პოლიტიკა
მსოფლიო
სამართალი

28

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის ოცდამეცხრე დღე დაიწყება 06:58-ზე, მთვარე თევზებშია საკმაოდ რთული დღეა. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფინანსურ ოპერაციებს, ყოველგვარ ვაჭრობასა და სასამართლო საქმეს. სხვა დღისთვის გადადეთ უფროსთან შეხვედრა და საქმეებზე საუბარს. არ გირჩევთ მგზავრობას, საქმეების გარჩევას. მეტად დაისვენეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში. დღეს ქორწინება დაუშვებელია. განქორწინების მიზეზი ერთ-ერთი მეუღლის ღალატი ან ტყუილი გახდება. სასურველია დაიცვათ მარხვა. ძილის წინ მიიღეთ შხაპი. რაციონიდან გამორიცხეთ ხორცეული, პურ-ფუნთუშეული და ტკბილეული.
Faceამბები
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
კონფლიქტები
სამხედრო
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
მერაბ მეტრეველის კვირის ფიქრები
მერაბ მეტრეველის კვირის ფიქრები

გა­ო­რე­ბუ­ლი გრძნო­ბა

სა­ქარ­თვე­ლოს ახალ­მა პარ­ლა­მენ­ტმა ბოლო გა­და­წყვე­ტი­ლე­ბე­ბით ორ­ჭო­ფუ­ლი გრძნო­ბა და­მი­ტო­ვა. ერთი მხრივ, გა­მი­ხარ­და, რომ ბოლო წლებ­ში პირ­ვე­ლად შე­ე­წი­ნა­აღ­მდე­გა პარ­ლა­მენ­ტი პრე­ზი­დენტს და მისი ვეტო დას­ძლია. მე­ტიც, შე­ე­წი­ნა­აღ­მდე­გა თა­ვის­სა­ვე არ­ჩე­ულ შს მი­ნისტრს, რო­მე­ლიც ამ­ნის­ტი­ის ასე­თი ფორ­მით გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბას არ ეთან­ხმე­ბო­და. ბოლო წლებ­ში და­ვეჩ­ვი­ეთ, რომ პარ­ლა­მენ­ტი ფაქ­ტობ­რი­ვად პრე­ზი­დენ­ტის და მთავ­რო­ბის მონა იყო. ახა­ლი ხე­ლი­სუფ­ლე­ბა ამ­ტკი­ცებს, გუნ­დის შიგ­ნით აზ­რთა სხვა­დას­ხვა­ო­ბა მხო­ლოდ დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი პრო­ცე­სი­აო, თუმ­ცა მე­ო­რე მხა­რეა - მი­ღე­ბუ­ლი გა­დაწ­ვე­ტი­ლე­ბა. პი­რა­დად მე ამ­ნის­ტი­ის ასე­თი სა­ხით გა­მო­ცხა­დე­ბა ბევრ კი­თხვას მი­ჩენს. აქ არ არის ლა­პა­რა­კი პე­დო­ფი­ლე­ბის გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბა­ზე, რო­გორც მიშა ამ­ბობს. მძი­მე და­ნა­შა­ულ­ში ბრალ­დე­ბუ­ლე­ბის­თვის სას­ჯე­ლის შემ­ცი­რე­ბის წი­ნა­აღ­მდე­გი ვარ. ასე­ვე წი­ნა­აღ­მდე­გი ვარ ჯა­შუ­შო­ბა­სა და ქვეყ­ნის ღა­ლატ­ში ბრალ­დე­ბულ­თა ხე­ლა­ღე­ბით გა­მოშ­ვე­ბი­სა. შე­ეს­წავ­ლათ ასე­თი პა­ტიმ­რე­ბის საქ­მე და თუ ვინ­მე უდა­ნა­შა­უ­ლო იყო, ის გა­მო­ეშ­ვათ, თო­რემ ყვე­ლას გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბა ამ­გვა­რი და­ნა­შა­უ­ლის წა­ხა­ლი­სე­ბას ნიშ­ნავს. ვში­შობ, პო­ლიტ­პა­ტიმ­რე­ბის ეს სია ახა­ლი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის ის­ტო­რი­ა­ში პირ­ვე­ლი შავი ლაქა არ აღ­მოჩ­ნდეს.

P.S. რად­გან პრე­ზი­დენ­ტის ვე­ტოს გა­და­ლახ­ვა ახა­ლი და მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ეტა­პია ჩვენს პო­ლი­ტი­კურ ცხოვ­რე­ბა­ში, გთა­ვა­ზობთ: "ქარ­თულ ოც­ნე­ბას" ამის შემ­დეგ ეწო­დოს პო­ლი­ტი­კუ­რი გა­ერ­თი­ა­ნე­ბა "მძლე­ვე­ლი".

საით მი­ე­ქა­ნე­ბა მიშა?

მით­ქვამს და გა­ვი­მე­ო­რებ, რად­გან დღი­თი დღე უფრო ვრწმუნ­დე­ბი, რომ ეს ასეა: სა­ა­კაშ­ვილ­მა 1-ლი ოქ­ტომ­ბრის არ­ჩევ­ნებ­ზე მი­ღე­ბუ­ლი მწა­რე გაკ­ვე­თი­ლით ვე­რა­ფე­რი ის­წავ­ლა და ვე­რა­ფერს მიხ­ვდა. ამას რამ­დე­ნი­მე კვი­რაა, ყო­ველ­დღე თა­ვი­სი საქ­ცი­ე­ლით ამ­ტკი­ცებს. ის კი არა, დღი­თი დღე ვრწმუნ­დე­ბი, რომ მას პო­ლი­ტი­კუ­რი მო­მა­ვა­ლი არ აქვს. აქამ­დე კი­დევ ვფიქ­რობ­დი, რომ თუ სწო­რად გათ­ვლი­და ნა­ბი­ჯებს, რამ­დე­ნი­მე წლის მერე შე­ეძ­ლო ისევ მხარ­და­ჭე­რის მო­პო­ვე­ბა, მაგ­რამ დღეს ისე­თი კურ­სი აირ­ჩია, რომ ამის შანსს ვე­ღარ ვხე­დავ. მან აირ­ჩია აგ­რე­სი­უ­ლი თავ­დაც­ვა, რო­მე­ლიც თავ­დას­ხმა­ში გა­მო­ი­ხა­ტე­ბა. მას არ შე­უძ­ლია, გა­ი­გოს და რე­ა­ლუ­რად აღიქ­ვას, რა გან­წყო­ბაა დღეს მო­სახ­ლე­ო­ბა­ში. ბოლო გა­მოკ­ვლე­ვე­ბის შე­დე­გე­ბიც კი მას ვე­რა­ფერს აგე­ბი­ნებს. და­უ­ჟი­ნია, წა­გე­ბის მთა­ვა­რი მი­ზე­ზი ის იყო, რომ ხალ­ხს კი­დევ უკე­თე­სი მთავ­რო­ბა უნ­დო­დაო.

ანუ ის კარ­გი იყო, მაგ­რამ ხალ­ხს უკე­თე­სის სურ­ვი­ლი გა­უჩ­ნდა. ეს რომ მარ­თლაც ასე ყო­ფი­ლი­ყო, ჩვენს ბედს ძაღ­ლი არ დაჰ­ყეფ­და, მაგ­რამ ხალ­ხმა ამ არ­ჩევ­ნებ­ზე ხმა მისი და "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" წი­ნა­აღ­მდეგ უფრო მის­ცა, ვიდ­რე "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" სა­სარ­გებ­ლოდ. თუმ­ცა მას ეს ან არ ეს­მის, ან და­ჯე­რე­ბა არ უნდა, ან ეს­მის, მაგ­რამ თავს იტყუ­ებს. იგი ისევ ფიქ­რობს, რომ მხო­ლოდ მო­წი­ნა­აღ­მდე­გის გა­შა­ვე­ბით, მას­ზე ტყუ­ი­ლე­ბის თქმით და­იბ­რუ­ნებს მხარ­და­ჭე­რას. ჰგო­ნია, რაც უფრო ხმა­მაღ­ლა იყ­ვი­რებს, უფრო და­მა­ჯე­რე­ბე­ლი იქ­ნე­ბა და ვერ ხვდე­ბა, რომ ამით ხალ­ხის უკუ­რე­აქ­ცი­ას იწ­ვე­ვეს. იმის მა­გივ­რად, რომ ისე მოქ­ცე­უ­ლი­ყო, ხალ­ხს ეთ­ქვა, - რას ერჩი, მიხ­ვდა შეც­დო­მებს, რა­ღა­ცე­ბი შე­უგ­ნია და იქ­ნებ უკე­თე­სიც გახ­დე­სო, ცდი­ლობს, ხალ­ხს ისევ ძვე­ლი მიშა გა­ახ­სე­ნოს. ვარ­შა­ლო­მი­ძე რომ და­კი­თხვა­ზე და­ი­ბა­რეს, გა­მო­ვი­და და - რო­გორ შე­იძ­ლე­ბა ამ კა­ცის და­კი­თხვა­ზე და­ბა­რე­ბა, ბა­თუ­მის­თვის უამ­რა­ვი რამ გა­ა­კე­თაო. თუ ამ­დე­ნი კარ­გი რამ გა­ა­კე­თე, აბა, ბა­თუ­მი მურ­მან დუმ­ბა­ძემ რო­გორ მო­ი­გო? თუ ბა­თუ­მე­ლე­ბი ფიქ­რო­ბენ, რომ რაც გა­კეთ­და, მათ­თვის კარ­გი იყო, "ნა­ცი­ო­ნა­ლურ მოძ­რა­ო­ბას" ასე­თი დიდი "არა" რა­ტომ უთხრეს? მეჩ­ვე­ნე­ბა, რომ ამა­ზე ან არ ფიქ­რო­ბენ, ან თავს იტყუ­ე­ბენ. ვფიქ­რობ, სა­ა­კაშ­ვი­ლი ასე­თი საქ­ცი­ე­ლით პო­ლი­ტი­კურ სა­მა­რეს ითხრის და თუ ასე გა­აგ­რძე­ლა, თან თა­ნა­პარ­ტი­ე­ლე­ბიც ამ საქ­მე­ში გვერ­დით და­უდ­გე­ბი­ან, თან წა­ი­ყო­ლებს "ნა­ცი­ო­ნა­ლურ მოძ­რა­ო­ბას".

იხი­ლეთ სტა­ტი­ის სრუ­ლი ვერ­სია

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
16 ხიდი და 3 კვანძი, ვნახოთ სად გაივლის და რა დაჯდება თბილისის შემოვლითი გზის 11 კმ-იანი მონაკვეთი

მერაბ მეტრეველის კვირის ფიქრები

მერაბ მეტრეველის კვირის ფიქრები

გაორებული გრძნობა

საქართველოს ახალმა პარლამენტმა ბოლო გადაწყვეტილებებით ორჭოფული გრძნობა დამიტოვა. ერთი მხრივ, გამიხარდა, რომ ბოლო წლებში პირველად შეეწინააღმდეგა პარლამენტი პრეზიდენტს და მისი ვეტო დასძლია. მეტიც, შეეწინააღმდეგა თავისსავე არჩეულ შს მინისტრს, რომელიც ამნისტიის ასეთი ფორმით განხორციელებას არ ეთანხმებოდა. ბოლო წლებში დავეჩვიეთ, რომ პარლამენტი ფაქტობრივად პრეზიდენტის და მთავრობის მონა იყო. ახალი ხელისუფლება ამტკიცებს, გუნდის შიგნით აზრთა სხვადასხვაობა მხოლოდ დემოკრატიული პროცესიაო, თუმცა მეორე მხარეა - მიღებული გადაწვეტილება. პირადად მე ამნისტიის ასეთი სახით გამოცხადება ბევრ კითხვას მიჩენს. აქ არ არის ლაპარაკი პედოფილების გათავისუფლებაზე, როგორც მიშა ამბობს. მძიმე დანაშაულში ბრალდებულებისთვის სასჯელის შემცირების წინააღმდეგი ვარ. ასევე წინააღმდეგი ვარ ჯაშუშობასა და ქვეყნის ღალატში ბრალდებულთა ხელაღებით გამოშვებისა. შეესწავლათ ასეთი პატიმრების საქმე და თუ ვინმე უდანაშაულო იყო, ის გამოეშვათ, თორემ ყველას გათავისუფლება ამგვარი დანაშაულის წახალისებას ნიშნავს. ვშიშობ, პოლიტპატიმრების ეს სია ახალი ხელისუფლების ისტორიაში პირველი შავი ლაქა არ აღმოჩნდეს.

P.S. რადგან პრეზიდენტის ვეტოს გადალახვა ახალი და მნიშვნელოვანი ეტაპია ჩვენს პოლიტიკურ ცხოვრებაში, გთავაზობთ: "ქართულ ოცნებას" ამის შემდეგ ეწოდოს პოლიტიკური გაერთიანება "მძლეველი".

საით მიექანება მიშა?

მითქვამს და გავიმეორებ, რადგან დღითი დღე უფრო ვრწმუნდები, რომ ეს ასეა: სააკაშვილმა 1-ლი ოქტომბრის არჩევნებზე მიღებული მწარე გაკვეთილით ვერაფერი ისწავლა და ვერაფერს მიხვდა. ამას რამდენიმე კვირაა, ყოველდღე თავისი საქციელით ამტკიცებს. ის კი არა, დღითი დღე ვრწმუნდები, რომ მას პოლიტიკური მომავალი არ აქვს. აქამდე კიდევ ვფიქრობდი, რომ თუ სწორად გათვლიდა ნაბიჯებს, რამდენიმე წლის მერე შეეძლო ისევ მხარდაჭერის მოპოვება, მაგრამ დღეს ისეთი კურსი აირჩია, რომ ამის შანსს ვეღარ ვხედავ. მან აირჩია აგრესიული თავდაცვა, რომელიც თავდასხმაში გამოიხატება. მას არ შეუძლია, გაიგოს და რეალურად აღიქვას, რა განწყობაა დღეს მოსახლეობაში. ბოლო გამოკვლევების შედეგებიც კი მას ვერაფერს აგებინებს. დაუჟინია, წაგების მთავარი მიზეზი ის იყო, რომ ხალხს კიდევ უკეთესი მთავრობა უნდოდაო.

ანუ ის კარგი იყო, მაგრამ ხალხს უკეთესის სურვილი გაუჩნდა. ეს რომ მართლაც ასე ყოფილიყო, ჩვენს ბედს ძაღლი არ დაჰყეფდა, მაგრამ ხალხმა ამ არჩევნებზე ხმა მისი და "ნაციონალური მოძრაობის" წინააღმდეგ უფრო მისცა, ვიდრე "ქართული ოცნების" სასარგებლოდ. თუმცა მას ეს ან არ ესმის, ან დაჯერება არ უნდა, ან ესმის, მაგრამ თავს იტყუებს. იგი ისევ ფიქრობს, რომ მხოლოდ მოწინააღმდეგის გაშავებით, მასზე ტყუილების თქმით დაიბრუნებს მხარდაჭერას. ჰგონია, რაც უფრო ხმამაღლა იყვირებს, უფრო დამაჯერებელი იქნება და ვერ ხვდება, რომ ამით ხალხის უკურეაქციას იწვევეს. იმის მაგივრად, რომ ისე მოქცეულიყო, ხალხს ეთქვა, - რას ერჩი, მიხვდა შეცდომებს, რაღაცები შეუგნია და იქნებ უკეთესიც გახდესო, ცდილობს, ხალხს ისევ ძველი მიშა გაახსენოს. ვარშალომიძე რომ დაკითხვაზე დაიბარეს, გამოვიდა და - როგორ შეიძლება ამ კაცის დაკითხვაზე დაბარება, ბათუმისთვის უამრავი რამ გააკეთაო. თუ ამდენი კარგი რამ გააკეთე, აბა, ბათუმი მურმან დუმბაძემ როგორ მოიგო? თუ ბათუმელები ფიქრობენ, რომ რაც გაკეთდა, მათთვის კარგი იყო, "ნაციონალურ მოძრაობას" ასეთი დიდი "არა" რატომ უთხრეს? მეჩვენება, რომ ამაზე ან არ ფიქრობენ, ან თავს იტყუებენ. ვფიქრობ, სააკაშვილი ასეთი საქციელით პოლიტიკურ სამარეს ითხრის და თუ ასე გააგრძელა, თან თანაპარტიელებიც ამ საქმეში გვერდით დაუდგებიან, თან წაიყოლებს "ნაციონალურ მოძრაობას".

იხილეთ სტატიის სრული ვერსია

ბაია პატარაიას თათია სამსახარაძე და უფლებადამცველები დაუპირისპირდნენ - „სამი წელია პირში წყალი მაქვს დაგუბებული...“

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"