პოლიტიკა
სამართალი
სპორტი

1

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეექვსე დღე დაიწყება 08:23-ზე, მთვარე კირჩხიბშია მოაგვარეთ წვრილ-წვრილი საქმეები. სერიოზულები სხვა დროისთვის გადადეთ. კარგი დღეა კოლექტიური მუშაობისთვის, ბიზნესისთვის. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. თუ არ გეჩქარებათ, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხები სხვა დღისთვის გადადეთ. ნეიტრალური დღეა ვაჭრობისა და სასამართლო საქმეებისთვის. კარგი დღეა სწავლისა და გამოცდების ჩასაბარებლად; ურთიერთობის გარჩევისათვის; ქორწინების, ნიშნობისთვის. ნეიტრალურია სამსახურის, საქმიანობის, საცხოვრებლის შეცვლა. მოერიდეთ ალკოჰოლს, ქიმიური პრეპარატების მიღებას. ნუ მიირთმევთ მძიმე საკვებს.
საზოგადოება
მსოფლიო
მოზაიკა
მეცნიერება
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ანცი მერი და პრემიერი...
ანცი მერი და პრემიერი...

"კვი­რის პა­ლიტ­რის" წინა ნო­მერ­ში ინ­ფორ­მა­ცი­ის ტრანსფორ­მა­ცი­ა­ზე ვწერ­დით. ეს ტრანსფორ­მა­ცია სხვა მი­მარ­თუ­ლე­ბე­ბი­თაც გრძელ­დე­ბა და ისე სწრა­ფად, რომ არ გა­მოვ­რი­ცხავთ, მა­გა­ლი­თად, მე­რა­ბიშ­ვილ­მა და ადე­იშ­ვილ­მა უფ­ლე­ბა­დამ­ცვე­ლი ორ­გა­ნი­ზა­ცია შექ­მნან და ცი­ხე­ებ­თან პო­ლიტ­პა­ტი­მარ" ბაჩო ახა­ლა­ი­ას გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბის მო­თხოვ­ნით აქ­ცი­ე­ბი გა­მარ­თონ. ტრანსფორ­მა­ცია გა­ნი­ცა­და თბი­ლი­სის მერ­მაც. "ახა­ლი" უგუ­ლა­ვა "ძვე­ლი" უგუ­ლა­ვას­გან ისე გან­სხვავ­დე­ბა, რო­გორც ცა და დე­და­მი­წა.

მათ მხო­ლოდ ის აერ­თი­ა­ნებთ, რომ სკან­და­ლებ­ში ეხ­ვე­ვი­ან ხოლ­მე. მა­გა­ლი­თად, 2010 წელს "ძველ" უგუ­ლა­ვა­ზე წერ­და მე­დია, თუ რო­გორ ამ­შო­ბი­ა­რა ცოლი ავ­სტრი­ა­ში 12 ათას დო­ლა­რად. ასე­ვე, ინ­ტერ­ნეტ­სივ­რცე­ში ჰი­ტად იქცა ფო­ტო­ე­ბი, რო­მე­ლიც ასა­ხავ­და, თუ რო­გორ "გუ­ლა­ობს" ჯერ კი­დევ უდარ­დე­ლი უგუ­ლა­ვა ნა­ხევ­რად შიშ­ველ მან­დი­ლოს­ნებ­თან. (იხი­ლეთ ვი­დეო)

ზოგ­ჯერ სკან­და­ლი უფრო სე­რი­ო­ზულ სა­ხე­საც იღებ­და. მა­გა­ლი­თად, ტე­ლე­კომ­პა­ნია "მა­ესტროს" "კვი­რის რე­პორ­ტაჟ­ში "1-ელ ივ­ლისს გა­ვი­და სი­უ­ჟე­ტი, რო­მელ­შიც ბორ­ჯომ-ბა­კუ­რი­ა­ნის მიტ­რო­პო­ლი­ტი სე­რა­ფი­მე ფა­რუ­ლად არის ჩა­წე­რი­ლი. მიტ­რო­პო­ლი­ტი ჟურ­ნა­ლისტს უყ­ვე­ბა, რომ "სა­ე­რო პი­რე­ბის მხრი­დან, გან­სა­კუთ­რე­ბით კი გიგი უგუ­ლა­ვას­გან, პატ­რი­არ­ქის მი­მართ ხში­რად ად­გი­ლი აქვს ხმა­მა­ღალ ლა­პა­რაკს და ზოგ­ჯერ ყვი­რილ­საც. უფრო ძველ ამ­ბებ­ზე არა­ფერს ვი­ტყვით - მა­გა­ლი­თად, იმა­ზე, რომ 2008 წლის აგ­ვის­ტოს ომის დროს ზოგ­ჯერ მე­თა­უ­რე­ბი მი­თი­თე­ბებს გე­ნერ­ლე­ბის­გან კი არა, უგუ­ლა­ვას­გან იღებ­დნენ.

ადრე თუ "ძვე­ლი" უგუ­ლა­ვა სკან­და­ლებ­ში მე­დი­ის "მონ­დო­მე­ბით" ეხ­ვე­ო­და, ახა­ლი თა­ვი­სი ინი­ცი­ა­ტი­ვით აწყობს სკან­და­ლებს. ტრანსფორ­მა­ცი­ის შემ­დეგ, მერს თბი­ლი­სე­ლებ­ზე ზრუნ­ვის გრძნო­ბა გა­უჩ­ნდა და ახალ მთავ­რო­ბას სხდო­მა­ზე შე­ეჭ­რა. პრე­მი­ერ­მა ანცი მერი სხდო­მა­თა დარ­ბა­ზი­დან გა­ის­ტუმ­რა, სა­მა­გი­ე­როდ, უგუ­ლა­ვა სა­ღა­მოს ნაღ­ვლი­ა­ნი თვა­ლე­ბით ჰყვე­ბო­და, თუ რო­გორ არ აინ­ტე­რე­სებს ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილს 600 ათა­სი თბი­ლი­სე­ლის ბედი, რომ­ლე­ბიც სო­ცი­ა­ლუ­რი პროგ­რა­მე­ბით სარ­გებ­ლო­ბას ვე­ღარ ახერ­ხე­ბენ. მე­რი­ას კი ფული არ აქვს, უფრო მნიშ­ვნე­ლო­ვან პრო­ექ­ტებს მოხ­მარ­და.

იხი­ლეთ სტა­ტი­ის სრუ­ლი ვერ­სია

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ხანგრძლივი ზრდის შემდეგ, თბილისში პარკირების ჯარიმები შემცირდა, თანაც თითქმის 60%-ით

ანცი მერი და პრემიერი...

ანცი მერი და პრემიერი...

"კვირის პალიტრის" წინა ნომერში ინფორმაციის ტრანსფორმაციაზე ვწერდით. ეს ტრანსფორმაცია სხვა მიმართულებებითაც გრძელდება და ისე სწრაფად, რომ არ გამოვრიცხავთ, მაგალითად, მერაბიშვილმა და ადეიშვილმა უფლებადამცველი ორგანიზაცია შექმნან და ციხეებთან პოლიტპატიმარ" ბაჩო ახალაიას გათავისუფლების მოთხოვნით აქციები გამართონ. ტრანსფორმაცია განიცადა თბილისის მერმაც. "ახალი" უგულავა "ძველი" უგულავასგან ისე განსხვავდება, როგორც ცა და დედამიწა.

მათ მხოლოდ ის აერთიანებთ, რომ სკანდალებში ეხვევიან ხოლმე. მაგალითად, 2010 წელს "ძველ" უგულავაზე წერდა მედია, თუ როგორ ამშობიარა ცოლი ავსტრიაში 12 ათას დოლარად. ასევე, ინტერნეტსივრცეში ჰიტად იქცა ფოტოები, რომელიც ასახავდა, თუ როგორ "გულაობს" ჯერ კიდევ უდარდელი უგულავა ნახევრად შიშველ მანდილოსნებთან. (იხილეთ ვიდეო)

ზოგჯერ სკანდალი უფრო სერიოზულ სახესაც იღებდა. მაგალითად, ტელეკომპანია "მაესტროს" "კვირის რეპორტაჟში "1-ელ ივლისს გავიდა სიუჟეტი, რომელშიც ბორჯომ-ბაკურიანის მიტროპოლიტი სერაფიმე ფარულად არის ჩაწერილი. მიტროპოლიტი ჟურნალისტს უყვება, რომ "საერო პირების მხრიდან, განსაკუთრებით კი გიგი უგულავასგან, პატრიარქის მიმართ ხშირად ადგილი აქვს ხმამაღალ ლაპარაკს და ზოგჯერ ყვირილსაც. უფრო ძველ ამბებზე არაფერს ვიტყვით - მაგალითად, იმაზე, რომ 2008 წლის აგვისტოს ომის დროს ზოგჯერ მეთაურები მითითებებს გენერლებისგან კი არა, უგულავასგან იღებდნენ.

ადრე თუ "ძველი" უგულავა სკანდალებში მედიის "მონდომებით" ეხვეოდა, ახალი თავისი ინიციატივით აწყობს სკანდალებს. ტრანსფორმაციის შემდეგ, მერს თბილისელებზე ზრუნვის გრძნობა გაუჩნდა და ახალ მთავრობას სხდომაზე შეეჭრა. პრემიერმა ანცი მერი სხდომათა დარბაზიდან გაისტუმრა, სამაგიეროდ, უგულავა საღამოს ნაღვლიანი თვალებით ჰყვებოდა, თუ როგორ არ აინტერესებს ბიძინა ივანიშვილს 600 ათასი თბილისელის ბედი, რომლებიც სოციალური პროგრამებით სარგებლობას ვეღარ ახერხებენ. მერიას კი ფული არ აქვს, უფრო მნიშვნელოვან პროექტებს მოხმარდა.

იხილეთ სტატიის სრული ვერსია

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა