პოლიტიკა
სამართალი
სპორტი

1

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეექვსე დღე დაიწყება 08:23-ზე, მთვარე კირჩხიბშია მოაგვარეთ წვრილ-წვრილი საქმეები. სერიოზულები სხვა დროისთვის გადადეთ. კარგი დღეა კოლექტიური მუშაობისთვის, ბიზნესისთვის. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. თუ არ გეჩქარებათ, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხები სხვა დღისთვის გადადეთ. ნეიტრალური დღეა ვაჭრობისა და სასამართლო საქმეებისთვის. კარგი დღეა სწავლისა და გამოცდების ჩასაბარებლად; ურთიერთობის გარჩევისათვის; ქორწინების, ნიშნობისთვის. ნეიტრალურია სამსახურის, საქმიანობის, საცხოვრებლის შეცვლა. მოერიდეთ ალკოჰოლს, ქიმიური პრეპარატების მიღებას. ნუ მიირთმევთ მძიმე საკვებს.
საზოგადოება
მსოფლიო
მოზაიკა
მეცნიერება
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
უცხოპლანეტელობა მინდა
უცხოპლანეტელობა მინდა

შე­სავ­ლის ნაც­ვლად

ირაკ­ლი ოქ­რუ­აშ­ვი­ლი იქ­ნე­ბა დღე­ვან­დე­ლი "პრო­ვო­კა­ცი­ის" ერთ-ერთი მთა­ვა­რი "გმი­რი"...

სა­ი­დან და­ვი­წყო... სა­ი­დან და, ნო­დარ დუმ­ბა­ძის იმ ერთი პერ­სო­ნა­ჟი­სა არ იყოს ("ბო­ლო­დან დე­ი­წყე, ბო­ლო­დან!"), "ბო­ლო­დან" და­ვი­წყებ: დღეს (სამ­შა­ბათს, 11 დე­კემ­ბერს) გავ­რცელ­და ინ­ფორ­მა­ცია, რომ ოქ­რუ­აშ­ვილს უარი ეთ­ქვა გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბა­ზე; სა­სა­მარ­თლომ­დე გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბას ვგუ­ლის­ხმობ.

ამას წინ უს­წრებ­და პარ­ლა­მენ­ტის ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბა­თა კო­მი­ტე­ტის წევ­რის, გე­დე­ვან ფო­ფხა­ძის გან­ცხა­დე­ბა, - ოქ­რუ­აშ­ვი­ლი ავან­ტი­უ­რის­ტი­აო! ამას კი­დევ ის უს­წრებ­და წინ (რად­გან "ბო­ლო­დან დე­ვი­წყეთ", ასე­ვე გა­მოვ­ყვეთ), რომ ოქ­რუ­აშ­ვი­ლი, სწო­რედ ამ კო­მი­ტეტ­მა, პო­ლიტ­პა­ტი­მარ­თა სი­ი­დან ამო­ი­ღო, ხოლო ამ (ანუ ფო­ფხა­ძე რომ მუ­შა­ობს, - იმ) კო­მი­ტეტს ეკა ბე­სე­ლია ხელ­მძღვა­ნე­ლობს; ეკა ბე­სე­ლი­ას კი, სწო­რედ ოქ­რუ­აშ­ვი­ლის "ჯინი აქ­ვსო"; მერე ისიც გა­ახ­სენ­დათ, ერთ დროს რომ თა­ნა­პარ­ტი­ე­ლე­ბი იყ­ვნენ ბე­სე­ლია და ოქ­რუ­აშ­ვი­ლი, მერე ოქ­რუ­აშ­ვი­ლის ახ­ლან­დელ­მა თა­ნა­პარ­ტი­ე­ლებ­მა (უფრო ზუს­ტად - თეო ტლა­შა­ძემ, ეგღა დარ­ჩა), - ამას ასე არ დავ­ტო­ვებ­თო... აი, ხომ არ არის რაც დავ­წე­რე დი­დად სა­ინ­ტე­რე­სო და საპ­რო­ვო­კა­ტორ-სა­ხა­ლი­სო, არა? სა­მა­გი­ე­როდ, ამ ამ­ბე­ბამ­დე ორი დღით ადრე, ცი­ხე­ში, ოქ­რუ­აშ­ვილ­მა ახა­ლა­ი­ას რომ სულ "ვა­გი­ნა აგი­ნა"! - აი, ეს უკვე სა­ინ­ტე­რე­სოა!

სა­ერ­თოდ, ოქ­რუ­აშ­ვი­ლი რომ საფ­რან­გე­თი­დან სა­კუ­თა­რი ნე­ბით ჩა­მო­ვი­და, პი­რა­დად მე რა­ღაც­ნა­ი­რი, გა­ო­რე­ბუ­ლი გრძნო­ბა გა­მიჩ­ნდა: ჯერ ერთი, რომ იცო­და, აე­რო­პორ­ტში­ვე და­ი­ჭერ­დნენ, მაგ­რამ ცხა­დია, იმე­დი ჰქონ­და, რომ გა­ა­თა­ვი­სუფ­ლებ­დნენ, რო­გორც სი­მარ­თლი­სათ­ვის დევ­ნილ გმირს; მე­ო­რე მხრივ - თუკი პარ­ლა­მენ­ტის ერთ-ერთი მთა­ვა­რი კო­მი­ტე­ტის უფ­რო­სო­ბას­თან ასე­თი აწე­წი­ლი ურ­თი­ერ­თო­ბა ჰქონ­და, რას მორ­ბო­და?! ყო­ფი­ლი­ყო პა­რიზ­ში, დილ-დი­ლო­ბით კა­კა­ო­ში ჩამ­ბა­ლი კრუ­ა­სა­ნე­ბი ეჭა­მა და და­ლო­დე­ბო­და აქ მოვ­ლე­ნე­ბის გან­ვი­თა­რე­ბას... ვი­თომ ასე მო­ე­ნატ­რა სამ­შობ­ლო?.. ისე, რა­ტო­მაც არა? და კრუ­ა­სანს, ჩემი არ იყოს, ალ­ბათ, მა­გა­საც ხინ­კა­ლი ურ­ჩევ­ნია.

თუმ­ცა, მა­ინც მგო­ნია, რომ... "გა­და­აგ­დეს"! იმი­ტომ, რომ აე­რო­პორ­ტი­დან გლ­და­ნის ცი­ხე­ში გა­დაყ­ვა­ნის­თა­ნა­ვე, "საქ­მე­ში ჩა­ხე­დუ­ლი" ხალ­ხი და­მა­ჯე­რებ­ლად ამ­ტკი­ცებ­და, - კარგ დროს ჩა­მო­ვი­და, ორი-სამი კვი­რა მა­ინც ხომ უნდა იჯ­დეს, სა­ნამ ყვე­ლა­ფერს გა­ა­ფორ­მე­ბენ და რომ და­ეგ­ვი­ა­ნა, ახალ წელს სახ­ლში ვერ შეხ­ვდე­ბო­დაო!

ჰოდა, ახლა ძა­ლი­ან მა­ინ­ტე­რე­სებს: რო­მელ ახალ წელს შეხ­ვდე­ბა ოქ­რუ­აშ­ვი­ლი სა­კუ­თარ სახ­ლში?

არა­და, ჯერ კი­დევ "მატ­რო­სო­ვის" ცი­ხე­ში მომ­ხდა­რი ინ­ცი­დენ­ტის დროს, დარ­წმუ­ნე­ბუ­ლე­ბი ვი­ყა­ვით (პირ­ველ რიგ­ში, თვი­თონ იყო დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი), რომ იქაც "ხა­ზე­ი­ნობ­და", რად­გან კი ით­ქვა ოფი­ცი­ა­ლუ­რად: "ოქ­რუ­აშ­ვილ­სა და ახა­ლა­ი­ას შო­რის შეხ­ლა-შე­მოხ­ლა მოხ­დაო", მაგ­რამ ყვე­ლამ იცო­და, რომ მხო­ლოდ "შეხ­ლა" მოხ­და, "შე­მოხ­ლა" კი - არა...

კარ­გი, ოქ­რუ­აშ­ვი­ლის­გან გან­სხვა­ვე­ბით, ცი­ხი­დან გა­მოშ­ვე­ბულ პა­ტიმ­რებ­ზე გა­და­ვი­დეთ (მით უმე­ტეს, რომ ეჭვი მაქვს, ოქ­რუ­აშ­ვი­ლის თემა ძა­ლი­ან გა­აქ­ტუ­ა­ლურ­დე­ბა ახალ წლამ­დე. ხომ გახ­სოვთ, ჩემი რამ­დე­ნი წი­ნას­წარ­მე­ტყვე­ლე­ბა ახდა): პრე­ზი­დენ­ტის მიერ შე­წყა­ლე­ბულ პა­ტი­მარ­თა­გან ერთ-ერ­თმა, გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბი­დან მე­სა­მე დღეს­ვე ვი­ღა­ცის მოკ­ვლა სცა­და. სა­ბედ­ნი­ე­როდ, მსხვერ­პლი სიკ­ვდილს გა­და­ურ­ჩა, ის მა­თხო­ვა­რი კი, ცხელ კვალ­ზე და­ა­კა­ვეს... მერე და­ი­წყო "სა­ინ­ტე­რე­სო" ამ­ბე­ბი: "ნაც­მოს" მომ­ხრე ჟურ­ნა­ლის­ტებ­მა და სოცქსე­ლე­ბის აქ­ტი­ვის­ტებ­მა ამ­ბა­ვი ატე­ხეს, სა­ა­კაშ­ვილს "სა­ტო­პ­კე აუ­წი­ეს", იმა­ნაც სა­კუ­თა­რი პრესმდივ­ნის პი­რით შე­მოგ­ვით­ვა­ლა: მაგ კა­ცის გა­მოშ­ვე­ბა არ მინ­დო­და, მაგ­რამ სუ­ბარ­მა მა­გა­ზე პი­რა­დად იშუ­ამ­დგომ­ლაო! მერე სუ­ბა­რის უწყე­ბამ - ავად იყო, ცი­ხე­ში მოკ­ვდე­ბო­დაო, - ოფი­ცი­ა­ლუ­რად გა­ნა­ცხა­და!!! მოკ­ვდე­ბო­და, თურ­მე, ცი­ხე­ში... ახლა მა­ინც და­სა­ჭე­რი რომ გა­გიხ­დათ, აღარ მოკ­ვდე­ბა?!

ამ დროს, მარ­თლა წე­სი­ერ, "კრის­ტალ" ხალ­ხს და­კი­თხვებ­ზე ატა­რე­ბენ და აშ­კა­რად, და­ჭე­რას უპი­რე­ბენ! მე კიდე რა მი­ჭირს, გა­და­ვი­ტან, მაგ­რამ ნინა წკრი­ა­ლაშ­ვი­ლის და ნინო ჩხე­ი­ძის ცრემ­ლე­ბის არ გრცხვე­ნი­ათ?! ეგე­ნი არა­ვის და­ა­ნე­ბე­ბენ ვანო მე­რა­ბიშ­ვი­ლის და­ჩაგ­ვრას და ფრთხი­ლად იყა­ვით: შე­ეშ­ვით მაგ კაცს, თო­რემ მოვ­ლენ წკრი­ა­ლაშ­ვი­ლი და ჩხე­ი­ძე და გიმ­ღე­რე­ბენ!

ეეეჰ, ვერ გა­ა­მარ­თლა ამ ახალ­მა ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­მაც, რა... თქვე კაი ხალ­ხო, და­ი­ჭი­რეთ დრო­ზე, ვინც და­სა­ჭე­რია; გა­მო­უშ­ვით, ვინც გა­მო­საშ­ვე­ბია; დაგ­ვი­რი­გეთ ყვე­ლა ამომ­რჩე­ველს ის "პა ტიში დო­ლა­რი", რო­მელ­საც დაგვპირ­დით და მი­ხე­დეთ საქ­მეს: აგერ ლუ­კა­შენ­კომ, სა­ჯა­როდ და­გი­ჩო­ქებთ, ოღონდ ეს-ენ-გეში შე­მო­დი­თო! ცოტა თავს თუ და­ვი­ფა­სებთ (ოღონდ მთლად ისეც ნუ, რომ არ მიგ­ვი­ღონ), იქ­ნებ არა მხო­ლოდ დაგ­ვი­ჩო­ქოს, არა­მედ ერთ ად­გილ­ზეც გვა­კო­ცოს და მერე რაღა გვი­ჭირს!

თა­ნაც მედ­ვე­დევ­მა მთლად გა­მა­გი­ჟა: ტე­ლე­ინ­ტერ­ვი­უ­ში თქვა, ოფი­ცი­ა­ლუ­რად ვა­ცხა­დებ, რომ რუ­სეთ­ში უცხოპ­ლა­ნე­ტე­ლე­ბი იმ­ყო­ფე­ბი­ა­ნო! რამ­დე­ნი ხა­ნია, მა­გა­თი გაც­ნო­ბა მინ­და... უფრო სწო­რად, უცხოპ­ლა­ნე­ტე­ლო­ბა მინ­და...

P.P.S. ძა­ლი­ან ვხა­ლი­სობ წი­ნას­წარ: წა­ი­კი­თხა­ვენ ამ "პრო­ვო­კა­ცი­ას" ნა­ცი­ო­ნალ-მი­შის­ტე­ბი და ხე­ლებს მო­იფ­შვნე­ტენ - ესეც ჩვენ­კენ გად­მო­სუ­ლაო...

პრო­ვო­კა­ტო­რი

ჟურ­ნა­ლი "გზა"

(გა­მო­დის ხუთ­შა­ბა­თო­ბით)

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ხანგრძლივი ზრდის შემდეგ, თბილისში პარკირების ჯარიმები შემცირდა, თანაც თითქმის 60%-ით

უცხოპლანეტელობა მინდა

უცხოპლანეტელობა მინდა

შესავლის ნაცვლად

ირაკლი ოქრუაშვილი იქნება დღევანდელი  "პროვოკაციის" ერთ-ერთი მთავარი "გმირი"...

საიდან დავიწყო... საიდან და, ნოდარ დუმბაძის იმ ერთი პერსონაჟისა არ იყოს ("ბოლოდან დეიწყე, ბოლოდან!"), "ბოლოდან" დავიწყებ: დღეს (სამშაბათს, 11 დეკემბერს) გავრცელდა ინფორმაცია, რომ ოქრუაშვილს უარი ეთქვა გათავისუფლებაზე; სასამართლომდე გათავისუფლებას ვგულისხმობ.

ამას წინ უსწრებდა პარლამენტის ადამიანის უფლებათა კომიტეტის წევრის, გედევან ფოფხაძის განცხადება, - ოქრუაშვილი ავანტიურისტიაო! ამას კიდევ ის უსწრებდა წინ (რადგან "ბოლოდან დევიწყეთ", ასევე გამოვყვეთ), რომ ოქრუაშვილი, სწორედ ამ კომიტეტმა, პოლიტპატიმართა სიიდან ამოიღო, ხოლო ამ (ანუ ფოფხაძე რომ მუშაობს, - იმ) კომიტეტს ეკა ბესელია ხელმძღვანელობს; ეკა ბესელიას კი, სწორედ ოქრუაშვილის "ჯინი აქვსო"; მერე ისიც გაახსენდათ, ერთ დროს რომ თანაპარტიელები იყვნენ ბესელია და ოქრუაშვილი, მერე ოქრუაშვილის ახლანდელმა თანაპარტიელებმა (უფრო ზუსტად - თეო ტლაშაძემ, ეგღა დარჩა), - ამას ასე არ დავტოვებთო... აი, ხომ არ არის რაც დავწერე დიდად საინტერესო და საპროვოკატორ-სახალისო, არა? სამაგიეროდ, ამ ამბებამდე ორი დღით ადრე, ციხეში, ოქრუაშვილმა ახალაიას რომ სულ "ვაგინა აგინა"! - აი, ეს უკვე საინტერესოა!

საერთოდ, ოქრუაშვილი რომ საფრანგეთიდან საკუთარი ნებით ჩამოვიდა, პირადად მე რაღაცნაირი, გაორებული გრძნობა გამიჩნდა: ჯერ ერთი, რომ იცოდა, აეროპორტშივე დაიჭერდნენ, მაგრამ ცხადია, იმედი ჰქონდა, რომ გაათავისუფლებდნენ, როგორც სიმართლისათვის დევნილ გმირს; მეორე მხრივ - თუკი პარლამენტის ერთ-ერთი მთავარი კომიტეტის უფროსობასთან ასეთი აწეწილი ურთიერთობა ჰქონდა, რას მორბოდა?! ყოფილიყო პარიზში, დილ-დილობით კაკაოში ჩამბალი კრუასანები ეჭამა და დალოდებოდა აქ მოვლენების განვითარებას... ვითომ ასე მოენატრა სამშობლო?.. ისე, რატომაც არა? და კრუასანს, ჩემი არ იყოს, ალბათ, მაგასაც ხინკალი ურჩევნია.

თუმცა, მაინც მგონია, რომ... "გადააგდეს"! იმიტომ, რომ აეროპორტიდან გლდანის ციხეში გადაყვანისთანავე, "საქმეში ჩახედული" ხალხი დამაჯერებლად ამტკიცებდა, - კარგ დროს ჩამოვიდა, ორი-სამი კვირა მაინც ხომ უნდა იჯდეს, სანამ ყველაფერს გააფორმებენ და რომ დაეგვიანა, ახალ წელს სახლში ვერ შეხვდებოდაო!

ჰოდა, ახლა ძალიან მაინტერესებს: რომელ ახალ წელს შეხვდება ოქრუაშვილი საკუთარ სახლში?

არადა, ჯერ კიდევ "მატროსოვის" ციხეში მომხდარი ინციდენტის დროს, დარწმუნებულები ვიყავით (პირველ რიგში, თვითონ იყო დარწმუნებული), რომ იქაც "ხაზეინობდა", რადგან კი ითქვა ოფიციალურად: "ოქრუაშვილსა და ახალაიას შორის შეხლა-შემოხლა მოხდაო", მაგრამ ყველამ იცოდა, რომ მხოლოდ "შეხლა" მოხდა, "შემოხლა" კი - არა...

კარგი, ოქრუაშვილისგან განსხვავებით, ციხიდან გამოშვებულ პატიმრებზე გადავიდეთ (მით უმეტეს, რომ ეჭვი მაქვს, ოქრუაშვილის თემა ძალიან გააქტუალურდება ახალ წლამდე. ხომ გახსოვთ, ჩემი რამდენი წინასწარმეტყველება ახდა): პრეზიდენტის მიერ შეწყალებულ პატიმართაგან ერთ-ერთმა, გათავისუფლებიდან მესამე დღესვე ვიღაცის მოკვლა სცადა. საბედნიეროდ, მსხვერპლი სიკვდილს გადაურჩა, ის მათხოვარი კი, ცხელ კვალზე დააკავეს... მერე დაიწყო "საინტერესო" ამბები: "ნაცმოს" მომხრე ჟურნალისტებმა და სოცქსელების აქტივისტებმა ამბავი ატეხეს, სააკაშვილს "სატოპკე აუწიეს", იმანაც საკუთარი პრესმდივნის პირით შემოგვითვალა: მაგ კაცის გამოშვება არ მინდოდა, მაგრამ სუბარმა მაგაზე პირადად იშუამდგომლაო! მერე სუბარის უწყებამ - ავად იყო, ციხეში მოკვდებოდაო, - ოფიციალურად განაცხადა!!! მოკვდებოდა, თურმე, ციხეში... ახლა მაინც დასაჭერი რომ გაგიხდათ, აღარ მოკვდება?!

ამ დროს, მართლა წესიერ, "კრისტალ" ხალხს დაკითხვებზე ატარებენ და აშკარად, დაჭერას უპირებენ! მე კიდე რა მიჭირს, გადავიტან, მაგრამ ნინა წკრიალაშვილის და ნინო ჩხეიძის ცრემლების არ გრცხვენიათ?! ეგენი არავის დაანებებენ ვანო მერაბიშვილის დაჩაგვრას და ფრთხილად იყავით: შეეშვით მაგ კაცს, თორემ მოვლენ წკრიალაშვილი და ჩხეიძე და გიმღერებენ!

ეეეჰ, ვერ გაამართლა ამ ახალმა ხელისუფლებამაც, რა... თქვე კაი ხალხო, დაიჭირეთ დროზე, ვინც დასაჭერია; გამოუშვით, ვინც გამოსაშვებია; დაგვირიგეთ ყველა ამომრჩეველს ის "პა ტიში დოლარი", რომელსაც დაგვპირდით და მიხედეთ საქმეს: აგერ ლუკაშენკომ, საჯაროდ დაგიჩოქებთ, ოღონდ ეს-ენ-გეში შემოდითო! ცოტა თავს თუ დავიფასებთ (ოღონდ მთლად ისეც ნუ, რომ არ მიგვიღონ), იქნებ არა მხოლოდ დაგვიჩოქოს, არამედ ერთ ადგილზეც გვაკოცოს და მერე რაღა გვიჭირს!

თანაც მედვედევმა მთლად გამაგიჟა: ტელეინტერვიუში თქვა, ოფიციალურად ვაცხადებ, რომ რუსეთში უცხოპლანეტელები იმყოფებიანო! რამდენი ხანია, მაგათი გაცნობა მინდა... უფრო სწორად, უცხოპლანეტელობა მინდა...

P.P.S. ძალიან ვხალისობ წინასწარ: წაიკითხავენ ამ "პროვოკაციას" ნაციონალ-მიშისტები და ხელებს მოიფშვნეტენ - ესეც ჩვენკენ გადმოსულაო...

პროვოკატორი

ჟურნალი ”გზა”

(გამოდის ხუთშაბათობით)

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა