მოზაიკა

2

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეშვიდე დღე დაიწყება 09:50-ზე, მთვარე ლომში გადაბრძანდება 15:36-ზე ისეთი საქმეები წამოიწყეთ, რომლებსაც დღესვე დაასრულებთ და სხვა დროისთვის არ გადადებთ. მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღება სხვა დროისთვის გადადეთ. ფინანსური ოპერაციების დაგეგმვასა და უძრავი ქონების ყიდვა-გაყიდვას არ გირჩევთ. კარგი დღეა მსხვილი საყიდლებისთვის. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის, სწავლისა და გამოცდების ჩასაბარებლად. უფროსთან და თანამდებობის პირებთან ნებისმიერ საქმეს მარტივად მოაგვარებთ. კარგი დღეა ფიზიკური ვარჯიშებისა და საოჯახო საქმეების შესასრულებლად. ზომიერება გმართებთ საკვებსა და სასმელში. მოერიდეთ გულის გადაღლას; ოპერაციებს გულსა და ზურგზე. შესაძლოა შეგაწუხოთ რადიკულიტმა.
სამართალი
მსოფლიო
სამხედრო
Faceამბები
სპორტი
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ნოდიკო ტატიშვილს, მგონი, შეუყვარდა...
ნოდიკო ტატიშვილს, მგონი, შეუყვარდა...

ნო­დი­კო ტა­ტიშ­ვი­ლის ახა­ლი კლი­პის პრე­მი­ე­რას მალე "რუს­თა­ვი 2"-ზე "პრო­ფილ­ში" ვი­ხი­ლავთ. გა­და­ღე­ბე­ბის ფო­ტო­ე­ბი ნო­დი­კომ წინა კვი­რას თა­ვი­სი "ფე­ის­ბუ­ქის" გვერ­დზე გა­მო­ფი­ნა. კლი­პი "კი­კა­ლა სტუ­დი­ო­ში" ერთ დღე­ში გა­და­ი­ღეს. რე­ჟი­სორ ზაზა ორაშ­ვილ­თან ნო­დი­კოს ად­რეც უმუ­შა­ვია. ზაზა ქარ­თულ შო­უ­ბიზ­ნეს­ში საკ­მა­ოდ ცნო­ბი­ლი რე­ჟი­სო­რია და ბევ­რი კლი­პი აქვს გა­და­ღე­ბუ­ლი. რო­გორც რე­ჟი­სო­რი ამ­ბობს, ნო­დი­კოს ახალ ვი­დე­ოს კონ­კრე­ტუ­ლი ში­ნა­არ­სი არ ექ­ნე­ბა, აქ ჩანს თა­ვად მომ­ღე­რა­ლი და სამი ლა­მაზ­მა­ნი - კრის­ტი ყიფ­ში­ძე, რუსა ჩა­ჩუა და ნინა ფო­ცხიშ­ვი­ლი. მინ­და, თქვე­ნი ყუ­რა­დღე­ბა ამ გო­გო­ნა­ზე გა­ვა­მახ­ვი­ლო, რო­მე­ლიც ძა­ლი­ან ჰგავს ჩი­ნელს, მაგ­რამ ქარ­თვე­ლია, ქარ­თუ­ლი სა­ხელ-გვა­რით. ნი­ნას დედა ჰყავს ჩი­ნე­ლი. ასე­თი გა­რეგ­ნო­ბის გამო 13 წლის მო­დე­ლი სხვე­ბის­გან უკვე გა­მო­ირ­ჩე­ვა, ძა­ლი­ან ფო­ტო­გე­ნუ­რი და ტე­ლე­გე­ნუ­რი გახ­ლავთ და ნო­დი­კოს კლი­პის­თვის კრის­ტი ყიფ­ში­ძემ იპო­ვა.

ნო­დი­კო ტა­ტიშ­ვი­ლი:

- სიმ­ღე­რა მა­ი­კო კა­ჭ­კა­ჭიშ­ვილს ეკუთ­ვნის, ტექ­სტი დათო ფორჩხი­ძეს, სიმ­ღე­რის სა­ხელ­წო­დე­ბაა "მინ­და შენ­თან" და ის ჩემს ალ­ბომ­ში შე­ვი­და. არან­ჟი­რე­ბა ბო­რი­კო შხი­ანს ეკუთ­ვნის და "სანო სტუ­დი­ა­ში" ჩავ­წე­რე.

- კლი­პის წყო­ბა­ში ჩა­ე­რიე?

- არა, სა­ერ­თოდ არ ჩავ­რე­ულ­ვარ, რად­გან ზაზა ორაშ­ვილს ვენ­დო­ბი და თა­ნაც, წი­ნას­წარ ვი­ცო­დი, რას ამ­ზა­დებ­და. ვიცი, თუკი აკე­თებს, ღი­რე­ბულს აკე­თებს.

- იმ გო­გო­ნა­ზე რას იტყვი, ძა­ლი­ან გან­სხვა­ვე­ბუ­ლი გა­რეგ­ნო­ბა რომ აქვს?

- გან­სხვა­ვე­ბუ­ლი კი არა, მგო­ნი, შე­მიყ­ვარ­და (იცი­ნის)... უბ­რა­ლოდ პა­ტა­რაა, ძა­ლი­ან, 13 წლი­საა. ნინა ფო­ცხიშ­ვილს ვე­ძებ­დით და ბო­ლოს ვი­პო­ვეთ, კრის­ტი ყიფ­ში­ძემ და­უ­რე­კა.

- თქვენს იმიჯ­ზე ვინ იზ­რუ­ნა?

- ლადო ბო­კუ­ჩა­ვამ რე­ჟი­სორ­თან ერ­თად. გო­გო­ნებს ვი­ზა­ჟი ლა­დომ გა­უ­კე­თა, ბი­ჭებს - მაკა შა­ვერ­დაშ­ვილ­მა.

- რა ხდე­ბო­და გა­და­ღე­ბებ­ზე?

- დი­ლას ათი­დან და­ვი­წყეთ გა­და­ღე­ბა და სა­ღა­მოს 11 სა­ათ­ზე და­ვამ­თავ­რეთ. არა­ფე­რი გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი არ მომ­ხდა­რა, ერ­თა­დერ­თი, ერთი ამ­ბა­ვი და სი­ცი­ლი იყო იმა­ზე, რომ გო­გო­ნებს ტექ­სტის­თვის უნდა აე­ყო­ლე­ბი­ნათ პირი, სი­ტყვე­ბი კარ­გად არ იცოდ­ნენ და ამა­ზე ვიმ­ხი­ა­რუ­ლეთ ძა­ლი­ან ბევ­რი (იღი­მე­ბა).

DJ ბუკ­ლე

ჟურ­ნა­ლი "რე­ი­ტინ­გი"

(გა­მო­დის ორ­შა­ბა­თო­ბით)

ეკატერინე
0

ნუ შეგვაღონეთ რააააააააააააა..

ნოდიკო ტატიშვილს, მგონი, შეუყვარდა...

ნოდიკო ტატიშვილს, მგონი, შეუყვარდა...

ნოდიკო ტატიშვილის ახალი კლიპის პრემიერას მალე "რუსთავი 2"-ზე "პროფილში" ვიხილავთ. გადაღებების ფოტოები ნოდიკომ წინა კვირას თავისი "ფეისბუქის" გვერდზე გამოფინა. კლიპი "კიკალა სტუდიოში" ერთ დღეში გადაიღეს. რეჟისორ ზაზა ორაშვილთან ნოდიკოს ადრეც უმუშავია. ზაზა ქართულ შოუბიზნესში საკმაოდ ცნობილი რეჟისორია და ბევრი კლიპი აქვს გადაღებული. როგორც რეჟისორი ამბობს, ნოდიკოს ახალ ვიდეოს კონკრეტული შინაარსი არ ექნება, აქ ჩანს თავად მომღერალი და სამი ლამაზმანი - კრისტი ყიფშიძე, რუსა ჩაჩუა და ნინა ფოცხიშვილი. მინდა, თქვენი ყურადღება ამ გოგონაზე გავამახვილო, რომელიც ძალიან ჰგავს ჩინელს, მაგრამ ქართველია, ქართული სახელ-გვარით. ნინას დედა ჰყავს ჩინელი. ასეთი გარეგნობის გამო 13 წლის მოდელი სხვებისგან უკვე გამოირჩევა, ძალიან ფოტოგენური და ტელეგენური გახლავთ და ნოდიკოს კლიპისთვის კრისტი ყიფშიძემ იპოვა.

ნოდიკო ტატიშვილი:

- სიმღერა მაიკო კაჭკაჭიშვილს ეკუთვნის, ტექსტი დათო ფორჩხიძეს, სიმღერის სახელწოდებაა "მინდა შენთან" და ის ჩემს ალბომში შევიდა. არანჟირება ბორიკო შხიანს ეკუთვნის და "სანო სტუდიაში" ჩავწერე.

- კლიპის წყობაში ჩაერიე?

- არა, საერთოდ არ ჩავრეულვარ, რადგან ზაზა ორაშვილს ვენდობი და თანაც, წინასწარ ვიცოდი, რას ამზადებდა. ვიცი, თუკი აკეთებს, ღირებულს აკეთებს.

- იმ გოგონაზე რას იტყვი, ძალიან განსხვავებული გარეგნობა რომ აქვს?

- განსხვავებული კი არა, მგონი, შემიყვარდა (იცინის)... უბრალოდ პატარაა, ძალიან, 13 წლისაა. ნინა ფოცხიშვილს ვეძებდით და ბოლოს ვიპოვეთ, კრისტი ყიფშიძემ დაურეკა.

- თქვენს იმიჯზე ვინ იზრუნა?

- ლადო ბოკუჩავამ რეჟისორთან ერთად. გოგონებს ვიზაჟი ლადომ გაუკეთა, ბიჭებს - მაკა შავერდაშვილმა.

- რა ხდებოდა გადაღებებზე?

- დილას ათიდან დავიწყეთ გადაღება და საღამოს 11 საათზე დავამთავრეთ. არაფერი განსაკუთრებული არ მომხდარა, ერთადერთი, ერთი ამბავი და სიცილი იყო იმაზე, რომ გოგონებს ტექსტისთვის უნდა აეყოლებინათ პირი, სიტყვები კარგად არ იცოდნენ და ამაზე ვიმხიარულეთ ძალიან ბევრი (იღიმება).

DJ ბუკლე

ჟურნალი "რეიტინგი"

(გამოდის ორშაბათობით)