მსოფლიო
პოლიტიკა
სამართალი

26

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 06:43-ზე, მთვარე თევზებში გადავა 23:28-ზე კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის, მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ დიდი რაოდენობით სითხის, განსაკუთრებით ალკოჰოლის მიღებას. გაუფრთხილდით ფეხებს.
საზოგადოება
მეცნიერება
სპორტი
მოზაიკა
კონფლიქტები
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
PSY კორეელი რეპერის რეკორდები
PSY კორეელი რეპერის რეკორდები

ეს კაცი ნამ­დვი­ლი სას­წა­უ­ლია. გი­ნე­სის რე­კორ­დე­ბის წიგნ­ში ოფი­ცი­ა­ლუ­რად და­ა­ფიქ­სი­რეს მისი რე­კორ­დი. კლი­პი-ვირუ­სი სიმ­ღე­რა­ზე სა­ხელ­წო­დე­ბით Gangnam Style, რო­მე­ლიც ისე­დაც უკვე აღი­ა­რეს "ვი­დე­ოდ, რო­მელ­საც ყვე­ლა­ზე მეტი მო­წო­ნე­ბა აქვს "იუ­თუ­ბის" არ­სე­ბო­ბის ის­ტო­რი­ა­ში", გი­ნე­სის წიგნ­ში შე­ვი­და შემ­დე­გი შე­დე­გით - 2 მი­ლი­ონ­ზე მეტი "ლა­ი­ქი" და 233 მი­ლი­ონ­ზე მეტი ნახ­ვა.

საის სტი­ლი

პაკ ჩე სანი 1977 წლის 31 დე­კე­მბერს და­ი­ბა­და სე­ულ­ში, სამ­ხრეთ კო­რე­ა­ში. მისი ფსევ­დო­ნი­მია საი (PSY) და ცნო­ბი­ლია იუ­მო­რის­ტუ­ლი ვი­დე­ოკ­ლი­პე­ბი­თა და სა­კონ­ცერ­ტო გა­მოს­ვლე­ბით. თუმ­ცა ყვე­ლა­ზე წარ­მა­ტე­ბუ­ლი და აღი­ა­რე­ბუ­ლი აღ­მოჩ­ნდა მისი ზე­მოხ­სე­ნე­ბუ­ლი სიმ­ღე­რა, რო­მელ­მაც ჯას­ტინ ბი­ბე­რის რე­კორ­დე­ბიც კი მოხ­სნა. კლი­პი 2012 წელს გა­მოჩ­ნდა და მა­ყუ­რებ­ლის ფა­ვო­რი­ტად რჩე­ბა.

მომ­ღე­რალ­მა და სიმ­ღე­რე­ბის ავ­ტორ­მა ბოს­ტო­ნის უნი­ვერ­სი­ტე­ტი და ბერკლის კო­ლე­ჯი და­ამ­თავ­რა. გარ­და იმი­სა, რომ მისი სიმ­ღე­რა წარ­მა­ტე­ბუ­ლი აღ­მოჩ­ნდა, ასე­ვე აი­ტა­ცეს მისი ქო­რე­ოგ­რა­ფია - მომ­ღე­რა­ლი ელე­მენ­ტა­რულ ილე­თებს აკე­თებს, თით­ქოს ცხენს აჭე­ნებს, ისე ცეკ­ვავს და ასე­ვე აცეკ­ვებს მრა­ვალ ადა­მი­ანს თა­ვის კლიპ­ში. ეს მოძ­რა­ო­ბა სა­ყო­ველ­თა­ოდ ცნო­ბი­ლი გახ­და და მოგ­ვი­ა­ნე­ბით რამ­დე­ნი­მე კონ­ცერ­ტზე საიმ ის ცნო­ბილ მომ­ღერ­ლებ­თან ერ­თად გა­ი­მე­ო­რა. ეგ კი არა, თვით პან გი მუნ­თან ერ­თა­დაც კი იცეკ­ვა ერთ-ერთ ღო­ნის­ძი­ე­ბა­ზე.

2012 წლის სექ­ტემ­ბრის და­სა­წყის­ში შემ­სრუ­ლე­ბელ­მა ამე­რი­კულ leibl Island Records -თან კონ­ტრაქტს მო­ა­წე­რა ხელი, რო­მე­ლიც მარ­თავს მომ­ღერ­ლის საქ­მი­ა­ნო­ბას მთელ მსოფ­ლი­ო­ში, სამ­ხრეთ კო­რე­ის გარ­და. უკვე 6 სექ­ტემ­ბერს კი MTV-ის ცე­რე­მო­ნი­ა­ზეც კი მო­ას­წრო ყოფ­ნა ღო­ნის­ძი­ე­ბის ერთ-ერთი ვიპს­ტუმ­რის სა­ხით.

საის ჰიტ­მა Gangnam Style ასე­ვე პირ­ვე­ლი პო­ზი­ცია და­ი­კა­ვა დიდი ბრი­ტა­ნე­თის ნა­ცი­ო­ნა­ლურ ჩარ­ტებ­ში და ეს მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ სიმ­ღე­რას კო­რე­ულ ენა­ზე ას­რუ­ლებს. ასე­თი­ვე შე­დე­გებს მი­აღ­წია რე­პერ­მა ამე­რი­კულ­სა და ბევრ ევ­რო­პულ ჩარ­ტში.

ფრე­დი მერ­კუ­რის მიმ­დე­ვა­რი

Gangnam Style - სა­ლა­პა­რა­კო გა­მოთ­ქმაა კო­რე­ულ ენა­ზე, რო­მე­ლიც ფუ­ფუ­ნე­ბით ცხოვ­რე­ბას ნიშ­ნავს, რო­მლი­თაც სე­უ­ლის მდი­და­რი და მო­დუ­რი რა­ი­ო­ნი კა­ნამ­გუ არის გან­თქმუ­ლი. ინ­ტერ­ვი­უ­ში საიმ ის ბე­ვერ­ლი-ჰილზს შე­ა­და­რა.

სიმ­ღე­რა ეძღვნე­ბა "იდე­ა­ლურ გო­გო­ნას, რო­მელ­მაც იცის, რო­დის უნდა იყოს დახ­ვე­წი­ლი და რო­დის - ვე­ლუ­რი".

რე­პე­რის ან­გა­რიშ­ზე ექ­ვსი მუ­სი­კა­ლუ­რი ალ­ბო­მია. მან უკვე გა­უთ­ქვა სა­ხე­ლი მსოფ­ლი­ო­ში პო­პუ­ლა­რულ სტილ კეი-პოპს - სა­ცეკ­ვაო პოპ­მუ­სი­კის სამ­ხრეთ­კო­რე­ულ სა­ხეს­ხვა­ო­ბას. მის სამ­შობ­ლო­ში ის უყ­ვართ პა­რო­დი­უ­ლი ნომ­რე­ბი­სა და იუ­მო­რის­ტუ­ლი სცე­ნე­ბის­თვის. მისი მთა­ვა­რი ჰიტი კი, რა­საკ­ვირ­ვე­ლია, პირ­ველ რიგ­ში სამ­ხრეთ კო­რე­ა­შია პირ­ვე­ლი კომ­პო­ზი­ცია. სამ­ხრეთ კო­რე­ა­ში დე­ბი­უ­ტი 2001 წელს ჰქონ­და სიმ­ღე­რით Bird, და მას მერე ად­გი­ლობ­რი­ვი მა­ყუ­რებ­ლის ფა­ვო­რი­ტია.

სამ­ხრეთ­კო­რე­ულ პოპ­სენ­სა­ცი­ად აღი­ა­რე­ბუ­ლი საის თქმით, მისი მა­გა­ლი­თი და მი­სა­ბა­ძი პი­როვ­ნე­ბა, ასე­ვე შთა­მა­გო­ნე­ბე­ლი ფრე­დი მერ­კუ­რია. ისიც აღ­ნიშ­ნა, რომ მისი ფსევ­დო­ნი­მი "ფსი­ქოს" შე­მოკ­ლე­ბაა და მისი მე­გა­ჰი­ტი სი­ნამ­დვი­ლე­ში სო­ცი­ა­ლუ­რი კრი­ტი­კა კი არ არის, არა­მედ "უბ­რა­ლოდ სი­ა­მოვ­ნე­ბა!"

Gangnam Style-ს საი თა­ვი­სი ცხოვ­რე­ბის უმ­თავ­რეს მიღ­წე­ვად და ყვე­ლა­ზე წარ­მა­ტე­ბულ ნა­ბი­ჯად მი­იჩ­ნევს.

სკან­და­ლი

საის სა­ხელს მცი­რე სკან­და­ლიც უკავ­შირ­დე­ბა - 2002 წელს მა­რი­ხუ­ა­ნის შე­ნახ­ვის­თვის და­ა­პა­ტიმ­რეს, რის გა­მოც ბა­ბუ­ის დაკ­რძალ­ვას ვერ და­ეს­წრო. მოგ­ვი­ა­ნე­ბით ინ­ტერ­ვი­უ­ში აღ­ნიშ­ნა: "ძა­ლი­ან ახ­ლოს ვი­ყა­ვი მას­თან, მაგ­რამ მისი დაკ­რძალ­ვა გა­მოვ­ტო­ვე. ამას მთე­ლი ცხოვ­რე­ბა ვი­ნა­ნებ, მას მარ­თლა ძა­ლი­ან ვუყ­ვარ­დი და დიდი ამა­გიც ჰქონ­და ჩემ­ზე, მე კი ელე­მენ­ტა­რუ­ლი რამ ვერ გა­ვუ­კე­თე".

რაც შე­ე­ხე­ბა პი­რად ცხოვ­რე­ბას, საიმ 2006 წელს იქორ­წი­ნა იუ ჰე ენზე, თა­ვის მე­გო­ბარ გო­გო­ნა­ზე, რო­მელ­საც ჯერ კი­დევ ბოს­ტო­ნის უნი­ვერ­სი­ტეტ­ში სწავ­ლის პე­რი­ოდ­ში ხვდე­ბო­და.

წყვილს ტყუ­პი ქა­ლიშ­ვი­ლი ჰყავს.

ჟურ­ნა­ლი "რე­ი­ტინ­გი"

(გა­მო­დის ორ­შა­ბა­თო­ბით)

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უძრავი ქონება საქართველოში: ეკონომიკაზე გავლენა, ტენდენციები და პროგნოზები

PSY კორეელი რეპერის რეკორდები

PSY კორეელი რეპერის რეკორდები

ეს კაცი ნამდვილი სასწაულია. გინესის რეკორდების წიგნში ოფიციალურად დააფიქსირეს მისი რეკორდი. კლიპი-ვირუსი სიმღერაზე სახელწოდებით Gangnam Style, რომელიც ისედაც უკვე აღიარეს "ვიდეოდ, რომელსაც ყველაზე მეტი მოწონება აქვს "იუთუბის" არსებობის ისტორიაში", გინესის წიგნში შევიდა შემდეგი შედეგით - 2 მილიონზე მეტი "ლაიქი" და 233 მილიონზე მეტი ნახვა.

საის სტილი

პაკ ჩე სანი 1977 წლის 31 დე­კე­მბერს დაიბადა სეულში, სამხრეთ კორეაში. მისი ფსევდონიმია საი (PSY) და ცნობილია იუმორისტული ვიდეოკლიპებითა და საკონცერტო გამოსვლებით. თუმცა ყველაზე წარმატებული და აღიარებული აღმოჩნდა მისი ზემოხსენებული სიმღერა, რომელმაც ჯასტინ ბიბერის რეკორდებიც კი მოხსნა. კლიპი 2012 წელს გამოჩნდა და მაყურებლის ფავორიტად რჩება.

მომღერალმა და სიმღერების ავ­ტორმა ბოსტონის უნივერსიტეტი და ბერკლის კოლეჯი დაამთავრა. გარდა იმისა, რომ მისი სიმღერა წარმატებული აღმოჩნდა, ასევე აიტაცეს მისი ქორეოგრაფია - მომღერალი ელემენტარულ ილეთებს აკეთებს, თითქოს ცხენს აჭენებს, ისე ცეკვავს და ასევე აცეკვებს მრავალ ადამიანს თავის კლიპში. ეს მოძრაობა საყოველთაოდ ცნობილი გახდა და მოგვიანებით რამდენიმე კონცერტზე საიმ ის ცნობილ მომღერლებთან ერთად გაიმეორა. ეგ კი არა, თვით პან გი მუნთან ერთადაც კი იცეკვა ერთ-ერთ ღონისძიებაზე.

2012 წლის სექტემბრის დასაწყისში შემსრულებელმა ამერიკულ leibl Island Records -თან კონტრაქტს მოაწერა ხელი, რომელიც მართავს მომღერლის საქმიანობას მთელ მსოფლიოში, სამხრეთ კორეის გარდა. უკვე 6 სექტემბერს კი MTV-ის ცერემონიაზეც კი მოასწრო ყოფნა ღონისძიების ერთ-ერთი ვიპსტუმრის სახით.

საის ჰიტმა Gangnam Style ასევე პირველი პოზიცია დაიკავა დიდი ბრიტანეთის ნაციონალურ ჩარტებში და ეს მიუხედავად იმისა, რომ სიმღერას კორეულ ენაზე ასრულებს. ასეთივე შედეგებს მიაღწია რეპერმა ამერიკულსა და ბევრ ევროპულ ჩარტში.

ფრედი მერკურის მიმდევარი

Gangnam Style - სალაპარაკო გამოთქმაა კორეულ ენაზე, რომელიც ფუფუნებით ცხოვრებას ნიშნავს, რო­მლითაც სეულის მდიდარი და მოდური რაიონი კანამგუ არის განთქმული. ინტერვიუში საიმ ის ბევერლი-ჰილზს შეადარა.

სიმღერა ეძღვნება "იდეალურ გოგონას, რომელმაც იცის, როდის უნდა იყოს დახვეწილი და როდის - ველური".

რეპერის ანგარიშზე ექვსი მუსიკალური ალბომია. მან უკვე გაუთქვა სახელი მსოფლიოში პოპულარულ სტილ კეი-პოპს - საცეკვაო პოპმუსიკის სამხრეთკორეულ სახესხვაობას. მის სამშობლოში ის უყვართ პაროდიული ნომრებისა და იუმორისტული სცენებისთვის. მისი მთავარი ჰიტი კი, რასაკვირველია, პირველ რიგში სამხრეთ კორეაშია პირველი კომპოზიცია. სამხრეთ კორეაში დებიუტი 2001 წელს ჰქონდა სიმღერით Bird, და მას მერე ადგილობრივი მაყურებლის ფავორიტია.

სამხრეთკორეულ პოპსენსაციად აღიარებული საის თქმით, მისი მაგალითი და მისაბაძი პიროვნება, ასევე შთამაგონებელი ფრედი მერკურია. ისიც აღნიშნა, რომ მისი ფსევდონიმი "ფსიქოს" შემოკლებაა და მისი მეგაჰიტი სინამდვილეში სოციალური კრიტიკა კი არ არის, არამედ "უბრალოდ სიამოვნება!"

Gangnam Style-ს საი თავისი ცხოვრების უმთავრეს მიღწევად და ყველაზე წარმატებულ ნაბიჯად მიიჩნევს.

სკანდალი

საის სახელს მცირე სკანდალიც უკავშირდება - 2002 წელს მარიხუანის შენახვისთვის დააპატიმრეს, რის გამოც ბაბუის დაკრძალვას ვერ დაესწრო. მოგვიანებით ინტერვიუში აღნიშნა: "ძალიან ახლოს ვიყავი მასთან, მაგრამ მისი დაკრძალვა გამოვტოვე. ამას მთელი ცხოვრება ვინანებ, მას მართლა ძალიან ვუყვარდი და დიდი ამაგიც ჰქონდა ჩემზე, მე კი ელემენტარული რამ ვერ გავუკეთე".

რაც შეეხება პირად ცხოვრებას, საიმ 2006 წელს იქორწინა იუ ჰე ენზე, თავის მეგობარ გოგონაზე, რომელსაც ჯერ კიდევ ბოსტონის უნივერსიტეტში სწავლის პერიოდში ხვდებოდა.

წყვილს ტყუპი ქალიშვილი ჰყავს.

ჟურნალი "რეიტინგი"

(გამოდის ორშაბათობით)

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება