Faceამბები
მსოფლიო

22

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამეოთხე დღე დაიწყება 04:49-ზე, მთვარე მერწყულშია დღეს კარგია ახალი, მნიშვნელოვანი საქმეების დაწყება. ფინანსური საკითხების მოგვარება, ვაჭრობა. მოერიდეთ კამათს, საქმეების გარჩევას. არ გირჩევთ მგზავრობას, საცხოვრებელი მისამართის შეცვლას. სარგებელს მოგიტანთ კოლექტიური სამუშაო, მაგრამ კოლეგების მიმართ ირონიის, ცინიზმის გამოვლენას არ გირჩევთ. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს. გადადეთ ოპერაციები სახსრებზე, ბრმა ნაწლავზე, პროცედურები ფეხებზე, ნერვულ სისტემაზე. კარგი დღეა დასვენებისთვის, შიმშილისთვის. მოერიდეთ ალკოჰოლურ სასმელს.
სამხედრო
საზოგადოება
მეცნიერება
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ლადო ბედუკაძე: 2012 წლის გმირი თუ ანტიგმირი?
ლადო ბედუკაძე: 2012 წლის გმირი თუ ანტიგმირი?

წლის უდი­დეს სკან­და­ლად პა­ტიმ­რე­ბის წა­მე­ბი­სა და ცო­ცხე­ბით გა­უ­პა­ტი­უ­რე­ბის შე­სა­ხებ ვი­დე­ო­მა­სა­ლის ცი­ხი­დან გა­მო­ტა­ნა რჩე­ბა. პა­სუ­ხგა­უ­ცე­მე­ლი კი­თხვე­ბი კი სა­ზო­გა­დო­ე­ბას დღემ­დე აქვს: ვინ რო­გორ მო­ა­ხერ­ხა გლ­და­ნის ცი­ხე­ში ვი­დე­ო­ფი­რის გა­და­ღე­ბა და გა­მო­ტა­ნა, ამ ყვე­ლაფ­რის თა­ვი­დან ასა­ცი­ლებ­ლად კი რა­ტომ არა­ფე­რი იღო­ნა ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ, რო­მე­ლიც ცი­ხე­ებ­ში ბუ­ზის გაფ­რე­ნა­საც კი აკონ­ტრო­ლებ­და?

რო­გორც იცით, მთა­ვარ­მა პრო­კუ­რა­ტუ­რამ "ცო­ცხე­ბის საქ­მე" გახ­სნი­ლად გა­მო­ა­ცხა­და, - რო­გორც გა­მო­ძი­ე­ბით ირ­კვე­ვა, ხე­ლი­სუფ­ლე­ბა და პი­რა­დად ზუ­რაბ ადე­იშ­ვი­ლია ეჭ­ვმი­ტა­ნი­ლი ცი­ხის კად­რე­ბის დად­გმა­ში. თუმ­ცა, პრო­კუ­რა­ტუ­რას აღარ და­უ­ზუს­ტე­ბია, მო­ნა­წი­ლე­ობ­და თუ არა ხე­ლი­სუფ­ლე­ბის სპექ­ტაკლში ამ საქ­მის მთა­ვა­რი მოწ­მე, ცი­ხის ყო­ფი­ლი თა­ნამ­შრო­მე­ლი ვლა­დი­მერ ბე­დუ­კა­ძე.

"კვი­რის პა­ლიტ­რამ" მო­ი­პო­ვა ძალ­ზე სა­ინ­ტე­რე­სო დო­კუ­მენ­ტი, რო­მე­ლიც 2012 წლის 25 აგ­ვის­ტო­თია და­თა­რი­ღე­ბუ­ლი. ამ დო­კუ­მენ­ტის მი­ხედ­ვით, სას­ჯე­ლაღ­სრუ­ლე­ბის დე­პარ­ტა­მენ­ტის მა­შინ­დე­ლი თავ­მჯდო­მა­რე და­ვით ჭა­კუა შსს-ს, მთა­ვარ პრო­კუ­რა­ტუ­რას და სა­გა­რეო დაზ­ვერ­ვას ატყო­ბი­ნებს, რომ ლადო ბე­დუ­კა­ძემ "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" წარ­მო­მად­გენ­ლებ­თან და­ამ­ყა­რა ურ­თი­ერ­თო­ბა და გან­სა­ზღვრუ­ლი თან­ხის სა­ნაც­ვლოდ ფა­რუ­ლა­ვას­თან (მეტ­სა­ხე­ლად "ბას­ტი") ერ­თად აწა­მებ­და პა­ტიმ­რებს, რა­საც ხე­ლი­სუფ­ლე­ბის დის­კრე­დი­ტა­ცი­ის მიზ­ნით ვი­დე­ო­ფირ­ზე იღებ­დნენ (ამ დრო­ის­თვის ბე­დუ­კა­ძე უკვე სა­ზღვარ­გა­რეთ იმ­ყო­ფე­ბო­და - ავტ.).

თუ 25 აგ­ვის­ტოს ასე­თი პა­ტა­კი ედო ზუ­რაბ ადე­იშ­ვილს მა­გი­და­ზე, რა მო­ი­მოქ­მე­და?! გა­მო­დის, ან არ­ჩევ­ნე­ბამ­დე ჩა­ე­ძი­ნა, ან ბე­დუ­კა­ძე­სა და ფა­რუ­ლა­ვას თა­ვად და­ად­გმე­ვი­ნა და გა­და­ა­ღე­ბი­ნა ვი­დე­ო­მა­სა­ლა. სწო­რედ ის ვი­დე­ო­მა­სა­ლა, რო­მელ­მაც არ­ჩევ­ნე­ბის ბედი "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" სა­სარ­გებ­ლოდ სა­ბო­ლო­ოდ გა­და­წყვი­ტა. რა­საკ­ვირ­ვე­ლია, ადე­იშ­ვი­ლის "სა­ღ­ა­თას ძი­ლის" ვერ­სია არ­ჩევ­ნე­ბამ­დე არა­სე­რი­ო­ზუ­ლად გა­მო­ი­ყუ­რე­ბა. დღეს დევ­ნი­ლო­ბა­ში მყო­ფი დაზ­ვერ­ვის პირ­ვე­ლი რან­გის კა­პი­ტა­ნი ვიქ­ტორ ჭე­ლი­ძე ამ ამ­ბებ­თან და­კავ­ში­რე­ბით "კვი­რის პა­ლიტ­რას­თან" სკან­და­ლურ გან­ცხა­დე­ბებს აკე­თებს. შე­გახ­სნებთ, რომ ბოლო პე­რი­ოდ­ში ლადო ბე­დუ­კა­ძე ბელ­გი­ა­ში მას­თან ცხოვ­რობ­და და თა­ნა­მო­აზ­რედ და მე­გობ­რად სწო­რედ მას მი­იჩ­ნევ­და.

ვიქ­ტორ ჭე­ლი­ძე: - ვი­დე­ო­მა­სა­ლა სექ­ტემ­ბრის ბო­ლოს გა­ვი­და, ჯერ შსს-მ გა­ავ­რცე­ლა ხე­ლი­სუფ­ლე­ბის დად­გმუ­ლი ვი­დე­ო­ფი­რი, თუ რო­გორ სცემ­და ორი ბად­რა­გი პა­ტი­მარს, შემ­დეგ ბე­დუ­კა­ძის გა­და­ღე­ბუ­ლი ვი­დე­ო­ფი­რი გავ­რცელ­და და ბო­ლოს წრე­ში ჩა­ყე­ნე­ბუ­ლი პა­ტიმ­რე­ბის ცემა, ე.წ. კა­რან­ტი­ნის დაშ­ლა, რაც ფა­რუ­ლა­ვას გა­და­ღე­ბუ­ლია. ლადო კი გა­ი­ძა­ხის, ფა­რუ­ლა­ვამ ჩემი და­ვა­ლე­ბა შე­ას­რუ­ლაო, მაგ­რამ მთლად ასე არ არის. ფა­რუ­ლა­ვამ, ისე­ვე რო­გორც ლა­დომ, ხე­ლი­სუფ­ლე­ბის დაკ­ვე­თა შე­ას­რუ­ლეს. ჩემი ინ­ფორ­მა­ცი­ით, ხე­ლი­სუფ­ლე­ბის თავ­ში მო­დუღ­და ასე­თი მა­რაზ­მუ­ლი პი­ა­რი, - ერთი მხრივ, ვი­თომ ემ­ხი­ლე­ბი­ნა ამ სის­ტე­მის ნაკ­ლო­ვა­ნე­ბე­ბი, მე­ო­რე მხრივ კი წა­მე­ბის ინ­სცე­ნი­რე­ბა­ში და­ე­და­ნა­შა­უ­ლე­ბი­ნა ადა­მი­ა­ნე­ბი, რომ­ლებ­საც ათ­ქმე­ვი­ნებ­დნენ, რომ ივა­ნიშ­ვი­ლის დაკ­ვე­თით მოქ­მე­დებ­დნენ. ყვე­ლა­ფე­რი სწო­რედ ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით მი­დი­ო­და. ლა­დომ თა­ვი­სი საქ­მე შე­ას­რუ­ლა. ვი­დე­ო­ფი­რი გა­მო­ი­ტა­ნა, მაგ­რამ რო­გორც კი ბრი­უ­სელ­ში ჩა­მო­ვი­და, არ გა­ა­კე­თა ხე­ლი­სუფ­ლე­ბის­თვის სა­სურ­ვე­ლი გან­ცხა­დე­ბე­ბი. ეს იყო და ეს, ცო­ცხა­ლი მოწ­მის ქვეყ­ნი­დან გაშ­ვე­ბის საფრ­თხე ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ ვერ გათ­ვა­ლა, რად­გან ჩათ­ვა­ლეს, რომ ეს ვი­დე­ო­ფი­რი ლა­დოს­თვი­საც კომ­პრო­მა­ტი იყო, თა­ნაც ინ­სცე­ნი­რე­ბუ­ლი.

იხი­ლეთ ინ­ტერ­ვი­უს სრუ­ლი ვერ­სია

ლადო ბედუკაძე: 2012 წლის გმირი თუ ანტიგმირი?

ლადო ბედუკაძე: 2012 წლის გმირი თუ ანტიგმირი?

წლის უდიდეს სკანდალად პატიმრების წამებისა და ცოცხებით გაუპატიურების შესახებ ვიდეომასალის ციხიდან გამოტანა რჩება. პასუხგაუცემელი კითხვები კი საზოგადოებას დღემდე აქვს: ვინ როგორ მოახერხა გლდანის ციხეში ვიდეოფირის გადაღება და გამოტანა, ამ ყველაფრის თავიდან ასაცილებლად კი რატომ არაფერი იღონა ხელისუფლებამ, რომელიც ციხეებში ბუზის გაფრენასაც კი აკონტროლებდა?

როგორც იცით, მთავარმა პროკურატურამ "ცოცხების საქმე" გახსნილად გამოაცხადა, - როგორც გამოძიებით ირკვევა, ხელისუფლება და პირადად ზურაბ ადეიშვილია ეჭვმიტანილი ციხის კადრების დადგმაში. თუმცა, პროკურატურას აღარ დაუზუსტებია, მონაწილეობდა თუ არა ხელისუფლების სპექტაკლში ამ საქმის მთავარი მოწმე, ციხის ყოფილი თანამშრომელი ვლადიმერ ბედუკაძე.

"კვირის პალიტრამ" მოიპოვა ძალზე საინტერესო დოკუმენტი, რომელიც 2012 წლის 25 აგვისტოთია დათარიღებული. ამ დოკუმენტის მიხედვით, სასჯელაღსრულების დეპარტამენტის მაშინდელი თავმჯდომარე დავით ჭაკუა შსს-ს, მთავარ პროკურატურას და საგარეო დაზვერვას ატყობინებს, რომ ლადო ბედუკაძემ "ქართული ოცნების" წარმომადგენლებთან დაამყარა ურთიერთობა და განსაზღვრული თანხის სანაცვლოდ ფარულავასთან (მეტსახელად "ბასტი") ერთად აწამებდა პატიმრებს, რასაც ხელისუფლების დისკრედიტაციის მიზნით ვიდეოფირზე იღებდნენ (ამ დროისთვის ბედუკაძე უკვე საზღვარგარეთ იმყოფებოდა - ავტ.).

თუ 25 აგვისტოს ასეთი პატაკი ედო ზურაბ ადეიშვილს მაგიდაზე, რა მოიმოქმედა?! გამოდის, ან არჩევნებამდე ჩაეძინა, ან ბედუკაძესა და ფარულავას თავად დაადგმევინა და გადააღებინა ვიდეომასალა. სწორედ ის ვიდეომასალა, რომელმაც არჩევნების ბედი "ქართული ოცნების" სასარგებლოდ საბოლოოდ გადაწყვიტა. რასაკვირველია, ადეიშვილის "საღათას ძილის" ვერსია არჩევნებამდე არასერიოზულად გამოიყურება. დღეს დევნილობაში მყოფი დაზვერვის პირველი რანგის კაპიტანი ვიქტორ ჭელიძე ამ ამბებთან დაკავშირებით "კვირის პალიტრასთან" სკანდალურ განცხადებებს აკეთებს. შეგახსნებთ, რომ ბოლო პერიოდში ლადო ბედუკაძე ბელგიაში მასთან ცხოვრობდა და თანამოაზრედ და მეგობრად სწორედ მას მიიჩნევდა.

ვიქტორ ჭელიძე: - ვიდეომასალა სექტემბრის ბოლოს გავიდა, ჯერ შსს-მ გაავრცელა ხელისუფლების დადგმული ვიდეოფირი, თუ როგორ სცემდა ორი ბადრაგი პატიმარს, შემდეგ ბედუკაძის გადაღებული ვიდეოფირი გავრცელდა და ბოლოს წრეში ჩაყენებული პატიმრების ცემა, ე.წ. კარანტინის დაშლა, რაც ფარულავას გადაღებულია. ლადო კი გაიძახის, ფარულავამ ჩემი დავალება შეასრულაო, მაგრამ მთლად ასე არ არის. ფარულავამ, ისევე როგორც ლადომ, ხელისუფლების დაკვეთა შეასრულეს. ჩემი ინფორმაციით, ხელისუფლების თავში მოდუღდა ასეთი მარაზმული პიარი, - ერთი მხრივ, ვითომ ემხილებინა ამ სისტემის ნაკლოვანებები, მეორე მხრივ კი წამების ინსცენირებაში დაედანაშაულებინა ადამიანები, რომლებსაც ათქმევინებდნენ, რომ ივანიშვილის დაკვეთით მოქმედებდნენ. ყველაფერი სწორედ ამ მიმართულებით მიდიოდა. ლადომ თავისი საქმე შეასრულა. ვიდეოფირი გამოიტანა, მაგრამ როგორც კი ბრიუსელში ჩამოვიდა, არ გააკეთა ხელისუფლებისთვის სასურველი განცხადებები. ეს იყო და ეს, ცოცხალი მოწმის ქვეყნიდან გაშვების საფრთხე ხელისუფლებამ ვერ გათვალა, რადგან ჩათვალეს, რომ ეს ვიდეოფირი ლადოსთვისაც კომპრომატი იყო, თანაც ინსცენირებული.

იხილეთ ინტერვიუს სრული ვერსია

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა