პოლიტიკა
მსოფლიო

22

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამეოთხე დღე დაიწყება 04:49-ზე, მთვარე მერწყულშია დღეს კარგია ახალი, მნიშვნელოვანი საქმეების დაწყება. ფინანსური საკითხების მოგვარება, ვაჭრობა. მოერიდეთ კამათს, საქმეების გარჩევას. არ გირჩევთ მგზავრობას, საცხოვრებელი მისამართის შეცვლას. სარგებელს მოგიტანთ კოლექტიური სამუშაო, მაგრამ კოლეგების მიმართ ირონიის, ცინიზმის გამოვლენას არ გირჩევთ. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს. გადადეთ ოპერაციები სახსრებზე, ბრმა ნაწლავზე, პროცედურები ფეხებზე, ნერვულ სისტემაზე. კარგი დღეა დასვენებისთვის, შიმშილისთვის. მოერიდეთ ალკოჰოლურ სასმელს.
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
სამხედრო
წიგნები
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რით ანებივრებს მეუღლე სალომე გოგიაშვილს
რით ანებივრებს მეუღლე სალომე გოგიაშვილს

რა­დი­ო­წამ­ყვან­მა სა­ლო­მე გო­გი­აშ­ვილ­მა მოგ­ზა­უ­რო­ბა 3 წლის ასა­კი­დან და­ი­წყო: ბავ­შვო­ბა­ში ბე­ბია-ბა­ბუ­ას მოს­კოვ­ში სტუმ­რობ­და, მოგ­ვი­ა­ნე­ბით კი სხვა ქვეყ­ნე­ბის ნახ­ვის სურ­ვი­ლიც გა­უჩ­ნდა... სა­ლო­მე ახ­ლა­ხან დუ­ბა­ი­დან დაბ­რუნ­და, სა­დაც სა­ქორ­წი­ლო მოგ­ზა­უ­რო­ბა­ში "პი­რად გიდ­თან" ერ­თად იმ­ყო­ფე­ბო­და...

- მე და ჩემი მე­უღ­ლე დუ­ბა­ი­ში 5 დღით გა­ვემ­გზავ­რეთ. კუ­რორტზე ყოფ­ნის­თვის ეს პე­რი­ო­დი სავ­სე­ბით საკ­მა­რი­სია - კარ­გად დას­ვე­ნე­ბას მო­ა­ხერ­ხებ.

- კუ­რორტზე 5 დღე დას­ვე­ნე­ბა შენ­თვის ზა­ფხულ­შიც საკ­მა­რი­სია?

- არა. ზა­ფხულ­ში და­სას­ვე­ნებ­ლად მაქ­სი­მუმ, 2 კვი­რით მი­ვემ­გზავ­რე­ბი. სა­ერ­თოდ, თბი­ლის­ზე "მი­ჯაჭ­ვუ­ლი" ვარ, აქა­უ­რო­ბას დიდ­ხანს ვერ ვტო­ვებ, რად­გან მე­გობ­რე­ბი, ახ­ლობ­ლე­ბი მე­ნატ­რე­ბა...

- დუ­ბა­ი­ში პირ­ვე­ლად იყა­ვი?

- კი და მაქ­სი­მა­ლუ­რად კარ­გად და­ვის­ვე­ნე. მე­უღ­ლე­მაც შე­მი­წყო ხელი: დუ­ბა­ი­ში ძი­რი­თა­დად, ჩემი სურ­ვი­ლე­ბი სრულ­დე­ბო­და. ტემ­პე­რა­ტუ­რა 34 გრა­დუ­სი იყო. ძა­ლი­ან კარგ სას­ტუმ­რო­ში ვცხოვ­რობ­დით. იქვე არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვი ქვი­ში­ა­ნი სა­ნა­პი­რო იყო. დი­ლა­ო­ბით ვირუ­ჯე­ბო­დით, შემ­დეგ ცოტა ხანს ვის­ვე­ნებ­დით და დუ­ბა­ის ცენ­ტრში მივ­დი­ო­დით, სა­დაც უამ­რა­ვი მა­ღა­ზი­აა. ჩვენ ერ­თმა­ნე­თის­თვის, ბავ­შვე­ბის­თვის, ოჯა­ხის­თვის რა­ღა­ცებს ვყი­დუ­ლობ­დით, მერე კი გან­ვმარ­ტოვ­დე­ბო­დით და ვსა­დი­ლობ­დით. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ დუ­ბა­ი­ში მარ­ტო ვი­ყა­ვით, კარ­გად გა­ვერ­თეთ. პირ­ვე­ლად მოგ­ვე­ცა სა­შუ­ა­ლე­ბა, მარ­ტო ვყო­ფი­ლი­ყა­ვით. ერ­თმა­ნეთ­ში ახა­ლი თვი­სე­ბე­ბი აღ­მო­ვა­ჩი­ნეთ. მა­გა­ლი­თად, სულ ვამ­ბობ­დი, - ჩემი მე­უღ­ლე რო­მან­ტი­კუ­ლი ადა­მი­ა­ნი არ არის-მეთ­ქი. თურ­მე, ვცდე­ბო­დი, ძა­ლი­ან რო­მან­ტი­კუ­ლი ყო­ფი­ლა. ის შეძ­ლე­ბის­დაგ­ვა­რად, სი­ურპრი­ზებს მი­წყობ­და; სა­დილს რომ უკ­ვეთ­და, იმა­ზეც ზრუ­ნავ­და, რომ სუფ­რა ძა­ლი­ან ლა­მა­ზი ყო­ფი­ლი­ყო.

- რო­გორც ვიცი, თქვე­ნი "მი­ნი­ქორ­წი­ლიც" (რო­გორც თა­ვად უწო­დებ) შენ­თვის სი­ურპრი­ზი იყო...

- ქორ­წილ­ში სულ 7 ადა­მი­ა­ნი ვი­ყა­ვით. ყვე­ლა ბო­ლომ­დე და­ი­ხარ­ჯა. ეცად­ნენ, დრო მაქ­სი­მა­ლუ­რად კარ­გად გა­ე­ტა­რე­ბი­ნათ. ქორ­წი­ლის მე­ო­რე დღეს ენერ­გი­ა­გა­მოც­ლი­ლებ­მა, ჩაი დავ­ლი­ეთ, შემ­დეგ კი ბოდ­ბე­ში (ხელი სიღ­ნაღ­ში მო­ვა­წე­რეთ) წა­ვე­დით, სა­დაც ღვთის­მშობ­ლის სას­წა­ულთმოქ­მე­დი ხატი ვნა­ხეთ. ჰოდა, ამ ხატ­თან ყვე­ლამ თითო სურ­ვი­ლი ჩა­ვი­ფიქ­რეთ. ძა­ლი­ან გვჯე­რა, რომ აგ­ვიხ­დე­ბა...

- უკვე ერთი წე­ლია, რაც და­ო­ჯახ­დი. მე­უღ­ლეს­თან ერ­თად ხში­რად მოგ­ზა­უ­რობ?

- კი, სულ აქეთ-იქით დავ­დი­ვართ. მოგ­ზა­უ­რო­ბა ძი­რი­თა­დად, ვა­ხოს სამ­სა­ხუ­რის გამო გვი­წევს.

- ოდეს­მე სა­მოგ­ზა­უ­როდ მარ­ტო თუ ყო­ფილ­ხარ?

- შე­იძ­ლე­ბა ით­ქვას, რომ 3 წლი­დან მოს­კოვ­ში ვიზ­რდე­ბო­დი, სა­დაც ბე­ბია და ბა­ბუა ცხოვ­რობ­დნენ. შემ­დეგ იქვე და­ვი­წყე სწავ­ლა... ერთხელ სა­მოგ­ზა­უ­როდ საფ­რან­გეთ­ში წა­ვე­დი, მაგ­რამ მოგ­ზა­უ­რო­ბას სწავ­ლაც შე­ვუ­თავ­სე: ჯერ ენის შემ­სწავ­ლელ კურ­სებ­ზე და­ვი­წყე სი­ა­რუ­ლი, მაგ­რამ მერე მივ­ხვდი, რომ ვი­ზა­ჟის­ტო­ბის სწავ­ლა უფრო მინ­დო­და. ვი­ზა­ჟის­ტო­ბას ფრან­გულ ენა­ზე გვას­წავ­ლიდ­ნენ, ამი­ტომ მეტ-ნაკ­ლე­ბად, ენაც ავით­ვი­სე... შემ­დეგ, მე და ჩემი მე­გობ­რე­ბი იმ ქვეყ­ნებს ვსტუმ­რობ­დით, სა­დაც გამ­გზავ­რე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბა გვქონ­და.

- უცხო­ეთ­ში ად­გი­ლობ­რივ მო­სახ­ლე­ო­ბას­თან სა­ერ­თო ენას იო­ლად პო­უ­ლობ?

- კო­მუ­ნი­კა­ბე­ლუ­რი ვარ. ურ­თი­ერ­თო­ბა არც ქარ­თვე­ლებ­თან მი­ჭირს და არც - უცხო­ე­ლებ­თან. თუ მე­გობ­რებ­თან ერ­თად ვარ, სხვა ადა­მი­ა­ნე­ბით ნაკ­ლე­ბად ვინ­ტე­რეს­დე­ბი. სხვა­თა შო­რის, ჩემი მე­უღ­ლეც აქ­ტი­უ­რი და კონ­ტაქ­ტუ­რი ადა­მი­ა­ნია.

- და­ახ­ლო­ე­ბით რამ­დენ ქვე­ყა­ნა­ში ხარ ნამ­ყო­ფი?

- თურ­ქეთ­ში ისე ხში­რად ჩავ­დი­ვარ, უკვე მგო­ნია, რომ იქ ჩემი ნა­თე­სა­ვე­ბი ცხოვ­რო­ბენ (იცი­ნის). ძი­რი­თა­დად, სა­კუ­რორ­ტო ზო­ნებს ვსტუმ­რობთ: სე­ი­შე­ლის კუნ­ძუ­ლე­ბი, ნიცა, მო­ნა­კო, მონ­ტე-კარ­ლო...

- გამ­გზავ­რე­ბამ­დე ქვეყ­ნის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცი­ას წი­ნას­წარ თუ ეც­ნო­ბი?

- მას შემ­დეგ, რაც გავ­თხოვ­დი, ამის გა­კე­თე­ბა არ მჭირ­დე­ბა: მე­უღ­ლის სა­ხით ფაქ­ტობ­რი­ვად, გი­დიც მყავს. ის გა­ნათ­ლე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნია. შე­იძ­ლე­ბა, წიგ­ნით ან ინ­ტერ­ნე­ტით ვერ მი­ვი­ღო იმ­დე­ნი ინ­ფორ­მა­ცია, რამ­დენ­საც მე­უღ­ლე მაწ­ვდის. პა­ტა­რა ბავ­შვი­ვით აქეთ-იქით დავ­ყა­ვარ, მე კი პირ­და­ღე­ბუ­ლი ვუს­მენ.

- სა­ზღვარ­გა­რეთ ყოფ­ნი­სას უცხო ქა­ლა­ქის ღირ­სშე­სა­ნიშ­ნა­ო­ბებს ათ­ვა­ლი­ე­რებ თუ სხვა სა­ხის გარ­თო­ბა გირ­ჩევ­ნია?

- წარ­მო­უდ­გე­ნე­ლია, რო­მე­ლი­მე ქვე­ყა­ნა­ში ჩახ­ვი­დე და მისი ღირ­სშე­სა­ნიშ­ნა­ვი ად­გი­ლე­ბი არ ნახო. ყვე­ლა­ფერს რომ თავი და­ვა­ნე­ბოთ, ეს სირ­ცხვი­ლია! ჩვენ გამ­გზავ­რე­ბამ­დე ვგეგ­მავთ: პირ­ვე­ლი 3 დღე მო­ვი­ნა­ხუ­ლებთ ღირ­სშე­სა­ნიშ­ნავ ად­გი­ლებს, მერე - და­ვის­ვე­ნებთ... ზა­ფხულ­ში ბავ­შვებ­თან ერ­თად ვის­ვე­ნებთ. კარ­გია, როცა ყვე­ლა­ნი ერ­თად ვართ, მაგ­რამ გან­ტვირ­თვა ცოლ-ქმარ­საც სჭირ­დე­ბა. თან, პა­ტა­რე­ბის­თვის უცხო­ეთ­ში ვი­ზი­ტი 1-2 წე­ლი­წად­ში უფრო და­სა­მახ­სოვ­რე­ბე­ლი იქ­ნე­ბა; ჯერ­ჯე­რო­ბით, ძეგ­ლებ­სა და მუ­ზე­უ­მებ­ზე მე­ტად, სხვა რა­ღა­ცე­ბი აინ­ტე­რე­სებთ. გულ­და­წყვე­ტი­ლე­ბი არი­ან, რომ ჩვენს ჯვრის­წე­რას ვერ და­ეს­წრნენ და ქორ­წი­ლის გა­დახ­და ამი­ტო­მაც გვინ­და...

- მოგ­ზა­უ­რო­ბი­სას მა­ღა­ზი­ებ­ში სი­ა­რუ­ლი გიყ­ვარს?

- კი და თან - ისე ძა­ლი­ან, რომ მე­ში­ნია, არ "გა­ვაფ­რი­ნო"! დუ­ბა­ი­ში ყოფ­ნი­სას მე­უღ­ლე ისე გა­ვა­გი­ჟე, რომ მე­უბ­ნე­ბო­და, - ბი­ლეთს ავი­ღებ და თბი­ლის­ში წა­ვა­ლო! დი­ლით თვალს გა­ვა­ხელ­დი თუ არა, ვე­კი­თხე­ბო­დი: - სა­ყიდ­ლებ­ზე დღეს ხომ წა­ვალთ-მეთ­ქი?.. ის თა­ვის­თვის სა­მოსს ძა­ლი­ან მარ­ტი­ვად ირ­ჩევს, მე კი ჯერ უნდა და­ვათ­ვა­ლი­ე­რო, ჩა­ვიც­ვა, ვთქვა, რომ არ მიხ­დე­ბა, შემ­დეგ კი ვა­ხომ უნდა და­მარ­წმუ­ნოს, რომ მიხ­დე­ბა და ა.შ. ჩემ­თვის გან­ტვირ­თვის ყვე­ლა­ზე კარ­გი სა­შუ­ა­ლე­ბა მა­ღა­ზი­ებ­ში სი­ა­რუ­ლი და რა­ღა­ცე­ბის შე­ძე­ნაა.

- გამ­გზავ­რე­ბი­სას თან ბევ­რი ტან­საც­მე­ლი მი­გაქვს?

- ახლა ჭკუა ვის­წავ­ლე და მხო­ლოდ სა­ცუ­რაო კოს­ტი­უ­მე­ბი წა­ვი­ღე. ჭკუ­ის სწავ­ლა­ში რას ვგუ­ლის­ხმობ? - ცა­რი­ე­ლი ჩე­მო­და­ნი წა­ვი­ღე, რათა ახა­ლი სა­მო­სით ამევ­სო (იღი­მის). ვცდი­ლობ, ზღვა­ზე მაქ­სი­მა­ლუ­რად ცოტა ტან­საც­მე­ლი წა­ვი­ღო, ევ­რო­პა­ში მოგ­ზა­უ­რო­ბი­სას კი თან ლა­მა­ზი ტან­საც­მე­ლი მი­მაქვს, რათა იქაც კარ­გად გა­მო­ვი­ყუ­რე­ბო­დე.

- ამა თუ იმ ქვე­ყა­ნა­ში სტუმ­რო­ბი­სას, იქა­ურ ნა­ცი­ო­ნა­ლურ კერ­ძებს აგე­მოვ­ნებ?

- ამა თუ იმ ქვეყ­ნის ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი კერ­ძე­ბით მარ­თლა ვინ­ტე­რეს­დე­ბი, მაგ­რამ ტა­რა­კა­ნის და ჭი­ან­ჭვე­ლის შეჭ­მა არ შე­მიძ­ლია! სე­ი­შელ­ზე ყოფ­ნი­სას გვე­ლის ხორ­ციც გავ­სინ­ჯე. მარ­თა­ლია, გვე­ლებს ვერ ვი­ტან, მაგ­რამ მა­ინც მი­ვირ­თვი. ზღვის პრო­დუქ­ტე­ბი მიყ­ვარს. დუ­ბა­ი­ში ყოფ­ნი­სას, იქა­უ­რი კერ­ძე­ბიც გავ­სინ­ჯეთ და მათი ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი ტან­საც­მე­ლიც ვი­ყი­დეთ. თით­ქოს, უცხო ადა­მი­ა­ნე­ბის ცხოვ­რე­ბის სტილ­ში ასე უფრო მე­ტად ერ­თვე­ბი, მათ შე­სა­ხებ უფრო მეტ ინ­ფორ­მა­ცი­ას იღებ...

- გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლად რო­მე­ლი ქვეყ­ნის მკვიდ­რებ­მა და­გა­მახ­სოვ­რეს თავი?

- თურ­ქე­ბი - ტაქ­სის მძღო­ლი­დან და­წყე­ბუ­ლი, მა­ღა­ზი­ის გამ­ყიდ­ვე­ლით დამ­თავ­რე­ბუ­ლი, სულ იმას ცდი­ლო­ბენ, მო­გა­ტყუ­ონ. თუმ­ცა, რა თქმა უნდა, გა­მო­ნაკ­ლი­სე­ბიც არი­ან... საფ­რან­გეთ­ში სტუ­მარ­თმოყ­ვა­რე ხალ­ხი ცხოვ­რობს. მა­ღა­ზი­ა­ში გამ­ყიდ­ვე­ლიც კი ისე თა­ვა­ზი­ა­ნად გექ­ცე­ვა, რომ უბ­რა­ლოდ, მო­გე­რი­დე­ბა, რა­ი­მე არ იყი­დო. ქარ­თვე­ლებ­ზეც ამ­ბო­ბენ, - სტუ­მარ­თმოყ­ვა­რე ხალ­ხი­აო, მაგ­რამ შე­იძ­ლე­ბა, აქ ისე­თი მას­პინ­ძე­ლი შეგ­ხვდეს, რო­მე­ლიც ამ აზრს მა­ლე­ვე შე­გაც­ვლე­ვი­ნებს. ამი­ტომ, მხო­ლოდ ერთი ადა­მი­ა­ნით მთელ ერს ვერ გან­სჯი... იტა­ლი­ე­ლებს და ქარ­თვე­ლებს ერ­თმა­ნეთს გვამ­სგავ­სე­ბენ. იტა­ლი­ა­ში ნამ­ყო­ფი ჯერ არ ვარ, მაგ­რამ მე და ვახო მალე ფლო­რენ­ცი­ა­ში გამ­გზავ­რე­ბას ვა­პი­რებთ და როცა სა­ქარ­თვე­ლო­ში დავ­ბრუნ­დე­ბი, იტა­ლი­ის შე­სა­ხებ ჩემს შთა­ბეჭ­დი­ლე­ბებ­საც აუ­ცი­ლებ­ლად გა­გი­ზი­ა­რებთ.

ეთო ყორ­ღა­ნაშ­ვი­ლი

ჟურ­ნა­ლი "გზა"

(გა­მო­დის ხუთ­შა­ბა­თო­ბით)

რით ანებივრებს მეუღლე სალომე გოგიაშვილს

რით ანებივრებს მეუღლე სალომე გოგიაშვილს

რადიოწამყვანმა სალომე გოგიაშვილმა მოგზაურობა 3 წლის ასაკიდან დაიწყო: ბავშვობაში ბებია-ბაბუას მოსკოვში სტუმრობდა, მოგვიანებით კი სხვა ქვეყნების ნახვის სურვილიც გაუჩნდა... სალომე ახლახან დუბაიდან დაბრუნდა, სადაც საქორწილო მოგზაურობაში "პირად გიდთან" ერთად იმყოფებოდა...

- მე და ჩემი მეუღლე დუბაიში 5 დღით გავემგზავრეთ. კურორტზე ყოფნისთვის ეს პერიოდი სავსებით საკმარისია - კარგად დასვენებას მოახერხებ.

- კურორტზე 5 დღე დასვენება შენთვის ზაფხულშიც საკმარისია?

- არა. ზაფხულში დასასვენებლად მაქსიმუმ, 2 კვირით მივემგზავრები. საერთოდ, თბილისზე "მიჯაჭვული" ვარ, აქაურობას დიდხანს ვერ ვტოვებ, რადგან მეგობრები, ახლობლები მენატრება...

- დუბაიში პირველად იყავი?

- კი და მაქსიმალურად კარგად დავისვენე. მეუღლემაც შემიწყო ხელი: დუბაიში ძირითადად, ჩემი სურვილები სრულდებოდა. ტემპერატურა 34 გრადუსი იყო. ძალიან კარგ სასტუმროში ვცხოვრობდით. იქვე არაჩვეულებრივი ქვიშიანი სანაპირო იყო. დილაობით ვირუჯებოდით, შემდეგ ცოტა ხანს ვისვენებდით და დუბაის ცენტრში მივდიოდით, სადაც უამრავი მაღაზიაა. ჩვენ ერთმანეთისთვის, ბავშვებისთვის, ოჯახისთვის რაღაცებს ვყიდულობდით, მერე კი განვმარტოვდებოდით და ვსადილობდით. მიუხედავად იმისა, რომ დუბაიში მარტო ვიყავით, კარგად გავერთეთ. პირველად მოგვეცა საშუალება, მარტო ვყოფილიყავით. ერთმანეთში ახალი თვისებები აღმოვაჩინეთ. მაგალითად, სულ ვამბობდი, - ჩემი მეუღლე რომანტიკული ადამიანი არ არის-მეთქი. თურმე, ვცდებოდი, ძალიან რომანტიკული ყოფილა. ის შეძლებისდაგვარად, სიურპრიზებს მიწყობდა; სადილს რომ უკვეთდა, იმაზეც ზრუნავდა, რომ სუფრა ძალიან ლამაზი ყოფილიყო.

- როგორც ვიცი, თქვენი "მინიქორწილიც" (როგორც თავად უწოდებ) შენთვის სიურპრიზი იყო...

- ქორწილში სულ 7 ადამიანი ვიყავით. ყველა ბოლომდე დაიხარჯა. ეცადნენ, დრო მაქსიმალურად კარგად გაეტარებინათ. ქორწილის მეორე დღეს ენერგიაგამოცლილებმა, ჩაი დავლიეთ, შემდეგ კი ბოდბეში (ხელი სიღნაღში მოვაწერეთ) წავედით, სადაც ღვთისმშობლის სასწაულთმოქმედი ხატი ვნახეთ. ჰოდა, ამ ხატთან ყველამ თითო სურვილი ჩავიფიქრეთ. ძალიან გვჯერა, რომ აგვიხდება...

- უკვე ერთი წელია, რაც დაოჯახდი. მეუღლესთან ერთად ხშირად მოგზაურობ?

- კი, სულ აქეთ-იქით დავდივართ. მოგზაურობა ძირითადად, ვახოს სამსახურის გამო გვიწევს.

- ოდესმე სამოგზაუროდ მარტო თუ ყოფილხარ?

- შეიძლება ითქვას, რომ 3 წლიდან მოსკოვში ვიზრდებოდი, სადაც ბებია და ბაბუა ცხოვრობდნენ. შემდეგ იქვე დავიწყე სწავლა... ერთხელ სამოგზაუროდ საფრანგეთში წავედი, მაგრამ მოგზაურობას სწავლაც შევუთავსე: ჯერ ენის შემსწავლელ კურსებზე დავიწყე სიარული, მაგრამ მერე მივხვდი, რომ ვიზაჟისტობის სწავლა უფრო მინდოდა. ვიზაჟისტობას ფრანგულ ენაზე გვასწავლიდნენ, ამიტომ მეტ-ნაკლებად, ენაც ავითვისე... შემდეგ, მე და ჩემი მეგობრები იმ ქვეყნებს ვსტუმრობდით, სადაც გამგზავრების საშუალება გვქონდა.

- უცხოეთში ადგილობრივ მოსახლეობასთან საერთო ენას იოლად პოულობ?

- კომუნიკაბელური ვარ. ურთიერთობა არც ქართველებთან მიჭირს და არც - უცხოელებთან. თუ მეგობრებთან ერთად ვარ, სხვა ადამიანებით ნაკლებად ვინტერესდები. სხვათა შორის, ჩემი მეუღლეც აქტიური და კონტაქტური ადამიანია.

- დაახლოებით რამდენ ქვეყანაში ხარ ნამყოფი?

- თურქეთში ისე ხშირად ჩავდივარ, უკვე მგონია, რომ იქ ჩემი ნათესავები ცხოვრობენ (იცინის). ძირითადად, საკურორტო ზონებს ვსტუმრობთ: სეიშელის კუნძულები, ნიცა, მონაკო, მონტე-კარლო...

- გამგზავრებამდე ქვეყნის შესახებ ინფორმაციას წინასწარ თუ ეცნობი?

- მას შემდეგ, რაც გავთხოვდი, ამის გაკეთება არ მჭირდება: მეუღლის სახით ფაქტობრივად, გიდიც მყავს. ის განათლებული ადამიანია. შეიძლება, წიგნით ან ინტერნეტით ვერ მივიღო იმდენი ინფორმაცია, რამდენსაც მეუღლე მაწვდის. პატარა ბავშვივით აქეთ-იქით დავყავარ, მე კი პირდაღებული ვუსმენ.

- საზღვარგარეთ ყოფნისას უცხო ქალაქის ღირსშესანიშნაობებს ათვალიერებ თუ სხვა სახის გართობა გირჩევნია?

- წარმოუდგენელია, რომელიმე ქვეყანაში ჩახვიდე და მისი ღირსშესანიშნავი ადგილები არ ნახო. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ეს სირცხვილია! ჩვენ გამგზავრებამდე ვგეგმავთ: პირველი 3 დღე მოვინახულებთ ღირსშესანიშნავ ადგილებს, მერე - დავისვენებთ... ზაფხულში ბავშვებთან ერთად ვისვენებთ. კარგია, როცა ყველანი ერთად ვართ, მაგრამ განტვირთვა ცოლ-ქმარსაც სჭირდება. თან, პატარებისთვის უცხოეთში ვიზიტი 1-2 წელიწადში უფრო დასამახსოვრებელი იქნება; ჯერჯერობით, ძეგლებსა და მუზეუმებზე მეტად, სხვა რაღაცები აინტერესებთ. გულდაწყვეტილები არიან, რომ ჩვენს ჯვრისწერას ვერ დაესწრნენ და ქორწილის გადახდა ამიტომაც გვინდა...

- მოგზაურობისას მაღაზიებში სიარული გიყვარს?

- კი და თან - ისე ძალიან, რომ მეშინია, არ "გავაფრინო"! დუბაიში ყოფნისას მეუღლე ისე გავაგიჟე, რომ მეუბნებოდა, - ბილეთს ავიღებ და თბილისში წავალო! დილით თვალს გავახელდი თუ არა, ვეკითხებოდი: - საყიდლებზე დღეს ხომ წავალთ-მეთქი?.. ის თავისთვის სამოსს ძალიან მარტივად ირჩევს, მე კი ჯერ უნდა დავათვალიერო, ჩავიცვა, ვთქვა, რომ არ მიხდება, შემდეგ კი ვახომ უნდა დამარწმუნოს, რომ მიხდება და ა.შ. ჩემთვის განტვირთვის ყველაზე კარგი საშუალება მაღაზიებში სიარული და რაღაცების შეძენაა.

- გამგზავრებისას თან ბევრი ტანსაცმელი მიგაქვს?

- ახლა ჭკუა ვისწავლე და მხოლოდ საცურაო კოსტიუმები წავიღე. ჭკუის სწავლაში რას ვგულისხმობ? - ცარიელი ჩემოდანი წავიღე, რათა ახალი სამოსით ამევსო (იღიმის). ვცდილობ, ზღვაზე მაქსიმალურად ცოტა ტანსაცმელი წავიღო, ევროპაში მოგზაურობისას კი თან ლამაზი ტანსაცმელი მიმაქვს, რათა იქაც კარგად გამოვიყურებოდე.

- ამა თუ იმ ქვეყანაში სტუმრობისას, იქაურ ნაციონალურ კერძებს აგემოვნებ?

- ამა თუ იმ ქვეყნის ნაციონალური კერძებით მართლა ვინტერესდები, მაგრამ ტარაკანის და ჭიანჭველის შეჭმა არ შემიძლია! სეიშელზე ყოფნისას გველის ხორციც გავსინჯე. მართალია, გველებს ვერ ვიტან, მაგრამ მაინც მივირთვი. ზღვის პროდუქტები მიყვარს. დუბაიში ყოფნისას, იქაური კერძებიც გავსინჯეთ და მათი ნაციონალური ტანსაცმელიც ვიყიდეთ. თითქოს, უცხო ადამიანების ცხოვრების სტილში ასე უფრო მეტად ერთვები, მათ შესახებ უფრო მეტ ინფორმაციას იღებ...

- განსაკუთრებულად რომელი ქვეყნის მკვიდრებმა დაგამახსოვრეს თავი?

- თურქები - ტაქსის მძღოლიდან დაწყებული, მაღაზიის გამყიდველით დამთავრებული, სულ იმას ცდილობენ, მოგატყუონ. თუმცა, რა თქმა უნდა, გამონაკლისებიც არიან... საფრანგეთში სტუმართმოყვარე ხალხი ცხოვრობს. მაღაზიაში გამყიდველიც კი ისე თავაზიანად გექცევა, რომ უბრალოდ, მოგერიდება, რაიმე არ იყიდო. ქართველებზეც ამბობენ, - სტუმართმოყვარე ხალხიაო, მაგრამ შეიძლება, აქ ისეთი მასპინძელი შეგხვდეს, რომელიც ამ აზრს მალევე შეგაცვლევინებს. ამიტომ, მხოლოდ ერთი ადამიანით მთელ ერს ვერ განსჯი... იტალიელებს და ქართველებს ერთმანეთს გვამსგავსებენ. იტალიაში ნამყოფი ჯერ არ ვარ, მაგრამ მე და ვახო მალე ფლორენციაში გამგზავრებას ვაპირებთ და როცა საქართველოში დავბრუნდები, იტალიის შესახებ ჩემს შთაბეჭდილებებსაც აუცილებლად გაგიზიარებთ.

ეთო ყორღანაშვილი

ჟურნალი ”გზა”

(გამოდის ხუთშაბათობით)

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება