"ჭორ-მართალში" ამიერიდან ახალი რუბრიკა გვაქვს. მკითხველს ყველა ნომერში შევახსენებთ, როგორ გამოიყურებოდნენ ქართველი ვარსკვლავები კარიერის დასაწყისში და ახლა, როდესაც უფრო პოპულარულები არიან.
ამჯერად ინგა გრიგოლიას ხალიან წარსულს და გიგი გაჩეჩილაძისა და სალომე ჭაჭუას გარდატეხის ასაკის ფოტოებს წარმოგიდგენთ.
ინგა გრიგოლიამ კარიერა შავი თმით დაიწყო, მაგრამ ნელ-ნელა, ვარცხნილობების ცვლილებასთან ერთად, პლასტიკურ ქირურგიაზეც არ უთქვამს უარი. ჯერ ნიკაპიდან ხალი მოიშორა, შემდეგ ტუჩებიც დაიბერა. ბოტოქსი კი ქართველი ვარსკვლავებისთვის იმდენად ორგანული გახდა, როგორც მაკიაჟის გაკეთება. გრიგოლიას ფოტოებს რომ დააკვირდეთ, იმდენად თვალში საცემ განსხვავებას დაინახავთ, რთულია, თქვა, რომ ამ ორი ფოტოდან ერთი და იგივე ჟურნალისტი გიყურებს.
სალომე ჭაჭუასა და გიგი გაჩეჩილაძის სიყვარულის ამბავი წლებს ითვლის. ერთმანეთი ცეკვის სტუდიაში გაიცნეს და, სავარაუდოდ, ეს ფოტო ახალი შეყვარებულობის პერიოდშია გადაღებული. დამეთანხმებით, რთულია, ფოტოზე სალომე ჭაჭუა ამოიცნოთ და გიგის უცნაური ვარცხნილობაც გაგაკვირვებთ. სალომეს პლასტიკური ოპერაციები არ გაუკეთებია, მაგრამ ძველ და ახალ ფოტოს შორის სხვაობა აშკარად დიდია.
(გამოდის ორშაბათობით)