პოლიტიკა
სამართალი
სპორტი

1

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეექვსე დღე დაიწყება 08:23-ზე, მთვარე კირჩხიბშია მოაგვარეთ წვრილ-წვრილი საქმეები. სერიოზულები სხვა დროისთვის გადადეთ. კარგი დღეა კოლექტიური მუშაობისთვის, ბიზნესისთვის. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. თუ არ გეჩქარებათ, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხები სხვა დღისთვის გადადეთ. ნეიტრალური დღეა ვაჭრობისა და სასამართლო საქმეებისთვის. კარგი დღეა სწავლისა და გამოცდების ჩასაბარებლად; ურთიერთობის გარჩევისათვის; ქორწინების, ნიშნობისთვის. ნეიტრალურია სამსახურის, საქმიანობის, საცხოვრებლის შეცვლა. მოერიდეთ ალკოჰოლს, ქიმიური პრეპარატების მიღებას. ნუ მიირთმევთ მძიმე საკვებს.
საზოგადოება
მსოფლიო
მოზაიკა
მეცნიერება
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ოლივია უაილდი თხოვდება
ოლივია უაილდი თხოვდება

"ექიმ ჰა­უ­სის" ვარ­სკვლა­ვი ოლი­ვია უა­ილ­დი ქორ­წი­ლის­თვის ემ­ზა­დე­ბა. 28 წლის მსა­ხი­ო­ბი, რო­მე­ლიც ერთი წლის წინ იტა­ლი­ელ პრინცს ტაო რუს­პო­ლის და­შორ­და, და­ი­ნიშ­ნა.

უა­ილდს ხელი მის­მა ბოლო საყ­ვა­რელ­მა, ჯე­ი­სონ სუ­დე­ი­კის­მა სთხო­ვა და კი­ნო­ვარ­სკვლა­ვიც და­თან­ხმდა. გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, წყვი­ლი საქმროს მშობ­ლი­ურ ქა­ლაქ­ში - კან­ზას-სი­ტი­ში იქორ­წი­ნებს.

"ქა­ლაქ­ში ყვე­ლა მათი მო­მა­ვა­ლი ქორ­წი­ლის შე­სა­ხებ სა­უბ­რობს. მათ უკვე და­ჯავ­შნეს ად­გი­ლე­ბი სტუმ­რე­ბის­თვის და ახლა დარ­ჩე­ნილ დე­ტა­ლებს აგ­ვა­რე­ბენ", - აცხა­დებს WENN-ის წყა­რო.

უა­ილ­დი საქმროს, რო­მელ­საც ის 2011 წლი­დან ხვდე­ბა, მშობ­ლი­ურ ქა­ლაქ­ში არა­ერ­თხელ ჩა­უყ­ვა­ნია. ერთ-ერთი ასე­თი სტუმ­რო­ბი­სას ად­გი­ლობ­რი­ვებ­მა მსა­ხი­ო­ბის ხელ­ზე ბრი­ლი­ან­ტის ბე­ჭე­დი შე­ნიშ­ნეს, თუმ­ცა მა­შინ კი­ნო­ვარ­სკვლა­ვის წარ­მო­მად­გე­ნელ­მა ნიშ­ნო­ბის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცია უარ­ყო.

"ისი­ნი ერ­თად თავს ძა­ლი­ან ბედ­ნი­ე­რად გრძნო­ბენ, მაგ­რამ და­ნიშ­ნუ­ლე­ბი არ არი­ან", - გა­ნა­ცხა­და მა­შინ უა­ილ­დის წარ­მო­მად­გე­ნელ­მა.

ცოტა ხნის წინ გავ­რცელ­და ინ­ფორ­მა­ცია, რომ ოლი­ვია ლოს-ან­ჯე­ლეს­ში სა­კუ­თარ სახ­ლს ჰყი­დის და ნიუ-იორკში საყ­ვა­რელ მა­მა­კაც­თან სა­ცხოვ­რებ­ლად გა­დას­ვლას აპი­რებს.

მომ­ზა­დე­ბუ­ლია WENN-ის მი­ხედ­ვით.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ხანგრძლივი ზრდის შემდეგ, თბილისში პარკირების ჯარიმები შემცირდა, თანაც თითქმის 60%-ით

ოლივია უაილდი თხოვდება

ოლივია უაილდი თხოვდება

"ექიმ ჰაუსის" ვარსკვლავი ოლივია უაილდი ქორწილისთვის ემზადება. 28 წლის მსახიობი, რომელიც ერთი წლის წინ იტალიელ პრინცს ტაო რუსპოლის დაშორდა, დაინიშნა.

უაილდს ხელი მისმა ბოლო საყვარელმა, ჯეისონ სუდეიკისმა სთხოვა და კინოვარსკვლავიც დათანხმდა. გავრცელებული ინფორმაციით, წყვილი საქმროს მშობლიურ ქალაქში - კანზას-სიტიში იქორწინებს.

"ქალაქში ყველა მათი მომავალი ქორწილის შესახებ საუბრობს. მათ უკვე დაჯავშნეს ადგილები სტუმრებისთვის და ახლა დარჩენილ დეტალებს აგვარებენ", - აცხადებს WENN-ის წყარო.

უაილდი საქმროს, რომელსაც ის 2011 წლიდან ხვდება, მშობლიურ ქალაქში არაერთხელ ჩაუყვანია. ერთ-ერთი ასეთი სტუმრობისას ადგილობრივებმა მსახიობის ხელზე ბრილიანტის ბეჭედი შენიშნეს, თუმცა მაშინ კინოვარსკვლავის წარმომადგენელმა ნიშნობის შესახებ ინფორმაცია უარყო.

"ისინი ერთად თავს ძალიან ბედნიერად გრძნობენ, მაგრამ დანიშნულები არ არიან", - განაცხადა მაშინ უაილდის წარმომადგენელმა.

ცოტა ხნის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ ოლივია ლოს-ანჯელესში საკუთარ სახლს ჰყიდის და ნიუ-იორკში საყვარელ მამაკაცთან საცხოვრებლად გადასვლას აპირებს.

მომზადებულია WENN-ის მიხედვით.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება