პოლიტიკა
სამართალი
სპორტი

21

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის ოცდამესამე დღე დაიწყება 04:35-ზე, მთვარე მერწყულში იქნება 03:21-დან კარგი დღეა ძველი საქმეების დასასრულებლად. ახლებს ნუ წამოიწყებთ. ნუ განახორციელებთ სერიოზულ ფინანსურ ოპერაციებს. სწავლისთვის ნეიტრალური დღეა. უმჯობესია ეს დღე განმარტოებით, ბუნებაში გაატაროთ. მაქსიმალურად შეამცირეთ კონტაქტები, გულითადი საუბრები. მოერიდეთ ხელმძღვანელობასთან კონფლიქტს. სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. გათავისუფლდით უსარგებლო ნივთებისგან. გაფრთხილდით, მოსალოდნელია ტრავმები და მოტეხილობები. არ დაძაბოთ და გადაღალოთ თვალები.
საზოგადოება
მსოფლიო
სამხედრო
მეცნიერება
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
წიგნები
Faceამბები
თვის კითხვადი სტატიები
როგორ შევეგებოთ 2013 წელს
როგორ შევეგებოთ 2013 წელს

ახა­ლი წლის ღა­მის­თვის ყვე­ლა გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლად ემ­ზა­დე­ბა, ამ მხრივ ერთ-ერთი მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი სა­კი­თხი სა­მო­სია, ქა­ლებს გვი­წევს ბევ­რი ფიქ­რი იმა­ზე, რა ჩა­ვიც­ვათ, რომ ვი­ყოთ მო­დუ­რე­ბი და იმავდრო­უ­ლად ჩვე­ნი გა­რეგ­ნო­ბა მო­მა­ვა­ლი წლის ნი­შანს ეხ­მი­ა­ნე­ბო­დეს. ამ თე­მა­ზე სა­სა­უბ­როდ დი­ზა­ი­ნე­რი იკა ბო­ბო­ხი­ძე შე­ვარ­ჩი­ეთ, რო­მე­ლიც, სა­მო­სის გარ­და, იმა­ზეც გვე­სა­უბ­რა, თუ რა ფერ­ში შე­იძ­ლე­ბა მოვ­რთოთ ნაძ­ვის ხე და რო­გო­რი ჭურ­ჭლით გა­ვა­წყოთ სუფ­რა.

- რო­გორც ას­ტრო­ლო­გე­ბი გვე­უბ­ნე­ბი­ან, შავი წყლის გვე­ლის წელი დგე­ბა, აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, უკვე ნა­თე­ლია, რომ შავი ფერი აქ­ტუ­ა­ლუ­რი იქ­ნე­ბა, მაგ­რამ სა­სურ­ვე­ლია ეს შავი იყოს ბრჭყვი­ა­ლა, ბზინ­ვა­რე, პრი­ა­ლა, და­ახ­ლო­ე­ბით ისე­თი, რო­გო­რიც გვე­ლის ტყა­ვია. წელს ძა­ლი­ან მო­დუ­რია ტყა­ვი და ტყა­ვით გა­წყო­ბი­ლი სა­მო­სი, ასე­ვე მე­ტა­ლით გა­წყო­ბი­ლი ფეხ­საც­მე­ლი და სა­მო­სი, მე­ტა­ლის დიდი სამ­კა­უ­ლე­ბი.

- არი­ან ადა­მი­ა­ნე­ბი, რომ­ლე­ბიც სა­დღე­სას­წა­უ­ლოდ ერი­დე­ბი­ან შავი სა­მო­სის ჩაც­მას, მათ რას ურ­ჩევთ, რაზე შე­ა­ჩე­რონ არ­ჩე­ვა­ნი?

- უმ­ჯო­ბე­სია შავ ფერს ყო­ველ­დღი­უ­რო­ბა­ში მო­ე­რი­დონ, თო­რემ გა­მო­სას­ვლე­ლად შავი სა­მო­სი იდე­ა­ლუ­რი ვა­რი­ან­ტია. რო­დე­საც ადა­მი­ა­ნი მი­ღე­ბა­ზე შავი სა­მო­სით მი­დის, ეს კულ­ტუ­რულ ტო­ნად ით­ვლე­ბა, მათ კი, ვი­საც არ უყ­ვარს ეს ფერი, შე­უძ­ლი­ათ ჩა­იც­ვან ბრჭყვი­ა­ლა ვერ­ცხლის­ფე­რი ან ოქ­როს­ფე­რი.

- გა­სულ წელს მო­დუ­რი იყო ლე­ო­პარ­დის შე­ფე­რი­ლო­ბა, 2013-ში აღ­არ ­იქ­ნე­ბა მო­და­ში?

- სე­ზო­ნი­დან სე­ზო­ნამ­დე მო­დის ტენ­დენ­ცი­ე­ბი ძირ­ფეს­ვი­ა­ნად არ იც­ვლე­ბა, რა­ღა­ცე­ბი რჩე­ბა, რა­ღა­ცე­ბი ცვლი­ლე­ბას გა­ნიც­დის, ლე­ო­პარ­დის შე­ფე­რი­ლო­ბა ჯერ კი­დევ აქ­ტუ­ა­ლუ­რია.

- საკ­მა­ოდ აცივ­და, შარ­შან ბეწ­ვი იყო მო­და­ში, წელს რა უნდა ჩა­ვიც­ვათ, თან თბი­ლად რომ ვი­ყოთ და თან მო­დუ­რად გა­მო­ვი­ყუ­რე­ბო­დეთ?

- ამ მხრივ წელს გან­სა­კუთ­რე­ბით მო­დუ­რია მა­მა­კა­ცის სტი­ლის კოს­ტი­უ­მი და მა­მა­კა­ცის გრძე­ლი პალ­ტო, რო­მე­ლიც თა­ვი­სუფ­ლად შე­უძ­ლი­ათ მო­ირ­გონ მან­დი­ლოს­ნებ­მა. თუ ქა­ლებს არ აქვთ მსგავ­სი პალ­ტო, შე­უძ­ლი­ათ ქმრე­ბის პალ­ტო ჩა­იც­ვან და და­მერ­წმუ­ნეთ, ძა­ლი­ან მო­დუ­რე­ბი იქ­ნე­ბი­ან.

- მო­დის ეს ტენ­დენ­ცია რამ­დე­ნად მი­ი­ღო ქარ­ველ­მა სა­ზო­გა­დო­ე­ბამ? რა­ღაც არ მომ­ხვედ­რია თვალ­ში ქუ­ჩა­ში დიდი ზო­მის პალ­ტო­თი მო­სი­ა­რუ­ლე ქალი...

- ვერ ვი­ტყო­დი, რომ არ მი­ი­ღო, შარ­შან მსგავ­სი მო­დე­ლი მეც მქონ­და კო­ლექ­ცი­ა­ში და გა­ი­ყი­და კი­დეც. ზო­გა­დად, ქარ­თვე­ლე­ბი გამ­ბე­და­ვი ჩამცმე­ლე­ბი არ არი­ან, მაგ­რამ მო­დის ძი­რი­თად ტენ­დენ­ცი­ებს მა­ინც ით­ვი­სე­ბენ.

- რო­გო­რი აქ­სე­სუ­ა­რი უნდა გა­ვი­კე­თოთ ახალ წელს, რომ შავ სა­მოსს სა­დღე­სას­წა­უ­ლო იერი მივ­ცეთ?

- უმ­ჯო­ბე­სია, აქ­ცენ­ტი გა­ვა­კე­თოთ კრის­ტა­ლის ან უხე­ში მე­ტა­ლის სამ­კა­უ­ლებ­ზე, ეს შავ სა­მოს­ზე მე­ტად ეფექ­ტუ­რი და იმავდრო­უ­ლად მო­დუ­რი იქ­ნე­ბა.

- რაც შე­ე­ხე­ბა ფეხ­საც­მელს და ჩექ­მას, ჟო­კე­ის სტი­ლის ჩექ­მა წელ­საც აქ­ტუ­ა­ლუ­რია...…

- გე­თან­ხმე­ბით, ასე­ვე რამ­დე­ნი­მე წე­ლია მო­დუ­რია "ჰერ­მე­სის" ტი­პის ჩექ­მა, მაგ­რამ ახა­ლი წლის ღა­მეს ალ­ბათ უპი­რა­ტე­სო­ბა მა­ინც გა­მო­სას­ვლელ ფეხ­საც­მელს უნდა მი­ვა­ნი­ჭოთ, უკვე ორი-სამი წე­ლია მო­დუ­რია ფეხ­საც­მე­ლი ე.წ. "ტან­კეტ­კა­ზე", რაც პრაქ­ტი­კუ­ლი­ცაა. შე­გიძ­ლი­ათ ახა­ლი წლის ღა­მეს ჩა­იც­ვათ ტყა­ვის ვიწ­რო შარ­ვა­ლი კორ­სეტ­თან ერ­თად, რო­მე­ლიც უკვე მე­ო­რე სე­ზო­ნია მო­და­შია, ზე­მო­დან პა­ტა­რა პი­ჯა­კი, ფეხ­ზე კი ზე­მოთ ხსე­ნე­ბუ­ლი "ტან­კეტ­კა", ან წვრილ­ქუს­ლი­ა­ნი ფეხ­საც­მე­ლი.

- 2013 წელს კა­ბის რო­გო­რი სიგ­რძე იქ­ნე­ბა მო­და­ში?

- გრძე­ლი მოტ­კე­ცი­ლი კაბა, რო­მე­ლიც ქვე­მოთ მე­ტად იქ­ნე­ბა გა­გა­ნი­ე­რე­ბუ­ლი, ასე­ვე აქ­ტუ­ა­ლუ­რია კაბა, რომ­ლის ბო­ლოც კოჭს ზე­მოთ მთავ­რდე­ბა, უაზ­რო სიგ­რძეს რომ ეძა­ხი­ან, აი სწო­რედ ის, და ასე­ვე ძა­ლი­ან მოკ­ლე ქვე­და­ბო­ლო­ე­ბი. მა­ღალ­წე­ლი­ა­ნი სა­მო­სი ისევ რჩე­ბა მო­და­ში. უკვე შევ­ნიშ­ნე, რომ თბი­ლის­შიც აც­ვი­ათ ასე, მარ­თა­ლია, უჭირ­დათ ამის მი­ღე­ბა, მაგ­რამ დღეს უკვე ბევ­რი იმო­სე­ბა ამ ტი­პის ტან­საც­მლით, ხში­რად ეში­ნი­ათ მა­ღალ­წე­ლი­ა­ნი სა­მო­სის ტა­რე­ბა, რად­გან მი­აჩ­ნი­ათ, რომ ეს უფრო მე­ტად კვეთს სხე­უ­ლის ნაკ­ლო­ვა­ნე­ბებს, არა­და, ასე არ არის, შე­იძ­ლე­ბა, მა­ღალ­წე­ლი­ა­ნი ქვე­და­ბო­ლო ჩა­იც­ვას ისეთ­მა ქალ­მა, რო­მელ­საც არა აქვს იდე­ა­ლუ­რი ფორ­მე­ბი, მაგ­რამ მო­იხ­დი­ნოს.

- რო­გორც ვხვდე­ბი, მოდა წელ­საც მრა­ვალ­მხრი­ვია და ადა­მი­ა­ნის გე­მოვ­ნე­ბა­ზეა და­მო­კი­დე­ბუ­ლი, რას და რო­გორ მო­იხ­დენს...…

- კი, ნამ­დვი­ლად ასეა. არ­სე­ბობს გა­მოკ­ვე­თი­ლი ტენ­დენ­ცი­ე­ბი, მაგ­რამ მო­და­ში ბევ­რი რამ არის. ბევ­რი დი­ზა­ი­ნე­რი სულ არ ით­ვა­ლის­წი­ნებს მო­დის უკა­ნას­კნელ ტენ­დენ­ცი­ებს, მაგ­რამ მისი კო­ლექ­ცია მა­ინც წარ­მა­ტე­ბუ­ლად იყი­დე­ბა. აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, ადა­მი­ან­მა უნდა მო­ირ­გოს ის, რაც მას­თან ახ­ლოს არის და არ უნდა ატა­როს ის სა­მო­სი, რო­მელ­შიც თავს კარ­გად ვერ გრძნობს. რო­დე­საც ადა­მი­ანს ტან­საც­მე­ლი მხო­ლოდ მო­დუ­რო­ბის გამო აც­ვია, ეს ყო­ველ­თვის ემ­ჩნე­ვა. ჯობს კომ­ფორ­ტუ­ლად იყო, ვიდ­რე წვა­ლობ­დე ტან­საც­მლის ტა­რე­ბით.

- ჩვე­ნი ვარ­სკვლა­ვე­ბი სა­ა­ხალ­წლო სა­მოს­ზე გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლად ზრუ­ნა­ვენ, ეს თუ აი­სა­ხა თქვენს მუ­შა­ო­ბა­ზე?

- კი, რა თქმა უნდა, ამ მხრივ ძა­ლი­ან დატ­ვირ­თუ­ლი პე­რი­ო­დი გვაქვს. ადა­მი­ა­ნი, რო­მე­ლიც ახა­ლი წლის ღა­მეს სა­ზო­გა­დო­ე­ბის წი­ნა­შე უნდა წარ­დგეს, გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლად ზრუ­ნავს სა­მოს­ზე, ამი­ტომ ცდი­ლობს, მაქ­სი­მა­ლუ­რად მო­დუ­რად და კარ­გად გა­მო­ი­ყუ­რე­ბო­დეს, ამა­ში კი ჩვენ, დი­ზა­ი­ნე­რე­ბი ვეხ­მა­რე­ბით. ბოლო წლე­ბია ტრა­დი­ცი­ა­სა­ვით და­ი­ნერ­გა, რომ ახა­ლი წლის ღა­მეს ყვე­ლა ახალ სა­მოს­ში ხვდე­ბა.

- ასე­თი და­ძა­ბუ­ლი გრა­ფი­კის მქო­ნე, თა­ვად თუ იც­ლით იმის­თვის, რომ ახა­ლი წლის შე­სახ­ვედ­რად რა­ი­მე ახა­ლი შე­ი­კე­როთ?

- ეს ძა­ლი­ან კო­მი­კუ­რი მო­მენ­ტია. ხში­რად ერთი თვით ადრე ვწყვეტ ხოლ­მე რა ჩა­ვიც­ვა ახალ წელს, ამას ჩემს ხე­ლოს­ნებ­საც ვუ­ზი­ა­რებ, მაგ­რამ ბოლო დღემ­დე ჩემ­თვის შე­კერ­ვას ვერ ახერ­ხე­ბენ. რა­საკ­ვირ­ვე­ლია, კლი­ენ­ტებს ვა­ნი­ჭებთ უპი­რა­ტე­სო­ბას და ეს ასეც უნდა იყოს, ამი­ტომ, ხშირ შემ­თხვე­ვა­ში, 31 დე­კემ­ბერს ნაჩ­ქა­რე­ვად მი­კე­რა­ვენ სა­მოსს.

- ბოლო რამ­დე­ნი­მე წე­ლია თბი­ლი­სურ მა­ღა­ზი­ებ­ში შე­ი­ნიშ­ნე­ბა წი­ნა­სა­ა­ხალ­წლო ფას­დაკ­ლე­ბე­ბი, თუ სარ­გებ­ლობთ ხოლ­მე ამ პე­რი­ოდ­ში სე­ი­ლე­ბით?

- კი, დიდი სი­ა­მოვ­ნე­ბით. სხვა­თა შო­რის, თბი­ლი­სის მა­ღა­ზი­ებ­ში ნამ­დვი­ლად იყი­დე­ბა კარ­გი ტან­საც­მე­ლი, მაგ­რამ ევ­რო­პულ ბა­ზარ­თან შე­და­რე­ბით ფა­სე­ბი მა­ინც მა­ღა­ლია, აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, სე­ი­ლე­ბით ვსარ­გებ­ლობ და შე­იძ­ლე­ბა ით­ქვას, რომ თბი­ლის­ში სა­მოსს მხო­ლოდ ფას­დაკ­ლე­ბე­ბის დროს ვყი­დუ­ლობ.

- რაც შე­ე­ხე­ბა ინ­ტე­რი­ე­რის დი­ზა­ინს, თუ შე­გიძ­ლი­ათ მოგ­ვცეთ რჩე­ვა ნაძ­ვის ხის ფე­რებ­თან და­კავ­ში­რე­ბით, შავი კი არის აქ­ტუ­ა­ლუ­რი, მაგ­რამ ნაძ­ვის ხეს ამ ფე­რებ­ში ხომ ვერ მოვ­რთავთ? ან კი­დევ, შავ სუფ­რას ხომ არ გა­და­ვა­ფა­რებთ სა­ა­ხალ­წლო მა­გი­დას?

- გა­სა­გე­ბია, რომ შავი ფე­რით ნაძ­ვის ხეს ვერ მორ­თავთ, მაგ­რამ სუფ­რა­ზე შე­საძ­ლე­ბე­ლია გა­მო­ვი­ყე­ნოთ შავი ფერი, თუნ­დაც შავი ჭურ­ჭე­ლი, თეთ­რი და შავი ძა­ლი­ან ლა­მა­ზია. ნაძ­ვის ხის შემ­თხვე­ვა­ში კი თეთრზე, ვერ­ცხლის­ფერ­ზე ან ოქ­როს­ფერ­ზე შე­ა­ჩე­რეთ არ­ჩე­ვა­ნი, ეს მო­უხ­დე­ბა გვე­ლის წელს. ჩემი ნაძ­ვის ხე მწვა­ნეა, მაგ­რამ თეთ­რი და კრის­ტა­ლი­სე­ბუ­რი სა­თა­მა­შო­ე­ბით მოვ­რთეთ.

ციცი ომა­ნი­ძე

ჟურ­ნა­ლი "რე­ი­ტინ­გი"

(გა­მო­დის ორ­შა­ბა­თო­ბით)

როგორ შევეგებოთ 2013 წელს

როგორ შევეგებოთ 2013 წელს

ახალი წლის ღამისთვის ყველა განსაკუთრებულად ემზადება, ამ მხრივ ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხი სამოსია, ქალებს გვიწევს ბევრი ფიქრი იმაზე, რა ჩავიცვათ, რომ ვიყოთ მოდურები და იმავდროულად ჩვენი გარეგნობა მომავალი წლის ნიშანს ეხმიანებოდეს. ამ თემაზე სასაუბროდ დიზაინერი იკა ბობოხიძე შევარჩიეთ, რომელიც, სამოსის გარდა, იმაზეც გვესაუბრა, თუ რა ფერში შეიძლება მოვრთოთ ნაძვის ხე და როგორი ჭურჭლით გავაწყოთ სუფრა.

-  როგორც ასტროლოგები გვეუბნებიან, შავი წყლის გველის წელი დგება, აქედან გამომდინარე, უკვე ნათელია, რომ შავი ფერი აქტუალური იქნება, მაგრამ სასურველია ეს შავი იყოს ბრჭყვიალა, ბზინვარე, პრიალა, დაახლოებით ისეთი, როგორიც გველის ტყავია. წელს ძალიან მოდურია ტყავი და ტყავით გაწყობილი სამოსი, ასევე მეტალით გაწყობილი ფეხსაცმელი და სამოსი, მეტალის დიდი სამკაულები.

-  არიან ადამიანები, რომლებიც სადღესასწაულოდ ერიდებიან შავი სამოსის ჩაცმას, მათ რას ურჩევთ, რაზე შეაჩერონ არჩევანი?

-  უმჯობესია შავ ფერს ყოველდღიურობაში მოერიდონ, თორემ გამოსასვლელად შავი სამოსი იდეალური ვარიანტია. როდესაც ადამიანი მიღებაზე შავი სამოსით მიდის, ეს კულტურულ ტონად ითვლება, მათ კი, ვისაც არ უყვარს ეს ფერი, შეუძლიათ ჩაიცვან ბრჭყვიალა ვერცხლისფერი ან ოქროსფერი.

-  გასულ წელს მოდური იყო ლეოპარდის შეფერილობა, 2013-ში აღ­არ ­იქნება მოდაში?

-  სეზონიდან სეზონამდე მოდის ტენდენციები ძირფესვიანად არ იცვლება, რაღაცები რჩება, რაღაცები ცვლილებას განიცდის, ლეოპარდის შეფერილობა ჯერ კიდევ აქტუალურია.

-  საკმაოდ აცივდა, შარშან ბეწვი იყო მოდაში, წელს რა უნდა ჩავიცვათ, თან თბილად რომ ვიყოთ და თან მოდურად გამოვიყურებოდეთ?

-  ამ მხრივ წელს განსაკუთრებით მოდურია მამაკაცის სტილის კოსტიუმი და მამაკაცის გრძელი პალტო, რომელიც თავისუფლად შეუძლიათ მოირგონ მანდილოსნებმა. თუ ქალებს არ აქვთ მსგავსი პალტო, შეუძლიათ ქმრების პალტო ჩაიცვან და დამერწმუნეთ, ძალიან მოდურები იქნებიან.

-  მოდის ეს ტენდენცია რამდენად მიიღო ქარველმა საზოგადოებამ? რაღაც არ მომხვედრია თვალში ქუჩაში დიდი ზომის პალტოთი მოსიარულე ქალი...

-  ვერ ვიტყოდი, რომ არ მიიღო, შარშან მსგავსი მოდელი მეც მქონდა კოლექციაში და გაიყიდა კიდეც. ზოგადად, ქართველები გამბედავი ჩამცმელები არ არიან, მაგრამ მოდის ძირითად ტენდენციებს მაინც ითვისებენ.

-  როგორი აქსესუარი უნდა გავიკეთოთ ახალ წელს, რომ შავ სამოსს სადღესასწაულო იერი მივცეთ?

-  უმჯობესია, აქცენტი გავაკეთოთ კრისტალის ან უხეში მეტალის სამკაულებზე, ეს შავ სამოსზე მეტად ეფექტური და იმავდროულად მოდური იქნება.

-  რაც შეეხება ფეხსაცმელს და ჩექმას, ჟოკეის სტილის ჩექმა წელსაც აქტუალურია...…

-  გეთანხმებით, ასევე რამდენიმე წელია მოდურია "ჰერმესის" ტიპის ჩექმა, მაგრამ ახალი წლის ღამეს ალბათ უპირატესობა მაინც გამოსასვლელ ფეხსაცმელს უნდა მივანიჭოთ, უკვე ორი-სამი წელია მოდურია ფეხსაცმელი ე.წ. "ტანკეტკაზე", რაც პრაქტიკულიცაა. შეგიძლიათ ახალი წლის ღამეს ჩაიცვათ ტყავის ვიწრო შარვალი კორსეტთან ერთად, რომელიც უკვე მეორე სეზონია მოდაშია, ზემოდან პატარა პიჯაკი, ფეხზე კი ზემოთ ხსენებული "ტანკეტკა", ან წვრილქუსლიანი ფეხსაცმელი.

-  2013 წელს კაბის როგორი სიგრძე იქნება მოდაში?

-  გრძელი მოტკეცილი კაბა, რომელიც ქვემოთ მეტად იქნება გაგანიერებული, ასევე აქტუალურია კაბა, რომლის ბოლოც კოჭს ზემოთ მთავრდება, უაზრო სიგრძეს რომ ეძახიან, აი სწორედ ის, და ასევე ძალიან მოკლე ქვედაბოლოები. მაღალწელიანი სამოსი ისევ რჩება მოდაში. უკვე შევნიშნე, რომ თბილისშიც აცვიათ ასე, მართალია, უჭირდათ ამის მიღება, მაგრამ დღეს უკვე ბევრი იმოსება ამ ტიპის ტანსაცმლით, ხშირად ეშინიათ მაღალწელიანი სამოსის ტარება, რადგან მიაჩნიათ, რომ ეს უფრო მეტად კვეთს სხეულის ნაკლოვანებებს, არადა, ასე არ არის, შეიძლება, მაღალწელიანი ქვედაბოლო ჩაიცვას ისეთმა ქალმა, რომელსაც არა აქვს იდეალური ფორმები, მაგრამ მოიხდინოს.

-  როგორც ვხვდები, მოდა წელსაც მრავალმხრივია და ადამიანის გემოვნებაზეა დამოკიდებული, რას და როგორ მოიხდენს...…

-  კი, ნამდვილად ასეა. არსებობს გამოკვეთილი ტენდენციები, მაგრამ მოდაში ბევრი რამ არის. ბევრი დიზაინერი სულ არ ითვალისწინებს მოდის უკანასკნელ ტენდენციებს, მაგრამ მისი კოლექცია მაინც წარმატებულად იყიდება. აქედან გამომდინარე, ადამიანმა უნდა მოირგოს ის, რაც მასთან ახლოს არის და არ უნდა ატაროს ის სამოსი, რომელშიც თავს კარგად ვერ გრძნობს. როდესაც ადამიანს ტანსაცმელი მხოლოდ მოდურობის გამო აცვია, ეს ყოველთვის ემჩნევა. ჯობს კომფორტულად იყო, ვიდრე წვალობდე ტანსაცმლის ტარებით.

-  ჩვენი ვარსკვლავები საახალწლო სამოსზე განსაკუთრებულად ზრუნავენ, ეს თუ აისახა თქვენს მუშაობაზე?

-  კი, რა თქმა უნდა, ამ მხრივ ძალიან დატვირთული პერიოდი გვაქვს. ადამიანი, რომელიც ახალი წლის ღამეს საზოგადოების წინაშე უნდა წარდგეს, განსაკუთრებულად ზრუნავს სამოსზე, ამიტომ ცდილობს, მაქსიმალურად მოდურად და კარგად გამოიყურებოდეს, ამაში კი ჩვენ, დიზაინერები ვეხმარებით. ბოლო წლებია ტრადიციასავით დაინერგა, რომ ახალი წლის ღამეს ყველა ახალ სამოსში ხვდება.

-  ასეთი დაძაბული გრაფიკის მქონე, თავად თუ იცლით იმისთვის, რომ ახალი წლის შესახვედრად რაიმე ახალი შეიკეროთ?

-  ეს ძალიან კომიკური მომენტია. ხშირად ერთი თვით ადრე ვწყვეტ ხოლმე რა ჩავიცვა ახალ წელს, ამას ჩემს ხელოსნებსაც ვუზიარებ, მაგრამ ბოლო დღემდე ჩემთვის შეკერვას ვერ ახერხებენ. რასაკვირველია, კლიენტებს ვანიჭებთ უპირატესობას და ეს ასეც უნდა იყოს, ამიტომ, ხშირ შემთხვევაში, 31 დეკემბერს ნაჩქარევად მიკერავენ სამოსს.

-  ბოლო რამდენიმე წელია თბილისურ მაღაზიებში შეინიშნება წინასაახალწლო ფასდაკლებები, თუ სარგებლობთ ხოლმე ამ პერიოდში სეილებით?

-  კი, დიდი სიამოვნებით. სხვათა შორის, თბილისის მაღაზიებში ნამდვილად იყიდება კარგი ტანსაცმელი, მაგრამ ევროპულ ბაზართან შედარებით ფასები მაინც მაღალია, აქედან გამომდინარე, სეილებით ვსარგებლობ და შეიძლება ითქვას, რომ თბილისში სამოსს მხოლოდ ფასდაკლებების დროს ვყიდულობ.

-  რაც შეეხება ინტერიერის დიზაინს, თუ შეგიძლიათ მოგვცეთ რჩევა ნაძვის ხის ფერებთან დაკავშირებით, შავი კი არის აქტუალური, მაგრამ ნაძვის ხეს ამ ფერებში ხომ ვერ მოვრთავთ? ან კიდევ, შავ სუფრას ხომ არ გადავაფარებთ საახალწლო მაგიდას?

-  გასაგებია, რომ შავი ფერით ნაძვის ხეს ვერ მორთავთ, მაგრამ სუფრაზე შესაძლებელია გამოვიყენოთ შავი ფერი, თუნდაც შავი ჭურჭელი, თეთრი და შავი ძალიან ლამაზია. ნაძვის ხის შემთხვევაში კი თეთრზე, ვერცხლისფერზე ან ოქროსფერზე შეაჩერეთ არჩევანი, ეს მოუხდება გველის წელს. ჩემი ნაძვის ხე მწვანეა, მაგრამ თეთრი და კრისტალისებური სათამაშოებით მოვრთეთ.

ციცი ომანიძე

ჟურნალი "რეიტინგი"

(გამოდის ორშაბათობით)

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს