საზოგადოება
მსოფლიო

21

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის ოცდამესამე დღე დაიწყება 04:35-ზე, მთვარე მერწყულში იქნება 03:21-დან კარგი დღეა ძველი საქმეების დასასრულებლად. ახლებს ნუ წამოიწყებთ. ნუ განახორციელებთ სერიოზულ ფინანსურ ოპერაციებს. სწავლისთვის ნეიტრალური დღეა. უმჯობესია ეს დღე განმარტოებით, ბუნებაში გაატაროთ. მაქსიმალურად შეამცირეთ კონტაქტები, გულითადი საუბრები. მოერიდეთ ხელმძღვანელობასთან კონფლიქტს. სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. გათავისუფლდით უსარგებლო ნივთებისგან. გაფრთხილდით, მოსალოდნელია ტრავმები და მოტეხილობები. არ დაძაბოთ და გადაღალოთ თვალები.
სამხედრო
პოლიტიკა
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
წიგნები
Faceამბები
მეცნიერება
თვის კითხვადი სტატიები
რთული არჩევანი
რთული არჩევანი

გა­დავ­წყვი­ტე, ჩემი ორ­მა­გი ცხოვ­რე­ბის შე­სა­ხებ გი­ამ­ბოთ. თუ მო­ა­ხერ­ხებთ და და­მი­ბეჭ­დავთ, გა­მა­ხა­რებთ. თუ არა და, მა­გა­საც გა­გი­გებთ. ვერ ვი­ტყვი, რომ უსიყ­ვა­რუ­ლოდ გავ­თხოვ­დი ან ყვე­ლა­ზე უა­რე­სი ხა­სი­ა­თი ჩემს ქმარს ჰქონ­და. უბ­რა­ლოდ, არ იყო ისე­თი, რომ მას­ზე დაყ­რდნო­ბა ყვე­ლა მო­მენ­ტში შემ­ძლე­ბო­და. თუ რამე პრობ­ლე­მა იყო, ვე­რა­ვის­თან მი­ვი­დო­და, არ იცო­და, გა­მო­უ­ვალ სი­ტუ­ა­ცი­ა­ში რა უნდა ექნა და მე გად­მო­მა­ბა­რებ­და ხოლ­მე. ამა­სო­ბა­ში გა­ვი­და 3 წელი და ორი პა­ტა­რაც შეგ­ვე­ძი­ნა.

ბიზ­ნე­სი წა­მო­ი­წყო, მაგ­რამ ჩა­უ­ვარ­და. დავ­რჩით ჩემი ხელ­ფა­სის იმედ­ზე, რაც ბავ­შვებ­საც კი არ ჰყოფ­ნი­დათ. თუ აქამ­დე ვით­მენ­დი მის უმოქ­მე­დო­ბას, ახლა უკვე ვი­თხოვ­დი, გან­ძრე­უ­ლი­ყო და ოჯა­ხის­თვის მი­ე­ხე­და, მაგ­რამ ის მთე­ლი დღე არ­ხე­ი­ნად დი­ვან­ზე იყო წა­მო­წო­ლი­ლი და ნე­ბივ­რობ­და და ჩა­თა­ობ­და. ეს სულ მა­გი­ჟებ­და და უფრო ამ­წვა­ვებ­და სი­ტუ­ა­ცი­ას. მოვ­თხო­ვე, ბავ­შვე­ბი სო­ფელ­ში წა­ეყ­ვა­ნა დე­და­მის­თან დრო­ე­ბით და თვი­თო­ნაც ემუ­შა­ვა. და­მი­ჯე­რა, გზის ფული მი­ვე­ცი, გა­ვა­ცი­ლე და... რამ­დე­ნი­მე სა­ათ­ში და­მი­რე­კა, - ჩა­ვე­დით ჩვენ, შენ კი ბავ­შვებს ვე­ღარ ნა­ხა­ვო. გა­და­ვი­რიე, მაგ­რამ დე­და­ჩემ­მა და­მამ­შვი­და, - მალე თვი­თონ­ვე და­გი­რე­კავს, რომ ბავ­შვე­ბი წა­მო­იყ­ვა­ნოო. მეც და­ვე­ლო­დე მოვ­ლე­ნე­ბის გან­ვი­თა­რე­ბას. ამა­სო­ბა­ში გა­ვი­ცა­ნი პი­როვ­ნე­ბა, რო­მე­ლიც გვერ­დით და­მიდ­გა და ეს ყვე­ლა­ფე­რი გა­და­მა­ტა­ნი­ნა.

მარ­ტო არ მტო­ვებ­და, ატი­რე­ბულს ბავ­შვე­ბის სუ­რათს ხე­ლი­დან მარ­თმევ­და, - მალე შენ­თან იქ­ნე­ბი­ა­ნო. მარ­თლაც, ვაჟ­ბა­ტონ­მა ბავ­შვე­ბი და­მიბ­რუ­ნა, - იქ სო­ფე­ლია და ბავ­შვე­ბი ბაღ­ში ვერ ივ­ლი­ან, შენ­თან იყ­ვნენ და მე და­გეხ­მა­რე­ბიო. სხვა ბი­ნა­ში გა­და­ვე­დით მე, ბავ­შვე­ბი და ჩემი სიყ­ვა­რუ­ლი და ვცხოვ­რობ­დით ბედ­ნი­ე­რად, თუმ­ცა, ერთ და­წყევ­ლილ დღეს ჩემი ერ­თა­დერ­თი ჯარ­ში წა­იყ­ვა­ნეს და იცით, რა­ტომ? - მე რომ დავ­შო­რე­ბო­დი, იმი­ტომ. მა­მა­მის­მა სხვა ვე­რა­ფე­რი მო­ი­ფიქ­რა და... არა­და, ვიცი, იქ ვერ გაძ­ლებს, სუ­ლი­ე­რად გა­ნად­გუ­რე­ბუ­ლი დაბ­რუნ­დე­ბა. უღირს კი მის მშობ­ლებს ჩემი და­შო­რე­ბა შვი­ლის ავად­მყო­ფო­ბად? მი­ვე­დი მა­მა­მის­თან და ვთხო­ვე - ოღონდ მა­გას ნუ გა­უშ­ვებთ და პი­რო­ბას გაძ­ლევთ, დავ­შორ­დე­ბი-მეთ­ქი. სულ ტყუ­ი­ლად, - რე­აქ­ცია არ ჰქო­ნია. დღეს მე და მე­უღ­ლე ერთ სახ­ლში ვცხოვ­რობთ, თა­ვად შე­მომ­თა­ვა­ზა შე­რი­გე­ბა და უარი არ მით­ქვამს. მე პა­რა­ლე­ლუ­რად, ყო­ველ კვი­რას დავ­დი­ვარ ნა­წილ­ში მის სა­ნა­ხა­ვად, მე­უღ­ლეს კი ვა­ტყუ­ებ, რომ სამ­სა­ხუ­რის საქ­მე­ზე დავ­დი­ვარ-მეთ­ქი. ის ცდი­ლობს, და­ნა­შა­უ­ლი გა­მო­ის­ყი­დოს, მაგ­რამ ეს უფრო მა­ღი­ზი­ა­ნებს და ნერ­ვებს მიშ­ლის. მისი ზედ­მე­ტი ყუ­რა­დღე­ბა აუ­ტა­ნე­ლია.

მე ხომ მხო­ლოდ ჩემს სიყ­ვა­რულ­ზე ვფიქ­რობ. მთე­ლი უბე­დუ­რე­ბა კი ისაა, რომ ვერც მას ვუმ­ხელ, მე­უღ­ლეს­თან რომ ვცხოვ­რობ. მარ­თა­ლია, სხვა­დას­ხვა ოთახ­ში გვძი­ნავს, მაგ­რამ ეს მა­ინც ძნე­ლი იქ­ნე­ბა მის­თვის. ასე მი­წევს და ვთა­მა­შობ კი­დეც, ორ­მაგ თა­მაშს და ამის გამო მარ­თლა ძა­ლი­ან ვწუხ­ვარ. ყვე­ლას მთე­ლი გუ­ლით ვთხოვ პა­ტი­ე­ბას. უბ­რა­ლოდ, ის მარ­თლა მთე­ლი გუ­ლით მიყ­ვარს და ამ სიყ­ვა­რულ­ზე უარს ვერ ვი­ტყვი და კი­დევ ერთი: ყვე­ლას გირ­ჩევთ, არა­ვის გამო არ თქვათ უარი თქვენს სიყ­ვა­რულ­ზე. და­მი­ჯე­რეთ, ის მარ­თლა ერთხელ მო­დის.

უც­ნო­ბი, 25 წლის.

ქეთი
0

ყველაფერი ძალიან კარგად მესმის,გასაგებია თქვენი მდგომარეობა და ემოცია,მაგრამ როგორც ერთი ჩვეულებრივი მკითხველი ,კეთილი რჩევა მინდა მოგცეთ.ვფიქრობ,მართლაც რთულ სიტუაციაში ხართ,როგორც თქვენ აღნიშნეთ ,ორმაგი ცხოვრება ადვილი ნამდვილად არ არის,/

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

ძალიან კარგად მესმის თქვენი მდგომარეობა და ემოცია,მაგრამ როგორც ერთ ჩვეულებრივ მკითხველს,გამიჩნდა სურვილი ,კეთილი და მეგობრული რევა მოგცეთ,რთულ სიტუაციაში,რომ იმყოფებით ეს ცხადია,როგორც თქვენ აღნიშნეთ,ორმაგი ცხოვრებაც,რომ ადვილი რ არის ესეც თავისთავად ცხადია,მაგრამ დამიჯერეთ , გამოუვალი მდგომარეობა არ არსებობს,ყოველთვის არსებობს გამოსავალი,საკმაოდ მოწიფლ ასაკში ხართ,იმისათვის,რომ მიხვდეთ,რა არის თქვენთვის და თქვენი მომავლისთვის მშვიდი ცხოვრების გარანტი,ვფიქრობ დაფიქრება გმართებთ,სწორი არჩევანი გააკეთოთ,იმისთვის,რომ მომავალში კიდევ უფრო მეტი ტკივილი არ მოგაყენოთ ამ ურთიერთობებმა,თუ თქვენი საყვარელი ადამიანის ოჯახის წევრები სასტიკი წინააღმდეგები არიან თვენი ურთიერთობების,ეს აუცილებლად დაგაყენებთ მომავალში ძალიან დიდი პრობლემის წინაშე,იქნებ მეუღლესთან მოაგვაროთ მშვიდად ურთიერთობები და მშჰვიდობიანად დაშორდეთ,მითუმეტეს თუ ერთმანეთან აღარ გაკავშირებთ ცოლქმრული მოვალეობები ,გრძნობა მითუმეტეს,ცხოვრება ამით არ სრულდება,აუცილებლად გამოჩნდება თქვენს ცხოვრებაში ვინმე ღირსეული ადამიანი,რომლის ოჯახიც ისეთს მიგიღებს როგორიც ხართ,არ ხართ იმ ასაკში,რომ მომავლის იმედი დაკარგოთ:)))))))))) თქვენი კეთილის მსურველი ქეთი <3

 

 

რთული არჩევანი

რთული არჩევანი

გადავწყვიტე, ჩემი ორმაგი ცხოვრების შესახებ გიამბოთ. თუ მოახერხებთ და დამიბეჭდავთ, გამახარებთ. თუ არა და, მაგასაც გაგიგებთ. ვერ ვიტყვი, რომ უსიყვარულოდ გავთხოვდი ან ყველაზე უარესი ხასიათი ჩემს ქმარს ჰქონდა. უბრალოდ, არ იყო ისეთი, რომ მასზე დაყრდნობა ყველა მომენტში შემძლებოდა. თუ რამე პრობლემა იყო, ვერავისთან მივიდოდა, არ იცოდა, გამოუვალ სიტუაციაში რა უნდა ექნა და მე გადმომაბარებდა ხოლმე. ამასობაში გავიდა 3 წელი და ორი პატარაც შეგვეძინა.

ბიზნესი წამოიწყო, მაგრამ ჩაუვარდა. დავრჩით ჩემი ხელფასის იმედზე, რაც ბავშვებსაც კი არ ჰყოფნიდათ. თუ აქამდე ვითმენდი მის უმოქმედობას, ახლა უკვე ვითხოვდი, განძრეულიყო და ოჯახისთვის მიეხედა, მაგრამ ის მთელი დღე არხეინად დივანზე იყო წამოწოლილი და ნებივრობდა და ჩათაობდა. ეს სულ მაგიჟებდა და უფრო ამწვავებდა სიტუაციას. მოვთხოვე, ბავშვები სოფელში წაეყვანა დედამისთან დროებით და თვითონაც ემუშავა. დამიჯერა, გზის ფული მივეცი, გავაცილე და... რამდენიმე საათში დამირეკა, - ჩავედით ჩვენ, შენ კი ბავშვებს ვეღარ ნახავო. გადავირიე, მაგრამ დედაჩემმა დამამშვიდა, - მალე თვითონვე დაგირეკავს, რომ ბავშვები წამოიყვანოო. მეც დაველოდე მოვლენების განვითარებას. ამასობაში გავიცანი პიროვნება, რომელიც გვერდით დამიდგა და ეს ყველაფერი გადამატანინა.

მარტო არ მტოვებდა, ატირებულს ბავშვების სურათს ხელიდან მართმევდა, - მალე შენთან იქნებიანო. მართლაც, ვაჟბატონმა ბავშვები დამიბრუნა, - იქ სოფელია და ბავშვები ბაღში ვერ ივლიან, შენთან იყვნენ და მე დაგეხმარებიო. სხვა ბინაში გადავედით მე, ბავშვები და ჩემი სიყვარული და ვცხოვრობდით ბედნიერად, თუმცა, ერთ დაწყევლილ დღეს ჩემი ერთადერთი ჯარში წაიყვანეს და იცით, რატომ? - მე რომ დავშორებოდი, იმიტომ. მამამისმა სხვა ვერაფერი მოიფიქრა და... არადა, ვიცი, იქ ვერ გაძლებს, სულიერად განადგურებული დაბრუნდება. უღირს კი მის მშობლებს ჩემი დაშორება შვილის ავადმყოფობად? მივედი მამამისთან და ვთხოვე - ოღონდ მაგას ნუ გაუშვებთ და პირობას გაძლევთ, დავშორდები-მეთქი. სულ ტყუილად, - რეაქცია არ ჰქონია. დღეს მე და მეუღლე ერთ სახლში ვცხოვრობთ, თავად შემომთავაზა შერიგება და უარი არ მითქვამს. მე პარალელურად, ყოველ კვირას დავდივარ ნაწილში მის სანახავად, მეუღლეს კი ვატყუებ, რომ სამსახურის საქმეზე დავდივარ-მეთქი. ის ცდილობს, დანაშაული გამოისყიდოს, მაგრამ ეს უფრო მაღიზიანებს და ნერვებს მიშლის. მისი ზედმეტი ყურადღება აუტანელია.

მე ხომ მხოლოდ ჩემს სიყვარულზე ვფიქრობ. მთელი უბედურება კი ისაა, რომ ვერც მას ვუმხელ, მეუღლესთან რომ ვცხოვრობ. მართალია, სხვადასხვა ოთახში გვძინავს, მაგრამ ეს მაინც ძნელი იქნება მისთვის. ასე მიწევს და ვთამაშობ კიდეც, ორმაგ თამაშს და ამის გამო მართლა ძალიან ვწუხვარ. ყველას მთელი გულით ვთხოვ პატიებას. უბრალოდ, ის მართლა მთელი გულით მიყვარს და ამ სიყვარულზე უარს ვერ ვიტყვი და კიდევ ერთი: ყველას გირჩევთ, არავის გამო არ თქვათ უარი თქვენს სიყვარულზე. დამიჯერეთ, ის მართლა ერთხელ მოდის.

უცნობი, 25 წლის.

მტანჯველი და ტანჯულა

აღდგენილი პატიოსნება

"ბედნიერი" სამსახური