პოლიტიკა
მოზაიკა
სამართალი

2

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეექვსე დღე დაიწყება 08:23-ზე, მთვარე კირჩხიბშია მოაგვარეთ წვრილ-წვრილი საქმეები. სერიოზულები სხვა დროისთვის გადადეთ. კარგი დღეა კოლექტიური მუშაობისთვის, ბიზნესისთვის. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. თუ არ გეჩქარებათ, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხები სხვა დღისთვის გადადეთ. ნეიტრალური დღეა ვაჭრობისა და სასამართლო საქმეებისთვის. კარგი დღეა სწავლისა და გამოცდების ჩასაბარებლად; ურთიერთობის გარჩევისათვის; ქორწინების, ნიშნობისთვის. ნეიტრალურია სამსახურის, საქმიანობის, საცხოვრებლის შეცვლა. მოერიდეთ ალკოჰოლს, ქიმიური პრეპარატების მიღებას. ნუ მიირთმევთ მძიმე საკვებს.
მსოფლიო
სამხედრო
Faceამბები
სპორტი
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ხავიერ ბარდემს ვარსკვლავი გაუხსნეს
ხავიერ ბარდემს ვარსკვლავი გაუხსნეს

ჰო­ლი­ვუ­დის დი­დე­ბის ხე­ი­ვანს კი­დევ ერთი ვარ­სკვლა­ვი შე­ე­მა­ტა. ამ­ჯე­რად ეს პა­ტი­ვი ცნო­ბილ მსა­ხი­ობს, პე­ნე­ლო­პა კრუ­ზის მე­უღ­ლეს, ხა­ვი­ერ ბარ­დემს ხვდა წი­ლად.

ვარ­სკვლა­ვის გახ­ნის სა­ზე­ი­მო ცე­რე­მო­ნი­ას მსა­ხი­ო­ბი მე­უღ­ლის გა­რე­შე და­ეს­წრო, პე­ნე­ლო­პა ახლა რომ­ში იმ­ყო­ფე­ბა, სა­დაც მის ახალ ფილ­მს - "ორ­ჯერ და­ბა­დე­ბულს" წა­რად­გენს. თუმ­ცა მე­უღ­ლის არ­ყოფ­ნას ხა­ვი­ერ ბარ­დე­მი არ და­უმ­წუხ­რე­ბია, მას ორი კო­ლე­გა, ბერ­ნის მარ­ლო და ნა­ო­მი ჰა­რი­სი უმ­შვე­ნებ­დნენ გვერდს.

სი­ტყვით გა­მოს­ვლი­სას ხა­ვი­ერ­მა აღ­ნიშ­ნა, რომ ამ ვარ­სკვლავს სა­კუ­თარ ოჯახს და მე­გობ­რებს უძღვნის. სი­ტყვით გა­მო­ვი­და "ჯე­იმს ბონ­დი: ოპე­რა­ცია სქა­ი­ფო­ლის" რე­ჟი­სო­რი სემ მენ­დე­სიც, რო­მელ­მაც ხა­ვი­ერს "ჩვე­ნი დრო­ის მარ­ლონ ბრან­დო" უწო­და.

ჰო­ლი­ვუ­დის დი­დე­ბის ხე­ი­ვან­ში ხა­ვი­ერ ბარ­დე­მის სა­ხე­ლო­ბის ვარ­სკვლა­ვი პე­ნე­ლო­პა კრუ­ზის ვარ­სკვლა­ვის­გან სულ რამ­დე­ნი­მე მეტ­რი­თაა და­შო­რე­ბუ­ლი. პე­ნე­ლო­პას ვარ­სკვლა­ვი 2011 წელს გა­იხ­სნა.

ბარ­დე­მი, რო­მელ­მაც უკვე 40 ფილმში ითა­მა­შა, არა­ერ­თხელ გახ­და კი­ნე­მა­ტოგ­რა­ფის უმაღ­ლე­სი ჯილ­დო­ე­ბის მფლო­ბე­ლი. 2008 წელს მან "ოს­კა­რი" და "ოქ­როს გლო­ბუ­სი" მო­ი­პო­ვა.

ამ­ჯე­რად საპ­ტიო ვარ­სკვლა­ვი ცნო­ბილ მსა­ხი­ობს, პე­ნე­ლო­პა კრუ­ზის მე­უღ­ლეს, ხა­ვი­ერ ბარ­დემს ერგო

მომ­ზა­დე­ბუ­ლია Daily Mail-ის მი­ხედ­ვით.

ხავიერ ბარდემს ვარსკვლავი გაუხსნეს

ხავიერ ბარდემს ვარსკვლავი გაუხსნეს

ჰოლივუდის დიდების ხეივანს კიდევ ერთი ვარსკვლავი შეემატა. ამჯერად ეს პატივი ცნობილ მსახიობს, პენელოპა კრუზის მეუღლეს, ხავიერ ბარდემს ხვდა წილად.

ვარსკვლავის გახნის საზეიმო ცერემონიას მსახიობი მეუღლის გარეშე დაესწრო, პენელოპა ახლა რომში იმყოფება, სადაც მის ახალ ფილმს - "ორჯერ დაბადებულს" წარადგენს. თუმცა მეუღლის არყოფნას ხავიერ ბარდემი არ დაუმწუხრებია, მას ორი კოლეგა, ბერნის მარლო და ნაომი ჰარისი უმშვენებდნენ გვერდს.

სიტყვით გამოსვლისას ხავიერმა აღნიშნა, რომ ამ ვარსკვლავს საკუთარ ოჯახს და მეგობრებს უძღვნის. სიტყვით გამოვიდა "ჯეიმს ბონდი: ოპერაცია სქაიფოლის" რეჟისორი სემ მენდესიც, რომელმაც ხავიერს ”ჩვენი დროის მარლონ ბრანდო” უწოდა.

ჰოლივუდის დიდების ხეივანში ხავიერ ბარდემის სახელობის ვარსკვლავი პენელოპა კრუზის ვარსკვლავისგან სულ რამდენიმე მეტრითაა დაშორებული. პენელოპას ვარსკვლავი 2011 წელს გაიხსნა.

ბარდემი, რომელმაც უკვე 40 ფილმში ითამაშა, არაერთხელ გახდა კინემატოგრაფის უმაღლესი ჯილდოების მფლობელი. 2008 წელს მან "ოსკარი" და "ოქროს გლობუსი" მოიპოვა.

ამჯერად საპტიო ვარსკვლავი ცნობილ მსახიობს, პენელოპა კრუზის მეუღლეს, ხავიერ ბარდემს ერგო

მომზადებულია Daily Mail-ის მიხედვით.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება