მოზაიკა

2

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეშვიდე დღე დაიწყება 09:50-ზე, მთვარე ლომში გადაბრძანდება 15:36-ზე ისეთი საქმეები წამოიწყეთ, რომლებსაც დღესვე დაასრულებთ და სხვა დროისთვის არ გადადებთ. მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღება სხვა დროისთვის გადადეთ. ფინანსური ოპერაციების დაგეგმვასა და უძრავი ქონების ყიდვა-გაყიდვას არ გირჩევთ. კარგი დღეა მსხვილი საყიდლებისთვის. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის, სწავლისა და გამოცდების ჩასაბარებლად. უფროსთან და თანამდებობის პირებთან ნებისმიერ საქმეს მარტივად მოაგვარებთ. კარგი დღეა ფიზიკური ვარჯიშებისა და საოჯახო საქმეების შესასრულებლად. ზომიერება გმართებთ საკვებსა და სასმელში. მოერიდეთ გულის გადაღლას; ოპერაციებს გულსა და ზურგზე. შესაძლოა შეგაწუხოთ რადიკულიტმა.
სამართალი
მსოფლიო
სამხედრო
Faceამბები
სპორტი
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
სოფო ნიჟარაძე: "არაფრის არ მეშინია!.."
სოფო ნიჟარაძე: "არაფრის არ მეშინია!.."

სოფო ნი­ჟა­რა­ძის შე­სა­ხებ ჩვენს ჟურ­ნალ­ში უამ­რა­ვი მა­სა­ლა გა­მოქ­ვეყ­ნე­ბუ­ლა და მუდ­მი­ვად გვინ­დო­და მისი კო­მენ­ტა­რის მო­პო­ვე­ბაც, მაგ­რამ ბოლო წლებ­ში ქარ­თუ­ლი ესტრა­დის პრი­მა­დო­ნა მი­უწ­ვდო­მე­ლი გახ­და და არც ერთ სა­ტე­ლე­ფო­ნო ზარს არ პა­სუ­ხობ­და, ამი­ტო­მაც მას არ უნდა უკ­ვირ­დეს, რომ ახა­ლი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის მოს­ვლის შემ­დეგ მას­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი ჭო­რე­ბი კი­დევ უფრო გა­მო­იკ­ვე­თა და აქ­ტი­უ­რად ლა­პა­რა­კობ­დნენ, რომ მომ­ღერ­ლის დრო წარ­სულს ჩაჰ­ბარ­და. ჩვენ წინა ნო­მერ­შიც ვწერ­დით იმის შე­სა­ხებ, რომ მარ­თა­ლია, "იავ­ნა­ნას" კონ­ცერ­ტის გარ­და ბოლო დროს არ­სად გა­მო­ჩე­ნი­ლა და ფაქ­ტობ­რი­ვად, და­კარ­გუ­ლია, სო­ცი­ა­ლურ ქსე­ლებ­ში მა­ინც საკ­მა­ოდ აქ­ტი­უ­რი გახ­ლდათ. რო­გორც ვი­ცით, სო­ფოს გული სწყდე­ბა, რომ ჟურ­ნა­ლის­ტე­ბი მას არ უკავ­შირ­დე­ბი­ან და არა­ფერს ეკი­თხე­ბი­ან და ამის შე­სა­ხებ სა­ჯა­როდ უთ­ქვამს კი­დეც, თუმ­ცა ჩვე­ნი ჟურ­ნა­ლი მზა­დაა, მას­თან ინ­ტერ­ვიუ ჩა­წე­როს იმ პი­რო­ბით, თუკი ყვე­ლა იმ შე­კი­თხვას უპა­სუ­ხებს, რაც მის გარ­შე­მო წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში ტრი­ა­ლებ­და და რის­თვი­საც სა­ზო­გა­დო­ე­ბამ პრე­ზი­დენტ სა­ა­კაშ­ვი­ლის ფა­ვო­რი­ტი უწო­და.

მას რომ შე­კი­თხვებ­ზე თა­ვი­სი პა­სუ­ხე­ბი აქვს, ეს მისი "ფე­ის­ბუ­ქის" ოფი­ცი­ა­ლუ­რი გვერ­დი­და­ნაც მშვე­ნივ­რად ჩანს, სა­დაც მო­საზ­რე­ბებს მე­გობ­რებს უზი­ა­რებს. ამას წი­ნათ მომ­ღე­რა­ლი ძა­ლი­ან ხა­ლი­სობ­და იმ ჭორ­ზე, თით­ქოს ის სა­ქარ­თვე­ლო­დან წა­ვი­და და მი­ნა­წე­რიც კი გა­უ­კე­თა ფო­ტოს, "რას არ გა­ი­გებს კაცი"...

"დიდი მად­ლო­ბა, რომ გა­ნიც­დით ჩემს მო­მა­ვალს, მაგ­რამ მო­დით, ჩემს საქ­მეს მე მივ­ხე­დავ, არ­სად არ მივ­დი­ვარ და არა­ვი­სი არ მე­ში­ნია, ან რისი უნდა მე­ში­ნო­დეს? კონ­ცერ­ტე­ბის და­ფი­ნან­სე­ბას რაც შე­ე­ხე­ბა, მე სო­ლო­კონ­ცერ­ტი არ მქო­ნია და არა­ვის და­უ­ფი­ნან­სე­ბია, ასე რომ, და­წყნარ­დით და საქ­მეს მი­ხე­დეთ, ხო, ახლა ჩემ­ზე ბევ­რად უფრო "სა­ინ­ტე­რე­სო" ამ­ბე­ბი ხდე­ბა ქვე­ყა­ნა­ში და "ისი­ა­მოვ­ნეთ", - წერს სოფო ჭო­რე­ბის სა­პა­სუ­ხოდ და მათ­თვი­საც, ვი­საც ჰგო­ნია, რომ ის ქვეყ­ნი­დან წას­ვლას აპი­რებს.

მის ამ მი­ნა­წერს უამ­რა­ვი ადა­მი­ა­ნი გა­მო­ეხ­მა­უ­რა, მათ შო­რის, ერთ-ერთი, ნანა წერს, რომ სოფო ნი­ჟა­რა­ძემ ბევ­რად კარ­გი პი­რო­ბე­ბი და­ტო­ვა სა­ზღვრებს გა­რეთ და სა­ქარ­თვე­ლო­ში ჩა­მო­ვი­და. თა­ნაც, აქვე დას­ძენს, რომ წინა დღე მას­თან ერ­თად გა­ა­ტა­რა და მომ­ღე­რა­ლი ნამ­დვი­ლად თბი­ლის­შია - "უი, სოფო, სად წახ­ვე­დი? მე რომ შენ­თან გუ­შინ ვი­ყა­ვი და ერ­თად ვი­ცი­ნო­დით იმ ზო­გი­ერ­თი იდი­ო­ტის კო­მენ­ტარ­ზე, მეც უცხო­ეთ­ში ვი­ყა­ვი? თუ გუ­შინ­წინ შენი ორე­უ­ლი ბრწყი­ნავ­და "იავ­ნა­ნას" კონ­ცერ­ტზე? ან სად იპო­ვიდ­ნენ შენს ორე­ულს. რა ეშ­ვე­ლე­ბა ამ­დენ არა­რა­ო­ბას. ღმერ­თო, უშ­ვე­ლე სა­ქარ­თვე­ლოს!.." ამა­ვე მე­გობ­რის თქმით, რო­დე­საც სოფო თურ­ქეთ­ში გა­ემ­გზავ­რა კლი­პის გა­და­სა­ღე­ბად, მა­შინ­ვე იცო­და, რომ როცა მომ­ღე­რალს აე­რო­პორ­ტში შე­ამ­ჩნევ­დნენ, აუ­ცი­ლებ­ლად გავ­რცელ­დე­ბო­და ჭორი, რომ სო­ფომ ქვე­ყა­ნა და­ტო­ვა.

ერთ-ერთი მე­გო­ბა­რი, გი­ორ­გი კი სო­ფოს ეკი­თხე­ბა - "არ აპი­რებ გაქ­ცე­ვას? აბა, ამ სახლზე რომ გა­და­მახ­დე­ვი­ნე ბე პა­რიზ­ში, ის ქალი დამ­დევს, რო­დის გა­და­იხ­დის ფულ­სო". სოფო პა­სუ­ხობს: "უთხა­რი, რომ ამ კვი­რის ბო­ლოს დავ­ფა­რავ, მაგ­რამ ისე აქ არ უნდა და­გე­კონ­კრე­ტე­ბი­ნა ჩემი მო­მა­ვა­ლი ად­გილ­სამ­ყო­ფე­ლი. თან გუ­შინ ის ყელ­სა­ბა­მი გავ­ყი­დე, სა­ქარ­თვე­ლოს ბი­უ­ჯე­ტის ფასი რომ აქვს და ახლა მა­გით ვგეგ­მავ ცხოვ­რე­ბის აწყო­ბას". "ფე­ის­ბუ­ქის" გვერ­დზე გა­მოქ­ვეყ­ნე­ბულ ერთ-ერთ ფო­ტო­ზე სო­ფოს მარ­თლაც ძა­ლი­ან ლა­მა­ზი ყელ­სა­ბა­მი უკე­თია და სა­ვა­რა­უ­დოდ, სწო­რედ ამ ნა­კე­თო­ბას გუ­ლის­ხმობს.

ეს მი­ნა­წე­რე­ბი ამა­ვე სუ­ლის­კვე­თე­ბით გრძელ­დე­ბა, რო­გორც ჩანს, სო­ფოს­თვის ღი­მი­ლის­მომ­გვრე­ლია ის ჭო­რე­ბი, რომ­ლე­ბიც მის შე­სა­ხებ ვრცელ­დე­ბა, თუკი ეს ასეა, "რე­ი­ტინ­გი" პირ­ვე­ლია მე­დი­ა­სა­შუ­ა­ლე­ბე­ბი­დან, რო­მე­ლიც უკვე მე­ა­თასედ სთა­ვა­ზობს მას ინ­ტერ­ვი­უს ჩა­წე­რას სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თვის სა­ინ­ტე­რე­სო სა­კი­თხებ­ზე.

ჟურ­ნა­ლი "რე­ი­ტინ­გი"

(გა­მო­დის ორ­შა­ბა­თო­ბით)

სოფო ნიჟარაძე: "არაფრის არ მეშინია!.."

სოფო ნიჟარაძე: "არაფრის არ მეშინია!.."

სოფო ნიჟარაძის შესახებ ჩვენს ჟურნალში უამრავი მასალა გამოქვეყნებულა და მუდმივად გვინდოდა მისი კომენტარის მოპოვებაც, მაგრამ ბოლო წლებში ქართული ესტრადის პრიმადონა მიუწვდომელი გახდა და არც ერთ სატელეფონო ზარს არ პასუხობდა, ამიტომაც მას არ უნდა უკვირდეს, რომ ახალი ხელისუფლების მოსვლის შემდეგ მასთან დაკავშირებული ჭორები კიდევ უფრო გამოიკვეთა და აქტიურად ლაპარაკობდნენ, რომ მომღერლის დრო წარსულს ჩაჰბარდა. ჩვენ წინა ნომერშიც ვწერდით იმის შესახებ, რომ მართალია, "იავნანას" კონცერტის გარდა ბოლო დროს არსად გამოჩენილა და ფაქტობრივად, დაკარგულია, სოციალურ ქსელებში მაინც საკმაოდ აქტიური გახლდათ. როგორც ვიცით, სოფოს გული სწყდება, რომ ჟურნალისტები მას არ უკავშირდებიან და არაფერს ეკითხებიან და ამის შესახებ საჯაროდ უთქვამს კიდეც, თუმცა ჩვენი ჟურნალი მზადაა, მასთან ინტერვიუ ჩაწეროს იმ პირობით, თუკი ყველა იმ შეკითხვას უპასუხებს, რაც მის გარშემო წლების განმავლობაში ტრიალებდა და რისთვისაც საზოგადოებამ პრეზიდენტ სააკაშვილის ფავორიტი უწოდა.

მას რომ შეკითხვებზე თავისი პასუხები აქვს, ეს მისი "ფეისბუქის" ოფიციალური გვერდიდანაც მშვენივრად ჩანს, სადაც მოსაზრებებს მეგობრებს უზიარებს. ამას წინათ მომღერალი ძალიან ხალისობდა იმ ჭორზე, თითქოს ის საქართველოდან წავიდა და მინაწერიც კი გაუკეთა ფოტოს, "რას არ გაიგებს კაცი"...

"დიდი მადლობა, რომ განიცდით ჩემს მომავალს, მაგრამ მოდით, ჩემს საქმეს მე მივხედავ, არსად არ მივდივარ და არავისი არ მეშინია, ან რისი უნდა მეშინოდეს? კონცერტების დაფინანსებას რაც შეეხება, მე სოლოკონცერტი არ მქონია და არავის დაუფინანსებია, ასე რომ, დაწყნარდით და საქმეს მიხედეთ, ხო, ახლა ჩემზე ბევრად უფრო "საინტერესო" ამბები ხდება ქვეყანაში და "ისიამოვნეთ", - წერს სოფო ჭორების საპასუხოდ და მათთვისაც, ვისაც ჰგონია, რომ ის ქვეყნიდან წასვლას აპირებს.

მის ამ მინაწერს უამრავი ადამიანი გამოეხმაურა, მათ შორის, ერთ-ერთი, ნანა წერს, რომ სოფო ნიჟარაძემ ბევრად კარგი პირობები დატოვა საზღვრებს გარეთ და საქართველოში ჩამოვიდა. თანაც, აქვე დასძენს, რომ წინა დღე მასთან ერთად გაატარა და მომღერალი ნამდვილად თბილისშია - "უი, სოფო, სად წახვედი? მე რომ შენთან გუშინ ვიყავი და ერთად ვიცინოდით იმ ზოგიერთი იდიოტის კომენტარზე, მეც უცხოეთში ვიყავი? თუ გუშინწინ შენი ორეული ბრწყინავდა "იავნანას" კონცერტზე? ან სად იპოვიდნენ შენს ორეულს. რა ეშველება ამდენ არარაობას. ღმერთო, უშველე საქართველოს!.." ამავე მეგობრის თქმით, როდესაც სოფო თურქეთში გაემგზავრა კლიპის გადასაღებად, მაშინვე იცოდა, რომ როცა მომღერალს აეროპორტში შეამჩნევდნენ, აუცილებლად გავრცელდებოდა ჭორი, რომ სოფომ ქვეყანა დატოვა.

ერთ-ერთი მეგობარი, გიორგი კი სოფოს ეკითხება - "არ აპირებ გაქცევას? აბა, ამ სახლზე რომ გადამახდევინე ბე პარიზში, ის ქალი დამდევს, როდის გადაიხდის ფულსო". სოფო პასუხობს: "უთხარი, რომ ამ კვირის ბოლოს დავფარავ, მაგრამ ისე აქ არ უნდა დაგეკონკრეტებინა ჩემი მომავალი ადგილსამყოფელი. თან გუშინ ის ყელსაბამი გავყიდე, საქართველოს ბიუჯეტის ფასი რომ აქვს და ახლა მაგით ვგეგმავ ცხოვრების აწყობას". "ფეისბუქის" გვერდზე გამოქვეყნებულ ერთ-ერთ ფოტოზე სოფოს მართლაც ძალიან ლამაზი ყელსაბამი უკეთია და სავარაუდოდ, სწორედ ამ ნაკეთობას გულისხმობს.

ეს მინაწერები ამავე სულისკვეთებით გრძელდება, როგორც ჩანს, სოფოსთვის ღიმილისმომგვრელია ის ჭორები, რომლებიც მის შესახებ ვრცელდება, თუკი ეს ასეა, "რეიტინგი" პირველია მედიასაშუალებებიდან, რომელიც უკვე მეათასედ სთავაზობს მას ინტერვიუს ჩაწერას საზოგადოებისთვის საინტერესო საკითხებზე.

ჟურნალი "რეიტინგი"

(გამოდის ორშაბათობით)

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება