პოლიტიკა
სამართალი
სპორტი

2

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეექვსე დღე დაიწყება 08:23-ზე, მთვარე კირჩხიბშია მოაგვარეთ წვრილ-წვრილი საქმეები. სერიოზულები სხვა დროისთვის გადადეთ. კარგი დღეა კოლექტიური მუშაობისთვის, ბიზნესისთვის. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. თუ არ გეჩქარებათ, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხები სხვა დღისთვის გადადეთ. ნეიტრალური დღეა ვაჭრობისა და სასამართლო საქმეებისთვის. კარგი დღეა სწავლისა და გამოცდების ჩასაბარებლად; ურთიერთობის გარჩევისათვის; ქორწინების, ნიშნობისთვის. ნეიტრალურია სამსახურის, საქმიანობის, საცხოვრებლის შეცვლა. მოერიდეთ ალკოჰოლს, ქიმიური პრეპარატების მიღებას. ნუ მიირთმევთ მძიმე საკვებს.
საზოგადოება
მსოფლიო
მოზაიკა
მეცნიერება
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
თაკო აბაშიძე დედის ამპლუაში
თაკო აბაშიძე დედის ამპლუაში

მსა­ხი­ო­ბი თაკო აბა­ში­ძე რამ­დე­ნი­მე თვის წინ დედა გახ­და. ამ­ბობს, რომ ულა­მა­ზეს­მა პა­ტა­რა ან­გე­ლოზ­მა მისი ცხოვ­რე­ბა რა­დი­კა­ლუ­რად შეც­ვა­ლა. სა­ზო­გა­დო­ე­ბის ნა­წი­ლი მი­იჩ­ნევს, რომ თა­ვის დრო­ზე თა­კომ, რო­გორც მსა­ხი­ობ­მა, "უც­ნა­უ­რი" გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა მი­ი­ღო. ამ­ბო­ბენ, - მის ად­გი­ლას ბევ­რი უარს იტყო­და სიყ­ვა­რულ­ზე, მაგ­რამ - არა მა­ტე­რი­ა­ლურ კე­თილ­დღე­ო­ბა­ზე, თა­კომ კი არ­ჩე­ვა­ნი საყ­ვა­რელ ადა­მი­ან­ზე გა­ა­კე­თა და სა­ზღვარ­გა­რე­თი­დან მი­ღე­ბულ საკ­მა­ოდ კარგ შე­მო­თა­ვა­ზე­ბებ­ზე უარი თქვაო.

- პა­ტა­რას სა­ხე­ლი ვინ შე­ურ­ჩია? ალ­ბათ, წმინ­და ბარ­ბა­რეს პა­ტივ­სა­ცე­მად და­არ­ქვით, არა?

- დიახ, ასეა! თან, ეს სა­ხე­ლი არა მარ­ტო მე, არა­მედ ლა­შას - ჩემს მე­უღ­ლე­საც მოს­წონ­და. გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა ერ­თობ­ლი­ვად მი­ვი­ღეთ.

- ბარ­ბა­რე რო­გო­რი გო­გო­ნაა?

- სა­ოც­რად ჭკვი­ა­ნია; ისე­თი აზ­რი­ა­ნი თვა­ლე­ბი აქვს, რომ ზოგ­ჯერ მგო­ნია, რა­საც ვე­უბ­ნე­ბი, ყვე­ლა­ფე­რი ეს­მის... ძა­ლი­ან რთუ­ლი მშო­ბი­ა­რო­ბა მქონ­და და მე­გო­ნა, ვერ გა­დავ­რჩე­ბო­დი. სა­ბედ­ნი­ე­როდ, ყვე­ლა­ფე­რი კარ­გად დამ­თავ­რდა. ჩემს გო­გო­ნას მთე­ლი სამ­შო­ბი­ა­რო იც­ნობ­და - ბარ­ბა­რე იყო ერ­თა­დერ­თი ბავ­შვიsalesland.ge - ფას­დაკ­ლე­ბე­ბისsalesland.ge - ფას­დაკ­ლე­ბე­ბის სამ­ყა­რო! სამ­ყა­რო!, რო­მე­ლიც სა­ერ­თოდ არ ტი­რო­და. ექთა­ნე­ბი მე­უბ­ნე­ბოდ­ნენ: გა­ო­ცე­ბუ­ლე­ბი ვართ. ისე იქ­ცე­ვა, თით­ქოს გრძნობს, რომ დედა ცუ­დად ჰყავ­სო. ჩემ­თან პირ­ვე­ლად რომ მო­იყ­ვა­ნეს, დიდი ადა­მი­ა­ნი­ვით, მო­მაშ­ტერ­და და ისე და­მაკ­ვირ­და, თით­ქოს მა­საც ისე­ვე აინ­ტე­რე­სებ­და ჩემი და­ნახ­ვა, რო­გორც მე. მოკ­ლედ, სა­ო­ცა­რი ბავ­შვია...

- ქარ­თუ­ლი ტრა­დი­ცი­ე­ბი მოგ­წონს?

- ტრა­დი­ცი­ას გა­აჩ­ნია: ზო­გი­ერ­თი მათ­გა­ნი მომ­წონს, ზოგი - არა. თუმ­ცა, დრო­ის სვლას­თან ერ­თად, ყვე­ლა ტრა­დი­ცია ფორ­მას იც­ვლის და სა­ბო­ლო­ოდ, მის­გან რჩე­ბა ის, რა­საც სა­ზო­გა­დო­ე­ბა შე­და­რე­ბით ღი­რე­ბუ­ლად მი­იჩ­ნევს...

- ხში­რად წყვი­ლე­ბი შვი­ლებს წი­ნაპ­რე­ბის სა­ხე­ლებს არ­ქმე­ვენ. შენ ან შენს მე­უღ­ლეს დე­დის ან სხვა რო­მე­ლი­მე ახ­ლო­ბე­ლი ადა­მი­ა­ნის სა­ხე­ლის დარ­ქმე­ვის სურ­ვი­ლი არ გაგ­ჩე­ნი­ათ?

- ეს ტრა­დი­ცია იმ ტრა­დი­ცი­ა­თა რი­ცხვში შე­დის, რო­მე­ლიც არ მომ­წონს; ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბე­ბი­სა და სუ­ლი­ე­რე­ბის რღვე­ვად მი­მაჩ­ნია ის ფაქ­ტი, რო­დე­საც მე­ო­რე ნა­ხე­ვა­რი გა­ვალ­დე­ბუ­ლებს, სა­კუ­თარ შვილს ის კი არ და­არ­ქვა, რაც შენ გინ­და (ან სუ­ლაც, თა­ვად უნდა), არა­მედ ის, რაც მის ან შენს მშო­ბელს ჰქვია. არ მეს­მის, რა­ტომ უნდა გა­ა­კე­თო მსგავ­სი რამ? რა­ტომ უნდა ატა­როს ბავ­შვმა ბე­ბი­ის ან ბა­ბუ­ის სა­ხე­ლი და ამით გარ­კვე­ულ­წი­ლად, მისი ცხოვ­რე­ბაც და­ი­ბე­დოს?! მერ­წმუ­ნეთ, მშობ­ლის პა­ტი­ვის­ცე­მა მსგავს რა­ღა­ცებ­ში სრუ­ლე­ბით არ გა­მო­ი­ხა­ტე­ბა.

- ცრუ­მორ­წმუ­ნე ხარ?

- ცრუ­მორ­წმუ­ნე არ ვარ, მაგ­რამ ძა­ლი­ან ხში­რად, რა­ღა­ცებს წი­ნას­წარ ვგრძნობ.

- ამ­ბო­ბენ, ბავ­შვიsalesland.ge - ფას­დაკ­ლე­ბე­ბისsalesland.ge - ფას­დაკ­ლე­ბე­ბის სამ­ყა­რო! სამ­ყა­რო! 40 დღის გან­მავ­ლო­ბა­ში არა­ვინ უნდა ნა­ხოს და ახალ­ბე­და დე­დის გა­რეთ გას­ვლაც არ შე­იძ­ლე­ბაო. ეს წესი და­ი­ცა­ვით?

- არ მიყ­ვარს, რო­დე­საც ადა­მი­ა­ნე­ბი ცხოვ­რე­ბას ირ­თუ­ლე­ბენ, რა­ღა­ცებს იგო­ნე­ბენ და მერე ამას ჩვენც გვი­წე­სე­ბენ. პი­რა­დად მე, სამ­შო­ბი­ა­რო­დან გა­მო­ვე­დი თუ არა, მა­შინ­ვე აგა­რაკ­ზე - მუ­ხა­თწყა­რო­ში წა­ვე­დი და იქ მო­სულ სტუმ­რებ­საც მშვე­ნივ­რად გა­ვუ­მას­პინ­ძლდი. მი­უ­ხე­და­ვად ამი­სა, ჩვენს ოჯახს არა­ნა­ი­რი პრობ­ლე­მა არ შეჰ­ქმნია. 40 დღე სახ­ლში რომ ჩა­ვი­კე­ტო, ეს ჩემ­თვის უდი­დე­სი სტრე­სი იქ­ნე­ბა.

- იმა­საც ამ­ბო­ბენ, - სა­ბავ­შვო ნივ­თე­ბის წი­ნას­წარ შე­ძე­ნა არ შე­იძ­ლე­ბაო. ბარ­ბა­რეს სა­ჭი­რო ნივ­თე­ბი რო­დის უყი­დე?

- სა­წო­ლი, "კა­ლი­ას­კა", ტან­საც­მე­ლი - ეს ყვე­ლა­ფე­რი ბარ­ბის და­ბა­დე­ბამ­დე შე­ვი­ძი­ნე. ვფიქ­რობ, ამა­ზე ყვე­ლა დე­დამ წი­ნას­წარ უნდა იზ­რუ­ნოს. აბა, ის არის კარ­გი, სა­ჭი­რო ნივ­თე­ბის შე­სა­ძე­ნად ბავ­შვისsalesland.ge - ფას­დაკ­ლე­ბე­ბისsalesland.ge - ფას­დაკ­ლე­ბე­ბის სამ­ყა­რო! სამ­ყა­რო! და­ბა­დე­ბის შემ­დეგ რომ დარ­ბი­ან?!.

- შვი­ლის მოვ­ლა­ში მე­უღ­ლე გეხ­მა­რე­ბა?

- კი, ლაშა ყვე­ლა­ფერ­ში მეხ­მა­რე­ბა!

- კა­ცებს ხში­რად თოთო ბავ­შვისsalesland.ge - ფას­დაკ­ლე­ბე­ბისsalesland.ge - ფას­დაკ­ლე­ბე­ბის სამ­ყა­რო! სამ­ყა­რო! ხელ­ში აყ­ვა­ნის ეში­ნი­ათ. უფრო მე­ტიც, ზოგ­ჯერ დე­დებ­საც ეში­ნი­ათ პა­ტა­რის ხელ­ში აყ­ვა­ნის - აქა­ო­და, რა­ი­მე არ ვატ­კი­ნოო... ვიდ­რე ბარ­ბა­რე და­ი­ბა­დე­ბო­და, თოთო ბავ­შვიsalesland.ge - ფას­დაკ­ლე­ბე­ბისsalesland.ge - ფას­დაკ­ლე­ბე­ბის სამ­ყა­რო! სამ­ყა­რო! ხელ­ში გჭე­რია?

- ჩემი შვი­ლის და­ბა­დე­ბამ­დე რამ­დე­ნი­მე თვით ადრე ძმის­შვი­ლი - ნი­ა­კო შეგ­ვე­ძი­ნა. ჩვი­ლის ხელ­ში და­ჭე­რა პირ­ვე­ლად სწო­რედ მა­შინ ვის­წავ­ლე. თუმ­ცა, სა­კუ­თა­რი პირ­მ­შოს აყ­ვა­ნა და მოვ­ლა უფრო მარ­ტი­ვი ყო­ფი­ლა; ვგრძნობ­დი, რო­გორ უნდა ამეყ­ვა­ნა, სად შე­იძ­ლე­ბო­და ხე­ლის მო­კი­დე­ბა და სად - არა. მოკ­ლედ, ასეთ დროს ქალს ე.წ. დე­დის ინ­სტინ­ქტი ბევრ რა­მე­ში ეხ­მა­რე­ბა.

- მე­უღ­ლე მშო­ბი­ა­რო­ბას ხომ არ და­ეს­წრო?

- დიახ, და­ეს­წრო. ძა­ლი­ან მინ­დო­და, როცა ჩვე­ნი შვი­ლი ამ ქვე­ყა­ნას მო­ევ­ლი­ნე­ბო­და, ეს წა­მე­ბი მე და ლა­შას ერ­თად გვე­ნა­ხა და ასეც მოხ­და! ამ ყვე­ლა­ფერს ჩემ­თვის ძა­ლი­ან დიდი მნიშ­ვნე­ლო­ბა ჰქონ­და.

- პა­ტა­რას და­მო­უ­კი­დებ­ლად უვლი თუ ძიძა გეხ­მა­რე­ბა?

- ძიძა მყავს, რად­გა­ნაც მუ­შა­ო­ბის პა­რა­ლე­ლუ­რად, ბავ­შვს ფი­ზი­კუ­რად ვერ მო­ვუვ­ლი.

- ძიძა რა კრი­ტე­რი­უ­მე­ბით შე­არ­ჩიე? მას თუ ამოწ­მებ ხოლ­მე?

- ბარ­ბა­რეს ძი­ძას ჩვენ­მა ახლო ნა­თე­სავ­მა გა­უ­წია რე­კო­მენ­და­ცია. ვნა­ხე თუ არა, მო­მე­წო­ნა; და­ნახ­ვის­თა­ნა­ვე ვიგ­რძე­ნი, რომ კარ­გი ადა­მი­ა­ნი იყო. რაც შე­ე­ხე­ბა ძი­ძას შე­მოწ­მე­ბას: ვი­დეო და ფო­ტო­გა­და­ღე­ბე­ბი ნამ­დვი­ლად არ მი­წარ­მო­ე­ბია, თუმ­ცა ხში­რად ხდე­ბა ისე, რომ რამ­დე­ნი­მე სა­ათს სახ­ლში მას­თან ერ­თად ვა­ტა­რებ და ვხე­დავ, თუ რო­გორ უვ­ლის ჩემს შვილს. მას ბარ­ბი ძა­ლი­ან უყ­ვარს და ბავ­შვსაც მოს­წონს მას­თან ყოფ­ნა... არ ვამ­ტყუ­ნებ იმ დე­დებს, რომ­ლე­ბიც თა­ვი­ან­თი შვი­ლის ძი­ძას ამოწ­მე­ბენ. ბო­ლოს და ბო­ლოს, ამ პრო­ფე­სი­ის ადა­მი­ა­ნებს ჩვენ­თვის ყვე­ლა­ზე ძვირ­ფასს - შვილს ვა­ბა­რებთ...

- რო­გო­რი ინ­ტუ­ი­ცია გაქვს?

- ძა­ლი­ან ძლი­ე­რი ინ­ტუ­ი­ცია მაქვს. ადრე, როცა ინ­სტინ­ქტი რა­ღა­ცას მკარ­ნა­ხობ­და, სა­კუ­თარ თავს ვე­უბ­ნე­ბო­დი: "არა, იქ­ნებ ცდე­ბი!", მაგ­რამ ჩემი ინ­ტუ­ი­ცია უმე­ტეს შემ­თხვე­ვა­ში, მარ­თლდე­ბო­და. ჰოდა, ახლა სა­კუ­თა­რი ინ­ტუ­ი­ცი­ის ნდო­ბა ვის­წავ­ლე - რა­საც ვგრძნობ და ვფიქ­რობ, იმას აუ­ცი­ლებ­ლად ვით­ვა­ლის­წი­ნებ.

- თა­ვი­დან­ვე გრძნობ­დი, რომ გოგო უნდა გყო­ლო­და თუ "ექოს­კო­პის­ტმა" გა­გიც­რუა იმე­დი? ხომ იცი, ქარ­თვე­ლებს (ნუ, ცხა­დია, ყვე­ლას არა) ის უფრო ეა­მა­ყე­ბათ, როცა ვაჟი უჩ­ნდე­ბათ...

- პირ­ვე­ლი დღი­დან ვი­ცო­დი, რომ გოგო მე­ყო­ლე­ბო­და და როცა ეს ექიმ­მაც და­მი­დას­ტუ­რა, ძა­ლი­ან გა­მი­ხარ­და. სა­ოც­რად მინ­დო­და, გო­გო­ნა მყო­ლო­და. რაც შე­ე­ხე­ბა სი­ა­მა­ყეს: ისე­თი­ვე ამა­ყი ვარ ბარ­ბა­რეს დე­დო­ბით, რო­გო­რი ამა­ყიც ბი­ჭის შე­ძე­ნით ვიქ­ნე­ბო­დი. სა­ა­მა­ყო სქე­სი არ არ­სე­ბობს, არ­სე­ბო­ბენ სა­ა­მა­ყო ადა­მი­ა­ნე­ბი.

- სცე­ნა არ მო­გე­ნატ­რა?

- კი, ძა­ლი­ან მო­მე­ნატ­რა და სულ მალე ისევ მი­ხი­ლავს მა­ყუ­რე­ბე­ლი.

- რა მხრივ შე­იც­ვა­ლა შენი ცხოვ­რე­ბა მას შემ­დეგ, რაც ოჯახს ახა­ლი წევ­რი შე­ე­მა­ტა?

- შვი­ლის და­ბა­დე­ბის მერე ჩემს ცხოვ­რე­ბა­ში ყვე­ლა­ფე­რი შე­იც­ვა­ლა. თა­ვა­დაც შე­ვიც­ვა­ლე - ახლა სხვაგ­ვა­რად ვფიქ­რობ, ვაზ­როვ­ნებ. ასე მგო­ნია, მის და­ბა­დე­ბამ­დე ყვე­ლა­ფე­რი უფე­რუ­ლი იყო...

- შვილს ბევ­რი ყუ­რა­დღე­ბა სჭირ­დე­ბა. ამ­ბო­ბენ, კა­ცე­ბი ასეთ დროს, ცოტა არ იყოს, შვილ­ზე ეჭ­ვი­ა­ნო­ბე­ნო...

- ქმრი­სად­მი და სა­კუ­თა­რი თა­ვი­სად­მი ყუ­რა­დღე­ბის მო­დუ­ნე­ბა შვი­ლის ბრა­ლი კი არა, თა­ვად ქა­ლის ბრა­ლია. უბ­რა­ლოდ, ად­ვი­ლია, ყვე­ლა­ფე­რი ბავ­შვს გა­და­აბ­რა­ლო... ჩემს მე­უღ­ლეს ყუ­რა­დღე­ბა არას­დროს მო­აკ­ლდე­ბა. ათი შვი­ლიც რომ მყავ­დეს, ვი­ტყვი: ჯერ ლაშა მყავ­და და მერე შვი­ლე­ბი გაჩ­ნდნენ-მეთ­ქი. მო­სიყ­ვა­რუ­ლე ცოლს ქმარს შვი­ლიც კი ვერ და­ა­ვი­წყებს!

- შენი მე­უღ­ლის, ლაშა როს­ტო­მაშ­ვი­ლის შე­სა­ხებ რა შე­გიძ­ლია გვი­თხრა, რო­გო­რი ქმა­რია? რო­გორც რე­ჟი­სორს, რა აქვს გა­და­ღე­ბუ­ლი ან დად­გმუ­ლი და რო­გორც კა­რა­ტისტს, რა­ი­მე მიღ­წე­ვა თუ აქვს?

- ლაშა არის ადა­მი­ა­ნი, რო­მელ­მაც ნამ­დვი­ლად გა­მა­ო­ცა. ისე­თი თვი­სე­ბე­ბი აქვს, რაც ძა­ლი­ან ღი­რე­ბუ­ლია. მას სით­ბოს გა­ცე­მის, სიყ­ვა­რუ­ლის დიდი უნა­რი აქვს. მე­უღ­ლე მეც ძა­ლი­ან მიყ­ვარს და პა­ტივს ვცემ. ის ნი­ჭი­ე­რი ადა­მი­ა­ნია. მო­გეხ­სე­ნე­ბათ, პრო­ფე­სი­ით რე­ჟი­სო­რია. გა­და­ღე­ბუ­ლი აქვს არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვი დო­კუ­მენ­ტუ­რი ფილ­მე­ბი, მაგ­რამ სამ­წუ­ხა­როდ, რო­გორც ბევ­რი სხვა ნი­ჭი­ე­რი ხე­ლო­ვა­ნი, დღეს სა­კუ­თა­რი პრო­ფე­სი­ით არ მუ­შა­ობს. თუმ­ცა, დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, მო­მა­ვალ­ში თა­ვის პრო­ფე­სი­ას და­უბ­რუნ­დე­ბა... რაც შე­ე­ხე­ბა სპორ­ტს: ძა­ლი­ან მწყდე­ბა გული, რომ არც ამ სფე­რო­ში აქ­ტი­უ­რობს. არა­და, თა­ვის დრო­ზე წარ­მა­ტე­ბუ­ლი სპორ­ტსმე­ნი იყო: მრა­ვა­ლი კა­რა­ტეს ქა­მა­რი აქვს მი­ღე­ბუ­ლი და გარ­და ამი­სა, ჩემ­პი­ო­ნია წე­სე­ბის გა­რე­შე ბრძო­ლა­ში. მას უდი­დე­სი ში­ნა­გა­ნი ძალა აქვს. როცა რინგზე მისი ბრძო­ლის ჩა­ნა­წე­რი პირ­ვე­ლად ვნა­ხე, შოკი მი­ვი­ღე - ადა­მი­ან­მა რამ­დე­ნი­მე წამ­ში სა­ოც­რე­ბე­ბი ჩა­ი­დი­ნა; ის კი არ ჩხუ­ბობ­და, არა­მედ დაფ­რი­ნავ­და. ბრძო­ლა რამ­დე­ნი­მე წამ­ში და­ას­რუ­ლა. სხვა­თა შო­რის, ეს ყვე­ლა­ფე­რი სი­ურპრი­ზი იყო ჩემ­თვის, მას ამ თე­მა­ზე ჩემ­თან არა­სო­დეს უტ­რა­ბა­ხია. აქამ­დე ვერც კი წარ­მო­ვიდ­გენ­დი, მის­ნა­ი­რი მგრძნო­ბი­ა­რე და თბი­ლი ადა­მი­ა­ნი ასე­თი მებ­რძო­ლი თუ იქ­ნე­ბო­და...

- რო­გორც ვიცი, და­ო­ჯა­ხე­ბამ­დე საფ­რან­გეთ­ში იყა­ვი და იქ რო­მე­ლი­ღაც თე­ატ­რში მუ­შა­ობ­დი. ამის შე­სა­ხებ მო­მი­ყე­ვი...

- დიახ, ასე იყო. თით­ქმის 3 თვე გა­ვა­ტა­რე საფ­რან­გეთ­ში, სა­დაც ქარ­თველ­მა რე­ჟი­სორ­მა - ალექ­სი ჯა­ყელ­მა მიგ­ვიწ­ვია მე, გვან­ცა და­დი­ა­ნი­ძე და ზურა აბე­სა­ძე. ჩვენ ერთ-ერთ ფეს­ტი­ვალ­ში ვმო­ნა­წი­ლე­ობ­დით. ცნო­ბი­სათ­ვის, ალექ­სის საფ­რან­გეთ­ში სა­კუ­თა­რი თე­ატ­რა­ლუ­რი კომ­პა­ნია - "პრეს­ტო ან­დან­ტე" აქვს. მი­ხა­რია, რომ შე­საძ­ლებ­ლო­ბა მო­მე­ცა, ამ ნი­ჭი­ე­რი რე­ჟი­სო­რის სპექ­ტაკ­ლებ­ში მე­თა­მა­შა.

- სა­ზღვარ­გა­რეთ სა­მუ­შა­ოს პოვ­ნის სურ­ვი­ლი ბევ­რს აქვს, მაგ­რამ უმე­ტე­სო­ბა მი­ზანს ვერ აღ­წევს, შენ კი სიყ­ვა­რუ­ლის გამო ეს ყვე­ლა­ფე­რი დათ­მე. რო­გორ ფიქ­რობ, ქალ­მა ოჯა­ხის გამო მსხვერ­პლი რა შემ­თხვე­ვა­ში უნდა გა­ი­ღოს? ლა­შამ რომ გი­თხრას, მსა­ხი­ო­ბო­ბას სა­ერ­თოდ უნდა შე­ეშ­ვაო, რას უპა­სუ­ხებ?

- პი­რა­დად მე, შე­მო­თა­ვა­ზე­ბაsalesland.ge - ფას­დაკ­ლე­ბე­ბის სამ­ყა­რო! რამ­დე­ნი­მე ქვეყ­ნი­დან მქონ­და, მათ შო­რის - საფ­რან­გე­თი­და­ნაც, თუმ­ცა, მა­ტე­რი­ა­ლურ კე­თილ­დღე­ო­ბას საყ­ვა­რელ ადა­მი­ან­თან ყოფ­ნა ვარ­ჩიე. ჰოდა, "მსხვერ­პლს" ვერ და­ვარ­ქმევ იმ ბედ­ნი­ერ ერთ წე­ლი­წადს, რო­მე­ლიც ლა­შას­თან ერ­თად გა­ვა­ტა­რე. დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, ლაშა ასე­თი არ­ჩე­ვა­ნის - ან სამ­სა­ხუ­რი, ან ოჯა­ხი - წი­ნა­შე არა­სო­დეს და­მა­ყე­ნებს. მერ­წმუ­ნეთ, მსა­ხი­ო­ბო­ბა ჩემ­თვის მხო­ლოდ პრო­ფე­სია არ არის, ეს ჩემი სუ­ლი­ე­რი მდგო­მა­რე­ო­ბაა და ვფიქ­რობ, როცა ადა­მი­ანს უყ­ვარ­ხარ, ამ ყვე­ლა­ფერ­ზე უა­რის თქმას არას­დროს მოგ­თხოვს.

- და­ა­სა­ხე­ლე 5 რამ, რის გა­მოც ღირს ცხოვ­რე­ბა...

- სიყ­ვა­რუ­ლი, სიყ­ვა­რუ­ლი, სიყ­ვა­რუ­ლი, სიყ­ვა­რუ­ლი, სიყ­ვა­რუ­ლი...

- და­ბო­ლოს, რას ურ­ჩევ ახალ­ბე­და მშობ­ლებს?

- ახალ­ბე­და მშობ­ლებს ვურ­ჩევ, ბევ­რი წიგ­ნი იკი­თხონ ბავ­შვისsalesland.ge - ფას­დაკ­ლე­ბე­ბისsalesland.ge - ფას­დაკ­ლე­ბე­ბის სამ­ყა­რო! სამ­ყა­რო! აღ­ზრდი­სა და გან­ვი­თა­რე­ბის შე­სა­ხებ. არ­სე­ბობს უამ­რა­ვი სა­შუ­ა­ლე­ბა სა­ი­მი­სოდ, რომ ამ სფე­რო­ში ინ­ფორ­მი­რე­ბუ­ლი და შე­სა­ბა­მი­სად - შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლიც იყო...

ლიკა ქა­ჯა­ია

ჟურ­ნა­ლი "გზა"

(გა­მო­დის ხუთ­შა­ბა­თო­ბით)

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ხანგრძლივი ზრდის შემდეგ, თბილისში პარკირების ჯარიმები შემცირდა, თანაც თითქმის 60%-ით

თაკო აბაშიძე დედის ამპლუაში

თაკო აბაშიძე დედის ამპლუაში

მსახიობი თაკო აბაშიძე რამდენიმე თვის წინ დედა გახდა. ამბობს, რომ ულამაზესმა პატარა ანგელოზმა მისი ცხოვრება რადიკალურად შეცვალა. საზოგადოების ნაწილი მიიჩნევს, რომ თავის დროზე თაკომ, როგორც მსახიობმა, "უცნაური" გადაწყვეტილება მიიღო. ამბობენ, - მის ადგილას ბევრი უარს იტყოდა სიყვარულზე, მაგრამ - არა მატერიალურ კეთილდღეობაზე, თაკომ კი არჩევანი საყვარელ ადამიანზე გააკეთა და საზღვარგარეთიდან მიღებულ საკმაოდ კარგ შემოთავაზებებზე უარი თქვაო.

- პატარას სახელი ვინ შეურჩია? ალბათ, წმინდა ბარბარეს პატივსაცემად დაარქვით, არა?

- დიახ, ასეა! თან, ეს სახელი არა მარტო მე, არამედ ლაშას - ჩემს მეუღლესაც მოსწონდა. გადაწყვეტილება ერთობლივად მივიღეთ.

- ბარბარე როგორი გოგონაა?

- საოცრად ჭკვიანია; ისეთი აზრიანი თვალები აქვს, რომ ზოგჯერ მგონია, რასაც ვეუბნები, ყველაფერი ესმის... ძალიან რთული მშობიარობა მქონდა და მეგონა, ვერ გადავრჩებოდი. საბედნიეროდ, ყველაფერი კარგად დამთავრდა. ჩემს გოგონას მთელი სამშობიარო იცნობდა - ბარბარე იყო ერთადერთი ბავშვიsalesland.ge - ფასდაკლებებისsalesland.ge - ფასდაკლებების სამყარო! სამყარო!, რომელიც საერთოდ არ ტიროდა. ექთანები მეუბნებოდნენ: გაოცებულები ვართ. ისე იქცევა, თითქოს გრძნობს, რომ დედა ცუდად ჰყავსო. ჩემთან პირველად რომ მოიყვანეს, დიდი ადამიანივით, მომაშტერდა და ისე დამაკვირდა, თითქოს მასაც ისევე აინტერესებდა ჩემი დანახვა, როგორც მე. მოკლედ, საოცარი ბავშვია...

- ქართული ტრადიციები მოგწონს?

- ტრადიციას გააჩნია: ზოგიერთი მათგანი მომწონს, ზოგი - არა. თუმცა, დროის სვლასთან ერთად, ყველა ტრადიცია ფორმას იცვლის და საბოლოოდ, მისგან რჩება ის, რასაც საზოგადოება შედარებით ღირებულად მიიჩნევს...

- ხშირად წყვილები შვილებს წინაპრების სახელებს არქმევენ. შენ ან შენს მეუღლეს დედის ან სხვა რომელიმე ახლობელი ადამიანის სახელის დარქმევის სურვილი არ გაგჩენიათ?

- ეს ტრადიცია იმ ტრადიციათა რიცხვში შედის, რომელიც არ მომწონს; ადამიანის უფლებებისა და სულიერების რღვევად მიმაჩნია ის ფაქტი, როდესაც მეორე ნახევარი გავალდებულებს, საკუთარ შვილს ის კი არ დაარქვა, რაც შენ გინდა (ან სულაც, თავად უნდა), არამედ ის, რაც მის ან შენს მშობელს ჰქვია. არ მესმის, რატომ უნდა გააკეთო მსგავსი რამ? რატომ უნდა ატაროს ბავშვმა ბებიის ან ბაბუის სახელი და ამით გარკვეულწილად, მისი ცხოვრებაც დაიბედოს?! მერწმუნეთ, მშობლის პატივისცემა მსგავს რაღაცებში სრულებით არ გამოიხატება.

- ცრუმორწმუნე ხარ?

- ცრუმორწმუნე არ ვარ, მაგრამ ძალიან ხშირად, რაღაცებს წინასწარ ვგრძნობ.

- ამბობენ, ბავშვიsalesland.ge - ფასდაკლებებისsalesland.ge - ფასდაკლებების სამყარო! სამყარო! 40 დღის განმავლობაში არავინ უნდა ნახოს და ახალბედა დედის გარეთ გასვლაც არ შეიძლებაო. ეს წესი დაიცავით?

- არ მიყვარს, როდესაც ადამიანები ცხოვრებას ირთულებენ, რაღაცებს იგონებენ და მერე ამას ჩვენც გვიწესებენ. პირადად მე, სამშობიაროდან გამოვედი თუ არა, მაშინვე აგარაკზე - მუხათწყაროში წავედი და იქ მოსულ სტუმრებსაც მშვენივრად გავუმასპინძლდი. მიუხედავად ამისა, ჩვენს ოჯახს არანაირი პრობლემა არ შეჰქმნია. 40 დღე სახლში რომ ჩავიკეტო, ეს ჩემთვის უდიდესი სტრესი იქნება.

- იმასაც ამბობენ, - საბავშვო ნივთების წინასწარ შეძენა არ შეიძლებაო. ბარბარეს საჭირო ნივთები როდის უყიდე?

- საწოლი, "კალიასკა", ტანსაცმელი - ეს ყველაფერი ბარბის დაბადებამდე შევიძინე. ვფიქრობ, ამაზე ყველა დედამ წინასწარ უნდა იზრუნოს. აბა, ის არის კარგი, საჭირო ნივთების შესაძენად ბავშვისsalesland.ge - ფასდაკლებებისsalesland.ge - ფასდაკლებების სამყარო! სამყარო! დაბადების შემდეგ რომ დარბიან?!.

- შვილის მოვლაში მეუღლე გეხმარება?

- კი, ლაშა ყველაფერში მეხმარება!

- კაცებს ხშირად თოთო ბავშვისsalesland.ge - ფასდაკლებებისsalesland.ge - ფასდაკლებების სამყარო! სამყარო! ხელში აყვანის ეშინიათ. უფრო მეტიც, ზოგჯერ დედებსაც ეშინიათ პატარის ხელში აყვანის - აქაოდა, რაიმე არ ვატკინოო... ვიდრე ბარბარე დაიბადებოდა, თოთო ბავშვიsalesland.ge - ფასდაკლებებისsalesland.ge - ფასდაკლებების სამყარო! სამყარო! ხელში გჭერია?

- ჩემი შვილის დაბადებამდე რამდენიმე თვით ადრე ძმისშვილი - ნიაკო შეგვეძინა. ჩვილის ხელში დაჭერა პირველად სწორედ მაშინ ვისწავლე. თუმცა, საკუთარი პირმშოს აყვანა და მოვლა უფრო მარტივი ყოფილა; ვგრძნობდი, როგორ უნდა ამეყვანა, სად შეიძლებოდა ხელის მოკიდება და სად - არა. მოკლედ, ასეთ დროს ქალს ე.წ. დედის ინსტინქტი ბევრ რამეში ეხმარება.

- მეუღლე მშობიარობას ხომ არ დაესწრო?

- დიახ, დაესწრო. ძალიან მინდოდა, როცა ჩვენი შვილი ამ ქვეყანას მოევლინებოდა, ეს წამები მე და ლაშას ერთად გვენახა და ასეც მოხდა! ამ ყველაფერს ჩემთვის ძალიან დიდი მნიშვნელობა ჰქონდა.

- პატარას დამოუკიდებლად უვლი თუ ძიძა გეხმარება?

- ძიძა მყავს, რადგანაც მუშაობის პარალელურად, ბავშვს ფიზიკურად ვერ მოვუვლი.

- ძიძა რა კრიტერიუმებით შეარჩიე? მას თუ ამოწმებ ხოლმე?

- ბარბარეს ძიძას ჩვენმა ახლო ნათესავმა გაუწია რეკომენდაცია. ვნახე თუ არა, მომეწონა; დანახვისთანავე ვიგრძენი, რომ კარგი ადამიანი იყო. რაც შეეხება ძიძას შემოწმებას: ვიდეო და ფოტოგადაღებები ნამდვილად არ მიწარმოებია, თუმცა ხშირად ხდება ისე, რომ რამდენიმე საათს სახლში მასთან ერთად ვატარებ და ვხედავ, თუ როგორ უვლის ჩემს შვილს. მას ბარბი ძალიან უყვარს და ბავშვსაც მოსწონს მასთან ყოფნა... არ ვამტყუნებ იმ დედებს, რომლებიც თავიანთი შვილის ძიძას ამოწმებენ. ბოლოს და ბოლოს, ამ პროფესიის ადამიანებს ჩვენთვის ყველაზე ძვირფასს - შვილს ვაბარებთ...

- როგორი ინტუიცია გაქვს?

- ძალიან ძლიერი ინტუიცია მაქვს. ადრე, როცა ინსტინქტი რაღაცას მკარნახობდა, საკუთარ თავს ვეუბნებოდი: "არა, იქნებ ცდები!", მაგრამ ჩემი ინტუიცია უმეტეს შემთხვევაში, მართლდებოდა. ჰოდა, ახლა საკუთარი ინტუიციის ნდობა ვისწავლე - რასაც ვგრძნობ და ვფიქრობ, იმას აუცილებლად ვითვალისწინებ.

- თავიდანვე გრძნობდი, რომ გოგო უნდა გყოლოდა თუ "ექოსკოპისტმა" გაგიცრუა იმედი? ხომ იცი, ქართველებს (ნუ, ცხადია, ყველას არა) ის უფრო ეამაყებათ, როცა ვაჟი უჩნდებათ...

- პირველი დღიდან ვიცოდი, რომ გოგო მეყოლებოდა და როცა ეს ექიმმაც დამიდასტურა, ძალიან გამიხარდა. საოცრად მინდოდა, გოგონა მყოლოდა. რაც შეეხება სიამაყეს: ისეთივე ამაყი ვარ ბარბარეს დედობით, როგორი ამაყიც ბიჭის შეძენით ვიქნებოდი. საამაყო სქესი არ არსებობს, არსებობენ საამაყო ადამიანები.

- სცენა არ მოგენატრა?

- კი, ძალიან მომენატრა და სულ მალე ისევ მიხილავს მაყურებელი.

- რა მხრივ შეიცვალა შენი ცხოვრება მას შემდეგ, რაც ოჯახს ახალი წევრი შეემატა?

- შვილის დაბადების მერე ჩემს ცხოვრებაში ყველაფერი შეიცვალა. თავადაც შევიცვალე - ახლა სხვაგვარად ვფიქრობ, ვაზროვნებ. ასე მგონია, მის დაბადებამდე ყველაფერი უფერული იყო...

- შვილს ბევრი ყურადღება სჭირდება. ამბობენ, კაცები ასეთ დროს, ცოტა არ იყოს, შვილზე ეჭვიანობენო...

- ქმრისადმი და საკუთარი თავისადმი ყურადღების მოდუნება შვილის ბრალი კი არა, თავად ქალის ბრალია. უბრალოდ, ადვილია, ყველაფერი ბავშვს გადააბრალო... ჩემს მეუღლეს ყურადღება არასდროს მოაკლდება. ათი შვილიც რომ მყავდეს, ვიტყვი: ჯერ ლაშა მყავდა და მერე შვილები გაჩნდნენ-მეთქი. მოსიყვარულე ცოლს ქმარს შვილიც კი ვერ დაავიწყებს!

- შენი მეუღლის, ლაშა როსტომაშვილის შესახებ რა შეგიძლია გვითხრა, როგორი ქმარია? როგორც რეჟისორს, რა აქვს გადაღებული ან დადგმული და როგორც კარატისტს, რაიმე მიღწევა თუ აქვს?

- ლაშა არის ადამიანი, რომელმაც ნამდვილად გამაოცა. ისეთი თვისებები აქვს, რაც ძალიან ღირებულია. მას სითბოს გაცემის, სიყვარულის დიდი უნარი აქვს. მეუღლე მეც ძალიან მიყვარს და პატივს ვცემ. ის ნიჭიერი ადამიანია. მოგეხსენებათ, პროფესიით რეჟისორია. გადაღებული აქვს არაჩვეულებრივი დოკუმენტური ფილმები, მაგრამ სამწუხაროდ, როგორც ბევრი სხვა ნიჭიერი ხელოვანი, დღეს საკუთარი პროფესიით არ მუშაობს. თუმცა, დარწმუნებული ვარ, მომავალში თავის პროფესიას დაუბრუნდება... რაც შეეხება სპორტს: ძალიან მწყდება გული, რომ არც ამ სფეროში აქტიურობს. არადა, თავის დროზე წარმატებული სპორტსმენი იყო: მრავალი კარატეს ქამარი აქვს მიღებული და გარდა ამისა, ჩემპიონია წესების გარეშე ბრძოლაში. მას უდიდესი შინაგანი ძალა აქვს. როცა რინგზე მისი ბრძოლის ჩანაწერი პირველად ვნახე, შოკი მივიღე - ადამიანმა რამდენიმე წამში საოცრებები ჩაიდინა; ის კი არ ჩხუბობდა, არამედ დაფრინავდა. ბრძოლა რამდენიმე წამში დაასრულა. სხვათა შორის, ეს ყველაფერი სიურპრიზი იყო ჩემთვის, მას ამ თემაზე ჩემთან არასოდეს უტრაბახია. აქამდე ვერც კი წარმოვიდგენდი, მისნაირი მგრძნობიარე და თბილი ადამიანი ასეთი მებრძოლი თუ იქნებოდა...

- როგორც ვიცი, დაოჯახებამდე საფრანგეთში იყავი და იქ რომელიღაც თეატრში მუშაობდი. ამის შესახებ მომიყევი...

- დიახ, ასე იყო. თითქმის 3 თვე გავატარე საფრანგეთში, სადაც ქართველმა რეჟისორმა - ალექსი ჯაყელმა მიგვიწვია მე, გვანცა დადიანიძე და ზურა აბესაძე. ჩვენ ერთ-ერთ ფესტივალში ვმონაწილეობდით. ცნობისათვის, ალექსის საფრანგეთში საკუთარი თეატრალური კომპანია - "პრესტო ანდანტე" აქვს. მიხარია, რომ შესაძლებლობა მომეცა, ამ ნიჭიერი რეჟისორის სპექტაკლებში მეთამაშა.

- საზღვარგარეთ სამუშაოს პოვნის სურვილი ბევრს აქვს, მაგრამ უმეტესობა მიზანს ვერ აღწევს, შენ კი სიყვარულის გამო ეს ყველაფერი დათმე. როგორ ფიქრობ, ქალმა ოჯახის გამო მსხვერპლი რა შემთხვევაში უნდა გაიღოს? ლაშამ რომ გითხრას, მსახიობობას საერთოდ უნდა შეეშვაო, რას უპასუხებ?

- პირადად მე, შემოთავაზებაsalesland.ge - ფასდაკლებების სამყარო! რამდენიმე ქვეყნიდან მქონდა, მათ შორის - საფრანგეთიდანაც, თუმცა, მატერიალურ კეთილდღეობას საყვარელ ადამიანთან ყოფნა ვარჩიე. ჰოდა, "მსხვერპლს" ვერ დავარქმევ იმ ბედნიერ ერთ წელიწადს, რომელიც ლაშასთან ერთად გავატარე. დარწმუნებული ვარ, ლაშა ასეთი არჩევანის - ან სამსახური, ან ოჯახი - წინაშე არასოდეს დამაყენებს. მერწმუნეთ, მსახიობობა ჩემთვის მხოლოდ პროფესია არ არის, ეს ჩემი სულიერი მდგომარეობაა და ვფიქრობ, როცა ადამიანს უყვარხარ, ამ ყველაფერზე უარის თქმას არასდროს მოგთხოვს.

- დაასახელე 5 რამ, რის გამოც ღირს ცხოვრება...

- სიყვარული, სიყვარული, სიყვარული, სიყვარული, სიყვარული...

- დაბოლოს, რას ურჩევ ახალბედა მშობლებს?

- ახალბედა მშობლებს ვურჩევ, ბევრი წიგნი იკითხონ ბავშვისsalesland.ge - ფასდაკლებებისsalesland.ge - ფასდაკლებების სამყარო! სამყარო! აღზრდისა და განვითარების შესახებ. არსებობს უამრავი საშუალება საიმისოდ, რომ ამ სფეროში ინფორმირებული და შესაბამისად - შეიარაღებულიც იყო...

ლიკა ქაჯაია

ჟურნალი ”გზა”

(გამოდის ხუთშაბათობით)

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება