პოლიტიკა
სამართალი
სპორტი

2

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეექვსე დღე დაიწყება 08:23-ზე, მთვარე კირჩხიბშია მოაგვარეთ წვრილ-წვრილი საქმეები. სერიოზულები სხვა დროისთვის გადადეთ. კარგი დღეა კოლექტიური მუშაობისთვის, ბიზნესისთვის. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. თუ არ გეჩქარებათ, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხები სხვა დღისთვის გადადეთ. ნეიტრალური დღეა ვაჭრობისა და სასამართლო საქმეებისთვის. კარგი დღეა სწავლისა და გამოცდების ჩასაბარებლად; ურთიერთობის გარჩევისათვის; ქორწინების, ნიშნობისთვის. ნეიტრალურია სამსახურის, საქმიანობის, საცხოვრებლის შეცვლა. მოერიდეთ ალკოჰოლს, ქიმიური პრეპარატების მიღებას. ნუ მიირთმევთ მძიმე საკვებს.
საზოგადოება
მსოფლიო
მოზაიკა
მეცნიერება
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ანჟელიკა" ეკრანს უბრუნდება
"ანჟელიკა" ეკრანს უბრუნდება

50 წლის შემ­დეგ ანა დე სერჟ გო­ლი­ნე­ბის რო­მა­ნის, "ან­ჟე­ლი­კას" ახალ ვერ­სი­ას იღე­ბენ. ამ­ჯე­რად ან­ჟე­ლი­კას როლს ფრან­გი მსა­ხი­ო­ბი ნორა არ­ნე­ზე­დე­რი გა­ნა­სა­ხი­ე­რებს.

23 წლის არ­ნე­დე­ზე­რი, რო­მელ­საც სა­თავ­გა­და­სავ­ლო-რო­მან­ტი­კუ­ლი ჟან­რის ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე ცნო­ბი­ლი გმი­რის გან­სა­ხი­ე­რე­ბა ხვდა წი­ლად, ახლა ან­ჟე­ლი­კას იმიჯს ირ­გებს. მის წი­ნა­მორ­ბედ­თან, ლე­გენ­და­რულ მი­შელ მერ­სი­ეს­თან შე­და­რე­ბით, ნო­რას ნამვდი­ლად გა­უ­მარ­თლა. ის ბუ­ნებ­რი­ვად ქე­რაა და რო­ლის­თვის თმის შე­ღებ­ვა აღარ მო­უ­წევს.

ან­ჟე­ლი­კას მე­უღ­ლის, ჟოფ­რეი დე პე­ი­რა­კის როლს, სა­ვა­რა­უ­დოდ, ჟერ­არ ლან­ვე­ნი შე­ას­რუ­ლებს. ფი­ლიპ დიუ პლე­სის კი ტო­მერ სის­ლე გა­ნა­სა­ხი­ე­რებს. სუ­რათ­ზე არი­ელ ზე­ი­ტუ­ნი მუ­შა­ობს.

პირ­ვე­ლი წიგ­ნი "ან­ჟე­ლი­კა ან­გე­ლო­ზე­ბის მარ­კი­ზა", რო­მე­ლიც ფრან­გი გო­გო­ნას შე­სა­ხებ მოგ­ვი­თხრობს, 1956 წელს გა­მო­ი­ცა. წიგნ­მა მა­ლე­ვე მო­ი­პო­ვა პო­პუ­ლა­რო­ბა. რო­მან­ში მოვ­ლე­ნე­ბი XVII სა­უ­კუ­ნის საფ­რან­გეთ­ში ვი­თარ­დე­ბა. მან იმ­დე­ნად მო­ხიბ­ლა მკი­თხვე­ლი, რომ ცოლ-ქმარ­მა გო­ლი­ნებ­მა რო­მა­ნე­ბის სე­რია გა­მო­უშ­ვეს. მათ შო­რის, "ან­ჟე­ლი­კა და მეფე", "და­უ­მორ­ჩი­ლე­ბე­ლი ან­ჟე­ლი­კა", "ან­ჟე­ლი­კა და სულ­თა­ნი" და "ან­ჟე­ლი­კას ტრი­უმ­ფი".

პირ­ვე­ლი რო­მა­ნის ეკ­რა­ნი­ზა­ცი­ამ წიგ­ნის პო­პუ­ლა­რო­ბაც კი დაჩ­რდი­ლა. მა­ყუ­რე­ბელ­მა გაგ­რძე­ლე­ბა მო­ი­თხო­ვა. სწო­რედ ასე და­ი­პყრო ან­ჟე­ლი­კას ის­ტო­რი­ამ დიდი ეკ­რა­ნი.

აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ "ან­ჟე­ლი­კას" პირ­ვე­ლი ეკ­რა­ნი­ზა­ცი­ის პრე­მი­ე­რა მუ­ლენ რუჟ­ში გა­ი­მარ­თა. მას კოკო შა­ნე­ლიც ეს­წრე­ბო­და და ტაშს ფეხ­ზე წა­მომ­დგა­რი უკ­რავ­და.

"ან­ჟე­ლი­კას" ახა­ლი ვერ­სია ეკ­რა­ნებ­ზე მო­მა­ვა­ლი წლის შე­მოდ­გო­მა­ზე გა­მო­ვა.

მომ­ზა­დე­ბუ­ლია spletnik.ru-ს მი­ხედ­ვით.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ხანგრძლივი ზრდის შემდეგ, თბილისში პარკირების ჯარიმები შემცირდა, თანაც თითქმის 60%-ით

"ანჟელიკა" ეკრანს უბრუნდება

"ანჟელიკა" ეკრანს უბრუნდება

50 წლის შემდეგ ანა დე სერჟ გოლინების რომანის, "ანჟელიკას" ახალ ვერსიას იღებენ. ამჯერად ანჟელიკას როლს ფრანგი მსახიობი ნორა არნეზედერი განასახიერებს.

23 წლის არნედეზერი, რომელსაც სათავგადასავლო-რომანტიკული ჟანრის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი გმირის განსახიერება ხვდა წილად, ახლა ანჟელიკას იმიჯს ირგებს. მის წინამორბედთან, ლეგენდარულ მიშელ მერსიესთან შედარებით, ნორას ნამვდილად გაუმართლა. ის ბუნებრივად ქერაა და როლისთვის თმის შეღებვა აღარ მოუწევს.

ანჟელიკას მეუღლის, ჟოფრეი დე პეირაკის როლს, სავარაუდოდ, ჟერარ ლანვენი შეასრულებს. ფილიპ დიუ პლესის კი ტომერ სისლე განასახიერებს. სურათზე არიელ ზეიტუნი მუშაობს.

პირველი წიგნი "ანჟელიკა ანგელოზების მარკიზა", რომელიც ფრანგი გოგონას შესახებ მოგვითხრობს, 1956 წელს გამოიცა. წიგნმა მალევე მოიპოვა პოპულარობა. რომანში მოვლენები XVII საუკუნის საფრანგეთში ვითარდება. მან იმდენად მოხიბლა მკითხველი, რომ ცოლ-ქმარმა გოლინებმა რომანების სერია გამოუშვეს. მათ შორის, "ანჟელიკა და მეფე", "დაუმორჩილებელი ანჟელიკა", "ანჟელიკა და სულთანი" და "ანჟელიკას ტრიუმფი".

პირველი რომანის ეკრანიზაციამ წიგნის პოპულარობაც კი დაჩრდილა. მაყურებელმა გაგრძელება მოითხოვა. სწორედ ასე დაიპყრო ანჟელიკას ისტორიამ დიდი ეკრანი.

აღსანიშნავია, რომ "ანჟელიკას" პირველი ეკრანიზაციის პრემიერა მულენ რუჟში გაიმართა. მას კოკო შანელიც ესწრებოდა და ტაშს ფეხზე წამომდგარი უკრავდა.

"ანჟელიკას" ახალი ვერსია ეკრანებზე მომავალი წლის შემოდგომაზე გამოვა.

მომზადებულია spletnik.ru-ს მიხედვით.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება