მსოფლიო

22

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამეოთხე დღე დაიწყება 04:49-ზე, მთვარე მერწყულშია დღეს კარგია ახალი, მნიშვნელოვანი საქმეების დაწყება. ფინანსური საკითხების მოგვარება, ვაჭრობა. მოერიდეთ კამათს, საქმეების გარჩევას. არ გირჩევთ მგზავრობას, საცხოვრებელი მისამართის შეცვლას. სარგებელს მოგიტანთ კოლექტიური სამუშაო, მაგრამ კოლეგების მიმართ ირონიის, ცინიზმის გამოვლენას არ გირჩევთ. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს. გადადეთ ოპერაციები სახსრებზე, ბრმა ნაწლავზე, პროცედურები ფეხებზე, ნერვულ სისტემაზე. კარგი დღეა დასვენებისთვის, შიმშილისთვის. მოერიდეთ ალკოჰოლურ სასმელს.
მეცნიერება
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
წიგნები
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
როდის მუშაობს ფიზიკურად ლია მუხაშავრია
როდის მუშაობს ფიზიკურად ლია მუხაშავრია

ლია მუ­ხა­შავ­რი­ამ სა­გა­მომ­ძი­ებ­ლო სამ­სა­ხურ­ზე უა­რის თქმა ჯერ კი­დევ სტუ­დენ­ტო­ბი­სა და პრაქ­ტი­კე­ბის პე­რი­ოდ­ში გა­და­წყვი­ტა. ადა­მი­ა­ნე­ბის დაც­ვა არ­ჩია. ად­ვო­კა­ტი­სა და უფ­ლე­ბა­დამ­ცვე­ლის სა­ხელს ბევ­რი გახ­მა­უ­რე­ბუ­ლი საქ­მე უკავ­შირ­დე­ბა რო­გორც სა­ქარ­თვე­ლო­ში, ისე ევ­რო­სა­სა­მარ­თლო­ში. ლია მუ­ხა­შავ­რი­ას პრაქ­ტი­კა­ში დღემ­დე ყვე­ლა­ზე რთუ­ლი მა­ინც წლე­ბის წინ ადა­მი­ან­თა უფ­ლე­ბა­თა სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­სა­მარ­თლო­ში გა­მარ­თუ­ლი პრო­ცე­სი იყო, რო­მე­ლიც ცნო­ბი­ლი შემ­დე­გი სა­ხელ­წო­დე­ბით გახ­და - "შა­მა­ე­ვი და 12 სხვა პირი სა­ქარ­თვე­ლო­სა და რუ­სე­თის წი­ნა­აღ­მდეგ". ამ საქ­მის სა­ფუძ­ვე­ლი ჩეჩ­ნე­ბის სა­ქარ­თვე­ლო­დან რუ­სეთ­ში უკა­ნო­ნო ექ­სტრა­დი­რე­ბა იყო. მათ ბრა­ლი ბან­დი­ტიზმსა და ტე­რო­რიზ­მში ედე­ბო­დათ. ევ­რო­სა­სა­მარ­თლოს ის­ტო­რი­ა­ში ევ­რო­საბ­ჭომ პირ­ვე­ლად გა­ნი­ხი­ლა 13 კერ­ძო პი­რის სა­ჩი­ვა­რი ერ­თდრო­უ­ლად ორი ქვეყ­ნის - სა­ქარ­თვე­ლო­სა და რუ­სე­თის მთავ­რო­ბე­ბის წი­ნა­აღ­მდეგ და სტრას­ბურ­გში მათ უფ­ლე­ბებს ლია მუ­ხა­შავ­რია იცავ­და...

- მამა გე­ო­ლო­გი გახ­ლდათ, ხოლო დედა სა­ქო­ნელმცოდ­ნეა. მამა 1979 წელს გარ­და­იც­ვა­ლა, მა­შინ 17 წლის ვი­ყა­ვი. იუ­რის­ტო­ბა გა­დავ­წყვი­ტე არა იმი­ტომ, რომ დე­ტექ­ტი­ვე­ბი მიყ­ვარ­და. მე ჯერ კი­დევ კო­მუ­ნის­ტურ ეპო­ქი­დან მოვ­დი­ვარ და მა­ინ­ტე­რე­სებ­და, სა­ხელ­წი­ფო რო­გორ და რის მი­ხედ­ვით იყო აგე­ბუ­ლი. როცა ოჯახ­ში ჩემი პრო­ფე­სი­უ­ლი არ­ჩე­ვა­ნის შე­სა­ხებ გან­ვა­ცხა­დე, მამა მა­შინ ჯერ კი­დევ ცო­ცხა­ლი იყო და მი­თხრა, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ გოგო ხარ, მა­ინც მირ­ჩევ­ნია, გე­ო­ლო­გი გახ­დე და ტყე და მთა მო­ი­ა­რო, იუ­რის­ტე­ბი ცუდი ხალ­ხია და კო­ლე­გებს შო­რის მე­გობ­რე­ბი არ გე­ყო­ლე­ბაო. სკო­ლას რომ ვამ­თავ­რებ­დი, მამა გარ­და­იც­ვა­ლა და იმ წელს ვერ ჩა­ვა­ბა­რე. მა­შინ სა­ვალ­დე­ბუ­ლო იყო სტა­ჟი პრო­ფი­ლით და მო­მი­წია მუ­შა­ო­ბამ მი­ლი­ცი­ა­ში. თემ­ქა­ზე სა­უ­წყე­ბო დაც­ვის მი­ლი­ცი­ა­ში მი­ვე­დი და ვუ­თხა­რი, რომ მუ­შა­ო­ბის და­წყე­ბა მსურ­და. უფ­რო­სი ასა­კო­ვა­ნი კაცი გახ­ლდათ, გა­ე­ცი­ნა და ასა­კი მკი­თხა, როცა გა­ი­გო, 17 წლის ვი­ყა­ვი, მი­თხრა, 18 წლამ­დე ვერ მი­გი­ღე­ბო. რამ­დე­ნი­მე თვე­ში 18 წელი შე­მის­რულ­და და მას­თან ისევ მი­ვე­დი. რა­ღას იზამ­და, მი­მი­ღეს (იღი­მის).

- 15 სექ­ტემ­ბერს ხართ და­ბა­დე­ბუ­ლი, ერ­თგან ამო­კი­თხუ­ლი მაქვს, რომ თქვენს და­ბა­დე­ბის დღეს მყინ­ვარწვერ­ზე ხვდე­ბით. მარ­თა­ლია?

- დიახ, ხუთ წე­ლი­წად­ში ერთხელ. პირ­ვე­ლად ეს სრუ­ლი­ად შემ­თხვე­ვით მოხ­და, როცა 30 წლის გავ­ხდი. მყინ­ვარწვერ­ზე პირ­ვე­ლი ას­ვლი­დან 70 წლის თავ­ზე მა­სობ­რი­ვი ას­ვლა მო­ე­წყო და მეც წა­ვე­დი. ათში გა­ვემ­გზავ­რე და ცუდი ამინ­დე­ბის გამო მწვერ­ვალ­ზე ას­ვლა მხო­ლოდ 15-ში შევ­ძე­ლით. მა­შინ ჩემ­თვის გა­ვი­ფიქ­რე, რომ მყინ­ვარწვერ­ზე ჩემს და­ბა­დე­ბის დღე­ზე ყო­ველ 5 წე­ლი­წად­ში ერთხელ ავალ-მეთ­ქი. 2002 წლის ჩათ­ვლით ამ პი­რო­ბას ვი­ცავ­დი, მაგ­რამ ეს შემ­დეგ­ში ვე­ღარ მო­ვა­ხერ­ხე. თუმ­ცა ვა­პი­რებ, ტრა­დი­ცია გა­ვაგ­რძე­ლო. წელს 50 წლის გავ­ხდი და ვერ ავე­დი, მაგ­რამ ამას აუ­ცი­ლებ­ლად გა­ვა­კე­თებ. მგო­ნია, რომ ეს სა­უ­კე­თე­სო გან­ტვირ­თვის სა­შუ­ა­ლე­ბაა. მე, სა­ერ­თოდ, ისეთ რა­ღა­ცებს ვა­კე­თებ, რაც, ერთი შე­ხედ­ვით, შე­იძ­ლე­ბა, ჩემი პრო­ფე­სი­ი­სათ­ვის ცოტა უც­ნა­უ­რად გეჩ­ვე­ნოთ. მა­გა­ლი­თად, ბოლო დროს სოფ­ლის მე­ურ­ნე­ო­ბით და­ვინ­ტე­რეს­დი. გუ­რი­ა­ში მაქვს მიწა. ჩავ­დი­ვარ და ფი­ზი­კუ­რად ვმუ­შა­ობ. სტრე­სი­სა და საქ­მე­ე­ბის პი­რო­ბებ­ში, რომ­ლებ­ზეც ვმუ­შა­ობ, ეს ძა­ლი­ან მეხ­მა­რე­ბა ჯან­მრთე­ლო­ბის შე­ნარ­ჩუ­ნე­ბა­ში. ვფიქ­რობ, ეს და­მეხ­მა­რა იმა­ში, რომ 50 წლის ასაკ­ში ვარ ჯან­მრთე­ლი, ჩემი ასა­კი არ მე­ტყო­ბა. სი­ცო­ცხლის ხა­ლი­სი, იუ­მო­რი და ენერ­გია მაქვს შე­ნარ­ჩუ­ნე­ბუ­ლი.

- პირ­ველ სა­მუ­შაო დღეს მი­ვუბ­რუნ­დეთ...

- მი­ლი­ცი­ა­ში რომ მი­ვე­დი, რა თქმა უნდა, მომ­ცეს ფორ­მა და გა­მამ­წე­სეს სა­ხელ­მწი­ფო მუ­ზე­უმ­ში, სა­დაც ოქ­როს ფონ­დის მცვე­ლი ვი­ყა­ვი. როცა ფონ­დი ღია იყო, შე­სას­ვლელ­თან ვი­ჯე­ქი. უცხო­ე­ლი დამ­თვა­ლი­ე­რებ­ლე­ბი რომ შე­მო­დი­ოდ­ნენ, ფორ­მა­ში ჩაც­მულს ფო­ტო­ებს მი­ღებ­დნენ. ძა­ლი­ან სა­სა­ცი­ლო და­სა­ნა­ხი ვი­ყა­ვი. იმ პე­რი­ოდ­ში მამა გარ­და­იც­ვა­ლა და მთე­ლი წელი შა­ვე­ბი მეც­ვა. სამ­სა­ხურ­ში სა­მო­ქა­ლა­ქო ტან­საც­მლით ვერ მივ­დი­ო­დი. შე­ვი­კე­რე შავი ბო­ლო­კა­ბა, ზედა და მათ ფორ­მა­ზე ზე­ვი­დან ვიც­ვამ­დი.

- იმ პე­რი­ო­დის ფოტო შე­მორ­ჩე­ნი­ლი გაქვთ?

- არა, რად­გან ჩემ­თვის ძა­ლი­ან დამ­თრგუნ­ვე­ლი იყო ფორ­მის ტა­რე­ბა. მა­შინ ვთქვი, რომ ცხოვ­რე­ბა­ში მას აღარ ჩა­ვიც­ვამ­დი. ამა­ზე დე­დამ მკი­თხა, აბა, იუ­რის­ტი რომ გახ­დე­ბი, რა­ღაც ფორ­მის ტა­რე­ბა ხომ მო­გი­წევ­სო. ყვე­ლა­ფერს გა­ვა­კე­თებ იმის­თვის, რომ ფორ­მა არ მეც­ვას-მეთ­ქი, - ვუ­პა­სუ­ხე. უნი­ვერ­სი­ტეტს ვამ­თავ­რებ­დი, როცა 1989 წელს ვნა­ხე, სამ­ხედ­რო­ე­ბი დე­მონ­სტრან­ტებს რო­გორ მო­ექ­ცნენ, მას შემ­დეგ ფორ­მის მი­მართ უარ­ყო­ფი­თი გან­ცდა კი­დევ უფრო გა­მიმ­ძაფ­რდა. მუ­ზე­უმ­ში ექ­ვსი თვე ვი­მუ­შა­ვე, გან­ცხა­დე­ბა დავ­წე­რე და წა­მო­ვე­დი. სა­ბედ­ნი­ე­როდ, მას შემ­დეგ ფორ­მა აღარ ჩა­მიც­ვამს (იღი­მის).

- იუ­რი­დი­ულ­ზე ჩა­ა­ბა­რეთ და სის­ხლის სა­მარ­თლის გან­ხრით წახ­ვე­დით...

- მა­შინ სის­ხლის სა­მარ­თა­ლი პო­პუ­ლა­რუ­ლი დარ­გი იყო და ამ კუ­თხით ძა­ლი­ან კარ­გი პრაქ­ტი­კაც გა­ვი­ა­რე: იმ­დრო­ინ­დელ ად­გი­ლობ­რივ თვით­მმარ­თვე­ლო­ბის ორ­გა­ნო­ში, ანუ აღ­მას­კომ­ში; გა­მო­ძი­ე­ბის ორ­გა­ნო­ებ­ში: მი­ლი­ცი­ა­ში, პრო­კუ­რა­ტუ­რა­ში, სა­სა­მარ­თლო­ში. სტა­ჟი­რე­ბა გა­ვი­ა­რე რეს­პუბ­ლი­კის პრო­კუ­რა­ტუ­რა­სა და ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო­ში და ორი­ვე­გან გან­სა­კუთ­რე­ბით მნიშ­ვნე­ლო­ვან საქ­მე­თა გა­მომ­ძი­ებ­ლებ­თან. მა­შინ მივ­ხვდი, რომ მე არ მინ­დო­და ამ საქ­მის კე­თე­ბა. პრაქ­ტი­კის დას­რუ­ლე­ბი­სას ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­გა­მომ­ძი­ებ­ლო დე­პარ­ტა­მენ­ტის გან­სა­კუთ­რე­ბით მნიშ­ვნე­ლო­ვან საქ­მე­თა უფ­როს გა­მომ­ძი­ე­ბელს, მი­ლი­ცი­ის პოლ­კოვ­ნიკს, ქალ­ბა­ტონ ნანა აბუ­ლა­ძეს ჩემი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის შე­სა­ხებ რომ გა­ვა­გე­ბი­ნე, დამ­შვი­დო­ბე­ბი­სას მი­თხრა, რომ ეს სამ­წუ­ხა­რო იყო, რად­გან ჩემ­გან კარ­გი გა­მომ­ძი­ე­ბე­ლი დად­გე­ბო­და. მე ამის სურ­ვი­ლი არ მქონ­და, ძა­ლი­ან მარ­ტი­ვად გა­დავ­წყვი­ტე ად­ვო­კა­ტო­ბა.

- მინ­და გა­იხ­სე­ნოთ საქ­მე, რო­მელ­საც ყვე­ლა­ზე რთუ­ლად მი­იჩ­ნევთ...

- ყვე­ლა­ზე რთუ­ლი იყო ჩეჩ­ნე­ბის საქ­მე და ეს მხო­ლოდ ჩემი შე­ფა­სე­ბა არ არის. ჩემი პირ­ვე­ლი საქ­მე იყო სტრას­ბურ­გში და რო­გორც მა­შინ­დელ­მა პა­ლა­ტის და მოგ­ვი­ა­ნე­ბით სა­სა­მარ­თლოს თავ­მჯდო­მა­რე ჟან პოლ კოს­ტამ თქვა, იმ პე­რი­ოდ­ში ევ­რო­სა­სა­მარ­თლოს წარ­მო­ე­ბა­ში არ­სე­ბულ საქ­მე­თა­გან ეს იყო ყვე­ლა­ზე ძნე­ლი საქ­მე. მას სურ­და მხა­რე­ე­ბის ერ­თდრო­უ­ლად მოს­მე­ნა და საქ­მის არსში გარ­კვე­ვა. წარ­მო­იდ­გი­ნეთ, რო­გო­რი ელდა იყო პირ­ვე­ლი საქ­მე და ორი მთავ­რო­ბის გა­მოს­ვლა შენ წი­ნა­აღ­მდეგ. ეს იყო უზარ­მა­ზა­რი სტრე­სი და იმავდრო­უ­ლად დიდი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა. მე იქ საქ­მის მო­სა­გე­ბად არ ჩავ­სულ­ვარ, ჩა­ვე­დი 13 ადა­მი­ა­ნის გა­და­სარ­ჩე­ნად. ალა­ჰის სა­ხე­ლით მე­ო­მა­რი 13 მებ­რძო­ლი მყავს გა­დარ­ჩე­ნი­ლი და ვხუმ­რობ ხოლ­მე, მთე­ლი ჩემი საქ­მი­ა­ნო­ბის შე­დე­გი, ყვე­ლა­ზე დიდი ჰო­ნო­რა­რი, რაც კი მო­ვი­პო­ვე ისაა, რომ ერთი ად­გი­ლი მაქვს და­ჯავ­შნი­ლი ალა­ჰის სა­მო­თხე­ში-მეთ­ქი (იღი­მის).

- ყო­ველ­დღი­უ­რი და­ძა­ბუ­ლი რე­ჟი­მის შემ­დეგ შინ რო­დის ბრუნ­დე­ბით? მინ­და ვი­სა­უბ­როთ თქვენს შვილ­ზე - მა­რი­ზეც...

- მარი უკვე დიდი ქა­ლია და და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი ადა­მი­ა­ნია. დღეს ის 18 წლის არის, სტუ­დენ­ტია და ქარ­თულ-ამე­რი­კულ უნი­ვერ­სი­ტეტ­ში სა­ინ­ჟინ­რო ფა­კულ­ტეტ­ზე სწავ­ლობს. ყვე­ლა­ფე­რი გა­ვა­კე­თე სრუ­ლი­ად შეგ­ნე­ბუ­ლად, რომ მარი ასე­თი ყო­ფი­ლი­ყო. კარ­გად ვიცი ჩემი ცხოვ­რე­ბის წესი და დრო­ის დე­ფი­ცი­ტი. ბევ­რი მიგ­ნე­ბა მაქვს წმინ­და პე­და­გო­გი­უ­რი და აღ­მზრდე­ლო­ბი­თი თვალ­საზ­რი­სით, ალ­ბათ ამა­ზე ოდეს­მე დავ­წერ და ბევ­რს გა­მო­ად­გე­ბა. ჩემს სახ­ლში ყვე­ლა­ფერს თა­ვად ვა­კე­თებ, დამ­ხმა­რე არ მყავს და მი­მაჩ­ნია, რომ ოჯახ­ში ყვე­ლა­ფე­რი მის­მა წევ­რებ­მა უნდა აკე­თონ და არა სხვებ­მა. როცა დიდი დრო არ მქონ­და, სახ­ლო­ბა­ნას ვთა­მა­შობ­დით და ამა­ში რა იგუ­ლის­ხმე­ბა, გე­ტყვით: სა­ნამ მე საჭ­მელს ვა­კე­თებ­დი, მარი იქვე იჯდა და ხან ხახვს, ნი­ორს ფცქვნი­და, ან მწვა­ნილს არ­ჩევ­და. მის­თვის ამას თა­მა­ში ერ­ქვა და ჩვენ იმ დროს ერ­თად ვა­ტა­რებ­დით. თუკი ჩვენს სახ­ლში რამე კეთ­დე­ბო­და და კეთ­დე­ბა, ერ­თად ვმოქ­მე­დებთ. ასე რომ, მა­რიმ ავ­ტო­მა­ტუ­რად იცის სა­დი­ლე­ბის მო­მზა­დე­ბა და შინ ყვე­ლაფ­რის კე­თე­ბა შე­უძ­ლია. მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია ისიც, რომ ჩვენ ერ­თად ვი­ღებთ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბებს. მას შემ­დეგ, რაც ის ჩემს ცხოვ­რე­ბა­ში შე­მო­ვი­და, მე არა­ნა­ი­რი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა და­მო­უ­კი­დებ­ლად არ მი­მი­ღია.

- და რამ­დე­ნი ხნის წინ შე­მო­ვი­და ის თქვენს ცხოვ­რე­ბა­ში?

- მარი 5 წლის იყო, როცა ვიშ­ვი­ლე. მე - 37 წლის და იმ დროს სრუ­ლი­ად და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი ადა­მი­ა­ნი ვი­ყა­ვი, სო­ცი­ა­ლუ­რად, ფი­ნან­სუ­რად და მარ­ტო ვცხოვ­რობ­დი. გა­და­წყვე­ტი­ლი მქონ­და, რომ ბავ­შვი ამეყ­ვა­ნა, თუმ­ცა ფორ­მა­ლუ­რად სა­ა­მი­სოდ არა­ფერს ვა­კე­თებ­დი.

- გა­თხო­ვი­ლი არას­დროს ყო­ფილ­ხართ?

- არა... ერთ დღე­საც შემ­თხვე­ვით გა­ვი­გე, რომ კა­ხეთ­ში ცხოვ­რობს ორი ობო­ლი და ბე­ბოს და პა­პას მათი გაშ­ვი­ლე­ბა სურთ. თუმ­ცა მგო­ნია, რომ შემ­თხვე­ვით არა­ფე­რი ხდე­ბა და ყვე­ლა­ფე­რი "ზე­ვით" წყდე­ბა. ისე და­ემ­თხვა, რომ იმ დროს საქ­მე მქონ­და თე­ლავ­ში და რა­ხან იქით ვი­ყა­ვი, ლა­ფან­ყურ­შიც ჩა­ვე­დი. გა­ვი­გე, რომ იმ ოჯახ­ში მა­რის ერთი და კი არ ჰყავს, არა­მედ ოთხი დედ­მა­მიშ­ვი­ლი - ორი ძმა და ორი დანი არი­ან. მარი დედ­მა­მიშ­ვილს შო­რის მე­სა­მეა. სა­მი­ვე ბავ­შვი გაშ­ვი­ლე­ბუ­ლი იყო სხვა­დას­ხვა ოჯახ­ში და მხო­ლოდ მარი ცხოვ­რობ­და ბე­ბია-პა­პას­თან. ძა­ლი­ან მარ­ტი­ვად მო­ვაგ­ვა­რე ეს სა­კი­თხი, რად­გან და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი ადა­მი­ა­ნი ვი­ყა­ვი. მახ­სოვს, სა­ნამ მა­რის ავიყ­ვან­დი, ჩემი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის შე­სა­ხებ ჩემს ძმას ვუ­თხა­რი. არა­ფე­რი მი­პა­სუ­ხა, ეტყო­ბა ეგო­ნა, არა­რე­ა­ლუ­რი პრო­ექ­ტი გა­მო­ვა­ცხა­დე. მახ­სოვს, მარი ჩემ­თან რომ ჩა­მო­ვიყ­ვა­ნე და ჩემი ძმა თა­ვის ცოლ-შვილ­თან ერ­თად მო­ვი­და, იჯდა, ბავ­შვს უყუ­რებ­და, უყუ­რებ­და და ყო­ველ 20 წუთ­ში ერთხელ მე­კი­თხე­ბო­და: ლია, რა უნდა უყო ახლა შენ ამ ბავ­შვს (იღი­მის)?!

- ძმა თქვენ­ზე უფ­რო­სია?

- არა, უმ­ცრო­სი იყო. სამ­წუ­ხა­როდ, ჩემი ძმა 2003 წელს მო­უ­ლოდ­ნე­ლად გარ­და­იც­ვა­ლა. არ ვიცი, რამ­დე­ნად ღირს ამის გა­სა­ჯა­რო­ე­ბა, მაგ­რამ ჩემი ძმის გარ­დაც­ვა­ლე­ბი­დან 29-ე დღეს ევ­რო­სა­სა­მარ­თლო­ში პრო­ცეს­ზე გა­ვე­დი და რო­გორც ზე­ვით გი­თხა­რით, გარ­და იმი­სა, რომ ჩეჩ­ნე­ბის საქ­მე იყო ყვე­ლა­ზე რთუ­ლი, რაც კი მქო­ნია, ეს იყო ჩემს ცხოვ­რე­ბა­ში ყვე­ლა­ზე მძი­მე პე­რი­ო­დი, იმი­ტომ, რომ ოჯახ­ში ნა­ხე­ვა­რი დუ­ჟი­ნი ქა­ლე­ბი დავ­რჩით მა­მა­კა­ცის გა­რე­შე. მის გარ­და სხვა დედ­მა­მიშ­ვი­ლი არ მყავს. ჩემს ძმას დარ­ჩა 27 წლის ქვრი­ვი ცოლი და 2 გო­გო­ნა. ასე რომ, ახლა ეს ერთი დუ­ჟი­ნი ქა­ლე­ბი: დედა, რძა­ლი, ძმის­შვი­ლე­ბი და ჩემი შვი­ლი ყო­ჩა­ღად ვცხოვ­რობთ და მთავ­რო­ბა­საც კი ვუ­გებთ სა­სა­მარ­თლო და­ვებს (იღი­მის).

- მა­რის აქვს თა­ვის დედ­მა­მიშ­ვი­ლებ­თან ურ­თი­ერ­თო­ბა?

- რა თქმა უნდა...

- ერ­თმა­ნეთს რო­გორ მი­მარ­თავთ?

- ის მე­ძა­ხის ლიას და მე მა­რის. როცა რამე ეშ­ლე­ბა, მა­რუ­სას ვე­ძა­ხი. როცა ვამ­ბობ, მა­რი­ამ, მან უკვე იცის, რომ რა­ღაც არ მომ­წონს (იღი­მის).

ანა კა­ლან­და­ძე

ჟურ­ნა­ლი "რე­ი­ტინ­გი"

(გა­მო­დის ორ­შა­ბა­თო­ბით)

როდის მუშაობს ფიზიკურად ლია მუხაშავრია

როდის მუშაობს ფიზიკურად ლია მუხაშავრია

ლია მუხაშავრიამ საგამომძიებლო სამსახურზე უარის თქმა ჯერ კიდევ სტუდენტობისა და პრაქტიკების პერიოდში გადაწყვიტა. ადამიანების დაცვა არჩია. ადვოკატისა და უფლებადამცველის სახელს ბევრი გახმაურებული საქმე უკავშირდება როგორც საქართველოში, ისე ევროსასამართლოში. ლია მუხაშავრიას პრაქტიკაში დღემდე ყველაზე რთული მაინც წლების წინ ადამიანთა უფლებათა საერთაშორისო სასამართლოში გამართული პროცესი იყო, რომელიც ცნობილი შემდეგი სახელწოდებით გახდა - "შამაევი და 12 სხვა პირი საქართველოსა და რუსეთის წინააღმდეგ". ამ საქმის საფუძველი ჩეჩნების საქართველოდან რუსეთში უკანონო ექსტრადირება იყო. მათ ბრალი ბანდიტიზმსა და ტერორიზმში ედებოდათ. ევროსასამართლოს ისტორიაში ევროსაბჭომ პირველად განიხილა 13 კერძო პირის საჩივარი ერთდროულად ორი ქვეყნის - საქართველოსა და რუსეთის მთავრობების წინააღმდეგ და სტრასბურგში მათ უფლებებს ლია მუხაშავრია იცავდა...

- მამა გეოლოგი გახლდათ, ხოლო დედა საქონელმცოდნეა. მამა 1979 წელს გარდაიცვალა, მაშინ 17 წლის ვიყავი. იურისტობა გადავწყვიტე არა იმიტომ, რომ დეტექტივები მიყვარდა. მე ჯერ კიდევ კომუნისტურ ეპოქიდან მოვდივარ და მაინტერესებდა, სახელწიფო როგორ და რის მიხედვით იყო აგებული. როცა ოჯახში ჩემი პროფესიული არჩევანის შესახებ განვაცხადე, მამა მაშინ ჯერ კიდევ ცოცხალი იყო და მითხრა, მიუხედავად იმისა, რომ გოგო ხარ, მაინც მირჩევნია, გეოლოგი გახდე და ტყე და მთა მოიარო, იურისტები ცუდი ხალხია და კოლეგებს შორის მეგობრები არ გეყოლებაო. სკოლას რომ ვამთავრებდი, მამა გარდაიცვალა და იმ წელს ვერ ჩავაბარე. მაშინ სავალდებულო იყო სტაჟი პროფილით და მომიწია მუშაობამ მილიციაში. თემქაზე საუწყებო დაცვის მილიციაში მივედი და ვუთხარი, რომ მუშაობის დაწყება მსურდა. უფროსი ასაკოვანი კაცი გახლდათ, გაეცინა და ასაკი მკითხა, როცა გაიგო, 17 წლის ვიყავი, მითხრა, 18 წლამდე ვერ მიგიღებო. რამდენიმე თვეში 18 წელი შემისრულდა და მასთან ისევ მივედი. რაღას იზამდა, მიმიღეს (იღიმის).

- 15 სექტემბერს ხართ დაბადებული, ერთგან ამოკითხული მაქვს, რომ თქვენს დაბადების დღეს მყინვარწვერზე ხვდებით. მართალია?

- დიახ, ხუთ წელიწადში ერთხელ. პირველად ეს სრულიად შემთხვევით მოხდა, როცა 30 წლის გავხდი. მყინვარწვერზე პირველი ასვლიდან 70 წლის თავზე მასობრივი ასვლა მოეწყო და მეც წავედი. ათში გავემგზავრე და ცუდი ამინდების გამო მწვერვალზე ასვლა მხოლოდ 15-ში შევძელით. მაშინ ჩემთვის გავიფიქრე, რომ მყინვარწვერზე ჩემს დაბადების დღეზე ყოველ 5 წელიწადში ერთხელ ავალ-მეთქი. 2002 წლის ჩათვლით ამ პირობას ვიცავდი, მაგრამ ეს შემდეგში ვეღარ მოვახერხე. თუმცა ვაპირებ, ტრადიცია გავაგრძელო. წელს 50 წლის გავხდი და ვერ ავედი, მაგრამ ამას აუცილებლად გავაკეთებ. მგონია, რომ ეს საუკეთესო განტვირთვის საშუალებაა. მე, საერთოდ, ისეთ რაღაცებს ვაკეთებ, რაც, ერთი შეხედვით, შეიძლება, ჩემი პროფესიისათვის ცოტა უცნაურად გეჩვენოთ. მაგალითად, ბოლო დროს სოფლის მეურნეობით დავინტერესდი. გურიაში მაქვს მიწა. ჩავდივარ და ფიზიკურად ვმუშაობ. სტრესისა და საქმეების პირობებში, რომლებზეც ვმუშაობ, ეს ძალიან მეხმარება ჯანმრთელობის შენარჩუნებაში. ვფიქრობ, ეს დამეხმარა იმაში, რომ 50 წლის ასაკში ვარ ჯანმრთელი, ჩემი ასაკი არ მეტყობა. სიცოცხლის ხალისი, იუმორი და ენერგია მაქვს შენარჩუნებული.

- პირველ სამუშაო დღეს მივუბრუნდეთ...

- მილიციაში რომ მივედი, რა თქმა უნდა, მომცეს ფორმა და გამამწესეს სახელმწიფო მუზეუმში, სადაც ოქროს ფონდის მცველი ვიყავი. როცა ფონდი ღია იყო, შესასვლელთან ვიჯექი. უცხოელი დამთვალიერებლები რომ შემოდიოდნენ, ფორმაში ჩაცმულს ფოტოებს მიღებდნენ. ძალიან სასაცილო დასანახი ვიყავი. იმ პერიოდში მამა გარდაიცვალა და მთელი წელი შავები მეცვა. სამსახურში სამოქალაქო ტანსაცმლით ვერ მივდიოდი. შევიკერე შავი ბოლოკაბა, ზედა და მათ ფორმაზე ზევიდან ვიცვამდი.

- იმ პერიოდის ფოტო შემორჩენილი გაქვთ?

- არა, რადგან ჩემთვის ძალიან დამთრგუნველი იყო ფორმის ტარება. მაშინ ვთქვი, რომ ცხოვრებაში მას აღარ ჩავიცვამდი. ამაზე დედამ მკითხა, აბა, იურისტი რომ გახდები, რაღაც ფორმის ტარება ხომ მოგიწევსო. ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ ფორმა არ მეცვას-მეთქი, - ვუპასუხე. უნივერსიტეტს ვამთავრებდი, როცა 1989 წელს ვნახე, სამხედროები დემონსტრანტებს როგორ მოექცნენ, მას შემდეგ ფორმის მიმართ უარყოფითი განცდა კიდევ უფრო გამიმძაფრდა. მუზეუმში ექვსი თვე ვიმუშავე, განცხადება დავწერე და წამოვედი. საბედნიეროდ, მას შემდეგ ფორმა აღარ ჩამიცვამს (იღიმის).

- იურიდიულზე ჩააბარეთ და სისხლის სამართლის განხრით წახვედით...

- მაშინ სისხლის სამართალი პოპულარული დარგი იყო და ამ კუთხით ძალიან კარგი პრაქტიკაც გავიარე: იმდროინდელ ადგილობრივ თვითმმართველობის ორგანოში, ანუ აღმასკომში; გამოძიების ორგანოებში: მილიციაში, პროკურატურაში, სასამართლოში. სტაჟირება გავიარე რესპუბლიკის პროკურატურასა და შინაგან საქმეთა სამინისტროში და ორივეგან განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა გამომძიებლებთან. მაშინ მივხვდი, რომ მე არ მინდოდა ამ საქმის კეთება. პრაქტიკის დასრულებისას შინაგან საქმეთა საგამომძიებლო დეპარტამენტის განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა უფროს გამომძიებელს, მილიციის პოლკოვნიკს, ქალბატონ ნანა აბულაძეს ჩემი გადაწყვეტილების შესახებ რომ გავაგებინე, დამშვიდობებისას მითხრა, რომ ეს სამწუხარო იყო, რადგან ჩემგან კარგი გამომძიებელი დადგებოდა. მე ამის სურვილი არ მქონდა, ძალიან მარტივად გადავწყვიტე ადვოკატობა.

- მინდა გაიხსენოთ საქმე, რომელსაც ყველაზე რთულად მიიჩნევთ...

- ყველაზე რთული იყო ჩეჩნების საქმე და ეს მხოლოდ ჩემი შეფასება არ არის. ჩემი პირველი საქმე იყო სტრასბურგში და როგორც მაშინდელმა პალატის და მოგვიანებით სასამართლოს თავმჯდომარე ჟან პოლ კოსტამ თქვა, იმ პერიოდში ევროსასამართლოს წარმოებაში არსებულ საქმეთაგან ეს იყო ყველაზე ძნელი საქმე. მას სურდა მხარეების ერთდროულად მოსმენა და საქმის არსში გარკვევა. წარმოიდგინეთ, როგორი ელდა იყო პირველი საქმე და ორი მთავრობის გამოსვლა შენ წინააღმდეგ. ეს იყო უზარმაზარი სტრესი და იმავდროულად დიდი პასუხისმგებლობა. მე იქ საქმის მოსაგებად არ ჩავსულვარ, ჩავედი 13 ადამიანის გადასარჩენად. ალაჰის სახელით მეომარი 13 მებრძოლი მყავს გადარჩენილი და ვხუმრობ ხოლმე, მთელი ჩემი საქმიანობის შედეგი, ყველაზე დიდი ჰონორარი, რაც კი მოვიპოვე ისაა, რომ ერთი ადგილი მაქვს დაჯავშნილი ალაჰის სამოთხეში-მეთქი (იღიმის).

- ყოველდღიური დაძაბული რეჟიმის შემდეგ შინ როდის ბრუნდებით? მინდა ვისაუბროთ თქვენს შვილზე - მარიზეც...

- მარი უკვე დიდი ქალია და დამოუკიდებელი ადამიანია. დღეს ის 18 წლის არის, სტუდენტია და ქართულ-ამერიკულ უნივერსიტეტში საინჟინრო ფაკულტეტზე სწავლობს. ყველაფერი გავაკეთე სრულიად შეგნებულად, რომ მარი ასეთი ყოფილიყო. კარგად ვიცი ჩემი ცხოვრების წესი და დროის დეფიციტი. ბევრი მიგნება მაქვს წმინდა პედაგოგიური და აღმზრდელობითი თვალსაზრისით, ალბათ ამაზე ოდესმე დავწერ და ბევრს გამოადგება. ჩემს სახლში ყველაფერს თავად ვაკეთებ, დამხმარე არ მყავს და მიმაჩნია, რომ ოჯახში ყველაფერი მისმა წევრებმა უნდა აკეთონ და არა სხვებმა. როცა დიდი დრო არ მქონდა, სახლობანას ვთამაშობდით და ამაში რა იგულისხმება, გეტყვით: სანამ მე საჭმელს ვაკეთებდი, მარი იქვე იჯდა და ხან ხახვს, ნიორს ფცქვნიდა, ან მწვანილს არჩევდა. მისთვის ამას თამაში ერქვა და ჩვენ იმ დროს ერთად ვატარებდით. თუკი ჩვენს სახლში რამე კეთდებოდა და კეთდება, ერთად ვმოქმედებთ. ასე რომ, მარიმ ავტომატურად იცის სადილების მო­მზადება და შინ ყველაფრის კეთება შეუძლია. მნიშვნელოვანია ისიც, რომ ჩვენ ერთად ვიღებთ გადაწყვეტილებებს. მას შემდეგ, რაც ის ჩემს ცხოვრებაში შემოვიდა, მე არანაირი გადაწყვეტილება დამოუკიდებლად არ მიმიღია.

- და რამდენი ხნის წინ შემოვიდა ის თქვენს ცხოვრებაში?

- მარი 5 წლის იყო, როცა ვიშვილე. მე - 37 წლის და იმ დროს სრულიად დამოუკიდებელი ადამიანი ვიყავი, სოციალურად, ფინანსურად და მარტო ვცხოვრობდი. გადაწყვეტილი მქონდა, რომ ბავშვი ამეყვანა, თუმცა ფორმალურად საამისოდ არაფერს ვაკეთებდი.

- გათხოვილი არასდროს ყოფილხართ?

- არა... ერთ დღესაც შემთხვევით გავიგე, რომ კახეთში ცხოვრობს ორი ობოლი და ბებოს და პაპას მათი გაშვილება სურთ. თუმცა მგონია, რომ შემთხვევით არაფერი ხდება და ყველაფერი "ზევით" წყდება. ისე დაემთხვა, რომ იმ დროს საქმე მქონდა თელავში და რახან იქით ვიყავი, ლაფანყურშიც ჩავედი. გავიგე, რომ იმ ოჯახში მარის ერთი და კი არ ჰყავს, არამედ ოთხი დედმამიშვილი - ორი ძმა და ორი დანი არიან. მარი დედმამიშვილს შორის მესამეა. სამივე ბავშვი გაშვილებული იყო სხვადასხვა ოჯახში და მხოლოდ მარი ცხოვრობდა ბებია-პაპასთან. ძალიან მარტივად მოვაგვარე ეს საკითხი, რადგან დამოუკიდებელი ადამიანი ვიყავი. მახსოვს, სანამ მარის ავიყვანდი, ჩემი გადაწყვეტილების შესახებ ჩემს ძმას ვუთხარი. არაფერი მიპასუხა, ეტყობა ეგონა, არარეალური პროექტი გამოვაცხადე. მახსოვს, მარი ჩემთან რომ ჩამოვიყვანე და ჩემი ძმა თავის ცოლ-შვილთან ერთად მოვიდა, იჯდა, ბავშვს უყურებდა, უყურებდა და ყოველ 20 წუთში ერთხელ მეკითხებოდა: ლია, რა უნდა უყო ახლა შენ ამ ბავშვს (იღიმის)?!

- ძმა თქვენზე უფროსია?

- არა, უმცროსი იყო. სამწუხაროდ, ჩემი ძმა 2003 წელს მოულოდნელად გარდაიცვალა. არ ვიცი, რამდენად ღირს ამის გასაჯაროება, მაგრამ ჩემი ძმის გარდაცვალებიდან 29-ე დღეს ევროსასამართლოში პროცესზე გავედი და როგორც ზევით გითხარით, გარდა იმისა, რომ ჩეჩნების საქმე იყო ყველაზე რთული, რაც კი მქონია, ეს იყო ჩემს ცხოვრებაში ყველაზე მძიმე პერიოდი, იმიტომ, რომ ოჯახში ნახევარი დუჟინი ქალები დავრჩით მამაკაცის გარეშე. მის გარდა სხვა დედმამიშვილი არ მყავს. ჩემს ძმას დარჩა 27 წლის ქვრივი ცოლი და 2 გოგონა. ასე რომ, ახლა ეს ერთი დუჟინი ქალები: დედა, რძალი, ძმისშვილები და ჩემი შვილი ყოჩაღად ვცხოვრობთ და მთავრობასაც კი ვუგებთ სასამართლო დავებს (იღიმის).

- მარის აქვს თავის დედმამიშვილებთან ურთიერთობა?

- რა თქმა უნდა...

- ერთმანეთს როგორ მიმართავთ?

- ის მეძახის ლიას და მე მარის. როცა რამე ეშლება, მარუსას ვეძახი. როცა ვამბობ, მარიამ, მან უკვე იცის, რომ რაღაც არ მომწონს (იღიმის).

ანა კალანდაძე

ჟურნალი "რეიტინგი"

(გამოდის ორშაბათობით)

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ