ჰოლივუდის ვარსკვლავი შერონ სტოუნი უკვე 54 წლისაა, მაგრამ "ძირითად ინსტიქტს" არ ღალატობს. პაპარაცებმა ვარსკვლავი კალიფორნიაში შენიშნეს. მიუხედავად გრილი ამინდისა, მსახიობს მოკლე შორტი, ტყავის ჩექმები და ქურთუკი ეცვა. შერონს გვერდს 27 წლით უმცროსი საყვარელი, არგენტინელი მოდელი მარტინ მიკი უმშვენებდა.
შერონი ქუჩაში მოსეირნე ახალგაზრდა გოგონებს არაფრით ჩამოუვარდებოდა, თუმცა ვარსკვლავს ასაკობრივი პრობლემები მაინც ეტყობა.
შერონი და მარტინი ერთმანეთს მაისიდან ხვდებიან. რამდენიმე თვის წინ წყვილმა ლოს-ანჯელესის ერთ-ერთ პლაჟზე ნადვილი ეროტიული თამაშები მოაწყო. წყვილის გართობა პაპარაცებმა გადაიღეს, მაგრამ ფოტოებმა საზოგადოების გაღიზიანება გამოიწვია.
მომზადებულია dailymail.co.uk-ის მიხედვით.