მოზაიკა

3

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეშვიდე დღე დაიწყება 09:50-ზე, მთვარე ლომში გადაბრძანდება 15:36-ზე ისეთი საქმეები წამოიწყეთ, რომლებსაც დღესვე დაასრულებთ და სხვა დროისთვის არ გადადებთ. მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღება სხვა დროისთვის გადადეთ. ფინანსური ოპერაციების დაგეგმვასა და უძრავი ქონების ყიდვა-გაყიდვას არ გირჩევთ. კარგი დღეა მსხვილი საყიდლებისთვის. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის, სწავლისა და გამოცდების ჩასაბარებლად. უფროსთან და თანამდებობის პირებთან ნებისმიერ საქმეს მარტივად მოაგვარებთ. კარგი დღეა ფიზიკური ვარჯიშებისა და საოჯახო საქმეების შესასრულებლად. ზომიერება გმართებთ საკვებსა და სასმელში. მოერიდეთ გულის გადაღლას; ოპერაციებს გულსა და ზურგზე. შესაძლოა შეგაწუხოთ რადიკულიტმა.
სამართალი
მსოფლიო
სამხედრო
Faceამბები
სპორტი
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
დღეს 60 პატიმარი გათავისუფლდება
დღეს 60 პატიმარი გათავისუფლდება

სა­პყრო­ბი­ლე­ებს დღეს 60 პა­ტი­მა­რი და­ტო­ვებს. რო­გორც "ინ­ტერპრეს­ნი­უსს" სას­ჯე­ლაღ­სრუ­ლე­ბის, პრო­ბა­ცი­ი­სა და იუ­რი­დი­უ­ლი დახ­მა­რე­ბის სა­კი­თხთა სა­მი­ნის­ტრო­დან აც­ნო­ბეს, მათ შო­რის მე­ლორ ვაჩ­ნა­ძე და თე­მურ ჟორ­ჟო­ლი­ა­ნიც გა­თა­ვი­სუფ­ლდე­ბი­ან, რომ­ლე­ბიც რუს­თა­ვის N17 და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში იყ­ვნენ მო­თავ­სე­ბუ­ლე­ბი.

აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ 60-ვე პა­ტი­მარს გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბის თა­ო­ბა­ზე და­დე­ბი­თი რე­კო­მენ­და­ცია პი­რო­ბით ვა­დამ­დე გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბის მუდ­მივ­მოქ­მედ­მა კო­მი­სი­ამ მის­ცა, რო­მელ­მაც დღეს სა­მი­ნის­ტრო­ში შეხ­ვედ­რა ახა­ლი შე­მად­გენ­ლო­ბით გა­მარ­თა.

სხდო­მა­ზე იმ 250-მდე მსჯავ­რდე­ბუ­ლის გან­ცხა­დე­ბა გა­ნი­ხი­ლეს, რომ­ლებ­საც პი­რო­ბით ვა­დამ­დე გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბა­ზე ად­გი­ლობ­რი­ვი საბ­ჭო­ე­ბის მიერ წინა თვე­ებ­ში უარი ეთ­ქვათ.

"პრი­ო­რი­ტე­ტი მი­ე­ნი­ჭათ მძი­მე ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბის მქო­ნე მსჯავ­რდე­ბუ­ლებს, მათ შო­რის აივ ინ­ფექ­ცი­ით (შიდსი) და ტუ­ბერ­კუ­ლო­ზით და­ა­ვა­დე­ბუ­ლებს, ასე­ვე პი­რებს, რომ­ლე­ბიც არ იყ­ვნენ გა­სა­მარ­თლე­ბუ­ლი ძა­ლა­დობ­რი­ვი და­ნა­შა­უ­ლის­თვის და მსჯავ­რის სრულ მოხ­დამ­დე დარ­ჩე­ნი­ლი ჰქონ­დათ 6 თვემ­დე. ამას­თა­ნა­ვე, ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რად შე­ფას­და მსჯავ­რდე­ბულ­თა მიერ და­ნა­შა­უ­ლის გან­მე­ო­რე­ბი­თი ჩა­დე­ნის რის­კე­ბი. აღ­ნიშ­ნუ­ლი კრი­ტე­რი­უ­მე­ბის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით დღეს 60 პა­ტი­მა­რი და­ტო­ვებს სას­ჯე­ლაღ­სრუ­ლე­ბის და­წე­სე­ბუ­ლე­ბებს, აქე­დან 2 არას­რულ­წლო­ვა­ნი, 5 ქალი. ასე­ვე არა­სამ­თავ­რო­ბო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბის მიერ პო­ლი­ტი­კურ პა­ტიმ­რე­ბად აღი­ა­რე­ბუ­ლი მე­ლორ ვაჩ­ნა­ძე და თე­მურ ჟორ­ჟო­ლი­ა­ნი", - აცხა­დე­ბენ სა­მი­ნის­ტრო­ში.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

დღეს 60 პატიმარი გათავისუფლდება

დღეს 60 პატიმარი გათავისუფლდება

საპყრობილეებს დღეს 60 პატიმარი დატოვებს. როგორც "ინტერპრესნიუსს" სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროდან აცნობეს, მათ შორის მელორ ვაჩნაძე და თემურ ჟორჟოლიანიც გათავისუფლდებიან, რომლებიც რუსთავის N17 დაწესებულებაში იყვნენ მოთავსებულები.

აღსანიშნავია, რომ 60-ვე პატიმარს გათავისუფლების თაობაზე დადებითი რეკომენდაცია პირობით ვადამდე გათავისუფლების მუდმივმოქმედმა კომისიამ მისცა, რომელმაც დღეს სამინისტროში შეხვედრა ახალი შემადგენლობით გამართა.

სხდომაზე იმ 250-მდე მსჯავრდებულის განცხადება განიხილეს, რომლებსაც პირობით ვადამდე გათავისუფლებაზე ადგილობრივი საბჭოების მიერ წინა თვეებში უარი ეთქვათ.

"პრიორიტეტი მიენიჭათ მძიმე ჯანმრთელობის მდგომარეობის მქონე მსჯავრდებულებს, მათ შორის აივ ინფექციით (შიდსი) და ტუბერკულოზით დაავადებულებს, ასევე პირებს, რომლებიც არ იყვნენ გასამართლებული ძალადობრივი დანაშაულისთვის და მსჯავრის სრულ მოხდამდე დარჩენილი ჰქონდათ 6 თვემდე. ამასთანავე, ინდივიდუალურად შეფასდა მსჯავრდებულთა მიერ დანაშაულის განმეორებითი ჩადენის რისკები. აღნიშნული კრიტერიუმების გათვალისწინებით დღეს 60 პატიმარი დატოვებს სასჯელაღსრულების დაწესებულებებს, აქედან 2 არასრულწლოვანი, 5 ქალი. ასევე არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ პოლიტიკურ პატიმრებად აღიარებული მელორ ვაჩნაძე და თემურ ჟორჟოლიანი", - აცხადებენ სამინისტროში.

"ინტერპრესნიუსი"

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ