პოლიტიკა
სამართალი
სპორტი

1

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეექვსე დღე დაიწყება 08:23-ზე, მთვარე კირჩხიბშია მოაგვარეთ წვრილ-წვრილი საქმეები. სერიოზულები სხვა დროისთვის გადადეთ. კარგი დღეა კოლექტიური მუშაობისთვის, ბიზნესისთვის. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. თუ არ გეჩქარებათ, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხები სხვა დღისთვის გადადეთ. ნეიტრალური დღეა ვაჭრობისა და სასამართლო საქმეებისთვის. კარგი დღეა სწავლისა და გამოცდების ჩასაბარებლად; ურთიერთობის გარჩევისათვის; ქორწინების, ნიშნობისთვის. ნეიტრალურია სამსახურის, საქმიანობის, საცხოვრებლის შეცვლა. მოერიდეთ ალკოჰოლს, ქიმიური პრეპარატების მიღებას. ნუ მიირთმევთ მძიმე საკვებს.
საზოგადოება
მსოფლიო
მოზაიკა
მეცნიერება
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ვინ შეჭამა "დინამო"?
ვინ შეჭამა "დინამო"?

რამ­დე­ნი­მე დღის წინ თბი­ლი­სის "დი­ნა­მოს" ყო­ფილ­მა მე­სა­კუთ­რემ, ამ­ჟა­მად ჰო­ლან­დი­უ­რი სა­ფეხ­ბურ­თო კლუბ "ვი­ტე­სის" მფლო­ბელ­მა, მე­რაბ ჟორ­და­ნი­ამ გა­ნა­ცხა­და, რომ "დი­ნა­მოს" ამ­ჟა­მინ­დე­ლი და ყო­ფი­ლი მე­სა­კუთ­რე­ე­ბი მო­ლა­პა­რა­კე­ბის მა­გი­დას უნდა მი­უს­ხდნენ და კლუ­ბის იუ­რი­დი­უ­ლი მფლო­ბე­ლის ვი­ნა­ო­ბა გა­არ­კვი­ონ. ერთ-ერთ ტე­ლე­ვი­ზი­ა­ში შსს-ს ყო­ფი­ლი 7 გე­ნე­რა­ლიც ახ­სე­ნეს...

გა­სულ კვი­რას "ყვე­ლა სი­ახ­ლის­თვის" მი­ცე­მულ ინ­ტერ­ვი­უ­ში კი შს ყო­ფილ­მა მი­ნის­ტრმა კახა თარ­გა­მა­ძემ გა­ნა­ცხა­და, ჩემს ყო­ფილ პირ­ველ მო­ად­გი­ლეს, ზუ­რაბ ჩხა­ი­ძეს აქვს "დი­ნა­მოს" შე­სა­ხებ დო­კუ­მენ­ტა­ცია, შე­გიძ­ლი­ათ გა­მო­აქ­ვეყ­ნოთ და სა­ზო­გა­დო­ე­ბამ შე­ი­ტყოს სი­მარ­თლე ამ სის­ხლის სა­მარ­თლის საქ­მე­ზეო. და­ვუ­კავ­შირ­დით ბა­ტონ ზუ­რაბ ჩხა­ი­ძეს, რომ­ლის მიერ გად­მო­ცე­მუ­ლი დო­კუ­მენ­ტე­ბი წარ­მოდ­გე­ნას გვიქ­მნის, რო­გორ ვი­თარ­დე­ბო­და პრო­ცე­სე­ბი "დი­ნა­მოს" გარ­შე­მო.

სა­ფეხ­ბურ­თო კლუ­ბი­დან შპს-მდე

თბი­ლი­სის "დი­ნა­მო", ვიდ­რე მას მე­რაბ ჟორ­და­ნია და მისი მხედ­რი­ო­ნე­ლი მე­გობ­რე­ბი ჩა­იგ­დებ­დნენ ხელ­ში, სპორ­ტსა­ზო­გა­დო­ე­ბა "დი­ნა­მოს" ეკუთ­ვნო­და. 1988 წლის 29 დე­კემ­ბერს, "დი­ნა­მოს" რეს­პუბ­ლი­კუ­რი საბ­ჭოს პრე­ზი­დი­უ­მის N57 დად­გე­ნი­ლე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე, შე­იქ­მნა და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი სა­ფეხ­ბურ­თო კლუ­ბი "დი­ნა­მო თბი­ლი­სი", რო­მე­ლიც ან­გა­რიშ­ვალ­დე­ბუ­ლი იყო სპორ­ტსა­ზო­გა­დო­ე­ბა "დი­ნა­მოს" რეს­პუბ­ლი­კუ­რი საბ­ჭოს წი­ნა­შე. ამ საბ­ჭომ "დი­ნა­მო თბი­ლისს" გა­დას­ცა სა­ფეხ­ბურ­თო კლუბ "დი­ნა­მოს" შტა­ტე­ბი, 1989 წელს კი - დიღ­მი­სა და ბავ­შვთა საწ­ვრთნე­ლი ბა­ზე­ბი, აგ­რეთ­ვე, ბა­ზე­ბის კა­პი­ტა­ლუ­რი რე­მონ­ტი­სა და შე­ნახ­ვის ფი­ნან­სე­ბიც. გუნ­დის შე­ნახ­ვა სპორ­ტსა­ზო­გა­დო­ე­ბა "დი­ნა­მოს" სა­კუთ­რე­ბა­ში არ­სე­ბუ­ლი სა­წარ­მო­ე­ბის შე­მო­სავ­ლე­ბით ხდე­ბო­და. 1991 წელს კი, მას შემ­დეგ, რაც ამ სა­წარ­მო­ებ­მა ფუნ­ქცი­ო­ბა შე­წყვი­ტეს, ფი­ნან­სუ­რი პრობ­ლე­მე­ბი "დი­ნა­მოს" საბ­ჭოს და მას­ზე დაქ­ვემ­დე­ბა­რე­ბულ კლუ­ბებ­საც შე­ექ­მნათ. "დი­ნა­მოს" რეს­პუბ­ლი­კუ­რი საბ­ჭოს პრე­ზი­დი­უ­მის 1992 წლს 5 ივ­ნი­სის დად­გე­ნი­ლე­ბით, სა­ფეხ­ბურ­თო კლუბ "დი­ნა­მოს" რე­ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის შე­დე­გად 'გა­უქ­მდა ძვე­ლი და შე­იქ­მნა ახა­ლი კლუ­ბი, შპს, რომ­ლის კა­პი­ტა­ლი, 30 მი­ლი­ონ 400 ათას მა­ნეთს შე­ად­გენ­და. მისი დამ­ფუძ­ნებ­ლე­ბი იყ­ვნენ: ავი­ა­კომ­პა­ნია "ორბი", სა­ქარ­თვე­ლო-საფ­რან­გე­თის ერ­თობ­ლი­ვი სა­წარ­მო "ბომ­ბო­რა", სამ­რეწ­ვე­ლო-სა­ვაჭ­რო ფირ­მა "კავ­კა­სი­ო­ნი". სპორ­ტსა­ზო­გა­დო­ე­ბა "დი­ნა­მომ" არ­სე­ბო­ბა შე­წყვი­ტა და 1992 წლის 31 დე­კემ­ბერს დი­დუ­ბის რა­ი­ო­ნის სა­სა­მარ­თლომ რე­გის­ტრა­ცი­ა­ში გა­ა­ტა­რა შპს "სა­ფეხ­ბურ­თო კლუ­ბი თბი­ლი­სის დი­ნა­მო", რომ­ლის სა­წეს­დე­ბო კა­პი­ტა­ლი 6 მი­ლი­ო­ნი მა­ნე­თით გა­ნი­სა­ზღვრა. ეს პე­რი­ო­დი და­ემ­თხვა სა­ქარ­თვე­ლო­ში კრი­მი­ნა­ლუ­რი დაჯ­გუ­ფე­ბე­ბის აღ­ზე­ვე­ბის ხა­ნას და და­ი­წყო "მხედ­რი­ო­ნელ­თა" მიერ სა­ფეხ­ბურ­თო კლუ­ბის მით­ვი­სე­ბის პრო­ცე­სი. "მხედ­რი­ო­ნის" ლო­ბი­რე­ბით "დი­ნა­მოს" წი­ლე­ბი სამ­მა იუ­რი­დი­ულ­მა პირ­მა გა­და­ი­ფორ­მა - სპორ­ტკლუბ­მა "დი­ნა­მომ", ფირ­მა "ბერ­მუ­ხა-92"-მა - 80% (პრე­ზი­დენ­ტი მე­რაბ რა­ტი­ა­ნი), მე­რაბ ჟორ­და­ნი­ამ - 10%, სპორ­ტკლუ­ბი "დი­ნა­მო" კი მე­წი­ლედ დიღ­მის საწ­ვრთნე­ლი და "ნორ­ჩი დი­ნა­მო­ე­ლის" ბა­ზე­ბით შე­ვი­და. აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ 80 პრო­ცენ­ტის მფლო­ბელ მე­რაბ რა­ტი­ანს, სა­წეს­დე­ბო კა­პი­ტალ­ში 3 მი­ლი­ონ 204 ათა­სი მა­ნე­თი უნდა შე­ე­ტა­ნა, ამ თან­ხის სა­ნაც­ვლოდ კი "ბერ­მუ­ხა-92"-მა ავ­ტო­მან­ქა­ნა "გაზ-24" შე­ი­ტა­ნა სა­წეს­დე­ბო კა­პი­ტალ­ში. არა­და, მხედ­რი­ო­ნე­ლებ­მა დან­ჯღ­რე­უ­ლი ავ­ტო­მან­ქა­ნა 3 მი­ლი­ონ მა­ნე­თად შე­ა­ფა­სეს, დიღ­მის საწ­ვრთნე­ლი ბაზა - 1.598.000 მა­ნე­თად, "ნორ­ჩი დი­ნა­მო­ე­ლის" საწ­ვრთნე­ლი ბაზა კი - 97 ათას მა­ნე­თად. რად­გა­ნაც "დი­ნა­მოს" მე­წი­ლე­თა ბედს და ქვე­ყა­ნა­ში კა­ნო­ნი­ე­რე­ბა­საც იმ­ხა­ნად "მხედ­რი­ო­ნი" გა­ნა­გებ­და. შს სა­მი­ნის­ტროს ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბამ ამ უკა­ნო­ნო­ბა­ზე თვა­ლი და­ხუ­ჭა და სა­ფეხ­ბურ­თო კლუბ "დი­ნა­მოს" პრე­ზი­დენ­ტად მე­რაბ ჟორ­და­ნია აირ­ჩი­ეს. მოკ­ლე ხან­ში კლუ­ბის მმარ­თვე­ლო­ბა­ში მხედ­რი­ო­ნელ­თა რი­ცხვი გა­ი­ზარ­და და ხელ­მძღვა­ნე­ლის თა­ნამ­დე­ბო­ბე­ბი ზაზა ვე­ფხვა­ძემ და გია სვა­ნა­ძემ და­ი­კა­ვეს.

ფი­ნან­სუ­რი მა­ქი­ნა­ცი­ე­ბი ანუ ვინ შე­ჭა­მა "დი­ნა­მო"?

შპს "სა­ფეხ­ბურ­თო კლუ­ბი თბი­ლი­სის დი­ნა­მო" სა­სა­მარ­თლომ რე­გის­ტრა­ცი­ა­ში კი გა­ა­ტა­რა, მაგ­რამ ის მა­ინც უკა­ნო­ნოდ ფუნ­ქცი­ობ­და, რად­გა­ნაც ბა­ზე­ბის გა­და­ცე­მა მი­ღე­ბა-ჩა­ბა­რე­ბის აქ­ტე­ბით არ გა­ფორ­მე­ბუ­ლა. არც ფეხ­ბურ­თელ­თა შე­ფა­სე­ბა მომ­ხდა­რა, არა­და, ამ პე­რი­ო­დის­თვის "დი­ნა­მო­ში" ირი­ცხე­ბოდ­ნენ სა­ხელ­გან­თქმუ­ლი ფეხ­ბურ­თე­ლე­ბი: შოთა და არ­ჩილ არ­ვე­ლა­ძე­ე­ბი, გი­ორ­გი ნემ­სა­ძე, გი­ორ­გი ქინ­ქლა­ძე და სხვე­ბი. აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, კლუ­ბის ყვე­ლა საქ­მი­ა­ნო­ბა ით­ვლე­ბო­და უკა­ნო­ნოდ. ის იყო ფორ­მა­ლუ­რი იუ­რი­დი­უ­ლი პირი, რო­მელ­საც არ ჰქონ­და სა­კუ­თა­რი ქო­ნე­ბა და სა­წეს­დე­ბო კა­პი­ტა­ლის შევ­სე­ბის და­მა­დას­ტუ­რე­ბე­ლი დო­კუ­მენ­ტიც კი. 1994 წელს დღის წეს­რიგ­ში დად­გა კლუ­ბის ხე­ლა­ხა­ლი რე­გის­ტრა­ცი­ის აუ­ცი­ლებ­ლო­ბა. 1994 წლის 28 ოქ­ტომ­ბერს პარ­ლა­მენ­ტმა მი­ი­ღო კა­ნო­ნი "მე­წარ­მე­თა შე­სა­ხებ", რომ­ლის მი­ხედ­ვი­თაც ყვე­ლა სა­მე­წარ­მეო სუ­ბი­ექტს ხე­ლახ­ლა უნდა გა­ევ­ლო რე­გის­ტრა­ცია. 1995 წელს სპორ­ტკლუბ "დი­ნა­მოს"თავ­მჯდო­მა­რე გახ­და იმ­ხა­ნად შს მი­ნის­ტრი კახა თარ­გა­მა­ძე, რომ­ლის და­ვა­ლე­ბი­თაც "დი­ნა­მოს" ფი­ნან­სურ-სა­მე­ურ­ნეო საქ­მი­ა­ნო­ბის შეს­წავ­ლა და­ი­წყო სპე­ცი­ა­ლურ­მა სა­გა­მო­ძი­ე­ბო ჯგუფ­მა. გა­მოვ­ლინ­და უამ­რა­ვი დარ­ღვე­ვა, რო­გორც ფი­ნან­სუ­რი, ასე­ვე ქო­ნე­ბის მი­ტა­ცე­ბის და წი­ლე­ბის უკა­ნო­ნო გა­და­ნა­წი­ლე­ბის ფაქ­ტე­ბი. სწო­რედ ამ მი­ზე­ზით, კახა თარ­გა­მა­ძემ, რო­გორც "დი­ნა­მოს" თა­ნა­დამ­ფუძ­ნე­ბელ­მა, უარი თქვა შპს-ს ძვე­ლე­ბუ­რად რე­გის­ტრა­ცი­ა­ზე. ამის შემ­დეგ შსს-მ და­ი­წყო ფი­ნან­სუ­რი დარ­ღვე­ვე­ბის შეს­წავ­ლა "დი­ნა­მო­ში". 1996 წლის 1-ლი ივ­ლი­სი­დან უკვე აღარ არ­სე­ბობ­და შპს "სა­ფეხ­ბურ­თო კლუ­ბი თბი­ლი­სის დი­ნა­მო", რო­გორც იუ­რი­დი­უ­ლი პირი.

მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ შპს "დი­ნა­მო" რე­გის­ტრა­ცი­ა­ში არ გა­ა­ტა­რეს, დი­დუ­ბის რა­ი­ო­ნის სა­გა­და­სა­ხა­დო სამ­სა­ხუ­რის უფ­როს­მა მ. ქე­ვა­ნიშ­ვილ­მა შპს-ს ლიკ­ვი­და­ცი­ის სა­კი­თხი არ და­ა­ყე­ნა, რი­თაც და­არ­ღვია პრე­ზი­დენ­ტის 1996 წლის 9 ივ­ლი­სის N193 ბრძა­ნე­ბუ­ლე­ბა და შპს-ს მი­ა­ნი­ჭა სა­ი­დენ­ტი­ფი­კა­ციო კოდი. შპს-მ სა­სა­მარ­თლო რე­გის­ტრა­ცი­ის გა­რე­შე გა­ნაგ­რძო საქ­მი­ა­ნო­ბა. სწო­რედ ეს უკა­ნო­ნო გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა გახ­და სა­ფუძ­ვე­ლი იმი­სა, რომ "დი­ნა­მოს" ბი­უ­ჯე­ტი­დან 28 მი­ლი­ო­ნი ლარი გაქ­რა.

სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენ­ტის 1995 წლის 21 ივ­ნი­სის N251 ბრძა­ნე­ბუ­ლე­ბით, სა­ფეხ­ბურ­თო კლუ­ბის სა­მე­ურ­ნეო-კო­მერ­ცი­უ­ლი საქ­მი­ა­ნო­ბით მი­ღე­ბუ­ლი შე­მო­სავ­ლე­ბი ყო­ველ­გვა­რი გა­და­სა­ხა­დის­გან გა­თა­ვი­სუფ­ლდა. ამის მთა­ვა­რი მო­ტი­ვი იყო ის, რომ უნდა შექ­მნი­ლი­ყო სა­პარტნი­ო­რო ფონ­დი, სა­დაც შე­მო­სუ­ლი თან­ხე­ბი "დი­ნა­მოს" აღორ­ძი­ნე­ბას მოხ­მარ­დე­ბო­და. თუმ­ცა არა­ნა­ი­რი ფონ­დი არ შექ­მნი­ლა, "დი­ნა­მოს" თავ­კა­ცე­ბი სა­კუ­თა­რი ბიზ­ნე­სით და ფუ­ლის კე­თე­ბით იყ­ვნენ და­კა­ვე­ბუ­ლი. "დი­ნა­მოს­თვის" სა­ზღვარ­გა­რე­თი­დან შე­მო­ი­ტა­ნეს 17 მი­ლი­ონ 700 ათა­სი აშშ დო­ლა­რის ღი­რე­ბუ­ლე­ბის სა­ქო­ნე­ლი, რომ­ლის რე­ა­ლი­ზა­ცი­ის შე­დე­გად 20 მი­ლი­ო­ნი ლარი სა­პარტნი­ო­რო ფონდს უნდა მი­ე­ღო. გა­მო­ძი­ე­ბით კი დად­გინ­და, რომ ეს თან­ხა სა­პარტნი­ო­რო ფონდს არ მი­უ­ღია. ის "დი­ნა­მოს" თავ­კა­ცებ­მა, ასე ვთქვათ, შე­ჭა­მეს. შს სა­მი­ნის­ტრომ და­ნა­შა­ულ­ში ეჭ­ვმი­ტა­ნილ პირ­თა (მ. ჟორ­და­ნი­ას, ვ. შა­ლი­კაშ­ვი­ლის, მ.რა­ტი­ა­ნის და ნ. მა­მე­ი­ა­ნის (მთა­ვა­რი ბუ­ღალ­ტე­რი) წი­ნა­აღ­მდეგ სს საქ­მე სამ­სა­ხუ­რებ­რი­ვი მდგო­მა­რე­ო­ბის ბო­რო­ტად გა­მო­ყე­ნე­ბა­სა და სა­ბუ­თე­ბის გა­ყალ­ბე­ბის ბრალ­დე­ბით აღ­ძრა. თუმ­ცა, დი­დუ­ბის სა­სა­მარ­თლომ ბრალ­დე­ბუ­ლე­ბი გა­ა­მარ­თლა. შსს-მ დი­დუ­ბის რა­ი­ო­ნუ­ლი სა­სა­მარ­თლოს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა გა­ა­სა­ჩივ­რა, უზე­ნა­ეს­მა სა­სა­მარ­თლომ კი დი­დუ­ბის რა­ი­ო­ნის სა­სა­მარ­თლოს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა გა­ა­უქ­მა და სის­ხლის სა­მარ­თლის საქ­მე ისევ სა­გა­მო­ძი­ე­ბო ორ­გა­ნო­ებს და­უბ­რუ­ნა გა­მო­სა­ძი­ებ­ლად. 1999 წლის 16 ნო­ემ­ბერს შსს-ს სა­გა­მო­ძი­ე­ბო დე­პარ­ტა­მენ­ტმა "სა­ფეხ­ბურ­თო კლუბ თბი­ლი­სის დი­ნა­მოს" ხელ­მძღვა­ნელ პირ­თა მი­მართ სის­ხლის სა­მარ­თლის ახა­ლი საქ­მე აღ­ძრა შემ­დე­გი მო­ტი­ვით: მე­რაბ ჟორ­და­ნი­ამ და მე­რაბ რა­ტი­ან­მა სამ­ჯერ გა­მო­ი­ტა­ნეს კრე­დი­ტი "თი­ბი­სი ბან­კი­დან" 400 ათა­სი აშშ დო­ლა­რის ოდე­ნო­ბით და ბან­კში გი­რა­ოდ ჩა­დეს სპორ­ტკლუბ "დი­ნა­მოს" ქო­ნე­ბა, დიღ­მის საწ­ვრთნე­ლი ბაზა და "მზი­უ­რის" შო­კო­ლა­დის ქარ­ხა­ნა. კრე­დი­ტის გა­მო­ტა­ნის მო­ტი­ვად კი "მზი­უ­რის" გან­ვი­თა­რე­ბა და­სა­ხელ­და. ბან­კმა დრო­თა გან­მავ­ლო­ბა­ში მო­ი­თხო­ვა ვალი, რო­მე­ლიც ვერ მი­ი­ღო, რის შემ­დე­გაც სა­სა­მარ­თლოს მი­მარ­თა. დი­დუ­ბის სა­სა­მარ­თლომ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა ბან­კის სა­სარ­გებ­ლოდ გა­მო­ი­ტა­ნა. "დი­ნა­მოს" პირ­ველ ეტაპ­ზე 202.962 აშშ დო­ლა­რის გა­დახ­და და­ა­კის­რა. შსს-მ მე­რაბ ჟორ­და­ნი­ას ვა­ლის გა­დახ­და­ზე უარი გა­ნა­ცხა­და და "თი­ბი­სი ბან­კის" ვალი რამ­დე­ნი­მე ფეხ­ბურ­თე­ლის - გივი დი­და­ვას, მი­ხე­ილ აშ­ვე­თი­ას და კლი­მენ­ტი წი­ტა­იშ­ვი­ლის ტრანსფე­რი­დან შე­მო­სუ­ლი თან­ხე­ბით და­ი­ფა­რა.

კახა კა­ლა­ძის ტრანსფე­რის ბუ­რუ­სით მო­ცუ­ლი ის­ტო­რია

ქარ­თველ­მა სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებ­მა "აგ­რ­ომ­რეწვბან­კში" მი­აკ­ვლი­ეს კახა კა­ლა­ძის მე­ორე სატ­რანსფე­რო კონ­ტრაქტს, რო­მე­ლიც თბი­ლი­სი­სა და კი­ე­ვის კლუ­ბებს შო­რის გა­ფორმ­და. დო­კუ­მენ­ტი არ იყო ორი­გი­ნა­ლი და ის ქსე­რო­ას­ლის სა­ხით მო­ი­პო­ვა გა­მო­ძი­ე­ბამ. მე­ო­რე ტრანსფე­რი, პირ­ვე­ლის­გან იმით გან­სხვავ­დე­ბო­და, რომ ერთ-ერთ პუნ­ქტში მი­თი­თე­ბუ­ლი იყო, თუ ფეხ­ბურ­თე­ლი კახა კა­ლა­ძე კი­ე­ვის "დი­ნა­მო­დან" სხვა გუნდში გა­ი­ყი­დე­ბო­და, მა­შინ სატ­რანსფე­რო თან­ხის 50%-ის მფლო­ბე­ლი თბი­ლი­სის "დი­ნა­მო" ხდე­ბო­და. ამ კონ­ტრაქ­ტის მი­ხედ­ვით, კახა კა­ლა­ძე 15 მი­ლი­ონ გერ­მა­ნულ მარ­კად იყო შე­ფა­სე­ბუ­ლი. კონ­ტრაქ­ტის დარ­ღვე­ვის შემ­თხვე­ვა­ში კი თან­ხის 50%-ის მფლო­ბე­ლი თით­ქოს თბი­ლი­სის "დი­ნა­მო" ხდე­ბო­და, რაც ჟორ­და­ნი­ას და მის მე­გობ­რებს კრე­დი­ტის გა­მო­ტა­ნის მიზ­ნით, სა­გა­რან­ტი­ოდ სჭირ­დე­ბო­დათ "აგ­რომ­რეწვბან­კში" - სო­ლი­დუ­რი ქო­ნე­ბის და­მა­დას­ტუ­რე­ბე­ლი დო­კუ­მენ­ტი გვაქვს ხელ­თო. ექ­სპერ­ტი­ზის შე­დე­გად კი დად­გინ­და, რომ ეს დო­კუ­მენ­ტი ყალ­ბი იყო.

2000 წლის მარ­ტში შს სა­მი­ნის­ტრომ ოფი­ცი­ა­ლუ­რი წე­რი­ლით მი­მარ­თა სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენტს, შექ­მნი­ლი­ყო სპე­ცი­ა­ლუ­რი კო­მი­სია, სა­ფეხ­ბურ­თო კლუბ თბი­ლი­სის "დი­ნა­მო­სა" და ეროვ­ნუ­ლი სტა­დი­ო­ნის პრობ­ლე­მე­ბის შე­სას­წავ­ლად. კო­მი­სი­ამ შე­ის­წავ­ლა პრობ­ლე­მე­ბი და მი­ზან­შე­წო­ნი­ლად მი­იჩ­ნია, კლუბ "დი­ნა­მოს" სას­წრა­ფოდ გა­ევ­ლო რე­გის­ტრა­ცია და გან­ხი­ლუ­ლი­ყო დამ­ფუძ­ნე­ბელ­თა წი­ლე­ბის სა­კი­თხი. ამ სა­კი­თხებ­ზე იმ­სჯე­ლა მთავ­რო­ბის სხდო­მამ.

ამ პე­რი­ოდ­ში "დი­ნა­მოს" და­უგ­როვ­და 2 მი­ლი­ო­ნი ლარი და 2001 წლის 3 იან­ვარს ფი­ფამ გა­მოგ­ზავ­ნა დის­ციპ­ლი­ნა­რუ­ლი კო­მი­ტე­ტის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა, რო­მელ­შიც ეწე­რა: თუ სა­ფეხ­ბურ­თო კლუ­ბი თბი­ლი­სის "დი­ნა­მო" ერთი თვის ვა­და­ში არ უზ­რუნ­ველ­ყოფ­და სა­ფეხ­ბურ­თო კლუბ "მრე­ტე­ბის" და­ვა­ლი­ა­ნე­ბის - 27 ათა­სი დო­ლა­რის მთლი­ა­ნად და­ფარ­ვას, თბი­ლი­სის "დი­ნა­მოს" აეკ­რძა­ლე­ბო­და ნე­ბის­მი­ერ ტურ­ნირ­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბა, ეროვ­ნუ­ლი ჩემ­პი­ო­ნა­ტის ჩათ­ვლით. 2001 წლის 2 თე­ბერ­ვალს სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენ­ტთან ჩა­ტარ­და თათ­ბი­რი გია არ­სე­ნიშ­ვი­ლის, ნუგ­ზარ სა­ჯა­ი­ას, კახა თარ­გა­მა­ძის, პეტ­რე მამ­რა­ძის, თედო ისა­კა­ძის, ზუ­რაბ ნო­ღა­ი­დე­ლი­სა და სხვა თა­ნამ­დე­ბო­ბის პირ­თა მო­ნა­წი­ლე­ო­ბით და და­ე­ვა­ლა კახა თარ­გა­მა­ძეს, 10 დღის ვა­და­ში უზ­რუნ­ვე­ლე­ყო სა­ფეხ­ბურ­თო კლუბ "დი­ნა­მოს" სა­წარ­მოდ და­ფუძ­ნე­ბა და კლუბ­ში არ­სე­ბუ­ლი ვა­ლე­ბის გას­ტუმ­რე­ბა. თარ­გა­მა­ძემ ხსე­ნე­ბუ­ლი და­ვა­ლე­ბა შე­ას­რუ­ლა. პრე­ზი­დენ­ტის N42 ბრძა­ნე­ბუ­ლე­ბით, შსს-ს ნება და­ერ­თო, 3 წლის ვა­და­ში, ეტა­პობ­რი­ვად დაბ­რუ­ნე­ბის პი­რო­ბით, სპეც­შე­მო­სავ­ლე­ბის 60 პრო­ცენ­ტი, ფი­ნანსთა სა­მი­ნის­ტროს­თან შე­თან­ხმე­ბით, კონ­კრე­ტუ­ლად "დი­ნა­მოს" პრობ­ლე­მე­ბი­სათ­ვის გა­მო­ე­ყე­ნე­ბი­ნა. გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას ხელს აწე­რენ იმ­ჟა­მინ­დე­ლი იუს­ტი­ცი­ის მი­ნის­ტრი მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლი, ფი­ნანსთა და ეკო­ნო­მი­კის მი­ნის­ტრე­ბი. შე­სა­ბა­მი­სად, 6 თვე­ში გა­ი­ხარ­ჯა 6,6 მი­ლი­ო­ნი ლარი. ამის პა­რა­ლე­ლუ­რად კი მუ­შა­ო­ბა მიმ­დი­ნა­რე­ობ­და ინ­ვეს­ტორ­თა მო­სა­ძი­ებ­ლად.

სა­უ­კე­თე­სო ვა­რი­ან­ტად მიჩ­ნე­ულ იქნა კო­მპა­ნია "პი­ზერ­პარკპ­რო­პერტლი­მი­ტე­დის" (ეკუთ­ვნო­და ბად­რი პა­ტარ­კა­ციშ­ვილს) შე­მო­თა­ვა­ზე­ბა, რო­მე­ლიც ვა­ლის სრულ­ყო­ფი­ლად და­ფარ­ვის და სა­ფეხ­ბურ­თო გუნ­დის წარ­მა­ტე­ბულ ფუნ­ქცი­ო­ბას კის­რუ­ლობ­და. ეს ყვე­ლა­ფე­რი კეთ­დე­ბო­და კლუ­ბის 90-პრო­ცენ­ტი­ა­ნი წი­ლის სა­ნაც­ვლოდ. წი­ლის 10%-ის მფლო­ბე­ლი კი სპორ­ტსა­ზო­გა­დო­ე­ბა "დი­ნა­მო" იყო.

ამ ამ­ბი­დან ცოტა ხან­ში კახა თარ­გა­მა­ძე შს მი­ნის­ტრის პოს­ტი­დან გა­დად­გა და მისი ად­გი­ლი კობა ნარ­ჩე­მაშ­ვილ­მა და­ი­კა­ვა. სპორ­ტსა­ზო­გა­დო­ე­ბა "დი­ნა­მოს" თავ­მჯდო­მა­რე ავ­ტო­მა­ტუ­რად კობა ნარ­ჩე­მაშ­ვი­ლი გახ­და. გაგ­რძელ­და გა­მო­ძი­ე­ბა "დი­ნა­მოს" საქ­მე­ზე, თუმ­ცა ნარ­ჩე­მაშ­ვი­ლის მი­ნის­ტრო­ბი­სას ამ კონ­კრე­ტულ სის­ხლის სა­მარ­თლის საქ­მე­ზე, რა­ტომ­ღაც ინ­ტე­რე­სი მი­ნელ­და...

"პრო­კუ­რა­ტუ­რა უნდა და­ინ­ტე­რეს­დეს "ვარ­დოს­ნე­ბის" მიერ მე­რაბ ჟორ­და­ნი­ას ორ­ჯერ­და­კა­ვე­ბა-გა­მოშ­ვე­ბის მი­ზე­ზე­ბით"

გვე­სა­უბ­რე­ბა შს მი­ნის­ტრის ყო­ფი­ლი პირ­ვე­ლი მო­ად­გი­ლე, პო­ლი­ცი­ის გე­ნე­რალ-მა­ი­ო­რი ზუ­რაბ ჩხა­ი­ძე:

" შს სა­მი­ნის­ტროს ის 7 მა­ღალ­ჩი­ნო­სა­ნი, რო­მელ­თა შო­რი­საც ერთ-ერთი მე ვარ, ვმოქ­მე­დებ­დით კა­ნონ­თან სრულ შე­სა­ბა­მი­სო­ბა­ში. მო­ვი­თხოვთ, ხსე­ნე­ბუ­ლი სის­ხლის სა­მარ­თლის საქ­მე­ე­ბის გა­სა­ჯა­რო­ე­ბას. სა­ზო­გა­დო­ე­ბას უნდა გა­ნე­მარ­ტოს მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის ხე­ლი­სუფ­ლე­ბის მიერ მე­რაბ ჟორ­და­ნი­ას ორ­ჯერ და­კა­ვე­ბის და შემ­დეგ გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბის მი­ზე­ზე­ბი. კარ­გი იქ­ნე­ბა, თუ ამით გე­ნე­რა­ლუ­რი პრო­კუ­რა­ტუ­რა და­ინ­ტე­რეს­დე­ბა და მრა­ვალ უპა­სუ­ხო კი­თხვას გა­ე­ცე­მა პა­სუ­ხი. ერთხელ და სა­მუ­და­მოდ უნდა დად­გინ­დეს ჭეშ­მა­რი­ტე­ბა და ყვე­ლამ მი­ი­ღოს ის, რაც ეკუთ­ვნის. ამ საქ­მე­ში რომ შსს-ს 7 მა­ღალ­ჩი­ნო­სანს რა­ი­მე გა­დაც­დო­მა ჰქო­ნო­და დაშ­ვე­ბუ­ლი, რო­გორ ფიქ­რობთ, სა­ა­კაშ­ვილ-ადე­იშ­ვილ-მე­რა­ბიშ­ვი­ლის "პრო­ფე­სი­ონა­ლი" სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვე­ბი ხე­ლი­დან გა­უშ­ვებ­დნენ? ასე­ვე კარ­გი იქ­ნე­ბა, თუ და­ინ­ტე­რეს­დე­ბი­ან, რა ბედი ეწია სპორ­ტსა­ზო­გა­დო­ე­ბა "დი­ნა­მოს" მი­ლი­ო­ნო­ბით ღი­რე­ბუ­ლე­ბის ქო­ნე­ბას, სპორ­ტულ ბა­ზებ­სა და შე­ნო­ბა-ნა­გე­ბო­ბებს "ვარ­დო­სან­თა" მმარ­თვე­ლო­ბის პე­რი­ოდ­ში. სპორ­ტკომ­პლექ­სებს თბი­ლის­ში, ბა­კუ­რი­ან­ში, ფოთ­ში და ა.შ.

1996-2000 წლებ­ში გა­ყი­დუ­ლი ფეხ­ბურ­თე­ლე­ბის სატ­რანსფე­რო თან­ხე­ბი:

1) გი­ორ­გი ქინ­ქლა­ძე, 1996 წელი, "მან­ჩეს­ტერ სიტი", 3 მი­ლი­ო­ნი აშშ დო­ლა­რი. თან­ხა გა­და­ი­რი­ცხა შვე­ი­ცა­რი­ის "ფი­ნანსბან­კში". 2) შოთა არ­ვე­ლა­ძე, 1995 წელი, "ტრაბ­ზონ­სპო­რი" (თურ­ქე­თი), სატ­რანსფე­რო თან­ხის ოდე­ნო­ბა უც­ნო­ბია. 3) არ­ჩილ არ­ვე­ლა­ძე, 1996 წ. "ტრაბ­ზონ­სპო­რი" (თურ­ქე­თი), სატ­რანსფე­რო თან­ხის ოდე­ნო­ბა უც­ნო­ბია. 4) მურ­თაზ შე­ლია, 1997 წ. ვლა­დი­კავ­კა­ზის "ალა­ნია", 100 ათა­სი აშშ დო­ლა­რი, თან­ხა გა­და­ი­რი­ცხა შვე­ი­ცა­რი­ის "ფი­ნანსბან­კში". 5) ზაზა რე­ვიშ­ვი­ლი, 1997 წ. ვლა­დი­კავ­კა­ზის "ალა­ნია" 100 ათა­სი აშშ დო­ლა­რი, თან­ხა გა­და­ი­რი­ცხა შვე­ი­ცა­რი­ის "ფი­ნანსბან­კში". 6) მი­ხე­ილ ყა­ვე­ლაშ­ვი­ლი, 1997წ. ვლა­დი­კავ­კა­ზის "ალა­ნია", 100 ათა­სი აშშ დო­ლა­რი, თან­ხა გა­და­ი­რი­ცხა შვე­ი­ცა­რი­ის "ფი­ნანსბან­კში" 7). ალექ­სან­დრე იაშ­ვი­ლი, 1997წ. "ფრა­ი­ბურ­გი" (გერ­მა­ნია), 900 ათა­სი გერ­მა­ნუ­ლი მარ­კა. თან­ხის ნა­წი­ლი გა­და­ი­რი­ცხა შვე­ი­ცა­რი­ა­ში "ფი­ნანსბან­კში", ნა­წი­ლი მე­რაბ ჟორ­და­ნი­ამ ხელ­ზე მი­ი­ღო. 8) ლე­ვან ცქი­ტიშ­ვი­ლი, 1997 "ფრა­ი­ბურ­გი" (გერ­მა­ნია) 900 ათა­სი გერ­მა­ნუ­ლი მარ­კა, თან­ხის ნა­წი­ლი გა­და­ი­რი­ცხა შვე­ი­ცა­რი­ის "ფი­ნანსბან­კში", ნა­წი­ლი კი ხელ­ზე მი­ი­ღო მე­რაბ ჟორ­და­ნი­ამ. 9) ლე­ვან კო­ბი­აშ­ვი­ლი, გა­ი­ყი­და ორ­ჯერ " 1997წ. ვლა­დი­კავ­კა­ზის "ალა­ნია", 100 ათა­სი აშშ დო­ლა­რი, თან­ხა ჩა­ი­რი­ცხა შვე­ი­ცა­რი­ის "ფი­ნანსბან­კში" და "ფრა­ი­ბურ­გი" (გერ­მა­ნია) " 1 მი­ლი­ონ 200 ათა­სი გერ­მა­ნუ­ლი მარ­კა, ნა­წი­ლი გა­და­ი­რი­ცხა შვე­ი­ცა­რი­ის "ფი­ნანსბან­კში", ნა­წი­ლი ხელ­ზე აიღო მე­რაბ ჟორ­და­ნი­ამ. 10) გა­ხო­კი­ძე გი­ორ­გი, 1998 წ. ვლა­დი­კავ­კა­ზის "ალა­ნია", 200 ათა­სი აშშ დო­ლა­რი, თან­ხა ჩა­ი­რი­ცხა შვე­ი­ცა­რი­ის "ფი­ნანსბან­კში". 11) დე­მეტ­რა­ძე გი­ორ­გი, ვლა­დი­კავ­კა­ზის "ალა­ნია", 720 ათა­სი აშშ დო­ლა­რი. 130 ათა­სი აშშ დო­ლა­რი გა­და­ი­რი­ცხა შვე­ი­ცა­რი­ის "ფი­ნანსბან­კში", 100 ათა­სი აშშ დო­ლა­რი სს "მზი­ურ­ში". 70 ათა­სი აშშ დო­ლა­რი, მე­რაბ ჟორ­და­ნი­ას მი­თი­თე­ბით, გა­და­ი­რი­ცხა გერ­მა­ნი­ის ქა­ლაქ ვის­ბე­დენ­ში, 420 ათა­სი აშშ დო­ლა­რი, სა­ვა­რა­უ­დოდ, მე­რაბ რა­ტი­ან­მა აიღო ხელ­ზე. 12) კახა კა­ლა­ძე, 1998წ. კი­ე­ვის "დი­ნა­მო", 300 ათა­სი აშშ დო­ლა­რი, გა­და­ი­რი­ცხა შვე­ი­ცა­რი­ის "ფი­ნანსბან­კში". 13) გი­ორ­გი კიკ­ნა­ძე, 1999წ. "სამ­სუნსპო­რი" (თურ­ქე­თი), 90 ათა­სი აშშ დო­ლა­რი, ხელ­ზე აქვს მი­ღე­ბუ­ლი "დი­ნა­მოს" ერთ-ერთ ხელ­მძღვა­ნელს. 14) კლი­მენ­ტი წი­ტა­იშ­ვი­ლი, 2000წ, ის­რა­ე­ლი, 100 ათა­სი აშშ დო­ლა­რი, მოხ­მარ­და "თი­ბი­სი ბან­კის" კრე­დი­ტის და­ფარ­ვას. 17) რატი ალექ­სი­ძე, 2000წ, "ჩელ­სი" (ინ­გლი­სი). 1 მი­ლი­ო­ნი გირ­ვან­ქა სტერ­ლინ­გი. გა­მო­ძი­ე­ბამ თან­ხას ვერ მი­აკ­ვლია.

სულ, 1996-2000 წლებ­ში, თბი­ლი­სის "დი­ნა­მოს" ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბამ, 15 ფეხ­ბურ­თე­ლის გა­ყიდ­ვით, 5 მი­ლი­ონ 50 ათა­სი აშშ დო­ლა­რი, 3 მი­ლი­ო­ნი გერ­მა­ნუ­ლი მარ­კა და 1 მი­ლი­ო­ნი გირ­ვან­ქა სტერ­ლინ­გი მო­ი­პო­ვა. გა­მო­ძი­ე­ბის­თვის დღემ­დე უც­ნო­ბია, რა თან­ხად გა­ყი­დეს ფეხ­ბურ­თე­ლი ძმე­ბი არ­ვე­ლა­ძე­ე­ბი თურ­ქეთ­ში.

და­რე­ჯან ლი­პარ­ტე­ლი­ა­ნი

ყო­ველკ­ვი­რე­უ­ლი გა­ზე­თი "ყვე­ლა სი­ახ­ლე"

(გა­მო­დის ოთხშა­ბა­თო­ბით)

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ხანგრძლივი ზრდის შემდეგ, თბილისში პარკირების ჯარიმები შემცირდა, თანაც თითქმის 60%-ით

ვინ შეჭამა "დინამო"?

ვინ შეჭამა "დინამო"?

რამდენიმე დღის წინ თბილისის "დინამოს" ყოფილმა მესაკუთრემ, ამჟამად ჰოლანდიური საფეხბურთო კლუბ "ვიტესის" მფლობელმა, მერაბ ჟორდანიამ განაცხადა, რომ "დინამოს" ამჟამინდელი და ყოფილი მესაკუთრეები მოლაპარაკების მაგიდას უნდა მიუსხდნენ და კლუბის იურიდიული მფლობელის ვინაობა გაარკვიონ. ერთ-ერთ ტელევიზიაში შსს-ს ყოფილი 7 გენერალიც ახსენეს...

გასულ კვირას "ყველა სიახლისთვის" მიცემულ ინტერვიუში კი შს ყოფილმა მინისტრმა კახა თარგამაძემ განაცხადა, ჩემს ყოფილ პირველ მოადგილეს, ზურაბ ჩხაიძეს აქვს "დინამოს" შესახებ დოკუმენტაცია, შეგიძლიათ გამოაქვეყნოთ და საზოგადოებამ შეიტყოს სიმართლე ამ სისხლის სამართლის საქმეზეო. დავუკავშირდით ბატონ ზურაბ ჩხაიძეს, რომლის მიერ გადმოცემული დოკუმენტები წარმოდგენას გვიქმნის, როგორ ვითარდებოდა პროცესები "დინამოს" გარშემო.

საფეხბურთო კლუბიდან შპს-მდე

თბილისის "დინამო", ვიდრე მას მერაბ ჟორდანია და მისი მხედრიონელი მეგობრები ჩაიგდებდნენ ხელში, სპორტსაზოგადოება "დინამოს" ეკუთვნოდა. 1988 წლის 29 დეკემბერს, "დინამოს" რესპუბლიკური საბჭოს პრეზიდიუმის N57 დადგენილების საფუძველზე, შეიქმნა დამოუკიდებელი საფეხბურთო კლუბი "დინამო თბილისი", რომელიც ანგარიშვალდებული იყო სპორტსაზოგადოება "დინამოს" რესპუბლიკური საბჭოს წინაშე. ამ საბჭომ "დინამო თბილისს" გადასცა საფეხბურთო კლუბ "დინამოს" შტატები, 1989 წელს კი - დიღმისა და ბავშვთა საწვრთნელი ბაზები, აგრეთვე, ბაზების კაპიტალური რემონტისა და შენახვის ფინანსებიც. გუნდის შენახვა სპორტსაზოგადოება "დინამოს" საკუთრებაში არსებული საწარმოების შემოსავლებით ხდებოდა. 1991 წელს კი, მას შემდეგ, რაც ამ საწარმოებმა ფუნქციობა შეწყვიტეს, ფინანსური პრობლემები "დინამოს" საბჭოს და მასზე დაქვემდებარებულ კლუბებსაც შეექმნათ. "დინამოს" რესპუბლიკური საბჭოს პრეზიდიუმის 1992 წლს 5 ივნისის დადგენილებით, საფეხბურთო კლუბ "დინამოს" რეორგანიზაციის შედეგად 'გაუქმდა ძველი და შეიქმნა ახალი კლუბი, შპს, რომლის კაპიტალი, 30 მილიონ 400 ათას მანეთს შეადგენდა. მისი დამფუძნებლები იყვნენ: ავიაკომპანია "ორბი", საქართველო-საფრანგეთის ერთობლივი საწარმო "ბომბორა", სამრეწველო-სავაჭრო ფირმა "კავკასიონი". სპორტსაზოგადოება "დინამომ" არსებობა შეწყვიტა და 1992 წლის 31 დეკემბერს დიდუბის რაიონის სასამართლომ რეგისტრაციაში გაატარა შპს "საფეხბურთო კლუბი თბილისის დინამო", რომლის საწესდებო კაპიტალი 6 მილიონი მანეთით განისაზღვრა. ეს პერიოდი დაემთხვა საქართველოში კრიმინალური დაჯგუფებების აღზევების ხანას და დაიწყო "მხედრიონელთა" მიერ საფეხბურთო კლუბის მითვისების პროცესი. "მხედრიონის" ლობირებით "დინამოს" წილები სამმა იურიდიულმა პირმა გადაიფორმა - სპორტკლუბმა "დინამომ", ფირმა "ბერმუხა-92"-მა - 80% (პრეზიდენტი მერაბ რატიანი), მერაბ ჟორდანიამ - 10%, სპორტკლუბი "დინამო" კი მეწილედ დიღმის საწვრთნელი და "ნორჩი დინამოელის" ბაზებით შევიდა. აღსანიშნავია, რომ 80 პროცენტის მფლობელ მერაბ რატიანს, საწესდებო კაპიტალში 3 მილიონ 204 ათასი მანეთი უნდა შეეტანა, ამ თანხის სანაცვლოდ კი "ბერმუხა-92"-მა ავტომანქანა "გაზ-24" შეიტანა საწესდებო კაპიტალში. არადა, მხედრიონელებმა დანჯღრეული ავტომანქანა 3 მილიონ მანეთად შეაფასეს, დიღმის საწვრთნელი ბაზა - 1.598.000 მანეთად, "ნორჩი დინამოელის" საწვრთნელი ბაზა კი - 97 ათას მანეთად. რადგანაც "დინამოს" მეწილეთა ბედს და ქვეყანაში კანონიერებასაც იმხანად "მხედრიონი" განაგებდა. შს სამინისტროს ხელმძღვანელობამ ამ უკანონობაზე თვალი დახუჭა და საფეხბურთო კლუბ "დინამოს" პრეზიდენტად მერაბ ჟორდანია აირჩიეს. მოკლე ხანში კლუბის მმართველობაში მხედრიონელთა რიცხვი გაიზარდა და ხელმძღვანელის თანამდებობები ზაზა ვეფხვაძემ და გია სვანაძემ დაიკავეს.

ფინანსური მაქინაციები ანუ ვინ შეჭამა "დინამო"?

შპს "საფეხბურთო კლუბი თბილისის დინამო" სასამართლომ რეგისტრაციაში კი გაატარა, მაგრამ ის მაინც უკანონოდ ფუნქციობდა, რადგანაც ბაზების გადაცემა მიღება-ჩაბარების აქტებით არ გაფორმებულა. არც ფეხბურთელთა შეფასება მომხდარა, არადა, ამ პერიოდისთვის "დინამოში" ირიცხებოდნენ სახელგანთქმული ფეხბურთელები: შოთა და არჩილ არველაძეები, გიორგი ნემსაძე, გიორგი ქინქლაძე და სხვები. აქედან გამომდინარე, კლუბის ყველა საქმიანობა ითვლებოდა უკანონოდ. ის იყო ფორმალური იურიდიული პირი, რომელსაც არ ჰქონდა საკუთარი ქონება და საწესდებო კაპიტალის შევსების დამადასტურებელი დოკუმენტიც კი. 1994 წელს დღის წესრიგში დადგა კლუბის ხელახალი რეგისტრაციის აუცილებლობა. 1994 წლის 28 ოქტომბერს პარლამენტმა მიიღო კანონი "მეწარმეთა შესახებ", რომლის მიხედვითაც ყველა სამეწარმეო სუბიექტს ხელახლა უნდა გაევლო რეგისტრაცია. 1995 წელს სპორტკლუბ "დინამოს"თავმჯდომარე გახდა იმხანად შს მინისტრი კახა თარგამაძე, რომლის დავალებითაც "დინამოს" ფინანსურ-სამეურნეო საქმიანობის შესწავლა დაიწყო სპეციალურმა საგამოძიებო ჯგუფმა. გამოვლინდა უამრავი დარღვევა, როგორც ფინანსური, ასევე ქონების მიტაცების და წილების უკანონო გადანაწილების ფაქტები. სწორედ ამ მიზეზით, კახა თარგამაძემ, როგორც "დინამოს" თანადამფუძნებელმა, უარი თქვა შპს-ს ძველებურად რეგისტრაციაზე. ამის შემდეგ შსს-მ დაიწყო ფინანსური დარღვევების შესწავლა "დინამოში". 1996 წლის 1-ლი ივლისიდან უკვე აღარ არსებობდა შპს "საფეხბურთო კლუბი თბილისის დინამო", როგორც იურიდიული პირი.

მიუხედავად იმისა, რომ შპს "დინამო" რეგისტრაციაში არ გაატარეს, დიდუბის რაიონის საგადასახადო სამსახურის უფროსმა მ. ქევანიშვილმა შპს-ს ლიკვიდაციის საკითხი არ დააყენა, რითაც დაარღვია პრეზიდენტის 1996 წლის 9 ივლისის N193 ბრძანებულება და შპს-ს მიანიჭა საიდენტიფიკაციო კოდი. შპს-მ სასამართლო რეგისტრაციის გარეშე განაგრძო საქმიანობა. სწორედ ეს უკანონო გადაწყვეტილება გახდა საფუძველი იმისა, რომ "დინამოს" ბიუჯეტიდან 28 მილიონი ლარი გაქრა.

საქართველოს პრეზიდენტის 1995 წლის 21 ივნისის N251 ბრძანებულებით, საფეხბურთო კლუბის სამეურნეო-კომერციული საქმიანობით მიღებული შემოსავლები ყოველგვარი გადასახადისგან გათავისუფლდა. ამის მთავარი მოტივი იყო ის, რომ უნდა შექმნილიყო საპარტნიორო ფონდი, სადაც შემოსული თანხები "დინამოს" აღორძინებას მოხმარდებოდა. თუმცა არანაირი ფონდი არ შექმნილა, "დინამოს" თავკაცები საკუთარი ბიზნესით და ფულის კეთებით იყვნენ დაკავებული. "დინამოსთვის" საზღვარგარეთიდან შემოიტანეს 17 მილიონ 700 ათასი აშშ დოლარის ღირებულების საქონელი, რომლის რეალიზაციის შედეგად 20 მილიონი ლარი საპარტნიორო ფონდს უნდა მიეღო. გამოძიებით კი დადგინდა, რომ ეს თანხა საპარტნიორო ფონდს არ მიუღია. ის "დინამოს" თავკაცებმა, ასე ვთქვათ, შეჭამეს. შს სამინისტრომ დანაშაულში ეჭვმიტანილ პირთა (მ. ჟორდანიას, ვ. შალიკაშვილის, მ.რატიანის და ნ. მამეიანის (მთავარი ბუღალტერი) წინააღმდეგ სს საქმე სამსახურებრივი მდგომარეობის ბოროტად გამოყენებასა და საბუთების გაყალბების ბრალდებით აღძრა. თუმცა, დიდუბის სასამართლომ ბრალდებულები გაამართლა. შსს-მ დიდუბის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება გაასაჩივრა, უზენაესმა სასამართლომ კი დიდუბის რაიონის სასამართლოს გადაწყვეტილება გააუქმა და სისხლის სამართლის საქმე ისევ საგამოძიებო ორგანოებს დაუბრუნა გამოსაძიებლად. 1999 წლის 16 ნოემბერს შსს-ს საგამოძიებო დეპარტამენტმა "საფეხბურთო კლუბ თბილისის დინამოს" ხელმძღვანელ პირთა მიმართ სისხლის სამართლის ახალი საქმე აღძრა შემდეგი მოტივით: მერაბ ჟორდანიამ და მერაბ რატიანმა სამჯერ გამოიტანეს კრედიტი "თიბისი ბანკიდან" 400 ათასი აშშ დოლარის ოდენობით და ბანკში გირაოდ ჩადეს სპორტკლუბ "დინამოს" ქონება, დიღმის საწვრთნელი ბაზა და "მზიურის" შოკოლადის ქარხანა. კრედიტის გამოტანის მოტივად კი "მზიურის" განვითარება დასახელდა. ბანკმა დროთა განმავლობაში მოითხოვა ვალი, რომელიც ვერ მიიღო, რის შემდეგაც სასამართლოს მიმართა. დიდუბის სასამართლომ გადაწყვეტილება ბანკის სასარგებლოდ გამოიტანა. "დინამოს" პირველ ეტაპზე 202.962 აშშ დოლარის გადახდა დააკისრა. შსს-მ მერაბ ჟორდანიას ვალის გადახდაზე უარი განაცხადა და "თიბისი ბანკის" ვალი რამდენიმე ფეხბურთელის - გივი დიდავას, მიხეილ აშვეთიას და კლიმენტი წიტაიშვილის ტრანსფერიდან შემოსული თანხებით დაიფარა.

კახა კალაძის ტრანსფერის ბურუსით მოცული ისტორია

ქართველმა სამართალდამცველებმა "აგ­რ­ომრეწვბანკში" მიაკვლიეს კახა კალაძის მე­ორე სატრანსფერო კონტრაქტს, რომელიც თბილისისა და კიევის კლუბებს შორის გაფორმდა. დოკუმენტი არ იყო ორიგინალი და ის ქსეროასლის სახით მოიპოვა გამოძიებამ. მეორე ტრანსფერი, პირველისგან იმით განსხვავდებოდა, რომ ერთ-ერთ პუნქტში მითითებული იყო, თუ ფეხბურთელი კახა კალაძე კიევის "დინამოდან" სხვა გუნდში გაიყიდებოდა, მაშინ სატრანსფერო თანხის 50%-ის მფლობელი თბილისის "დინამო" ხდებოდა. ამ კონტრაქტის მიხედვით, კახა კალაძე 15 მილიონ გერმანულ მარკად იყო შეფასებული. კონტრაქტის დარღვევის შემთხვევაში კი თანხის 50%-ის მფლობელი თითქოს თბილისის "დინამო" ხდებოდა, რაც ჟორდანიას და მის მეგობრებს კრედიტის გამოტანის მიზნით, საგარანტიოდ სჭირდებოდათ "აგრომრეწვბანკში" - სოლიდური ქონების დამადასტურებელი დოკუმენტი გვაქვს ხელთო. ექსპერტიზის შედეგად კი დადგინდა, რომ ეს დოკუმენტი ყალბი იყო.

2000 წლის მარტში შს სამინისტრომ ოფიციალური წერილით მიმართა საქართველოს პრეზიდენტს, შექმნილიყო სპეციალური კომისია, საფეხბურთო კლუბ თბილისის "დინამოსა" და ეროვნული სტადიონის პრობლემების შესასწავლად. კომისიამ შეისწავლა პრობლემები და მიზანშეწონილად მიიჩნია, კლუბ "დინამოს" სასწრაფოდ გაევლო რეგისტრაცია და განხილულიყო დამფუძნებელთა წილების საკითხი. ამ საკითხებზე იმსჯელა მთავრობის სხდომამ.

ამ პერიოდში "დინამოს" დაუგროვდა 2 მილიონი ლარი და 2001 წლის 3 იანვარს ფიფამ გამოგზავნა დისციპლინარული კომიტეტის გადაწყვეტილება, რომელშიც ეწერა: თუ საფეხბურთო კლუბი თბილისის "დინამო" ერთი თვის ვადაში არ უზრუნველყოფდა საფეხბურთო კლუბ "მრეტების" დავალიანების - 27 ათასი დოლარის მთლიანად დაფარვას, თბილისის "დინამოს" აეკრძალებოდა ნებისმიერ ტურნირში მონაწილეობა, ეროვნული ჩემპიონატის ჩათვლით. 2001 წლის 2 თებერვალს საქართველოს პრეზიდენტთან ჩატარდა თათბირი გია არსენიშვილის, ნუგზარ საჯაიას, კახა თარგამაძის, პეტრე მამრაძის, თედო ისაკაძის, ზურაბ ნოღაიდელისა და სხვა თანამდებობის პირთა მონაწილეობით და დაევალა კახა თარგამაძეს, 10 დღის ვადაში უზრუნველეყო საფეხბურთო კლუბ "დინამოს" საწარმოდ დაფუძნება და კლუბში არსებული ვალების გასტუმრება. თარგამაძემ ხსენებული დავალება შეასრულა. პრეზიდენტის N42 ბრძანებულებით, შსს-ს ნება დაერთო, 3 წლის ვადაში, ეტაპობრივად დაბრუნების პირობით, სპეცშემოსავლების 60 პროცენტი, ფინანსთა სამინისტროსთან შეთანხმებით, კონკრეტულად "დინამოს" პრობლემებისათვის გამოეყენებინა. გადაწყვეტილებას ხელს აწერენ იმჟამინდელი იუსტიციის მინისტრი მიხეილ სააკაშვილი, ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრები. შესაბამისად, 6 თვეში გაიხარჯა 6,6 მილიონი ლარი. ამის პარალელურად კი მუშაობა მიმდინარეობდა ინვესტორთა მოსაძიებლად.

საუკეთესო ვარიანტად მიჩნეულ იქნა კო­მპანია "პიზერპარკპროპერტლიმიტედის" (ეკუთ­ვნოდა ბადრი პატარკაციშვილს) შე­მოთავაზება, რომელიც ვალის სრულყოფილად დაფარვის და საფეხბურთო გუნდის წარმატებულ ფუნქციობას კისრულობდა. ეს ყველაფერი კეთდებოდა კლუბის 90-პროცენტიანი წილის სანაცვლოდ. წილის 10%-ის მფლობელი კი სპორტსაზოგადოება "დინამო" იყო.

ამ ამბიდან ცოტა ხანში კახა თარგამაძე შს მინისტრის პოსტიდან გადადგა და მისი ადგილი კობა ნარჩემაშვილმა დაიკავა. სპორტსაზოგადოება "დინამოს" თავმჯდომარე ავტომატურად კობა ნარჩემაშვილი გახდა. გაგრძელდა გამოძიება "დინამოს" საქმეზე, თუმცა ნარჩემაშვილის მინისტრობისას ამ კონკრეტულ სისხლის სამართლის საქმეზე, რატომღაც ინტერესი მინელდა...

"პროკურატურა უნდა დაინტერესდეს "ვარდოსნების" მიერ მერაბ ჟორდანიას ორჯერდაკავება-გამოშვების მიზეზებით"

გვესაუბრება შს მინისტრის ყოფილი პირველი მოადგილე, პოლიციის გენერალ-მაიორი ზურაბ ჩხაიძე:

" შს სამინისტროს ის 7 მაღალჩინოსანი, რომელთა შორისაც ერთ-ერთი მე ვარ, ვმოქმედებდით კანონთან სრულ შესაბამისობაში. მოვითხოვთ, ხსენებული სისხლის სამართლის საქმეების გასაჯაროებას. საზოგადოებას უნდა განემარტოს მიხეილ სააკაშვილის ხელისუფლების მიერ მერაბ ჟორდანიას ორჯერ დაკავების და შემდეგ გათავისუფლების მიზეზები. კარგი იქნება, თუ ამით გენერალური პროკურატურა დაინტერესდება და მრავალ უპასუხო კითხვას გაეცემა პასუხი. ერთხელ და სამუდამოდ უნდა დადგინდეს ჭეშმარიტება და ყველამ მიიღოს ის, რაც ეკუთვნის. ამ საქმეში რომ შსს-ს 7 მაღალჩინოსანს რაიმე გადაცდომა ჰქონოდა დაშვებული, როგორ ფიქრობთ, სააკაშვილ-ადეიშვილ-მერაბიშვილის "პროფესი­ონალი" სამართალდამცავები ხელიდან გაუშვებდნენ? ასევე კარგი იქნება, თუ დაინტერესდებიან, რა ბედი ეწია სპორტსაზოგადოება "დინამოს" მილიონობით ღირებულების ქონებას, სპორტულ ბაზებსა და შენობა-ნაგებობებს "ვარდოსანთა" მმართველობის პერიოდში. სპორტკომპლექსებს თბილისში, ბაკურიანში, ფოთში და ა.შ.

1996-2000 წლებში გაყიდული ფეხბურთელების სატრანსფერო თანხები:

1) გიორგი ქინქლაძე, 1996 წელი, "მანჩესტერ სიტი", 3 მილიონი აშშ დოლარი. თანხა გადაირიცხა შვეიცარიის "ფინანსბანკში". 2) შოთა არველაძე, 1995 წელი, "ტრაბზონსპორი" (თურქეთი), სატრანსფერო თანხის ოდენობა უცნობია. 3) არჩილ არველაძე, 1996 წ. "ტრაბზონსპორი" (თურქეთი), სატრანსფერო თანხის ოდენობა უცნობია. 4) მურთაზ შელია, 1997 წ. ვლადიკავკაზის "ალანია", 100 ათასი აშშ დოლარი, თანხა გადაირიცხა შვეიცარიის "ფინანსბანკში". 5) ზაზა რევიშვილი, 1997 წ. ვლადიკავკაზის "ალანია" 100 ათასი აშშ დოლარი, თანხა გადაირიცხა შვეიცარიის "ფინანსბანკში". 6) მიხეილ ყაველაშვილი, 1997წ. ვლადიკავკაზის "ალანია", 100 ათასი აშშ დოლარი, თანხა გადაირიცხა შვეიცარიის "ფინანსბანკში" 7). ალექსანდრე იაშვილი, 1997წ. "ფრაიბურგი" (გერმანია), 900 ათასი გერმანული მარკა. თანხის ნაწილი გადაირიცხა შვეიცარიაში "ფინანსბანკში", ნაწილი მერაბ ჟორდანიამ ხელზე მიიღო. 8) ლევან ცქიტიშვილი, 1997 "ფრაიბურგი" (გერმანია) 900 ათასი გერმანული მარკა, თანხის ნაწილი გადაირიცხა შვეიცარიის "ფინანსბანკში", ნაწილი კი ხელზე მიიღო მერაბ ჟორდანიამ. 9) ლევან კობიაშვილი, გაიყიდა ორჯერ " 1997წ. ვლადიკავკაზის "ალანია", 100 ათასი აშშ დოლარი, თანხა ჩაირიცხა შვეიცარიის "ფინანსბანკში" და "ფრაიბურგი" (გერმანია) " 1 მილიონ 200 ათასი გერმანული მარკა, ნაწილი გადაირიცხა შვეიცარიის "ფინანსბანკში", ნაწილი ხელზე აიღო მერაბ ჟორდანიამ. 10) გახოკიძე გიორგი, 1998 წ. ვლადიკავკაზის "ალანია", 200 ათასი აშშ დოლარი, თანხა ჩაირიცხა შვეიცარიის "ფინანსბანკში". 11) დემეტრაძე გიორგი, ვლადიკავკაზის "ალანია", 720 ათასი აშშ დოლარი. 130 ათასი აშშ დოლარი გადაირიცხა შვეიცარიის "ფინანსბანკში", 100 ათასი აშშ დოლარი სს "მზიურში". 70 ათასი აშშ დოლარი, მერაბ ჟორდანიას მითითებით, გადაირიცხა გერმანიის ქალაქ ვისბედენში, 420 ათასი აშშ დოლარი, სავარაუდოდ, მერაბ რატიანმა აიღო ხელზე. 12) კახა კალაძე, 1998წ. კიევის "დინამო", 300 ათასი აშშ დოლარი, გადაირიცხა შვეიცარიის "ფინანსბანკში". 13) გიორგი კიკნაძე, 1999წ. "სამსუნსპორი" (თურქეთი), 90 ათასი აშშ დოლარი, ხელზე აქვს მიღებული "დინამოს" ერთ-ერთ ხელმძღვანელს. 14) კლიმენტი წიტაიშვილი, 2000წ, ისრაელი, 100 ათასი აშშ დოლარი, მოხმარდა "თიბისი ბანკის" კრედიტის დაფარვას. 17) რატი ალექსიძე, 2000წ, "ჩელსი" (ინგლისი). 1 მილიონი გირვანქა სტერლინგი. გამოძიებამ თანხას ვერ მიაკვლია.

სულ, 1996-2000 წლებში, თბილისის "დინამოს" ხელმძღვანელობამ, 15 ფეხბურთელის გაყიდვით, 5 მილიონ 50 ათასი აშშ დოლარი, 3 მილიონი გერმანული მარკა და 1 მილიონი გირვანქა სტერლინგი მოიპოვა. გამოძიებისთვის დღემდე უცნობია, რა თანხად გაყიდეს ფეხბურთელი ძმები არველაძეები თურქეთში.

დარეჯან ლიპარტელიანი

ყოველკვირეული გაზეთი "ყველა სიახლე"

(გამოდის ოთხშაბათობით)

ბაია პატარაიას თათია სამსახარაძე და უფლებადამცველები დაუპირისპირდნენ - „სამი წელია პირში წყალი მაქვს დაგუბებული...“

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"