ში."

- საყ­ვა­რე­ლი პო­ე­ტი გყავს?

- ბა­ნა­ლუ­რია, მაგ­რამ შოთა რუს­თა­ველს, ვაჟა-ფშა­ვე­ლა­სა და გა­ლა­კტი­ო­ნის ვერ ავ­ცდე­ბი. და კი­დევ, ირაკ­ლი ფა­ღა­ვას ლექ­სე­ბი მომ­წონს (იღი­მის).

- ერთხელ თქვი, თა­ნა­მედ­რო­ვე ქარ­თუ­ლი ხე­ლოვ­ნე­ბა "პრი­უ­ტი" არ არი­სო. რას გუ­ლის­ხმობ­დი?

- თავ­შე­სა­ფარს ვგუ­ლის­ხმობ­დი. ავად­მყო­ფუ­რი გან­ცდე­ბის თავ­შე­სა­ფა­რი არ არის ხე­ლოვ­ნე­ბა. არ მინ­და, ისე გა­მო­მი­ვი­დეს, თით­ქოს კვარ­ცხლბე­კი­დან ვე­სა­უბ­რე­ბი კა­ცობ­რი­ო­ბას და ჭკუ­ას ვა­რი­გებ, მაგ­რამ მინ­და, გა­ი­გოს ყვე­ლამ, რომ ხე­ლოვ­ნე­ბა არ არის და­ა­ვა­დე­ბუ­ლი და დას­ნე­უ­ლე­ბუ­ლი მო­თხოვ­ნი­ლე­ბე­ბი... ხე­ლოვ­ნე­ბა გა­მა­ჯან­სა­ღე­ბე­ლი და შე­მეც­ნე­ბი­თი რამ უნდა იყოს. უნდა გა­ა­კე­თილ­შო­ბი­ლოს ადა­მი­ა­ნი.

- პო­ლი­ტი­კა­ზეც წერ. მახ­სოვს, ჯერ კი­დევ არ­ჩევ­ნე­ბამ­დე წერ­დი, რო­გორ მო­ვი­დო­და ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ში ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლი და რო­გორ გვეშ­ვე­ლე­ბო­და ყვე­ლას.

- ეგ ლექ­სი არ იყო, არა­მედ ლექსსპრონ­ტი. როცა პო­ლი­ტი­კა­ზე წერ, ფო­ტოგ­რა­ფი ხდე­ბი. აფიქ­სი­რებ იმას, რაც ხდე­ბა ქვე­ყა­ნა­ში. გა­მახ­სენ­და, ერთი ასე­თი ლექსსპრომ­ტი მიშა სა­ა­კაშ­ვილ­ზე მაქვს: "რომ ვუ­ყუ­რებ მი­შას, მღლის და მერე მთი­შავს".

- მამა, ნო­დარ ფა­ღა­ვა, კონ­სერ­ვა­ტო­რი­ის რექ­ტო­რი და ას­ლან აბა­ში­ძეს­თან და­ახ­ლო­ე­ბუ­ლი პირი იყო. ეს ფაქ­ტი ხომ არ იქცა სა­ა­კაშ­ვი­ლის მთავ­რო­ბი­სად­მი შენი პრო­ტეს­ტან­ტუ­ლი ლექ­სე­ბის სა­ბა­ბად?

- რო­გორ შე­იძ­ლე­ბა, ხე­ლი­სუფ­ლე­ბა მოგ­წონ­დეს? ნე­ბის­მი­ე­რი ხე­ლი­სუ­ფა­ლი ფა­სა­დუ­რად ეხ­მა­რე­ბა ქვე­ყა­ნას გან­ვი­თა­რე­ბა­ში, მაგ­რამ სი­ნამ­დვი­ლე­ში ამით პროგ­რესს უშ­ლის ხელს. პროგ­რეს­ში სუ­ლი­ერ გან­ვი­თა­რე­ბას ვგუ­ლის­ხმობ და არა ტექ­ნო­ლო­გი­ურ პროგ­რესს. ტექ­ნო­ლო­გი­უ­რად ხე­ლი­სუფ­ლე­ბის გა­რე­შეც განვვი­თარ­დე­ბით... ახლა ერთ ლექსს წა­გი­კი­თხავთ: "შე­მო­ფარ­გლუ­ლი სო­რო­თი სულ არის გა­მო­კე­ტი­ლი./ არ მე­ცო­დე­ბა ბო­რო­ტი, მე მე­ცო­დე­ბა კე­თი­ლი./ გრძნო­ბას არა აქვს ტა­რი­ფი, ის არის გრგვინ­ვა მდი­ნა­რის./ არ მე­ცო­დე­ბა ღა­რი­ბი, მე მე­ცო­დე­ბა მდი­და­რი".

- ოთხფე­ხა მე­გობ­რე­ბით არის აჭ­რე­ლე­ბუ­ლი "ფე­ის­ბუ­კის" შენი კე­დე­ლი. გიყ­ვარს ცხო­ვე­ლე­ბი? შენს "ოს­კარ­ზეც" გვი­ამ­ბე.

- ჩემი "ოს­კა­რი" ბევრ ადა­მი­ან­ზე საყ­ვა­რე­ლი არ­სე­ბაა. იმი­ტომ არა, რომ პი­რუ­ტყვია და ვერ მე­ტყვე­ლებს. მას უან­გა­რო სიყ­ვა­რუ­ლი შე­უძ­ლია. უხა­რია შინ რომ მივ­დი­ვარ, გა­ნიც­დის, როცა სახ­ლი­დან გავ­დი­ვარ. შე­იძ­ლე­ბა, მთე­ლი დღე მში­ე­რი იყოს და არ შე­მა­წუ­ხოს.

- ბა­თუმ­ში, თქვენს სა­ღა­მო­ზე კე­დელ­ზე გაკ­რუ­ლი ტრან­სპა­რან­ტი წარ­წე­რით, "მე არ მიყ­ვარს თურ­ქე­ბი" გა­მახ­სენ­და...

- თურ­ქე­თის ბევრ ქა­ლაქ­ში ვარ ნამ­ყო­ფი. როცა ამ ქვე­ყა­ნა­ში ვმოგ­ზა­უ­რობ­დი, რო­გორც სტუ­მა­რი ისე ვიქ­ცე­ო­დი. თურ­ქე­ბი კი ჩვენს ქვე­ყა­ნა­ში რო­გორც მას­პინ­ძლე­ბი ისე იქ­ცე­ვი­ან. ჩვენ კი ის პერ­სო­ნა­ლი გა­მოვ­დი­ვართ, ვინც უნდა ემ­სა­ხუ­როს მათ. მხო­ლოდ ეს აზრი და­ვა­ფიქ­სი­რე მა­შინ. ისე, რას ვერ­ჩი, გა­და­სა­რე­ვი ფი­ზი­ო­ნო­მი­ის ხალ­ხია...

- სა­მო­მავ­ლო გეგ­მებ­ზე რას მე­ტყვი?

- მო­მა­ვალ­ში კი­დევ ერთი ბავ­შვის გა­კე­თე­ბას ვა­პი­რებ.

სა­უ­ბარ­ში ირაკ­ლის მე­უღ­ლე, მა­რი­ა­მი ჩაგ­ვერ­თო, რო­მე­ლიც რე­დაქ­ცი­ა­ში ირაკ­ლის­თან ერ­თად გვეს­ტუმ­რა:

მა­რი­ა­მი:

- ვის­თან აპი­რებ მე­ო­რე ბავ­შვის გა­კე­თე­ბას?

ირაკ­ლი:

- ვინც შემ­ხვდე­ბა (იცი­ნი­ან). ახლა მა­რი­ამს სამი ბავ­შვი ჰყავს: მე, ან­დრია და "ოს­კა­რი".

მა­რი­ა­მი:

- კარ­გია, რომ აღი­ა­რებს... და სა­ერ­თოდ, რა­ტომ გვქვია ჩვენ სუს­ტი სქე­სი და ამათ ძლი­ე­რი, ვერ ვხვდე­ბი.

ირაკ­ლი:

- ამ კი­თხვის პა­სუ­ხის­გან დღეს თავს შე­ვი­კა­ვებ, იყოს ერ­თით ნული. ჯერ ფო­რას მოგ­ცემ და მერე და­გე­წე­ვი (იცი­ნი­ან).

ნინო მჭედ­ლიშ­ვი­ლი

ჟურ­ნა­ლი "გზა"

(გა­მო­დის ხუთ­შა­ბა­თო­ბით)

sponsored by ContentRoom

"დედისერთა ვარ, გაგანია მშვილდოსანი"

"დედისერთა ვარ, გაგანია მშვილდოსანი"

დაიბადა ბათუმში 1983 წლის 30 ნოემბერს. 2004 წლიდან ხელმძღვანელობდა ჯგუფ "სენიორ რობინსონს". ამჟამად ჯაზბენდ funky staff-ის ხელმძღვანელია. 2007 წლიდან იბეჭდებოდა ჟურნალში "ლიტერა და ხელოვნება". 2008 წლიდან ირიცხება საქართველოს მწერალთა შემოქმედებითი კავშირის წევრად. მისი პირველი კრებული "დაცემული ანგელოზი" 2010 წელს გამოიცა. იმავე წელს ჟურნალში "ლიტერატურული პალიტრა" დაიბეჭდა მისი ნოველა "დიდების ფსკერზე". მისი ლექსები შესულია "უახლესი ქართული პოეზიის ანთოლოგიაში". ჰყავს მეუღლე და ერთი შვილი, 3 წლის ანდრია, რომელიც უკვე დრამზეც უკრავს და ლექსებსაც ამბობს. "ირაკლი ფაღავა, ვაფშე ტა, ირაკლი ნოდაროვიჩ", - ასე გამეცნო, ბათუმში კაფე facebook-ში, როცა მისი ვინაობით დავინტერესდი. მანამდე კი იქ შეკრებილთ უცნაური სახელწოდების ჯგუფის "სველი ტრაკების" ხელმძღვანელად წარუდგინა თავი და ხალისიანი რამდენიმე საღამო გვაჩუქა. იმ საღამოზე ირაკლის ძაღლი "ოსკარიც" გავიცანით, რომლის დაბადების დღეც ყოფილა იმ დღეს. ასეთ საღამოებს ირაკლი "პაპსას" და ღლაბუცს უწოდებს, რადგან უნდა მეტად დაიხარჯოს და საამისოდ შესაძლებლობებსაც ეძებს. ორ ქალაქს - თბილისსა და ბათუმს შუა იხლიჩება. უყვართ ბათუმშიც, მის კონცერტებს ელიან თბილისშიც. ახლახან მისი მესამე კრებული გამოვიდა, სახელწოდებით "წერილები ბათუმს".

- დედისერთა ვარ, გაგანია მშვილდოსანი. ერთგული და ჰუმანურია ზოდიაქოს ეს ნიშანი, მიუხედავად ზოგჯერ დესპოტური და ეგოისტური გამოვლინებებისა. რეჟისორობა მინდოდა, მაგრამ მშობლებმა გადაწყვიტეს, რომ იურისტი უნდა ვყოფილიყავი და იურიდიულ ფაკულტეტზე ჩამაბარებინეს. ბოლოს, როგორც იქნა, მივაღწიე იმას, რომ დღეს კინოდრამატურგიის ფაკულტეტზე ვსწავლობ, მაგისტრატურის მეორე კურსზე ვარ.

- ბათუმში ერთ-ერთ კაფეში თქვენი სპონტანურად შექმნილი ჯგუფის - "სველი ტრაკების" სიმღერები მოვისმინე...

- რაც შეეხება ჩვენი ჯგუფის სახელწოდებას, სპონტანური ხუმრობა იყო, სანაპიროდან პირდაპირ საღამოზე მივედი, სულ სველი ვიყავი და სახელიც ასე შეირჩა. მუსიკოსები, რომლებიც ჩემთან ერთად უკრავდნენ, ჩემი მეგობრები არიან. მეტისმეტად თამამი აღმოჩნდა სახელი, მაგრამ გაამართლა.

- ასევე გყავს ჯგუფი funky staff...

- კი, "ფანკს" ვუკრავთ, თუმცა დღესდღეობით პაუზა გვაქვს. სამწუხაროდ, ერთი წევრი, გოგა გარსევანიშვილი გამოგვაკლდა, თავი მოიკლა. უნიჭიერესი საქსოფონისტი იყო, "ვანოს შოუშიც" უკრავდა. იმის მერე არ შევკრებილვართ. ზოგადად, იმ შესაძლებლობების ფარგლებში, რაც გაგვაჩნია, ყველაფერს ვაკეთებთ. არ გვაქვს აპარატურა, სარეპეტიციო დარბაზი. თავის დროზე, "მოძრაობის თეატრი" გვეხმარებოდა სანამ დაიწვებოდა... ახლა ცალკე ვაპირებ ექსპერიმენტული მუსიკის გაკეთებას, მაგრამ ეს ჯერ იდეის დონეზეა. ვნახოთ, რა გამოვა.

- ლექსები გაქვს, რომლებსაც "შავი ზღვის მარგალიტებს" უწოდებ. წერა ბათუმში რომ დაიწყე, ამიტომ დაარქვი მათ ასე?

- ალბათ (იღიმის). 16 წლის ვიყავი, პირველი ლექსი რომ დავწერე. მივუძღვენი გოგოს, რომელიც რეალურად არ არსებობდა.

"მე მივატოვებ იდუმალ ოთახს,/ ჩუმად ჩავაქრობ ანთებულ სანთელს./ და გაზაფხულის ვნებიან ნიავს/ მე გამოვატან შენთან ჩემს სახელს./ მე მივატოვებ გადაღლილ ფიქრებს,/ კვლავ დამიტირებს ალფას სიმები/ შენ თუ ინებებ, სიოდ წამოვალ/ და შიშველ მკერდზე დაგეფინები..." მიბაძვით დავიწყე წერა, ძირითადად, ფრანგი პოეტების, სიმბოლისტების გავლენის ქვეშ მოვექეცი.

- ახლახან შენი მესამე კრებული "წერილები ბათუმს" გამოვიდა...

- "წერილები ბათუმს" ისეთი შესაძლებლობაა, რომელმაც ნათლად გამომახატვინა გულმხურვალე მონატრება ამ ქალაქისადმი. ეს არ გახლავთ ხედვა ბათუმზე ბათუმიდან. ეს არის თბილისიდან დანახული, წერილებით ნაფერები, ჩემი ბათუმი. თავს უფლება მივეცი, ლექსების აღნიშნული კრებული შემოგთავაზოთ, როგორც მეგობრული მოწოდება: "ყოველი ჩვენგანი, ყველგან და ყოველთვის, გულით ატარებს თავის წილ ბათუმს".

- მოდი, ერთი ლექსი წაგვიკითხე ამ კრებულიდან შენს და ჩვენს საყვარელ ბათუმზე...

- "ჩემი ქუჩა მახსენდება ძველი,/ თავის იერს დღითი დღე რომ კარგავს,/ და რაც უფრო მეტი გადის წელი,/ საკუთარ თავს ძველებურად არ ჰგავს,/ ისევ მიწა ნამიანი, სველი,/ მომაგონებს დარდებს გადახლართულს./ კიდევ გავა უამრავი წელი/ და წაგვიშლის უწინდებურ ბათუმს./ მერე ვეღარ გავუწყრებით წვიმას, / თითქოს ხელი დედამიწას ვუშვით/ და სულეთში გავაქროლებთ იმას,/ რა სევდებსაც ვატარებდით გულში."

- საყვარელი პოეტი გყავს?

- ბანალურია, მაგრამ შოთა რუსთაველს, ვაჟა-ფშაველასა და გალაკტიონის ვერ ავცდები. და კიდევ, ირაკლი ფაღავას ლექსები მომწონს (იღიმის).

- ერთხელ თქვი, თანამედროვე ქართული ხელოვნება "პრიუტი" არ არისო. რას გულისხმობდი?

- თავშესაფარს ვგულისხმობდი. ავადმყოფური განცდების თავშესაფარი არ არის ხელოვნება. არ მინდა, ისე გამომივიდეს, თითქოს კვარცხლბეკიდან ვესაუბრები კაცობრიობას და ჭკუას ვარიგებ, მაგრამ მინდა, გაიგოს ყველამ, რომ ხელოვნება არ არის დაავადებული და დასნეულებული მოთხოვნილებები... ხელოვნება გამაჯანსაღებელი და შემეცნებითი რამ უნდა იყოს. უნდა გააკეთილშობილოს ადამიანი.

- პოლიტიკაზეც წერ. მახსოვს, ჯერ კიდევ არჩევნებამდე წერდი, როგორ მოვიდოდა ხელისუფლებაში ბიძინა ივანიშვილი და როგორ გვეშველებოდა ყველას.

- ეგ ლექსი არ იყო, არამედ ლექსსპრონტი. როცა პოლიტიკაზე წერ, ფოტოგრაფი ხდები. აფიქსირებ იმას, რაც ხდება ქვეყანაში. გამახსენდა, ერთი ასეთი ლექსსპრომტი მიშა სააკაშვილზე მაქვს: "რომ ვუყურებ მიშას, მღლის და მერე მთიშავს".

- მამა, ნოდარ ფაღავა, კონსერვატორიის რექტორი და ასლან აბაშიძესთან დაახლოებული პირი იყო. ეს ფაქტი ხომ არ იქცა სააკაშვილის მთავრობისადმი შენი პროტესტანტული ლექსების საბაბად?

- როგორ შეიძლება, ხელისუფლება მოგწონდეს? ნებისმიერი ხელისუფალი ფასადურად ეხმარება ქვეყანას განვითარებაში, მაგრამ სინამდვილეში ამით პროგრესს უშლის ხელს. პროგრესში სულიერ განვითარებას ვგულისხმობ და არა ტექნოლოგიურ პროგრესს. ტექნოლოგიურად ხელისუფლების გარეშეც განვვითარდებით... ახლა ერთ ლექსს წაგიკითხავთ: "შემოფარგლული სოროთი სულ არის გამოკეტილი./ არ მეცოდება ბოროტი, მე მეცოდება კეთილი./ გრძნობას არა აქვს ტარიფი, ის არის გრგვინვა მდინარის./ არ მეცოდება ღარიბი, მე მეცოდება მდიდარი".

- ოთხფეხა მეგობრებით არის აჭრელებული "ფეისბუკის" შენი კედელი. გიყვარს ცხოველები? შენს "ოსკარზეც" გვიამბე.

- ჩემი "ოსკარი" ბევრ ადამიანზე საყვარელი არსებაა. იმიტომ არა, რომ პირუტყვია და ვერ მეტყველებს. მას უანგარო სიყვარული შეუძლია. უხარია შინ რომ მივდივარ, განიცდის, როცა სახლიდან გავდივარ. შეიძლება, მთელი დღე მშიერი იყოს და არ შემაწუხოს.

- ბათუმში, თქვენს საღამოზე კედელზე გაკრული ტრანსპარანტი წარწერით, "მე არ მიყვარს თურქები" გამახსენდა...

- თურქეთის ბევრ ქალაქში ვარ ნამყოფი. როცა ამ ქვეყანაში ვმოგზაურობდი, როგორც სტუმარი ისე ვიქცეოდი. თურქები კი ჩვენს ქვეყანაში როგორც მასპინძლები ისე იქცევიან. ჩვენ კი ის პერსონალი გამოვდივართ, ვინც უნდა ემსახუროს მათ. მხოლოდ ეს აზრი დავაფიქსირე მაშინ. ისე, რას ვერჩი, გადასარევი ფიზიონომიის ხალხია...

- სამომავლო გეგმებზე რას მეტყვი?

- მომავალში კიდევ ერთი ბავშვის გაკეთებას ვაპირებ.

საუბარში ირაკლის მეუღლე, მარიამი ჩაგვერთო, რომელიც რედაქციაში ირაკლისთან ერთად გვესტუმრა:

მარიამი:

- ვისთან აპირებ მეორე ბავშვის გაკეთებას?

ირაკლი:

- ვინც შემხვდება (იცინიან). ახლა მარიამს სამი ბავშვი ჰყავს: მე, ანდრია და "ოსკარი".

მარიამი:

- კარგია, რომ აღიარებს... და საერთოდ, რატომ გვქვია ჩვენ სუსტი სქესი და ამათ ძლიერი, ვერ ვხვდები.

ირაკლი:

- ამ კითხვის პასუხისგან დღეს თავს შევიკავებ, იყოს ერთით ნული. ჯერ ფორას მოგცემ და მერე დაგეწევი (იცინიან).

ნინო მჭედლიშვილი

ჟურნალი ”გზა”

(გამოდის ხუთშაბათობით)

ახალგაზრდებისთვის საინტერესო ამბები!

შოთა რუსთაველის გაციფრულებული პორტრეტი და „ვეფხისტყაოსნით“ შთაგონებული კოლექცია

"ნინის კითხვის საათი" – "ბიბლუსის" პროექტი, რომელიც წელს ათასობით ბავშვს გააერთიანებს