მსოფლიო
მოზაიკა
საზოგადოება

14

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეჩვიდმეტე დღე დაიწყება 22:48-ზე, მთვარე მორიელშია კარგი დღეა ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად, ახალი საქმეების დასაწყებად. ვაჭრობა, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარება. შეხვედრების, ურთიერთობისა და მხიარულების დღეა. მოერიდეთ საქმეების გარჩევას. უფროსთან კონტაქტი კარგს არაფერს მოგიტანთ. კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. კარგი დღეა ქორწინებისთვის, ნიშნობისთვის. დაუშვებელია ქირურგიული ოპერაციის ჩატარება სასქესო ორგანოებზე, მსხვილ ნაწლავზე, შარდის ბუშტზე. მატულობს ვენერიული დაავადებების რისკი. მოსალოდნელია ტრავმები, ქირურგიული ჩარევის ალბათობა.
კონფლიქტები
სპორტი
პოლიტიკა
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
Faceამბები
სამხედრო
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ენტონი ჰოპკინსი: "ოსკარისთვის” უკანალს ვერავის დავუკოცნი"
ენტონი ჰოპკინსი: "ოსკარისთვის” უკანალს ვერავის დავუკოცნი"

74 წლის ვარ­სკვლა­ვი ენ­ტო­ნი ჰო­პ­კინ­სი ახალ ფილმში - "ალფ­რედ ჰი­ჩკო­კი და "ფსი­ქოს" შექ­მნა" იღებს მო­ნა­წი­ლე­ო­ბას. ენ­ტო­ნი რე­ჟი­სორ ალფ­რედ ჰი­ჩკოკს გა­ნა­სა­ხი­ე­რებს. ფილ­მის რე­ჟი­სო­რი საშა ჯერ­ვა­სია. სცე­ნა­რი ჰი­ჩკო­კი­სა და მისი მე­უღ­ლის ურ­თი­ერ­თო­ბი­სა და ფსი­ქო­ლო­გი­უ­რი თრი­ლე­რის, "ფსი­ქოს" გა­და­ღე­ბე­ბის შე­სა­ხებ მოგ­ვი­თხრობს.

- თქვენ არა­ერ­თი ის­ტო­რი­უ­ლი პირი გა­ნა­სა­ხი­ე­რეთ. ხომ არ შე­გე­შინ­დათ კი­დევ ერთი რე­ა­ლუ­რი პი­როვ­ნე­ბის ცხოვ­რე­ბის გა­თა­ვი­სე­ბა?

- რო­დე­საც ეს როლი შე­მომ­თა­ვა­ზეს ძა­ლი­ან შე­მე­შინ­და და ახ­ლაც ვნერ­ვი­უ­ლობ. თუმ­ცა, ფილ­მის რე­ჟი­სორ­მა მი­თხრა, ნუ გე­ში­ნია - შენ არ ხარ ალფ­რედ ჰი­ჩკო­კი, ენ­ტო­ნი ჰო­პ­კინ­სი ხარ და უბ­რა­ლოდ მის როლს ირ­გებ. რო­დე­საც ფილ­მი ეკ­რა­ნებ­ზე გა­მო­ვა, არ მინ­და ვნა­ხო, რო­გორ ვთა­მა­შობ ჰი­ჩკოკს, რო­გორ ვბა­ძავ ლა­პა­რა­კის მა­ნე­რით. გა­და­სა­ღებ მო­ე­დან­ზეც საკ­მა­რი­სია ნერ­ვი­უ­ლო­ბა.

- ყვე­ლა­ზე მე­ტად რა გა­გი­ჭირ­დათ?

- პირ­ველ რიგ­ში ყვე­ლა­ზე რთუ­ლი მა­კი­ა­ჟია, გრი­მი რო­მე­ლიც მას და­გამ­სგავ­სებს. ძა­ლი­ან რთუ­ლია ხმის და­მუ­შა­ვე­ბა და სხვა ადა­მი­ა­ნის მსგავ­სად ლა­პა­რა­კი.

- რო­დეს­მე ჰი­ჩკო­კი გი­ნა­ხავთ?

- მხო­ლოდ ერთხელ. ჩემ­მა აგენ­ტმა მი­მიყ­ვა­ნა რეს­ტო­რან­ში და მი­თხრა, შე­ხე­დე იქ ალფ­რე­დია. ვთხო­ვე, მას­თან შეხ­ვედ­რა. მის მა­გი­დას გვერ­დით ჩა­ვუ­ა­რეთ და ჩემი აგენ­ტი მას მი­ე­სალ­მა, ერ­თმა­ნე­თი თბი­ლად მო­ი­კი­თხეს. რო­დე­საც რე­ჟი­სორს ჩემი თავი გა­აც­ნო, ჰი­ჩკოკ­მა თქვა: "მო­ხიბ­ლუ­ლი ვარ".

- საშა რო­გორც რე­ჟი­სო­რი პო­პუ­ლა­რო­ბას ახლა იხ­ვეჭს. ასე­თი რა გა­ა­კე­თა, რომ თქვე­ნი ნდო­ბა მო­ი­პო­ვა?

- ამის­თვის გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი არა­ფე­რი გა­უ­კე­თე­ბია. ამ სა­კითხს პრინ­ცი­პუ­ლად ვუდ­გე­ბი. ის ძა­ლი­ან კარ­გი ახალ­გაზ­რდაა და დიდი ენ­თუ­ზი­აზ­მით შემ­ხვდა. საშა ამ ფილ­მით შე­პყრო­ბი­ლია.

- ახალ ფილ­მს უკვე დიდი გა­მოხ­მა­უ­რე­ბა მოჰ­ყვა. "ოს­კარ­საც" უწი­ნას­წარ­მე­ტყვე­ლე­ბენ. და­ჯილ­დო­ე­ბის ცე­რე­მო­ნი­ალ­ზე რას იტყვით?

- "ოს­კარ­ზე" შე­იძ­ლე­ბა წა­რად­გი­ნონ? პირ­ვე­ლად მეს­მის.

- დიახ, თქვენ კი "სა­უ­კე­თე­სო მსა­ხი­ო­ბის" ტი­ტულს გი­წი­ნას­წარ­მე­ტყვე­ლე­ბენ.

- "ოს­კა­რის" ცე­რე­მო­ნი­ალ­ზე ყვე­ლა­ფე­რი არე­ულ-და­რე­უ­ლია. უამ­რა­ვი ხალ­ხი ირე­ვა, ყველ­გან კა­მე­რე­ბია. "კრავ­თა დუ­მილ­მა" ოს­კა­რი მო­მი­ტა­ნა. იძუ­ლე­ბუ­ლი ვი­ყა­ვი, ჩემ­თვის სრუ­ლი­ად უც­ნო­ბი ადა­მი­ა­ნე­ბის­თვის გა­მე­ღი­მა, მივ­სალ­მე­ბო­დი და ფლირ­ტი და­მე­წყო. ვის რაში აინ­ტე­რე­სებს, რო­გორ გა­არ­თვი თავი როლს. იქ ყვე­ლა პირ­ფე­რობს და მხო­ლოდ ნო­მი­ნა­ცი­ებს ელის. ეს ცე­რე­მო­ნია ძა­ლი­ან სა­ზი­ზღა­რი და მო­სა­წყე­ნია.

- პირ­ვე­ლი მსა­ხი­ო­ბი არ ხართ, ვინც ამას ამ­ბობს.

- არ შე­მიძ­ლია იმ ადა­მი­ა­ნებს და­ვუ­კოც­ნო უკა­ნა­ლი, რომ­ლე­ბიც წყვე­ტენ, რა ნო­მი­ნა­ცია და­იმ­სა­ხუ­რა მსა­ხი­ობ­მა. ჩემ­ში ეს გუ­ლის­რე­ვის შეგ­რძნე­ბას იწ­ვევს. სცე­ნა­ზე გა­სას­ვლე­ლად ხალ­ხი ცნო­ბილ პრო­დუ­სე­რებს ფეხ­ქვეშ ეგე­ბა და უკა­ნალს უკოც­ნის. არ მიყ­ვარს ადა­მი­ა­ნე­ბი, რო­მელ­თაც ღირ­სე­ბა არ გა­აჩ­ნი­ათ და თავს პა­ტივს არ სცე­მენ.

მომ­ზა­დე­ბუ­ლია huffingtonpost.com-ის მი­ხედ­ვით.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ქარიშხალი ამერიკის შეერთებულ შტატებში - უცხოური მედიების ცნობით, სტიქიურ მოვლენას, სულ მცირე, 24 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა

ენტონი ჰოპკინსი: "ოსკარისთვის” უკანალს ვერავის დავუკოცნი"

ენტონი ჰოპკინსი: "ოსკარისთვის” უკანალს ვერავის დავუკოცნი"

74 წლის ვარსკვლავი ენტონი ჰოპკინსი ახალ ფილმში - "ალფრედ ჰიჩკოკი და "ფსიქოს" შექმნა" იღებს მონაწილეობას. ენტონი რეჟისორ ალფრედ ჰიჩკოკს განასახიერებს. ფილმის რეჟისორი საშა ჯერვასია. სცენარი ჰიჩკოკისა და მისი მეუღლის ურთიერთობისა და ფსიქოლოგიური თრილერის, "ფსიქოს" გადაღებების შესახებ მოგვითხრობს.

- თქვენ არაერთი ისტორიული პირი განასახიერეთ. ხომ არ შეგეშინდათ კიდევ ერთი რეალური პიროვნების ცხოვრების გათავისება?

- როდესაც ეს როლი შემომთავაზეს ძალიან შემეშინდა და ახლაც ვნერვიულობ. თუმცა, ფილმის რეჟისორმა მითხრა, ნუ გეშინია - შენ არ ხარ ალფრედ ჰიჩკოკი, ენტონი ჰოპკინსი ხარ და უბრალოდ მის როლს ირგებ. როდესაც ფილმი ეკრანებზე გამოვა, არ მინდა ვნახო, როგორ ვთამაშობ ჰიჩკოკს, როგორ ვბაძავ ლაპარაკის მანერით. გადასაღებ მოედანზეც საკმარისია ნერვიულობა.

- ყველაზე მეტად რა გაგიჭირდათ?

- პირველ რიგში ყველაზე რთული მაკიაჟია, გრიმი რომელიც მას დაგამსგავსებს. ძალიან რთულია ხმის დამუშავება და სხვა ადამიანის მსგავსად ლაპარაკი.

- როდესმე ჰიჩკოკი გინახავთ?

- მხოლოდ ერთხელ. ჩემმა აგენტმა მიმიყვანა რესტორანში და მითხრა, შეხედე იქ ალფრედია. ვთხოვე, მასთან შეხვედრა. მის მაგიდას გვერდით ჩავუარეთ და ჩემი აგენტი მას მიესალმა, ერთმანეთი თბილად მოიკითხეს. როდესაც რეჟისორს ჩემი თავი გააცნო, ჰიჩკოკმა თქვა: "მოხიბლული ვარ".

- საშა როგორც რეჟისორი პოპულარობას ახლა იხვეჭს. ასეთი რა გააკეთა, რომ თქვენი ნდობა მოიპოვა?

- ამისთვის განსაკუთრებული არაფერი გაუკეთებია. ამ საკითხს პრინციპულად ვუდგები. ის ძალიან კარგი ახალგაზრდაა და დიდი ენთუზიაზმით შემხვდა. საშა ამ ფილმით შეპყრობილია.

- ახალ ფილმს უკვე დიდი გამოხმაურება მოჰყვა. "ოსკარსაც" უწინასწარმეტყველებენ. დაჯილდოების ცერემონიალზე რას იტყვით?

- "ოსკარზე" შეიძლება წარადგინონ? პირველად მესმის.

- დიახ, თქვენ კი "საუკეთესო მსახიობის" ტიტულს გიწინასწარმეტყველებენ.

- "ოსკარის" ცერემონიალზე ყველაფერი არეულ-დარეულია. უამრავი ხალხი ირევა, ყველგან კამერებია. "კრავთა დუმილმა" ოსკარი მომიტანა. იძულებული ვიყავი, ჩემთვის სრულიად უცნობი ადამიანებისთვის გამეღიმა, მივსალმებოდი და ფლირტი დამეწყო. ვის რაში აინტერესებს, როგორ გაართვი თავი როლს. იქ ყველა პირფერობს და მხოლოდ ნომინაციებს ელის. ეს ცერემონია ძალიან საზიზღარი და მოსაწყენია.

- პირველი მსახიობი არ ხართ, ვინც ამას ამბობს.

- არ შემიძლია იმ ადამიანებს დავუკოცნო უკანალი, რომლებიც წყვეტენ, რა ნომინაცია დაიმსახურა მსახიობმა. ჩემში ეს გულისრევის შეგრძნებას იწვევს. სცენაზე გასასვლელად ხალხი ცნობილ პროდუსერებს ფეხქვეშ ეგება და უკანალს უკოცნის. არ მიყვარს ადამიანები, რომელთაც ღირსება არ გააჩნიათ და თავს პატივს არ სცემენ.

მომზადებულია huffingtonpost.com-ის მიხედვით.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება