პოლიტიკა
მსოფლიო

22

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამეოთხე დღე დაიწყება 04:49-ზე, მთვარე მერწყულშია დღეს კარგია ახალი, მნიშვნელოვანი საქმეების დაწყება. ფინანსური საკითხების მოგვარება, ვაჭრობა. მოერიდეთ კამათს, საქმეების გარჩევას. არ გირჩევთ მგზავრობას, საცხოვრებელი მისამართის შეცვლას. სარგებელს მოგიტანთ კოლექტიური სამუშაო, მაგრამ კოლეგების მიმართ ირონიის, ცინიზმის გამოვლენას არ გირჩევთ. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს. გადადეთ ოპერაციები სახსრებზე, ბრმა ნაწლავზე, პროცედურები ფეხებზე, ნერვულ სისტემაზე. კარგი დღეა დასვენებისთვის, შიმშილისთვის. მოერიდეთ ალკოჰოლურ სასმელს.
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
სამხედრო
წიგნები
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
თემურ ხაჩიშვილი საქართველოში დაბრუნდა
თემურ ხაჩიშვილი საქართველოში დაბრუნდა

ში­ნა­გან საქ­მე­თა ყო­ფი­ლი მი­ნის­ტრი თე­მურ ხა­ჩიშ­ვი­ლი სა­ქარ­თვე­ლო­ში დაბ­რუნ­და. ხა­ჩიშ­ვი­ლის დაბ­რუ­ნე­ბის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცია "ინ­ტერპრეს­ნი­უსს" მისი ოჯა­ხის წევ­რებ­მა და­უ­დას­ტუ­რეს. ამას­თან, ხა­ჩიშ­ვილს შეხ­ვდა და ესა­უბ­რა უფ­ლე­ბა­დამ­ცვე­ლი ნანა კა­კა­ბა­ძე, რო­მე­ლიც ამ­ბობს, რომ ყო­ფილ ძა­ლო­ვანს პო­ლი­ტი­კა­ში მოს­ვლა გან­ზრა­ხუ­ლი არ აქვს.

გა­სუ­ლი სა­უ­კუ­ნის 90-იანი წლე­ბის და­სა­წყის­ში "მხედ­რი­ო­ნის" ერთ-ერთი ლი­დე­რი თე­მურ ხა­ჩიშ­ვი­ლი უშიშ­რო­ე­ბის მი­ნის­ტრის პირ­ველ მო­ად­გი­ლე­დაც მუ­შა­ობ­და, რის შემ­დე­გაც შს მი­ნის­ტრად და­ი­ნიშ­ნა.

ხა­ჩიშ­ვი­ლი სა­ქარ­თვე­ლოს ყო­ფილ პრე­ზი­დენტ ედუ­არდ შე­ვარ­დნა­ძე­ზე 1995 წელს გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი ტე­რაქ­ტის ორ­გა­ნი­ზე­ბის ბრალ­დე­ბით იყო გა­სა­მარ­თლე­ბუ­ლი. ის 7-წლი­ა­ნი პა­ტიმ­რო­ბის შემ­დეგ შე­ი­წყა­ლეს და გა­ა­თა­ვი­სუფ­ლეს. ასე­ვე, ხა­ჩიშ­ვილს ბრა­ლად ედე­ბო­და ეროვ­ნულ-დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი პარ­ტი­ის ხელ­მძღვა­ნე­ლის, გი­ორ­გი ჭან­ტუ­რი­ას მკვლე­ლო­ბის ორ­გა­ნი­ზე­ბა.

გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბის შემ­დეგ ხა­ჩიშ­ვილ­მა პო­ლი­ტი­კუ­რი მოძ­რა­ო­ბა "დათ­ვი" და­ა­ფუძნა. თუმ­ცა "ვარ­დე­ბის რე­ვო­ლუ­ცი­ის" შემ­დეგ, 2004 წელს ხა­ჩიშ­ვი­ლი ია­რა­ღის უკა­ნო­ნო ტა­რე­ბი­სა და შე­ნახ­ვის ბრალ­დე­ბით და­ა­კა­ვეს, მოგ­ვი­ა­ნე­ბით გა­ა­თა­ვი­სუფ­ლეს, რის შემ­დე­გაც მან სა­ქარ­თვე­ლო და­ტო­ვა.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

თემურ ხაჩიშვილი საქართველოში დაბრუნდა

თემურ ხაჩიშვილი საქართველოში დაბრუნდა

შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრი თემურ ხაჩიშვილი საქართველოში დაბრუნდა. ხაჩიშვილის დაბრუნების შესახებ ინფორმაცია "ინტერპრესნიუსს" მისი ოჯახის წევრებმა დაუდასტურეს. ამასთან, ხაჩიშვილს შეხვდა და ესაუბრა უფლებადამცველი ნანა კაკაბაძე, რომელიც ამბობს, რომ ყოფილ ძალოვანს პოლიტიკაში მოსვლა განზრახული არ აქვს.

გასული საუკუნის 90-იანი წლების დასაწყისში "მხედრიონის" ერთ-ერთი ლიდერი თემურ ხაჩიშვილი უშიშროების მინისტრის პირველ მოადგილედაც მუშაობდა, რის შემდეგაც შს მინისტრად დაინიშნა.

ხაჩიშვილი საქართველოს ყოფილ პრეზიდენტ ედუარდ შევარდნაძეზე 1995 წელს განხორციელებული ტერაქტის ორგანიზების ბრალდებით იყო გასამართლებული. ის 7-წლიანი პატიმრობის შემდეგ შეიწყალეს და გაათავისუფლეს. ასევე, ხაჩიშვილს ბრალად ედებოდა ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის ხელმძღვანელის, გიორგი ჭანტურიას მკვლელობის ორგანიზება.

გათავისუფლების შემდეგ ხაჩიშვილმა პოლიტიკური მოძრაობა "დათვი" დააფუძნა. თუმცა "ვარდების რევოლუციის" შემდეგ, 2004 წელს ხაჩიშვილი იარაღის უკანონო ტარებისა და შენახვის ბრალდებით დააკავეს, მოგვიანებით გაათავისუფლეს, რის შემდეგაც მან საქართველო დატოვა.

"ინტერპრესნიუსი"

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ