Faceამბები
მსოფლიო

22

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამეოთხე დღე დაიწყება 04:49-ზე, მთვარე მერწყულშია დღეს კარგია ახალი, მნიშვნელოვანი საქმეების დაწყება. ფინანსური საკითხების მოგვარება, ვაჭრობა. მოერიდეთ კამათს, საქმეების გარჩევას. არ გირჩევთ მგზავრობას, საცხოვრებელი მისამართის შეცვლას. სარგებელს მოგიტანთ კოლექტიური სამუშაო, მაგრამ კოლეგების მიმართ ირონიის, ცინიზმის გამოვლენას არ გირჩევთ. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს. გადადეთ ოპერაციები სახსრებზე, ბრმა ნაწლავზე, პროცედურები ფეხებზე, ნერვულ სისტემაზე. კარგი დღეა დასვენებისთვის, შიმშილისთვის. მოერიდეთ ალკოჰოლურ სასმელს.
სამხედრო
საზოგადოება
მეცნიერება
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
წიგნები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რაში დაეხმარა კახი კალაძე ეკა კვალიაშვილს
რაში დაეხმარა კახი კალაძე ეკა კვალიაშვილს

16 დე­კემ­ბერს წი­ლად მხვდა პა­ტი­ვი, რო­მან­სე­ბის ქარ­თველ დე­დოფ­ლად აღი­ა­რე­ბუ­ლი ეკა კვა­ლი­აშ­ვი­ლის შე­მოქ­მე­დე­ბით სა­ღა­მო­ზე მოვ­ხვედ­რი­ლი­ყა­ვი. სა­მე­ფო უბ­ნის თე­ატ­რის სცე­ნა რო­მან­ტი­კუ­ლი ჟან­რის სპექ­ტაკ­ლის დე­კო­რა­ცი­ას მო­გა­გო­ნებ­დათ. სცე­ნის ერთ ნა­წილ­ში მსა­ხი­ო­ბი ქა­ლის საგ­რი­მი­ო­რო ოთა­ხი იყო, მე­ო­რე ნა­წილ­ში მისი სახ­ლის ოთა­ხი, შუ­ა­ში კი - ქუჩა, სა­დაც მსა­ხი­ო­ბი ქალი იდგა და მღე­რო­და. ეკამ მშვე­ნივ­რად მო­ირ­გო შეყ­ვა­რე­ბუ­ლი, სევ­დი­ა­ნი, ტკი­ვი­ლი­ა­ნი ქა­ლის როლი. შემ­თხვე­ვი­თი არ იყო, რომ სა­ღა­მოს სა­ხელ­წო­დე­ბაც რო­მან­ტი­კუ­ლი გახ­ლდათ - "რო­გორ მიყ­ვარ­ხარ".

სა­ღა­მოს პირ­ველ ნა­წილ­ში მომ­ღე­რალს ფორ­ტე­პი­ა­ნოს­თან აკომ­პა­ნე­მენტს თა­მუ­ნა არჩვა­ძე უწევ­და. წო­ნა­ში საგ­რძნობ­ლად დაკ­ლე­ბულ­მა, გოგა ნი­ქა­ბა­ძის დი­ზა­ი­ნით შე­კე­რილ წი­თელ კა­ბა­ში გა­მო­წყო­ბილ­მა მომ­ღე­რალ­მა სა­ღა­მოს პირ­ვე­ლი ნა­წი­ლი თა­ვი­სი­ვე და­წე­რი­ლი სიმ­ღე­რით, "უფ­ლის სა­დი­დებ­ლით" და­ას­რუ­ლა და კუ­ლი­სებ­ში გა­მო­საც­ვლე­ლად გა­ვი­და. სცე­ნა­ზე სიმ­ღე­რა "თბი­ლი­სია" დაგ­ვი­ტო­ვა, თა­ვი­სი ქა­ლიშ­ვი­ლის, ნუკა გვა­ლი­ას შეს­რუ­ლე­ბით, რა­მაც მა­ყუ­რებ­ლის დიდი ოვა­ცია და აპო­დის­მენ­ტე­ბი და­იმ­სა­ხუ­რა. ცუდი ის იყო, რომ ნუკა თა­ვად არ იდგა სცე­ნა­ზე. რო­გორც გა­ვარ­კვიე, ავად გამ­ხდა­რა და ვერ და­ეს­წრო დე­დის კონ­ცერტს.

კონ­ცერ­ტის მე­ო­რე ნა­წი­ლი თე­ატ­რა­ლი­ზე­ბუ­ლი გახ­ლდათ. ეკამ მსა­ხი­ო­ბი ქა­ლის ცხოვ­რე­ბა გა­ნა­სა­ხი­ე­რა სცე­ნა­ზე და სცე­ნის მიღ­მა. მსა­ხი­ობ ქალს, რო­მელ­საც იმ მო­მენ­ტში ეკა ასა­ხი­ე­რებ­და, საგ­რი­მი­ო­რო ოთახ­ში ხვდე­ბა თა­ი­გუ­ლი და წე­რი­ლი. იყო გან­ცდა, ემო­ცია, სიყ­ვა­რუ­ლი, რა­საც ეკა შემ­დე­გი სიმ­ღე­რე­ბით გა­მო­ხა­ტავ­და -"ია ჟენ­ში­ნა", "ხაჩუ ტე­ბია ვი­დიტ". კონ­ცერ­ტის და­სას­რულს წე­რი­ლი, რო­მე­ლიც მსა­ხი­ობს თა­ი­გულ­თან ერ­თად გა­მო­უგ­ზავ­ნეს, ია­ტაკ­ზე აღ­მოჩ­ნდა.

მომ­ღერ­ლის ვო­კა­ლურ შე­საძ­ლებ­ლო­ბებ­ზე სა­უბ­რით თავს არ შე­გა­წყენთ. უხერ­ხუ­ლა­დაც კი მეჩ­ვე­ნე­ბა, კვა­ლი­აშ­ვი­ლის ვო­კა­ლუ­რი მო­ნა­ცე­მე­ბის შე­ფა­სე­ბა და­ვი­წყო. ერთს ვი­ტყვი მხო­ლოდ, დარ­ბა­ზი რამ­დე­ნი­მე წუ­თის გან­მავ­ლო­ბა­ში ფეხ­ზე დამ­დგა­რი უკ­რავ­და ტაშს.

ლი­ლი­კო ნემ­სა­ძე:

-ყვე­ლა ის სი­ტყვა, რომ­ლი­თაც გა­მო­ი­ხა­ტე­ბა ემო­ცია, შეგ­რძნე­ბა, შთა­ბეჭ­დი­ლე­ბა, ძა­ლი­ან უბ­რა­ლოა სა­ი­მი­სოდ, რომ ამ სა­ღა­მო­ზე და იმ ფე­ნო­მენ­ზე, რო­მელ­საც ეკა კვა­ლი­აშ­ვი­ლი ჰქვია, რა­ი­მე თქვა. ის არის გა­ნუ­მე­ო­რე­ბე­ლი მომ­ღე­რა­ლი, სრულ­ყო­ფი­ლე­ბის მწვერ­ვა­ლი. ბედ­ნი­ე­რი ვარ, რომ ის ჩვე­ნია.

ეკა კვა­ლი­აშ­ვი­ლი:

-ამ სა­ღა­მო­თი, უპირ­ვე­ლეს ყოვ­ლი­სა, ხმა­მაღ­ლა ვთქვი, რომ მე დავ­ბრუნ­დი ესტრა­და­ზე და ვარ მოქ­მე­დი, აქ­ტი­უ­რი და წარ­მა­ტე­ბუ­ლი მომ­ღე­რა­ლი, რომ მიყ­ვარს ჩემი მსმე­ნე­ლი და მათ­თვის ახალ რე­პერ­ტუ­არ­ზე ვმუ­შა­ობ, რომ ღმერ­თის­გან ბო­ძე­ბულ ნიჭს წინ ვე­რა­ფე­რი და­უდ­გე­ბა. მინ­და ვი­სარ­გებ­ლო შემ­თხვე­ვით და მად­ლო­ბა გა­და­ვუ­ხა­დო კახი კა­ლა­ძეს გვერ­დში დგო­მის­თვის. ის რომ არა, ეს სა­ღა­მო არ გა­ი­მარ­თე­ბო­და.

-ეკა, სა­ღა­მო საკ­მა­ოდ რო­მან­ტი­კუ­ლი გა­მო­ვი­და. შე­უძ­ლე­ბე­ლია, ასე ითა­მა­შო შეყ­ვა­რე­ბუ­ლი და მი­ტო­ვე­ბუ­ლი ქა­ლის როლი. რა ხდე­ბა შენს პი­რად ცხოვ­რე­ბა­ში. კვლავ ხომ არ შე­გიყ­ვარ­და?

-იდე­ა­ში მე სულ შეყ­ვა­რე­ბუ­ლი ვარ, ანუ დიდი სიყ­ვა­რუ­ლის პო­ტენ­ცი­ა­ლი მაქვს, გა­აჩ­ნია, ვინ გა­მოჩ­ნდე­ბა ჩემს ცხოვ­რე­ბა­ში და ვის ხვდე­ბა წი­ლად ეს დიდი გრძნო­ბა. ჯერ ასე­თი არა­ვინ გა­მო­ჩე­ნი­ლა (იღი­მის).

ჟურ­ნა­ლი "რე­ი­ტინ­გი"

(გა­მო­დის ორ­შა­ბა­თო­ბით)

რაში დაეხმარა კახი კალაძე ეკა კვალიაშვილს

რაში დაეხმარა კახი კალაძე ეკა კვალიაშვილს

16 დეკემბერს წილად მხვდა პატივი, რომანსების ქართველ დედოფლად აღიარებული ეკა კვალიაშვილის შემოქმედებით საღამოზე მოვხვედრილიყავი. სამეფო უბნის თეატრის სცენა რომანტიკული ჟანრის სპექტაკლის დეკორაციას მოგაგონებდათ. სცენის ერთ ნაწილში მსახიობი ქალის საგრიმიორო ოთახი იყო, მეორე ნაწილში მისი სახლის ოთახი, შუაში კი - ქუჩა, სადაც მსახიობი ქალი იდგა და მღეროდა. ეკამ მშვენივრად მოირგო შეყვარებული, სევდიანი, ტკივილიანი ქალის როლი. შემთხვევითი არ იყო, რომ საღამოს სახელწოდებაც რომანტიკული გახლდათ - "როგორ მიყვარხარ".

საღამოს პირველ ნაწილში მომღერალს ფორტეპიანოსთან აკომპანემენტს თამუნა არჩვაძე უწევდა. წონაში საგრძნობლად დაკლებულმა, გოგა ნიქაბაძის დიზაინით შეკერილ წითელ კაბაში გამოწყობილმა მომღერალმა საღამოს პირველი ნაწილი თავისივე დაწერილი სიმღერით, "უფლის სადიდებლით" დაასრულა და კულისებში გამოსაცვლელად გავიდა. სცენაზე სიმღერა "თბილისია" დაგვიტოვა, თავისი ქალიშვილის, ნუკა გვალიას შესრულებით, რამაც მაყურებლის დიდი ოვაცია და აპოდისმენტები დაიმსახურა. ცუდი ის იყო, რომ ნუკა თავად არ იდგა სცენაზე. როგორც გავარკვიე, ავად გამხდარა და ვერ დაესწრო დედის კონცერტს.

კონცერტის მეორე ნაწილი თეატრალიზებული გახლდათ. ეკამ მსახიობი ქალის ცხოვრება განასახიერა სცენაზე და სცენის მიღმა. მსახიობ ქალს, რომელსაც იმ მომენტში ეკა ასახიერებდა, საგრიმიორო ოთახში ხვდება თაიგული და წერილი. იყო განცდა, ემოცია, სიყვარული, რასაც ეკა შემდეგი სიმღერებით გამოხატავდა -"ია ჟენშინა", "ხაჩუ ტებია ვიდიტ". კონცერტის დასასრულს წერილი, რომელიც მსახიობს თაიგულთან ერთად გამოუგზავნეს, იატაკზე აღმოჩნდა.

მომღერლის ვოკალურ შესაძლებლობებზე საუბრით თავს არ შეგაწყენთ. უხერხულადაც კი მეჩვენება, კვალიაშვილის ვოკალური მონაცემების შეფასება დავიწყო. ერთს ვიტყვი მხოლოდ, დარბაზი რამდენიმე წუთის განმავლობაში ფეხზე დამდგარი უკრავდა ტაშს.

ლილიკო ნემსაძე:

-ყველა ის სიტყვა, რომლითაც გამოიხატება ემოცია, შეგრძნება, შთაბეჭდილება, ძალიან უბ­რალოა საიმისოდ, რომ ამ საღამოზე და იმ ფენომენზე, რომელსაც ეკა კვალიაშვილი ჰქვია, რაიმე თქვა. ის არის განუმეორებელი მომღერალი, სრულყოფილების მწვერვალი. ბედნიერი ვარ, რომ ის ჩვენია.

ეკა კვალიაშვილი:

-ამ საღამოთი, უპირველეს ყოვლისა, ხმამაღლა ვთქვი, რომ მე დავბრუნდი ესტრადაზე და ვარ მოქმედი, აქტიური და წარმატებული მომღერალი, რომ მიყვარს ჩემი მსმენელი და მათთვის ახალ რეპერტუარზე ვმუშაობ, რომ ღმერთისგან ბოძებულ ნიჭს წინ ვერაფერი დაუდგება. მინდა ვისარგებლო შემთხვევით და მადლობა გადავუხადო კახი კალაძეს გვერდში დგომისთვის. ის რომ არა, ეს საღამო არ გაიმართებოდა.

-ეკა, საღამო საკმაოდ რომანტიკული გამოვიდა. შეუძლებელია, ასე ითამაშო შეყვარებული და მიტოვებული ქალის როლი. რა ხდება შენს პირად ცხოვრებაში. კვლავ ხომ არ შეგიყვარდა?

-იდეაში მე სულ შეყვარებული ვარ, ანუ დიდი სიყვარულის პოტენციალი მაქვს, გააჩნია, ვინ გამოჩნდება ჩემს ცხოვრებაში და ვის ხვდება წილად ეს დიდი გრძნობა. ჯერ ასეთი არავინ გამოჩენილა (იღიმის).

ჟურნალი "რეიტინგი"

(გამოდის ორშაბათობით)

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება