პოლიტიკა
მოზაიკა

24

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 05:13-ზე, მთვარე 11:20-ზე ესტუმრება ვერძს კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის. მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად, ყვავილების დასარგავად; ქორწინებისა და ნიშნობისათვის. თავის ტკივილი რომ აირიდოთ, არ გადაიღალოთ გონებრივი სამუშაოთი. მოერიდეთ დიდხანს კითხვასა და ტელევიზორის ყურებას.
მსოფლიო
Faceამბები
სამხედრო
სპორტი
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
თვის კითხვადი სტატიები
დოიმ თავისი ახალი სპექტაკლი დედის ხსოვნას მიუძღვნა
დოიმ თავისი ახალი სპექტაკლი დედის ხსოვნას მიუძღვნა

"ჩა­მო­გე­ძი­ნათ სკა­მებ­ზე თით­ქოს, და რაც აქ ნა­ხეთ, სიზ­მა­რი იყოს!" - ასე მი­მარ­თავს სპექ­ტაკ­ლის "(შუა) ზა­ფხუ­ლის ღა­მის სიზ­მა­რი" ფი­ნალ­ში ერთ-ერთი პერ­სო­ნა­ჟი პაკი მა­ყუ­რე­ბელს, თუმ­ცა, მერ­წმუ­ნეთ, ამ ორ­მოქ­მე­დე­ბი­ა­ნი სპექ­ტაკ­ლის მსვლე­ლო­ბი­სას ნამ­დვი­ლად არ ჩა­გე­ძი­ნე­ბათ. და­გაბ­ნი­ეთ ალ­ბათ, ხომ?! ახ­ლა­ვე გა­გარ­კვევთ: უი­ლი­ამ შექ­სპი­რის კო­მე­დია "ზა­ფხუ­ლის ღა­მის სიზ­მა­რი" მსოფ­ლი­ოს არა­ერთ ქვე­ყა­ნა­ში, მათ შო­რის სა­ქარ­თვე­ლო­შიც რე­ჟი­სო­რე­ბის ფან­ტა­ზი­ის ხში­რი "სტუ­მა­რია". რამ­დე­ნი­მე დღის წინ, ორ­თვი­ა­ნი მუ­შა­ო­ბის შემ­დეგ, რე­ჟი­სორ­მა და­ვით დო­ი­აშ­ვილ­მა ეს პი­ე­სა მუ­სი­კი­სა და დრა­მის თე­ატ­რის სცე­ნა­ზე წარ­მო­ად­გი­ნა.

ყვე­ლა­სათ­ვის ნაც­ნობ სი­უ­ჟეტს ვრცლად არ გი­ამ­ბობთ, ორი­ოდ სი­ტყვით გე­ტყვით, რომ პი­ე­სა­ში აღ­წე­რი­ლია ზა­ფხუ­ლის ერთი ღამე, რო­დე­საც სუ­ლე­ბი გად­მო­დი­ან საფ­ლა­ვე­ბი­დან და ოი­ნებს უმარ­თა­ვენ ადა­მი­ა­ნებს, თუმ­ცა ხში­რად ასე­თი ხუმ­რო­ბა სა­ვა­ლა­ლო შე­დე­გამ­დე მი­დის. ექ­სპე­რი­მენ­ტე­ბი ხომ არ­ცთუ ისე ხში­რად ამარ­თლებს, არა?! დღემ­დე დად­გმულ ამ პი­ე­სას ყვე­ლა რე­ჟი­სო­რი უწყი­ნარ, ფე­რი­ულ, ზღაპ­რულ სა­ხეს აძ­ლევ­და, თუმ­ცა დოის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბით, ის გა­ცი­ლე­ბით უფრო "მკაც­რი", რე­ა­ლუ­რი და ამა­ვე დროს არა­რე­ა­ლუ­რია, რად­გან პერ­სო­ნა­ჟე­ბი სიზ­მრი­სე­ულ ლა­ბი­რინთში არი­ან და­კარ­გუ­ლე­ბი და მის­გან თა­ვის დაღ­წე­ვა უჭირთ.

ორ­მოქ­მე­დე­ბი­ა­ნი სპექ­ტაკ­ლი ერ­თგვა­რად გა­თა­ნა­მედ­რო­ვე­ბუ­ლია, თუმ­ცა არა ტექ­სტით, არა­მედ ვი­ზუ­ა­ლუ­რი ხერ­ხე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბით და ტექ­ნი­კუ­რი სი­ახ­ლე­ე­ბი­თაა დატ­ვირ­თუ­ლი. სპექ­ტაკლში გა­მო­ყე­ნე­ბუ­ლია ვი­დე­ო­ინ­სტა­ლა­ცი­ე­ბი და დო­ი­სი­ვე გა­და­წყვე­ტი­ლე­ბით, ის შო­პე­ნის მუ­სი­კი­თაა გა­ფორ­მე­ბუ­ლი. რე­ჟი­სო­რი სპექ­ტაკ­ლის პროგ­რა­მა­ში წერს: "სპექ­ტაკლს ვუ­ძღვნი დე­და­ჩე­მის ხსოვ­ნას. დოი"

მსა­ხი­ო­ბე­ბი ისე კარ­გად მუ­შა­ო­ბენ, რომ რთუ­ლია, რო­მე­ლი­მეს რა­მე­ში წუნი დას­დო, თუმ­ცა მინ­და, ორი მათ­გა­ნი გან­სა­კუთ­რე­ბით შე­ვა­ქო და ესე­ნი არი­ან: არ­ჩილ სო­ლო­ღაშ­ვი­ლი და ანა ალექ­სიშ­ვი­ლი. მათ გარ­და სპექ­ტაკლში და­კა­ვე­ბუ­ლი არი­ან მსა­ხი­ო­ბე­ბი: კახა კინ­წუ­რაშ­ვი­ლი, ბუბა გო­გო­რიშ­ვი­ლი, და­ვით ბე­ში­ტა­იშ­ვი­ლი, ანა წე­რე­თე­ლი, ლე­ვან კა­ხე­ლი, გიგი ქარ­სე­ლა­ძე და სხვა­ნი. მათ შო­რის რამ­დე­ნი­მეს პრობ­ლე­მად ისევ და ისევ რჩე­ბა მე­ტყვე­ლე­ბა, ანუ მათი ხმა ვერ აღ­წევს მა­ყუ­რებ­ლამ­დე. რე­ჟი­სო­რი ამას დარ­ბა­ზის ცუდ აკუს­ტი­კას აბ­რა­ლებს, თუმ­ცა მა­შინ ყვე­ლას ხმა უნდა და­ი­კარ­გოს და არა რამ­დე­ნი­მე­სი. იმე­დია, ეს სა­კი­თხი გა­მოს­წორ­დე­ბა. სა­ერ­თო ჯამ­ში კი ფაქ­ტია, რომ დოი ნი­ჭი­ე­რი კა­ცია და ეს არა­ერ­თხელ და­ამ­ტკი­ცა. ამ შემ­თხვე­ვა­ში მსა­ხი­ო­ბებ­მაც ძა­ლი­ან შე­უ­წყვეს ხელი და შე­დე­გად, თა­ნა­მედ­რო­ვე ქარ­თულ თე­ატ­რში ერთ-ერთი კარ­გი სპექ­ტაკ­ლი შე­იქ­მნა.

ჟურ­ნა­ლი "რე­ი­ტინ­გი"

(გა­მო­დის ორ­შა­ბა­თო­ბით)

დოიმ თავისი ახალი სპექტაკლი დედის ხსოვნას მიუძღვნა

დოიმ თავისი ახალი სპექტაკლი დედის ხსოვნას მიუძღვნა

"ჩამოგეძინათ სკამებზე თითქოს, და რაც აქ ნახეთ, სიზმარი იყოს!" - ასე მიმართავს სპექტაკლის "(შუა) ზაფხულის ღამის სიზმარი" ფინალში ერთ-ერთი პერსონაჟი პაკი მაყურებელს, თუმცა, მერწმუნეთ, ამ ორმოქმედებიანი სპექტაკლის მსვლელობისას ნამდვილად არ ჩაგეძინებათ. დაგაბნიეთ ალბათ, ხომ?! ახლავე გაგარკვევთ: უილიამ შექსპირის კომედია "ზაფხულის ღამის სიზმარი" მსოფლიოს არაერთ ქვეყანაში, მათ შორის საქართველოშიც რეჟისორების ფანტაზიის ხშირი "სტუმარია". რამდენიმე დღის წინ, ორთვიანი მუშაობის შემდეგ, რეჟისორმა დავით დოიაშვილმა ეს პიესა მუსიკისა და დრამის თეატრის სცენაზე წარმოადგინა.

ყველასათვის ნაცნობ სიუჟეტს ვრცლად არ გიამბობთ, ორიოდ სიტყვით გეტყვით, რომ პიესაში აღწერილია ზაფხულის ერთი ღამე, როდესაც სულები გადმოდიან საფლავებიდან და ოინებს უმართავენ ადამიანებს, თუმცა ხშირად ასეთი ხუმრობა სავალალო შედეგამდე მიდის. ექსპერიმენტები ხომ არცთუ ისე ხშირად ამართლებს, არა?! დღემდე დადგმულ ამ პიესას ყველა რეჟისორი უწყინარ, ფერიულ, ზღაპრულ სახეს აძლევდა, თუმცა დოის გადაწყვეტილებით, ის გაცილებით უფრო "მკაცრი", რეალური და ამავე დროს არარეალურია, რადგან პერსონაჟები სიზმრისეულ ლაბირინთში არიან დაკარგულები და მისგან თავის დაღწევა უჭირთ.

ორმოქმედებიანი სპექტაკლი ერთგვარად გათანამედროვებულია, თუმცა არა ტექსტით, არამედ ვიზუალური ხერხების საშუალებით და ტექნიკური სიახლეებითაა დატვირთული. სპექტაკლში გამოყენებულია ვიდეოინსტალაციები და დოისივე გადაწყვეტილებით, ის შოპენის მუსიკითაა გაფორმებული. რეჟისორი სპექტაკლის პროგრამაში წერს: "სპექტაკლს ვუძღვნი დედაჩემის ხსოვნას. დოი"

მსახიობები ისე კარგად მუშაობენ, რომ რთულია, რომელიმეს რამეში წუნი დასდო, თუმცა მინდა, ორი მათგანი განსაკუთრებით შევაქო და ესენი არიან: არჩილ სოლოღაშვილი და ანა ალექსიშვილი. მათ გარდა სპექტაკლში დაკავებული არიან მსახიობები: კახა კინწურაშვილი, ბუბა გოგორიშვილი, დავით ბეშიტაიშვილი, ანა წერეთელი, ლევან კახელი, გიგი ქარსელაძე და სხვანი. მათ შორის რამდენიმეს პრობლემად ისევ და ისევ რჩება მეტყველება, ანუ მათი ხმა ვერ აღწევს მაყურებლამდე. რეჟისორი ამას დარბაზის ცუდ აკუსტიკას აბრალებს, თუმცა მაშინ ყველას ხმა უნდა დაიკარგოს და არა რამდენიმესი. იმედია, ეს საკითხი გამოსწორდება. საერთო ჯამში კი ფაქტია, რომ დოი ნიჭიერი კაცია და ეს არაერთხელ დაამტკიცა. ამ შემთხვევაში მსახიობებმაც ძალიან შეუწყვეს ხელი და შედეგად, თანამედროვე ქართულ თეატრში ერთ-ერთი კარგი სპექტაკლი შეიქმნა.

ჟურნალი "რეიტინგი"

(გამოდის ორშაბათობით)

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება