Faceამბები
მსოფლიო

22

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამეოთხე დღე დაიწყება 04:49-ზე, მთვარე მერწყულშია დღეს კარგია ახალი, მნიშვნელოვანი საქმეების დაწყება. ფინანსური საკითხების მოგვარება, ვაჭრობა. მოერიდეთ კამათს, საქმეების გარჩევას. არ გირჩევთ მგზავრობას, საცხოვრებელი მისამართის შეცვლას. სარგებელს მოგიტანთ კოლექტიური სამუშაო, მაგრამ კოლეგების მიმართ ირონიის, ცინიზმის გამოვლენას არ გირჩევთ. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს. გადადეთ ოპერაციები სახსრებზე, ბრმა ნაწლავზე, პროცედურები ფეხებზე, ნერვულ სისტემაზე. კარგი დღეა დასვენებისთვის, შიმშილისთვის. მოერიდეთ ალკოჰოლურ სასმელს.
მეცნიერება
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ხათუნა ლაგაზიძის პოლიტიკური მიკროსკოპი
ხათუნა ლაგაზიძის პოლიტიკური მიკროსკოპი

გა­ი­ლია 2012 წელი, და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბის აღ­დგე­ნის შემ­დეგ, მე ვი­ტყო­დი, უმ­ნიშ­ვნე­ლო­ვა­ნე­სი წელი ახა­ლი სა­ქარ­თვე­ლოს ის­ტო­რი­ა­ში, როცა ჩვენ ყვე­ლამ ერ­თად გა­ვარ­ღვი­ეთ მო­ჯა­დო­ე­ბუ­ლი წრე და მშვი­დო­ბი­ა­ნად, სა­მარ­თლებ­რი­ვად, კონ­სტი­ტუ­ცი­უ­რი გზით შევ­ცვა­ლეთ სა­ქარ­თვე­ლოს ხე­ლი­სუფ­ლე­ბა.

მე­დი­ის თა­ვი­სუფ­ლე­ბი­დან და­ბა­ლან­სე­ბულ ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ­დე

გა­ი­ლია წელი, რო­მე­ლიც სწო­რედ თა­ვი­სი გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლო­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, უაღ­რე­სად გაზ­რდილ პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბას ანი­ჭებს სა­ქარ­თვე­ლოს სა­ზო­გა­დო­ე­ბას და ხე­ლი­სუფ­ლე­ბის სა­თა­ვე­ში მო­სულ პო­ლი­ტი­კურ ძა­ლას, რად­გან მათ, სულ მი­ნი­მუმ, უკან, წარ­სუ­ლის­კენ მიბ­რუ­ნე­ბის უფ­ლე­ბა აღარ აქვთ.

შე­იც­ვა­ლა სა­ზო­გა­დო­ე­ბის და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბაც ხე­ლი­სუფ­ლე­ბი­სად­მი: უფრო კრი­ტი­კუ­ლი და მომ­თხოვ­ნი გახ­და და მისი თმე­ნის ვო­ტუ­მიც შემ­ცირ­და - ახა­ლი პო­ლი­ტი­კუ­რი ძა­ლის მი­მართ სა­ხელ­მწი­ფოს სა­თა­ვე­ში მოს­ვლი­დან 1 თვის თავ­ზე უკვე ის­მო­და კი­თხვის ნიშ­ნე­ბი და და­ნა­პი­რე­ბე­ბის შეს­რუ­ლე­ბის მო­თხოვ­ნე­ბი.

შე­იც­ვა­ლა და­სავ­ლე­თის და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბაც სა­ქარ­თვე­ლოს ხე­ლი­სუფ­ლე­ბის მი­მართ: თუ წინა ხე­ლი­სუფ­ლე­ბის ცხრაწ­ლი­ა­ნი რე­ჟი­მის პი­რო­ბებ­ში და­სავ­ლე­თის კრი­ტი­კულ აზრს და­ნატ­რე­ბუ­ლი ვი­ყა­ვით, ახა­ლი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის მი­მართ მოს­ვლის დღი­დან უარ­ყო­ფი­თი ინ­ტო­ნა­ცი­ე­ბი ის­მის, რო­მე­ლიც ხში­რად თი­თის დაქ­ნე­ვა­შიც კი გა­და­დის. და­სავ­ლე­თის გან­წყო­ბის ასეთ ცვლი­ლე­ბას მრა­ვა­ლი ობი­ექ­ტუ­რი თუ სუ­ბი­ექ­ტუ­რი მი­ზე­ზი შე­იძ­ლე­ბა მო­ე­ძებ­ნოს, მაგ­რამ მთა­ვა­რი, რო­გორც ჩანს, მა­ინც არის შიში: სა­ქარ­თვე­ლო თა­ვით ფე­ხამ­დე არ გა­და­ეშ­ვას რუ­სე­თის ორ­ბი­ტა­ში.

ბჟე­ზინ­სკის დაშ­ვე­ბა, რომ თუ სა­ქარ­თვე­ლო რუ­სე­თის მო­კავ­ში­რე­ო­ბის გზას და­ად­გე­ბა, ამე­რი­კის მე­გობ­რო­ბას და­ემ­შვი­დო­ბე­ბაო, ყურს მიღ­მა გა­საშ­ვე­ბი არ არის. ყუ­რა­დღე­ბით უნდა ვი­ყოთ, რომ რუ­სეთ­თან ურ­თი­ერ­თო­ბის აღ­დგე­ნით გარ­თუ­ლებ­მა ნა­ბან წყალს ბავ­შვიც არ გა­და­ვა­ყო­ლოთ.

შე­იც­ვა­ლა თა­ვი­სუ­ფა­ლი სი­ტყვის მი­მართ და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბაც: აღა­რა­ვინ ის­ჯე­ბა და იდევ­ნე­ბა სა­კუ­თა­რი, თუნ­დაც მკვეთ­რად ოპო­ზი­ცი­უ­რი აზ­რის ღიად და­ფიქ­სი­რე­ბის­თვის.

თვალ­ში მო­სახ­ვედ­რია ად­გი­ლობ­რივ თვით­მმარ­თვე­ლო­ბებ­ში გან­ვი­თა­რე­ბუ­ლი პრო­ცე­სე­ბი, რაც ახა­ლი მმარ­თვე­ლი გუნ­დის იმიჯს არა­ფერს მა­ტებს.

სა­ზო­გა­დო­ე­ბას გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი სიფრ­თხი­ლე მარ­თებს, რომ გა­მო­ი­რი­ცხოს მე­დი­ის მი­მართ მომ­ხმა­რებ­ლუ­რი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა: იმ ფაქ­ტმა, რომ "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბა" დღემ­დე აკონ­ტრო­ლებს ორ ტე­ლე­ვი­ზი­ას - "რუს­თა­ვი 2"-სა და "სა­ზო­გა­დო­ებ­რივ მა­უ­წყე­ბელს", არ უნდა გა­ა­ჩი­ნოს იმის ცდუ­ნე­ბა, რომ და­ნარ­ჩე­ნი მე­დი­ა­სივ­რცის კონ­ტრო­ლიც შე­საძ­ლე­ბე­ლი და სა­სურ­ვე­ლია.

იხი­ლეთ სტა­ტი­ის სრუ­ლი ვერ­სია

ხათუნა ლაგაზიძის პოლიტიკური მიკროსკოპი

ხათუნა ლაგაზიძის პოლიტიკური მიკროსკოპი

გაილია 2012 წელი, დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ, მე ვიტყოდი, უმნიშვნელოვანესი წელი ახალი საქართველოს ისტორიაში, როცა ჩვენ ყველამ ერთად გავარღვიეთ მოჯადოებული წრე და მშვიდობიანად, სამართლებრივად, კონსტიტუციური გზით შევცვალეთ საქართველოს ხელისუფლება.

მედიის თავისუფლებიდან დაბალანსებულ ხელისუფლებამდე

გაილია წელი, რომელიც სწორედ თავისი განსაკუთრებულობიდან გამომდინარე, უაღრესად გაზრდილ პასუხისმგებლობას ანიჭებს საქართველოს საზოგადოებას და ხელისუფლების სათავეში მოსულ პოლიტიკურ ძალას, რადგან მათ, სულ მინიმუმ, უკან, წარსულისკენ მიბრუნების უფლება აღარ აქვთ.

შეიცვალა საზოგადოების დამოკიდებულებაც ხელისუფლებისადმი: უფრო კრიტიკული და მომთხოვნი გახდა და მისი თმენის ვოტუმიც შემცირდა - ახალი პოლიტიკური ძალის მიმართ სახელმწიფოს სათავეში მოსვლიდან 1 თვის თავზე უკვე ისმოდა კითხვის ნიშნები და დანაპირებების შესრულების მოთხოვნები.

შეიცვალა დასავლეთის დამოკიდებულებაც საქართველოს ხელისუფლების მიმართ: თუ წინა ხელისუფლების ცხრაწლიანი რეჟიმის პირობებში დასავლეთის კრიტიკულ აზრს დანატრებული ვიყავით, ახალი ხელისუფლების მიმართ მოსვლის დღიდან უარყოფითი ინტონაციები ისმის, რომელიც ხშირად თითის დაქნევაშიც კი გადადის. დასავლეთის განწყობის ასეთ ცვლილებას მრავალი ობიექტური თუ სუბიექტური მიზეზი შეიძლება მოეძებნოს, მაგრამ მთავარი, როგორც ჩანს, მაინც არის შიში: საქართველო თავით ფეხამდე არ გადაეშვას რუსეთის ორბიტაში.

ბჟეზინსკის დაშვება, რომ თუ საქართველო რუსეთის მოკავშირეობის გზას დაადგება, ამერიკის მეგობრობას დაემშვიდობებაო, ყურს მიღმა გასაშვები არ არის. ყურადღებით უნდა ვიყოთ, რომ რუსეთთან ურთიერთობის აღდგენით გართულებმა ნაბან წყალს ბავშვიც არ გადავაყოლოთ.

შეიცვალა თავისუფალი სიტყვის მიმართ დამოკიდებულებაც: აღარავინ ისჯება და იდევნება საკუთარი, თუნდაც მკვეთრად ოპოზიციური აზრის ღიად დაფიქსირებისთვის.

თვალში მოსახვედრია ადგილობრივ თვითმმართველობებში განვითარებული პროცესები, რაც ახალი მმართველი გუნდის იმიჯს არაფერს მატებს.

საზოგადოებას განსაკუთრებული სიფრთხილე მართებს, რომ გამოირიცხოს მედიის მიმართ მომხმარებლური დამოკიდებულება: იმ ფაქტმა, რომ "ნაციონალური მოძრაობა" დღემდე აკონტროლებს ორ ტელევიზიას - "რუსთავი 2"-სა და "საზოგადოებრივ მაუწყებელს", არ უნდა გააჩინოს იმის ცდუნება, რომ დანარჩენი მედიასივრცის კონტროლიც შესაძლებელი და სასურველია.

იხილეთ სტატიის სრული ვერსია

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა