მინდა მეც ვთქვა ორიოდე სიტყვა ორმაგ ცხოვრებაზე. რა ცუდია, ორმაგი ცხოვრება... ერთი ჩემი თანასოფლელი გიგა თამთას ხვდებოდა. მათი ურთიერთობის შესახებ არავინ იცოდა. გიგა ბევრ რამეს ჰპირდებოდა, მაგრამ დაპირება დაპირებად რჩებოდა. თამთას კი ძალიან უყვარდა ბიჭი. გიგას ამასობაში სხვა შეყვარებულიც ჰყავდა, რომლის ცოლად მოყვანასაც მართლა აპირებდა, მაგრამ გაიგო, რომ თამთა ორსულად იყო.
ბიჭმა იფიქრა, მატყუებს, უნდა, რომ ცოლად მოვიყვანოო და ტელეფონის ნომერი გამოცვალა. თამთამ მისამართი არ იცოდა, მაგრამ ძალიან მოინდომა, საიდანღაც გაიგო გიგას ადგილსამყოფელი და უზარმაზარი მუცლით დაადგა თავზე. გიგა ამასობაში საქორწილოდ ემზადებოდა და ორსული თამთა რომ დაინახა, თავზარი დაეცა. გოგოს კვლავ ტყუილებით გამოუტენა თავი. უთხრა, - ჯარში, კარანტინში ვიყავი, ვაზიანში, მანდ კი იცი, რომ ტელეფონის შეტანა არ შეიძლება და მაგიტომ ვერ შეგეხმიანეო. საწყალმა თამთამ დაიჯერა. გიგას მაინც არ სჯეროდა, თამთა მისგან რომ ელოდა შვილს და არც უნდოდა დაეჯერებინა. ამჯობინა, ფულად კომპენსაციაზე დაეთანხმებინა გოგო. პაკეტში გარკვეული თანხა და წერილი ჩადო და გაუგზავნა.
ცოტა ხანში შეყვარებულს დაურეკა. კარგა ხანს ილაპარაკეს და გიგას სულ გადაავიწყდა თამთა. რამდენიმე ხანში კი ქორწილიც დაგეგმა. დიდი ზეიმი გამართეს, 300 კაცი მიიწვიეს... ის იყო, სიძე-პატარძალს ტორტი უნდა გაეჭრა, რომ უეცრად ჩოჩქოლი ატყდა. 7 თვის ფეხმძიმე თამთა ფეხით სიარულს დაეღალა და ძლივს სუნთქავდა. ხელში ის პაკეტი ეჭირა, რომელიც გიგამ გაუგზავნა. ხალხი განზე გადგა. გიგამ ფეხმძიმე ქალს რომ მოჰკრა თვალი, გაფითრდა. თამთამ ფული სახეში შეაყარა და პატარძალს დაწვრილებით მოუყვა ქმრის უნამუსობის შესახებ. მან ქმარი მიატოვა და თამთას უკან გაჰყვა, რომ დაემშვიდებინა. დარჩა ორი კურდღლის მდევარი გიგა მარტო.
ევეტ ბოი.