პოლიტიკა
სამართალი
სპორტი

2

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეექვსე დღე დაიწყება 08:23-ზე, მთვარე კირჩხიბშია მოაგვარეთ წვრილ-წვრილი საქმეები. სერიოზულები სხვა დროისთვის გადადეთ. კარგი დღეა კოლექტიური მუშაობისთვის, ბიზნესისთვის. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. თუ არ გეჩქარებათ, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხები სხვა დღისთვის გადადეთ. ნეიტრალური დღეა ვაჭრობისა და სასამართლო საქმეებისთვის. კარგი დღეა სწავლისა და გამოცდების ჩასაბარებლად; ურთიერთობის გარჩევისათვის; ქორწინების, ნიშნობისთვის. ნეიტრალურია სამსახურის, საქმიანობის, საცხოვრებლის შეცვლა. მოერიდეთ ალკოჰოლს, ქიმიური პრეპარატების მიღებას. ნუ მიირთმევთ მძიმე საკვებს.
საზოგადოება
მსოფლიო
მოზაიკა
მეცნიერება
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
გიგა კვენეტაძის დაბრუნება
გიგა კვენეტაძის დაბრუნება

გიგა კვე­ნე­ტა­ძე უკვე წლე­ბია, რუ­სეთ­ში ცხოვ­რობს და იქა­ურ შო­უ­ბიზ­ნეს­ში ფე­ხის ად­გმას ცდი­ლობს. რო­გორც იცით, გიგა აქ საკ­მა­ოდ პო­პუ­ლა­რუ­ლი შემ­სრუ­ლე­ბე­ლი გახ­ლდათ, მისი სიმ­ღე­რე­ბი და კლი­პე­ბი რა­დი­ო­ებ­სა და ტე­ლე­ვი­ზი­ებ­ში ტრი­ა­ლებ­და. გარ­კვე­უ­ლი ხნის წინ მან რუ­სეთ­ში გამ­გზავ­რე­ბა გა­და­წყვი­ტა და მას მერე იქ მოღ­ვა­წე­ობს. მის სიმ­ღე­რებს უკვე ას­რუ­ლე­ბენ რუ­სუ­ლი შო­უ­ბიზ­ნე­სის ცნო­ბი­ლი წევ­რე­ბი.

წინა კვი­რას კი გი­გამ თბი­ლი­სუ­რი სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თვის ახა­ლი კლი­პის პრე­მი­ე­რა გა­მარ­თა. ვი­ნა­ი­დან დიდი ხა­ნია, ამ­გვა­რი სა­ღა­მო არ გა­მარ­თუ­ლა, მარ­თა­ლი გი­თხრათ, "კაფე დე ფრან­სში" ბევ­რი მო­ნატ­რე­ბუ­ლი და დიდი ხნის უნა­ხა­ვი ადა­მი­ა­ნი ვი­ხი­ლე. გი­გამ და თამ­რო დუ­დუ­ნი­ამ თა­ვი­ანთ დუ­ეტ­ზე გა­და­ღე­ბუ­ლი კლი­პი წარ­მოგ­ვიდ­გი­ნეს, რო­მე­ლიც უკვე ტრი­ა­ლებს მუ­სი­კა­ლუ­რი არ­ხის, "მი­უ­ზი­კბოქ­სის" ეთერ­ში. სიმ­ღე­რაც და კლი­პიც, რა თქმა უნდა, სიყ­ვა­რულ­ზეა. კლი­პის პრე­ზენ­ტა­ცი­ის შემ­დეგ, რა­საც დამ­სწრე ცნო­ბი­ლი სა­ხე­ე­ბი - ანრი ჯო­ხა­ძე, ნატო დუმ­ბა­ძე, ზურა ხა­ჩი­ძე, მას­ტე­რი, ნინი შერ­მა­დი­ნი, ლეო ჯი და სხვა­ნი აპ­ლო­დის­მენ­ტე­ბით შე­ე­გებ­ნენ, გი­გამ და თამ­რომ თა­ვი­ან­თი დუ­ე­ტი ცო­ცხლად, ბენ­დის თან­ხლე­ბით შეგ­ვის­რუ­ლეს. დრო ვი­ხელ­თე და გი­გას, სცე­ნი­დან ჩა­მოს­ვლის­თა­ნა­ვე, რამ­დე­ნი­მე შე­კი­თხვით მივ­მარ­თე.

გიგა კვე­ნე­ტა­ძე:

- სიმ­ღე­რა "მე მინ­და შენ­თან" თამ­რო დუ­დუ­ნი­ას­თან ერ­თად ჩავ­წე­რე. გა­დავ­წყვი­ტეთ, კლი­პის პრე­ზენ­ტა­ცია თბი­ლის­ში შემ­დგა­რი­ყო. ეს ვი­დეო ბა­თუმ­ში გა­და­ვი­ღეთ. რე­ჟი­სო­რი გოჩა ლომ­თა­ძეა, დი­რექ­ტო­რი - შოთა ქას­რა­ძე. მად­ლო­ბას გა­და­ვუხ­დი მათ და ყვე­ლა იმ ადა­მი­ანს, რომ­ლე­ბიც დღეს ამ სა­ღა­მო­ზე შე­იკ­რიბ­ნენ.

- ალ­ბათ, შენ­თვის ეს გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი და ნოს­ტალ­გი­უ­რი სა­ღა­მოა.

- ძა­ლი­ან მო­ხა­რუ­ლი ვარ, რომ ამ­დე­ნი ნაც­ნო­ბი სახე შე­იკ­რი­ბა აქ. მინ­და, ქარ­თუ­ლი შო­უ­ბიზ­ნე­სი აღორ­ძინ­დეს. მსურს, მისი მას­შტა­ბე­ბი გა­ი­ზარ­დოს და ქარ­თვე­ლი შემ­სრუ­ლებ­ლე­ბი სა­ზღვარ­გა­რე­თაც წარ­მა­ტე­ბუ­ლე­ბი იყ­ვნენ.

- თამ­რო გაგ­ვა­ცა­ნი.

- თამ­რომ უკვე და­ას­რუ­ლა სა­კუ­თარ ალ­ბომ­ზე მუ­შა­ო­ბა, რომ­ლის პრე­ზენ­ტა­ცი­აც სულ მალე გა­ი­მარ­თე­ბა რუ­სეთ­ში. მისი ალ­ბო­მი რუ­სუ­ლე­ნო­ვა­ნია. ის ახლა იწყებს რუ­სულ შო­უ­ბიზ­ნეს­ში, ასე ვთქვათ, "ბრჭყა­ლე­ბის გა­მო­ჩე­ნას". მისი ალ­ბო­მის 80 % ჩემი სიმ­ღე­რე­ბით არის და­კომ­პლექ­ტე­ბუ­ლი.

- შენს ალ­ბომს რო­დის მო­ვის­მენთ?

- ჩემს სა­ავ­ტო­რო ალ­ბომ­საც მალე იხი­ლავთ. ამ ალ­ბომ­ში შევა "ა-სტუ­დი­ოს", დათო ხუ­ჯა­ძის, და­ვით კა­ლან­და­ძის, დი­ა­ნა ღურწკა­ი­ას, ჟას­მი­ნის, "დის­კო­ტე­კა ავა­რი­ას", აბ­რა­ამ რუ­სოს სიმ­ღე­რე­ბი, რომ­ლე­ბიც მე დავ­წე­რე. ეს ალ­ბო­მი სა­ქარ­თვე­ლო­შიც გა­მო­ი­ცე­მა, ისე­ვე, რო­გორც რუ­სეთ­ში.

DJ ბუკ­ლე

ჟურ­ნა­ლი "რე­ი­ტინ­გი"

(გა­მო­დის ორ­შა­ბა­თო­ბით)

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ხანგრძლივი ზრდის შემდეგ, თბილისში პარკირების ჯარიმები შემცირდა, თანაც თითქმის 60%-ით

გიგა კვენეტაძის დაბრუნება

გიგა კვენეტაძის დაბრუნება

გიგა კვენეტაძე უკვე წლებია, რუსეთში ცხოვრობს და იქაურ შოუბიზნესში ფეხის ადგმას ცდილობს. როგორც იცით, გიგა აქ საკმაოდ პოპულარული შემსრულებელი გახლდათ, მისი სიმღერები და კლიპები რადიოებსა და ტელევიზიებში ტრიალებდა. გარკვეული ხნის წინ მან რუსეთში გამგზავრება გადაწყვიტა და მას მერე იქ მოღვაწეობს. მის სიმღერებს უკვე ასრულებენ რუსული შოუბიზნესის ცნობილი წევრები.

წინა კვირას კი გიგამ თბილისური საზოგადოებისთვის ახალი კლიპის პრემიერა გამართა. ვინაიდან დიდი ხანია, ამგვარი საღამო არ გამართულა, მართალი გითხრათ, "კაფე დე ფრანსში" ბევრი მონატრებული და დიდი ხნის უნახავი ადამიანი ვიხილე. გიგამ და თამრო დუდუნიამ თავიანთ დუეტზე გადაღებული კლიპი წარმოგვიდგინეს, რომელიც უკვე ტრიალებს მუსიკალური არხის, "მიუზიკბოქსის" ეთერში. სიმღერაც და კლიპიც, რა თქმა უნდა, სიყვარულზეა. კლიპის პრეზენტაციის შემდეგ, რასაც დამსწრე ცნობილი სახეები - ანრი ჯოხაძე, ნატო დუმბაძე, ზურა ხაჩიძე, მასტერი, ნინი შერმადინი, ლეო ჯი და სხვანი აპლოდისმენტებით შეეგებნენ, გიგამ და თამრომ თავიანთი დუეტი ცოცხლად, ბენდის თანხლებით შეგვისრულეს. დრო ვიხელთე და გიგას, სცენიდან ჩამოსვლისთანავე, რამდენიმე შეკითხვით მივმართე.

გიგა კვენეტაძე:

- სიმღერა "მე მინდა შენთან" თამრო დუდუნიასთან ერთად ჩავწერე. გადავწყვიტეთ, კლიპის პრეზენტაცია თბილისში შემდგარიყო. ეს ვიდეო ბათუმში გადავიღეთ. რეჟისორი გოჩა ლომთაძეა, დირექტორი - შოთა ქასრაძე. მადლობას გადავუხდი მათ და ყველა იმ ადამიანს, რომლებიც დღეს ამ საღამოზე შეიკრიბნენ.

- ალბათ, შენთვის ეს განსაკუთრებული და ნოსტალგიური საღამოა.

- ძალიან მოხარული ვარ, რომ ამდენი ნაცნობი სახე შეიკრიბა აქ. მინდა, ქართული შოუბიზნესი აღორძინდეს. მსურს, მისი მასშტაბები გაიზარდოს და ქართველი შემსრულებლები საზღვარგარეთაც წარმატებულები იყვნენ.

- თამრო გაგვაცანი.

- თამრომ უკვე დაასრულა საკუთარ ალბომზე მუშაობა, რომლის პრეზენტაციაც სულ მალე გაიმართება რუსეთში. მისი ალბომი რუსულენოვანია. ის ახლა იწყებს რუსულ შოუბიზნესში, ასე ვთქვათ, "ბრჭყალების გამოჩენას". მისი ალბომის 80 % ჩემი სიმღერებით არის დაკომპლექტებული.

- შენს ალბომს როდის მოვისმენთ?

- ჩემს საავტორო ალბომსაც მალე იხილავთ. ამ ალბომში შევა "ა-სტუდიოს", დათო ხუჯაძის, დავით კალანდაძის, დიანა ღურწკაიას, ჟასმინის, "დისკოტეკა ავარიას", აბრაამ რუსოს სიმღერები, რომლებიც მე დავწერე. ეს ალბომი საქართველოშიც გამოიცემა, ისევე, როგორც რუსეთში.

DJ ბუკლე

ჟურნალი "რეიტინგი"

(გამოდის ორშაბათობით)

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება