საზოგადოება
მსოფლიო
პოლიტიკა

11

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეთოთხმეტე დღე დაიწყება 18:54-ზე, მთვარე სასწორს ესტუმრება 05:12-ზე დაგეგმეთ მნიშვნელოვანი საქმეები, შეხვედრები. მოაგვარეთ ფინანსური დოკუმენტები, საკითხები. კარგია ახალი საქმეების დაწყება. უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარება. ცუდი დღეა სასამართლო საქმეებისთვისა და განქორწინებისთვის. მოერიდეთ კონფლიქტს. უფრო მეტი, გაამყარეთ ურთიერთობა ნათესავებთან. კარგი დღეა უფროსთან საქმეების განსახილველად, სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. ამ დღეს დაწყებული მოგზაურობა ან მივლინება საინტერესოდ ჩაივლის. არასასურველია ქორწინება და ნიშნობა. არ გადატვირთოთ კუჭი. შეამცირეთ ალკოჰოლის დოზა და სიგარეტის რაოდენობა. გაუფრთხილდით თირკმლებს. მოერიდეთ სითხისა და ალკოჰოლის მიღებას. აგრეთვე სუსტდება ენდოკრინული სისტემა.
სპორტი
Faceამბები
სამართალი
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
სამხედრო
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
გიორგი მარგველაშვილი: "სწავლის გადასახადის გაძვირებას ვაპირებთ"
გიორგი მარგველაშვილი: "სწავლის გადასახადის გაძვირებას ვაპირებთ"

გა­ნათ­ლე­ბის სფე­რო­ში მიმ­დი­ნა­რე პრო­ცე­სებ­სა და სა­მო­მავ­ლო გეგ­მებ­ზე გა­ნათ­ლე­ბის მი­ნის­ტრი გი­ორ­გი მარ­გვე­ლაშ­ვი­ლი გვე­სა­უბ­რე­ბა:

- დღეს ჩვე­ნი მთა­ვა­რი ამო­ცა­ნაა, აღ­დგეს ქარ­თუ­ლი მეც­ნი­ე­რე­ბა. ჩვე­ნის­თა­ნა პა­ტა­რა ერს, გლო­ბა­ლი­ზა­ცი­ი­სა და ერთა შო­რის კონ­კუ­რენ­ცი­ის პრო­ცეს­ში, ფონს გას­ვლა მხო­ლოდ მეც­ნი­ე­რე­ბი­თა და კულ­ტუ­რით შე­უძ­ლია. სხვაგ­ვა­რად ჩვე­ნი არ­სე­ბო­ბა მსოფ­ლი­ოს რუ­კა­ზე წარ­მო­უდ­გე­ნე­ლია.

სა­ჭი­როა, გა­ნათ­ლე­ბის სის­ტე­მამ ინ­ვეს­ტი­ცია მეც­ნი­ე­რე­ბა­ში ჩა­დოს, რად­გან შე­საძ­ლოა, მალე მო­მა­ვალ თა­ო­ბას მთე­ლი რიგი მეც­ნი­ე­რე­ბე­ბი ვე­ღარ შე­ვას­წავ­ლოთ იმ უბ­რა­ლო მი­ზე­ზის გამო, რომ სა­თა­ნა­დოდ მომ­ზა­დე­ბუ­ლი პრო­ფე­სორ-მას­წავ­ლებ­ლე­ბი აღარ გვე­ყო­ლე­ბა. დღეს გა­ნათ­ლე­ბის სა­მი­ნის­ტრო დი­ლე­მის წი­ნა­შე დგას: მო­ვამ­ზა­დოთ ბაზ­რის­თვის შე­სა­ბა­მი­სი სტუ­დენ­ტი თუ უმ­თავ­რე­სი გავ­ხა­დოთ ის სფე­რო, რო­მე­ლიც ქვეყ­ნის გან­ვი­თა­რე­ბას სჭირ­დე­ბა? ამ ნა­წილ­ში ბოლო 20 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში ძა­ლი­ან ცოტა გვაქვს გა­კე­თე­ბუ­ლი. აუ­ცი­ლე­ბე­ლია, სა­ქარ­თვე­ლომ თა­ვი­სი პრო­ფე­სუ­რა გა­ზარ­დოს, ეს კი მეც­ნი­ე­რე­ბის ხელ­შე­წყო­ბის გა­რე­შე წარ­მო­უდ­გე­ნე­ლია. გია დვალ­მა ჩა­მო­ა­ყა­ლი­ბა კო­მი­სია, რო­მე­ლიც უშუ­ა­ლოდ მუ­შა­ობს იმა­ზე, თუ რო­გორ და­ფი­ნანსდეს მეც­ნი­ე­რე­ბა, რო­გორ გა­და­ვი­დეს ეს ყვე­ლა­ფე­რი სწავ­ლე­ბის პრო­ცეს­ში. საბ­ჭო­თა კავ­შირს ჰქონ­და შე­საძ­ლებ­ლო­ბა, გა­ნათ­ლე­ბა მი­ე­ცა მო­სახ­ლე­ო­ბის ძა­ლი­ან დიდი სეგ­მენ­ტის­თვის და იქ თა­ვის­თა­ვად ჩნდე­ბოდ­ნენ ვარ­სკვლა­ვე­ბი. რო­დე­საც ამ­ხე­ლა რე­სურ­სი არა გაქვს, უფრო კონ­ცეპ­ტუ­ა­ლუ­რად უნდა იმუ­შაო, გან­სა­კუთ­რე­ბით ნი­ჭი­ერ ადა­მი­ა­ნებს მა­ინც რომ შე­უქ­მნა სა­მუ­შაო პი­რო­ბე­ბი.

ამი­ტომ და­ვა­ფი­ნან­სებთ ათს და მათ­ში სამი, გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი ნი­ჭის მქო­ნე ადა­მი­ა­ნი აუ­ცი­ლებ­ლად იქ­ნე­ბა.

სა­ინ­ტე­რე­სო პრო­ექ­ტი აქვს წინა ხე­ლი­სუფ­ლე­ბას: ამე­რი­კუ­ლი ტექ­ნო­ლო­გი­უ­რი უნი­ვერ­სი­ტე­ტი. ვცდი­ლობთ, ეს პრო­ექ­ტი მაქ­სი­მა­ლუ­რად დავ­ხვე­წოთ.

- ბა­ტო­ნო გი­ორ­გი, წლე­ბია, სა­ზო­გა­დო­ე­ბის დიდი ნა­წი­ლი მი­სა­ღებ გა­მოც­დებ­ზე ზო­გა­დი უნარ-ჩვე­ვე­ბის შე­მო­ღე­ბას აპ­რო­ტეს­ტებს...

- ზო­გა­დი უნარ-ჩვე­ვე­ბი ცუდი არ არის, უბ­რა­ლოდ, სკო­ლა­ში ცალ­კე საგ­ნად არ ის­წავ­ლე­ბა და აბი­ტუ­რი­ენ­ტე­ბის დიდი ნა­წი­ლი რე­პე­ტი­ტო­რებ­თან მე­ცა­დი­ნე­ობს. თუმ­ცა, უნარ-ჩვე­ვე­ბის კომ­პო­ნენ­ტებს ყვე­ლა სხვა სა­გა­ნი შე­ი­ცავს და მათი სხვა კონ­ტექ­სტში გა­აზ­რე­ბა და გა­ა­ნა­ლი­ზე­ბაა უნარ-ჩვე­ვე­ბი, რაც ერ­თგვა­რი შე­მოქ­მე­დე­ბი­თი პრო­ცე­სი­ცაა.

- სა­ხელ­მწი­ფო უნი­ვერ­სი­ტე­ტებ­ში სწავ­ლის სა­ფა­სუ­რი ხომ არ შემ­ცირ­დე­ბა?

- და­ფი­ნან­სე­ბა, ეს არის სა­ხელ­მწი­ფოს მხრი­დან სტუ­დენ­ტის­თვის გა­წე­უ­ლი დახ­მა­რე­ბა, ამას­თა­ნა­ვე, დახ­მა­რე­ბა იმ დარ­გი­სა, რომ­ლის გან­ვი­თა­რე­ბაც ქვეყ­ნის­თვის უმ­თავ­რე­სია. პი­რი­ქით, სწავ­ლის გა­და­სა­ხა­დის გაძ­ვი­რე­ბას ვა­პი­რებთ. გა­ნათ­ლე­ბა­ში მეტ ფულს უნდა ვიხ­დი­დეთ, შე­სა­ბა­მი­სი ცოდ­ნა რომ შე­ვი­ძი­ნოთ, მაგ­რამ ფული სა­ხელ­მწი­ფო ბი­უ­ჯე­ტი­დან გა­მო­ი­ყო­ფა, ბან­კი­დან სეს­ხის სა­ხით თუ ოჯა­ხი­დან, ეს სხვა თე­მაა. სწავ­ლის სა­ფა­სუ­რის გა­ი­ა­ფე­ბით თა­ვის მო­ტყუ­ე­ბის მეტს ვე­რა­ფერს მი­ვი­ღებთ. ასე გა­ნათ­ლე­ბის ხა­რის­ხი კი­დევ უფრო და­ე­ცე­მა და შე­საძ­ლოა, ბო­ლოს უფა­სოდ და­ვი­წყოთ დიპ­ლო­მე­ბის და­რი­გე­ბა.

- სა­ხელ­მწი­ფო უნი­ვერ­სი­ტე­ტის ავ­ტო­ნო­მი­უ­რო­ბა­ზე რას იტყვით?

- ეს გუ­ლის­ხმობს არა მხო­ლოდ სა­ხელ­მწი­ფოს­გან ავ­ტო­ნო­მი­უ­რო­ბას, არა­მედ თვი­თონ, აკა­დე­მი­ურ თა­ვი­სუფ­ლე­ბას უნი­ვერ­სი­ტეტ­ში, რომ პრო­ფე­სო­რი იყოს თა­ვი­სუ­ფა­ლი. მის­თვის რა მნიშ­ვნე­ლო­ბა აქვს, რექ­ტო­რი შე­ზღუ­დავს თუ გა­ნათ­ლე­ბის სა­მი­ნის­ტრო? მეც­ნი­ერ­თა თა­ვი­სუფ­ლე­ბამ­დე უნდა მი­ვი­დეთ და ბევ­რი ქმე­დი­თი ნა­ბი­ჯია გა­და­სად­გმე­ლი. ჩვე­ნი ამო­ცა­ნაა, უნი­ვერ­სი­ტე­ტის შიგ­ნით თა­ვი­სუ­ფა­ლი გა­რე­მო შე­იქ­მნას.

- სწავ­ლის სა­ფა­სუ­რის გა­და­უხ­დე­ლო­ბის გამო უნი­ვერ­სი­ტე­ტი­დან გა­რი­ცხულ სტუ­დენ­ტებს რა ბედი ეწე­ვათ?

- ჯერ არ ვიცი. ჩვე­ნი მი­ზა­ნია, შე­იქ­მნას ისე­თი პი­რო­ბე­ბი, რომ ხელ­მოკ­ლე ოჯა­ხე­ბის ნი­ჭი­ერ მოს­წავ­ლე­ებს ჰქონ­დეთ შე­საძ­ლებ­ლო­ბა, სწავ­ლა სა­ხელ­მწი­ფოს ხარ­ჯზე და­ას­რუ­ლონ, მაგ­რამ აქაც სიფრ­თხი­ლის გა­მოჩ­ნაა სა­ჭი­რო, მარ­ტო დიპ­ლო­მის აღე­ბას ვე­რა­ვის და­ვუ­ფი­ნან­სებთ. აკ­რე­დი­ტა­ცი­ის სამ­სა­ხუ­რის გაძ­ლი­ე­რე­ბაც ერთ-ერთი მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი სა­კი­თხია.

- წინა ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ ინ­გლი­სუ­რი ენის შეს­წავ­ლა პირ­ველ ად­გილ­ზე და­ა­ყე­ნა...

- ეს სწო­რი ტენ­დენ­ცი­აა, რად­გან სხვაგ­ვა­რად არა­ფე­რი გა­მო­ვა. ნე­ბის­მი­ერ ადა­მი­ანს, მით უფრო თუ ის მეც­ნი­ე­რულ მოღ­ვა­წე­ო­ბას შე­უდ­გე­ბა, ინ­გლი­სუ­რი აუ­ცი­ლებ­ლად სჭირ­დე­ბა...

- ინ­გლი­სუ­რი ენა პირ­ვე­ლი კლა­სი­დან უნდა ის­წავ­ლე­ბო­დეს? ამით ქარ­თულ ენას ხომ არ ვამცრობთ?

- რა­ტომ უნდა და­ჩაგ­როს ინ­გლი­სურ­მა ქარ­თუ­ლი ენა? თუ 6 წლის ბავ­შვმა ქარ­თუ­ლი არ იცის, მას სხვაგ­ვა­რი სკო­ლა სჭირ­დე­ბა. ბავ­შვე­ბი ინ­გლი­სურს რო­გორც მე­ო­რე ენას, ისე სწავ­ლო­ბენ.

- პირ­ველ კლას­ში წერა-კი­თხვის კომ­პი­უ­ტე­რით შეს­წავ­ლა მი­სა­ღე­ბია?

- ამას და­დე­ბი­თი მხა­რეც აქცს და უარ­ყო­ფი­თიც... იყო დრო, რო­დე­საც ადა­მი­ა­ნე­ბი გა­ნათ­ლე­ბას წიგ­ნის გა­რე­შე იღებ­დნენ. ჩვე­ნი კულ­ტუ­რა, პო­ე­ზია, მეც­ნი­ე­რე­ბა მა­ნამ­დეც ვი­თარ­დე­ბო­და, ვიდ­რე წიგ­ნი ყო­ფით ცხოვ­რე­ბა­ში შე­მო­ვი­დო­და. პი­თა­გო­რას სკო­ლა­ში სა­ერ­თოდ არა­ფე­რი იწე­რე­ბო­და, ფი­ლო­სო­ფი­ის ფუ­ძემ­დე­ბე­ლი სოკ­რა­ტე არა­ფერს წერ­და, არც ჰო­მე­როსს და­უ­წე­რია "ილი­ა­და" და "ოდი­სეა", ხალ­ხმა ზე­პი­რად იცო­და... სწო­რი გა­ნათ­ლე­ბა სხვა­დას­ხვა ეპო­ქა­ში სხვა­დას­ხვა ფორ­მით ვი­თარ­დე­ბო­და. წიგ­ნის კომ­პი­უ­ტე­რით ჩა­ნაც­ვლე­ბა, ალ­ბათ, გა­მარ­თლე­ბუ­ლი არ არის, მაგ­რამ ეს ის რე­ა­ლუ­რი სამ­ყა­როა, რო­მელ­შიც ვცხოვ­რობთ.

- ისიც რე­ა­ლო­ბაა, რომ სა­ქარ­თვე­ლო წიგ­ნი­ე­რე­ბის თვალ­საზ­რი­სით ერთ-ერთი ბოლო ქვე­ყა­ნაა...

- ეს წიგნ­თან ან კომ­პი­უ­ტერ­თან არ არის და­კავ­ში­რე­ბუ­ლი. ეს გა­ნათ­ლე­ბის სის­ტე­მის პრობ­ლე­მაა და უფრო ღრმა ანა­ლი­ზი სჭირ­დე­ბა.

- სკო­ლა­ში მან­და­ტუ­რე­ბის არ­სე­ბო­ბა რამ­დე­ნად აუ­ცი­ლე­ბე­ლია?

- მან­და­ტუ­რე­ბი სკო­ლა­ში რჩე­ბი­ან, ისი­ნი აღარ არი­ან პო­ლი­ცი­უ­რი ფუნ­ქცი­ის მა­ტა­რებ­ლე­ბი. აღარ ევა­ლე­ბათ ში­და­გა­ნა­წე­სის დაც­ვა, მას­წავ­ლებ­ლი­სა და დი­რექ­ტო­რის კონ­ტრო­ლი. ჩვენ ბავ­შვებს აღ­საზ­რდე­ლად მან­და­ტურ­თან კი არ ვუშ­ვებთ, არა­მედ მას­წავ­ლე­ბელ­თან. მან­და­ტუ­რებს მხო­ლოდ ბავ­შვე­ბის უსაფრ­თხო­ე­ბის დაც­ვა ევა­ლე­ბათ.

- სას­კო­ლო სა­ხელ­მძღვა­ნე­ლო­ე­ბის პრობ­ლე­მას რო­გორ მო­აგ­ვა­რებთ?

- რა­ზეც თა­მა­მად და გა­ბე­დუ­ლად ვი­მუ­შა­ვებთ, წიგ­ნებ­ზე ფა­სე­ბის და­წე­ვაა. ვფიქ­რობთ, რომ წიგ­ნი გა­მო­ვი­ყე­ნოთ რამ­დე­ნი­მე წლის გან­მავ­ლო­ბა­ში და ის ყო­ველ წე­ლი­წადს აღარ შე­იც­ვა­ლოს. სექ­ტემ­ბრის მო­ახ­ლო­ე­ბა მრა­ვა­ლი ოჯა­ხის­თვის დღეს კა­ტას­ტრო­ფის ტოლ­ფა­სია, მით უფრო, თუ ღვთის წყა­ლო­ბით, ოჯახ­ში რამ­დე­ნი­მე ბავ­შვია.

- დი­რექ­ტო­რის არ­ჩე­ვის სის­ტე­მა­ში ცვლი­ლე­ბებს ხომ არ უნდა ვე­ლო­დოთ?

- ვცდი­ლობთ, გა­ვი­აზ­როთ ახა­ლი სის­ტე­მა, რომ­ლის თა­ო­ბა­ზეც სა­ზო­გა­დო­ე­ბას ახლო მო­მა­ვალ­ში მო­ვახ­სე­ნებთ. სა­მე­ურ­ვეო საბ­ჭო­ე­ბის შექ­მნა საკ­მა­ოდ დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი ნა­ბი­ჯი იყო, ორი­ენ­ტა­ცია სწო­რი იყო, მაგ­რამ მე­ნე­ჯმენ­ტის თვალ­საზ­რი­სით - გა­უ­მარ­თლე­ბე­ლი და ამი­ტო­მაც არ მუ­შა­ობ­და.

- წი­ნა­სა­არ­ჩევ­ნო პე­რი­ოდ­ში მკვეთ­რად პო­ლი­ტი­ზე­ბუ­ლი სკო­ლა ვი­ხი­ლეთ. მას­წავ­ლებ­ლის ავ­ტო­რი­ტე­ტი სა­ზო­გა­დო­ე­ბის თვალ­ში ძა­ლი­ან და­ე­ცა...

- ეს "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" დიდი და­ნა­შა­უ­ლია. მათ გა­და­წყვი­ტეს, რომ ეს უზარ­მა­ზა­რი სის­ტე­მა მათი პო­ლი­ტი­კუ­რი რე­სურ­სი ყო­ფი­ლი­ყო და ვერ მიხ­ვდნენ, რომ პო­ლი­ტი­კურ ბრძო­ლა­ში იმ ხალ­ხის გა­მო­ყე­ნე­ბა, რო­მე­ლიც ახალ თა­ო­ბას ზრდის, ქვეყ­ნის მო­მავ­ლის ეჭ­ვის ქვეშ და­ყე­ნე­ბის ტოლ­ფა­სია. გა­ნათ­ლე­ბის სა­მი­ნის­ტრომ რამ­დე­ნი­მე დღის წინ შე­რი­გე­ბის პო­ლი­ტი­კა გა­მო­ა­ცხა­და, რად­გან ამ სის­ტე­მა­ში მო­მუ­შა­ვე­ნი პა­ტივ­სა­ცე­მი ადა­მი­ა­ნე­ბი არი­ან. იმის გა­რან­ტია, რომ მას­წავ­ლე­ბე­ლი პო­ლი­ტი­ზე­ბუ­ლი არ იქ­ნე­ბა, წარ­მო­უდ­გე­ნე­ლია, რად­გან მათ ყვე­ლა­ფერს ვერ ავუკ­რძა­ლავთ. ეს თა­ვის­თა­ვად უნ­დობ­ლო­ბას გუ­ლის­ხმობს და კარ­გს არა­ფერს მოგ­ვი­ტანს...

და­ვით ოქ­რუ­აშ­ვი­ლი

ყო­ველკ­ვი­რე­უ­ლი გა­ზე­თი "ყვე­ლა სი­ახ­ლე"

(გა­მო­დის ოთხშა­ბა­თო­ბით)

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ქარიშხალი ამერიკის შეერთებულ შტატებში - უცხოური მედიების ცნობით, სტიქიურ მოვლენას, სულ მცირე, 24 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა

გიორგი მარგველაშვილი: "სწავლის გადასახადის გაძვირებას ვაპირებთ"

გიორგი მარგველაშვილი: "სწავლის გადასახადის გაძვირებას ვაპირებთ"

განათლების სფეროში მიმდინარე პროცესებსა და სამომავლო გეგმებზე განათლების მინისტრი გიორგი მარგველაშვილი გვესაუბრება:

- დღეს ჩვენი მთავარი ამოცანაა, აღდგეს ქართული მეცნიერება. ჩვენისთანა პატარა ერს, გლობალიზაციისა და ერთა შორის კონკურენციის პროცესში, ფონს გასვლა მხოლოდ მეცნიერებითა და კულტურით შეუძლია. სხვაგვარად ჩვენი არსებობა მსოფლიოს რუკაზე წარმოუდგენელია.

საჭიროა, განათლების სისტემამ ინვესტიცია მეცნიერებაში ჩადოს, რადგან შესაძლოა, მალე მომავალ თაობას მთელი რიგი მეცნიერებები ვეღარ შევასწავლოთ იმ უბრალო მიზეზის გამო, რომ სათანადოდ მომზადებული პროფესორ-მასწავლებლები აღარ გვეყოლება. დღეს განათლების სამინისტრო დილემის წინაშე დგას: მოვამზადოთ ბაზრისთვის შესაბამისი სტუდენტი თუ უმთავრესი გავხადოთ ის სფერო, რომელიც ქვეყნის განვითარებას სჭირდება? ამ ნაწილში ბოლო 20 წლის განმავლობაში ძალიან ცოტა გვაქვს გაკეთებული. აუცილებელია, საქართველომ თავისი პროფესურა გაზარდოს, ეს კი მეცნიერების ხელშეწყობის გარეშე წარმოუდგენელია. გია დვალმა ჩამოაყალიბა კომისია, რომელიც უშუალოდ მუშაობს იმაზე, თუ როგორ დაფინანსდეს მეცნიერება, როგორ გადავიდეს ეს ყველაფერი სწავლების პროცესში. საბჭოთა კავშირს ჰქონდა შესაძლებლობა, განათლება მიეცა მოსახლეობის ძალიან დიდი სეგმენტისთვის და იქ თავისთავად ჩნდებოდნენ ვარსკვლავები. როდესაც ამხელა რესურსი არა გაქვს, უფრო კონცეპტუალურად უნდა იმუშაო, განსაკუთრებით ნიჭიერ ადამიანებს მაინც რომ შეუქმნა სამუშაო პირობები.

ამიტომ დავაფინანსებთ ათს და მათში სამი, განსაკუთრებული ნიჭის მქონე ადამიანი აუცილებლად იქნება.

საინტერესო პროექტი აქვს წინა ხელისუფლებას: ამერიკული ტექნოლოგიური უნივერსიტეტი. ვცდილობთ, ეს პროექტი მაქსიმალურად დავხვეწოთ.

- ბატონო გიორგი, წლებია, საზოგადოების დიდი ნაწილი მისაღებ გამოცდებზე ზოგადი უნარ-ჩვევების შემოღებას აპროტესტებს...

- ზოგადი უნარ-ჩვევები ცუდი არ არის, უბრალოდ, სკოლაში ცალკე საგნად არ ისწავლება და აბიტურიენტების დიდი ნაწილი რეპეტიტორებთან მეცადინეობს. თუმცა, უნარ-ჩვევების კომპონენტებს ყველა სხვა საგანი შეიცავს და მათი სხვა კონტექსტში გააზრება და გაანალიზებაა უნარ-ჩვევები, რაც ერთგვარი შემოქმედებითი პროცესიცაა.

- სახელმწიფო უნივერსიტეტებში სწავლის საფასური ხომ არ შემცირდება?

- დაფინანსება, ეს არის სახელმწიფოს მხრიდან სტუდენტისთვის გაწეული დახმარება, ამასთანავე, დახმარება იმ დარგისა, რომლის განვითარებაც ქვეყნისთვის უმთავრესია. პირიქით, სწავლის გადასახადის გაძვირებას ვაპირებთ. განათლებაში მეტ ფულს უნდა ვიხდიდეთ, შესაბამისი ცოდნა რომ შევიძინოთ, მაგრამ ფული სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოიყოფა, ბანკიდან სესხის სახით თუ ოჯახიდან, ეს სხვა თემაა. სწავლის საფასურის გაიაფებით თავის მოტყუების მეტს ვერაფერს მივიღებთ. ასე განათლების ხარისხი კიდევ უფრო დაეცემა და შესაძლოა, ბოლოს უფასოდ დავიწყოთ დიპლომების დარიგება.

- სახელმწიფო უნივერსიტეტის ავტონომიურობაზე რას იტყვით?

- ეს გულისხმობს არა მხოლოდ სახელმწიფოსგან ავტონომიურობას, არამედ თვითონ, აკადემიურ თავისუფლებას უნივერსიტეტში, რომ პროფესორი იყოს თავისუფალი. მისთვის რა მნიშვნელობა აქვს, რექტორი შეზღუდავს თუ განათლების სამინისტრო? მეცნიერთა თავისუფლებამდე უნდა მივიდეთ და ბევრი ქმედითი ნაბიჯია გადასადგმელი. ჩვენი ამოცანაა, უნივერსიტეტის შიგნით თავისუფალი გარემო შეიქმნას.

- სწავლის საფასურის გადაუხდელობის გამო უნივერსიტეტიდან გარიცხულ სტუდენტებს რა ბედი ეწევათ?

- ჯერ არ ვიცი. ჩვენი მიზანია, შეიქმნას ისეთი პირობები, რომ ხელმოკლე ოჯახების ნიჭიერ მოსწავლეებს ჰქონდეთ შესაძლებლობა, სწავლა სახელმწიფოს ხარჯზე დაასრულონ, მაგრამ აქაც სიფრთხილის გამოჩნაა საჭირო, მარტო დიპლომის აღებას ვერავის დავუფინანსებთ. აკრედიტაციის სამსახურის გაძლიერებაც ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხია.

- წინა ხელისუფლებამ ინგლისური ენის შესწავლა პირველ ადგილზე დააყენა...

- ეს სწორი ტენდენციაა, რადგან სხვაგვარად არაფერი გამოვა. ნებისმიერ ადამიანს, მით უფრო თუ ის მეცნიერულ მოღვაწეობას შეუდგება, ინგლისური აუცილებლად სჭირდება...

- ინგლისური ენა პირველი კლასიდან უნდა ისწავლებოდეს? ამით ქართულ ენას ხომ არ ვამცრობთ?

- რატომ უნდა დაჩაგროს ინგლისურმა ქართული ენა? თუ 6 წლის ბავშვმა ქართული არ იცის, მას სხვაგვარი სკოლა სჭირდება. ბავშვები ინგლისურს როგორც მეორე ენას, ისე სწავლობენ.

- პირველ კლასში წერა-კითხვის კომპიუტერით შესწავლა მისაღებია?

- ამას დადებითი მხარეც აქცს და უარყოფითიც... იყო დრო, როდესაც ადამიანები განათლებას წიგნის გარეშე იღებდნენ. ჩვენი კულტურა, პოეზია, მეცნიერება მანამდეც ვითარდებოდა, ვიდრე წიგნი ყოფით ცხოვრებაში შემოვიდოდა. პითაგორას სკოლაში საერთოდ არაფერი იწერებოდა, ფილოსოფიის ფუძემდებელი სოკრატე არაფერს წერდა, არც ჰომეროსს დაუწერია "ილიადა" და "ოდისეა", ხალხმა ზეპირად იცოდა... სწორი განათლება სხვადასხვა ეპოქაში სხვადასხვა ფორმით ვითარდებოდა. წიგნის კომპიუტერით ჩანაცვლება, ალბათ, გამართლებული არ არის, მაგრამ ეს ის რეალური სამყაროა, რომელშიც ვცხოვრობთ.

- ისიც რეალობაა, რომ საქართველო წიგნიერების თვალსაზრისით ერთ-ერთი ბოლო ქვეყანაა...

- ეს წიგნთან ან კომპიუტერთან არ არის დაკავშირებული. ეს განათლების სისტემის პრობლემაა და უფრო ღრმა ანალიზი სჭირდება.

- სკოლაში მანდატურების არსებობა რამდენად აუცილებელია?

- მანდატურები სკოლაში რჩებიან, ისინი აღარ არიან პოლიციური ფუნქციის მატარებლები. აღარ ევალებათ შიდაგანაწესის დაცვა, მასწავლებლისა და დირექტორის კონტროლი. ჩვენ ბავშვებს აღსაზრდელად მანდატურთან კი არ ვუშვებთ, არამედ მასწავლებელთან. მანდატურებს მხოლოდ ბავშვების უსაფრთხოების დაცვა ევალებათ.

- სასკოლო სახელმძღვანელოების პრობლემას როგორ მოაგვარებთ?

- რაზეც თამამად და გაბედულად ვიმუშავებთ, წიგნებზე ფასების დაწევაა. ვფიქრობთ, რომ წიგნი გამოვიყენოთ რამდენიმე წლის განმავლობაში და ის ყოველ წელიწადს აღარ შეიცვალოს. სექტემბრის მოახლოება მრავალი ოჯახისთვის დღეს კატასტროფის ტოლფასია, მით უფრო, თუ ღვთის წყალობით, ოჯახში რამდენიმე ბავშვია.

- დირექტორის არჩევის სისტემაში ცვლილებებს ხომ არ უნდა ველოდოთ?

- ვცდილობთ, გავიაზროთ ახალი სისტემა, რომლის თაობაზეც საზოგადოებას ახლო მომავალში მოვახსენებთ. სამეურვეო საბჭოების შექმნა საკმაოდ დემოკრატიული ნაბიჯი იყო, ორიენტაცია სწორი იყო, მაგრამ მენეჯმენტის თვალსაზრისით - გაუმართლებელი და ამიტომაც არ მუშაობდა.

- წინასაარჩევნო პერიოდში მკვეთრად პოლიტიზებული სკოლა ვიხილეთ. მასწავლებლის ავტორიტეტი საზოგადოების თვალში ძალიან დაეცა...

- ეს "ნაციონალური მოძრაობის" დიდი დანაშაულია. მათ გადაწყვიტეს, რომ ეს უზარმაზარი სისტემა მათი პოლიტიკური რესურსი ყოფილიყო და ვერ მიხვდნენ, რომ პოლიტიკურ ბრძოლაში იმ ხალხის გამოყენება, რომელიც ახალ თაობას ზრდის, ქვეყნის მომავლის ეჭვის ქვეშ დაყენების ტოლფასია. განათლების სამინისტრომ რამდენიმე დღის წინ შერიგების პოლიტიკა გამოაცხადა, რადგან ამ სისტემაში მომუშავენი პატივსაცემი ადამიანები არიან. იმის გარანტია, რომ მასწავლებელი პოლიტიზებული არ იქნება, წარმოუდგენელია, რადგან მათ ყველაფერს ვერ ავუკრძალავთ. ეს თავისთავად უნდობლობას გულისხმობს და კარგს არაფერს მოგვიტანს...

დავით ოქრუაშვილი

ყოველკვირეული გაზეთი "ყველა სიახლე"

(გამოდის ოთხშაბათობით)

ბაია პატარაიას თათია სამსახარაძე და უფლებადამცველები დაუპირისპირდნენ - „სამი წელია პირში წყალი მაქვს დაგუბებული...“

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"