მსოფლიო
პოლიტიკა
სამართალი

26

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 06:43-ზე, მთვარე თევზებში გადავა 23:28-ზე კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის, მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ დიდი რაოდენობით სითხის, განსაკუთრებით ალკოჰოლის მიღებას. გაუფრთხილდით ფეხებს.
საზოგადოება
მეცნიერება
სპორტი
მოზაიკა
კონფლიქტები
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"სავსე უკანალის დედოფლები"
"სავსე უკანალის დედოფლები"

ამე­რი­კელ­მა მეც­ნი­ე­რებ­მა 18 ათას­ზე მეტი ქალი გა­მოჰ­კი­თხეს და გა­არ­კვი­ეს, რომ უფრო მახ­ვი­ლი გო­ნე­ბით ტანსრუ­ლი ქა­ლე­ბი გა­მო­ირ­ჩე­ვი­ან, ამა­ვე დროს ერთი ნი­უ­ან­სიც გა­ირ­კვა: თე­ძო­ე­ბი­სა და წე­ლის შე­მო­წე­რი­ლო­ბას შო­რის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი სხვა­ო­ბა უნდა იყოს, სხვა­ნა­ი­რად ეს "წესი" არ მოქ­მე­დებს.

შე­სა­ბა­მი­სად, ლა­პა­რა­კია არა მხოლ­ოდ ტანსრულ, არა­მედ სავ­სე­უ­კა­ნა­ლი­ან ქა­ლებ­ზე. ფე­ნო­მე­ნის მი­ზე­ზი ცხი­მო­ვა­ნი მჟა­ვა ომე­გა-3 აღ­მოჩ­ნდა, რო­მე­ლიც დიდ­წი­ლად უკა­ნა­ლის მი­და­მო­ებ­ში კონ­ცენ­ტრირ­დე­ბა და ხელს უწყობს ქა­ლის ტვი­ნის გან­ვი­თა­რე­ბას და კვე­ბავს ნა­ყო­ფის ტვინს ორ­სუ­ლო­ბის დროს, და­დე­ბით გავ­ლე­ნას ახ­დენს მის მო­მა­ვალ პო­ტენ­ცი­ალ­ზე. წელ­ზე ცხი­მი კი თურ­მე ასეთ თვი­სე­ბებს არ ფლობს.

ცოტა ხნის წინ კი და­ნი­ელ­მა მეც­ნი­ე­რებ­მა და­ად­გი­ნეს მა­სი­უ­რი თე­ძო­ე­ბის კი­დევ ერთი და­დე­ბი­თი თა­ვი­სე­ბუ­რე­ბა: ცხი­მე­ბის გან­ლა­გე­ბა ამ ზო­ნა­ში მოწ­მობს ორ­გა­ნიზ­მში "კარ­გი" ქო­ლეს­ტე­რი­ნის არ­სე­ბო­ბა­ზე, რო­მე­ლიც ეწი­ნა­აღ­მდე­გე­ბა სის­ხლძარ­ღვე­ბის კედ­ლე­ბის გა­მაგ­რე­ბას, და სის­ხლში ამ დროს და­ბა­ლია "ცუდი" ქო­ლეს­ტე­რი­ნი. შე­სა­ბა­მი­სად, ვიწ­რო­თე­ძო­ე­ბი­ან ქა­ლებს მე­ტად აქვთ გულ­სის­ხლძარ­ღვთა და­ა­ვა­დე­ბე­ბის ნა­ად­რე­ვი გან­ვი­თა­რე­ბის რის­კი. და კი­დევ, თურ­მე ის ქა­ლე­ბი, რო­მელ­თა სხე­უ­ლის წონა "ნორ­მას" 5 კი­ლო­თი მა­ინც სცდე­ბა, უფრო მეტ სი­ა­მოვ­ნე­ბას იღე­ბენ სექსში, ვიდ­რე გამ­ხდრე­ბი.

გა­მო­კი­თხვე­ბის თა­ნახ­მად, ძლი­ე­რი სქე­სის წარ­მო­მად­გენ­ლებს სექ­სუ­ა­ლუ­რი ლტოლ­ვა აქვთ ვიწ­რო­წე­ლი­ა­ნი და დიდ­საჯ­დო­მი­ა­ნი ქა­ლე­ბის მი­მართ. რო­გორც სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბი გან­მარ­ტა­ვენ, ასე­თი სხე­უ­ლი ტვინ­ში სწო­რედ იმ წა­მა­ხა­ლი­სე­ბელ ცენ­ტრებს აღაგ­ზნებს, რომ­ლე­ბიც ალ­კოჰო­ლის მი­ღე­ბის დროს აქ­ტი­ურ­დე­ბა. მა­მა­კა­ცე­ბის ქვეც­ნო­ბი­ერ­ში ირ­თვე­ბა მო­მა­ვა­ლი მშობ­ლის რეფ­ლექ­სე­ბი: ქალი ფარ­თო თე­ძო­ე­ბით უფრო ად­ვი­ლად აჩენს შვი­ლებს. მკერ­დის სი­დი­დეს, რო­გორც ტეს­ტე­ბით მტკიც­დე­ბა, ნაკ­ლე­ბი მნიშ­ვნე­ლო­ბა ენი­ჭე­ბა. მთა­ვა­რია, ის ლა­მა­ზი იყოს. აი, ხე­ლოვ­ნუ­რი მკერ­დი კი თით­ქმის ყვე­ლა მა­მა­კაცს ფსი­ქო­ლო­გი­უ­რად ძა­ბავს. ბევ­რმა აღი­ა­რა, რომ "სი­ლი­კო­ნის ლა­მაზ­მა­ნებ­თან" კონ­ტაქ­ტი­სას სურ­ვი­ლიც კი ეკარ­გე­ბო­დათ - იმპლან­ტა­ტე­ბის და­ზი­ა­ნე­ბის ეში­ნო­დათ.

სხვა­თა შო­რის, შუა სა­უ­კუ­ნე­ებ­ში სავ­სე უკა­ნალს დიდ პა­ტივ­საც სცემ­დნენ - მა­შინ სჯე­რო­დათ, რომ შიშ­ვე­ლი უკა­ნა­ლით ბო­როტ ძა­ლას აძე­ვებ­დნენ, რო­მელ­საც "ეში­ნო­და" და "გარ­ბო­და".

სხვა­თა შო­რის, მსოფ­ლიო ლა­მაზ­მა­ნე­ბი არა მხო­ლოდ მა­ლა­ვენ, არა­მედ ხაზ­საც კი უს­ვა­მენ მომრგვა­ლე­ბულ საჯ­დო­მებს და ამა­ყო­ბენ კი­დეც. ზო­გი­ერ­თი სხე­უ­ლის ამ ნა­წილს პლას­ტი­კუ­რი ოპე­რა­ცი­ე­ბი­თაც კი იზ­რდის.

"უკა­ნა­ლე­ბის დე­დოფ­ლე­ბად" აღი­ა­რე­ბულ­ნი არი­ან ჯე­ნი­ფერ ლო­პე­სი, ნიკი მი­ნა­ჟი, ბი­ონ­სე, კიმ კარ­და­ში­ა­ნი და, რა­საკ­ვირ­ვე­ლია, მსოფ­ლი­ოს სა­უ­კე­თე­სო საჯ­დო­მის მფლო­ბე­ლად და­სა­ხე­ლე­ბუ­ლი კოკო ოს­ტი­ნი.

Daily Mail

ჟურ­ნა­ლი "რე­ი­ტინ­გი"

(გა­მო­დის ორ­შა­ბა­თო­ბით)

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უძრავი ქონება საქართველოში: ეკონომიკაზე გავლენა, ტენდენციები და პროგნოზები

"სავსე უკანალის დედოფლები"

"სავსე უკანალის დედოფლები"

ამერიკელმა მეცნიერებმა 18 ათასზე მეტი ქალი გამოჰკითხეს და გაარკვიეს, რომ უფრო მახვილი გონებით ტანსრული ქალები გამოირჩევიან, ამავე დროს ერთი ნიუანსიც გაირკვა: თეძოებისა და წელის შემოწერილობას შორის მნიშვნელოვანი სხვაობა უნდა იყოს, სხვანაირად ეს "წესი" არ მოქმედებს.

შესაბამისად, ლაპარაკია არა მხოლ­ოდ ტანსრულ, არამედ სავსეუკა­ნალიან ქალებზე. ფენომენის მიზეზი ცხიმოვანი მჟავა ომეგა-3 აღმოჩნდა, რომელიც დიდწილად უკანალის მიდამოებში კონცენტრირდება და ხელს უწყობს ქალის ტვინის განვითარებას და კვებავს ნაყოფის ტვინს ორსულობის დროს, დადებით გავლენას ახდენს მის მომავალ პოტენციალზე. წელზე ცხიმი კი თურმე ასეთ თვისებებს არ ფლობს.

ცოტა ხნის წინ კი დანიელმა მეცნიერებმა დაადგინეს მასიური თეძოების კიდევ ერთი დადებითი თავისებურება: ცხიმების განლაგება ამ ზონაში მოწმობს ორგანიზმში "კარგი" ქოლესტერინის არსებობაზე, რომელიც ეწინააღმდეგება სისხლძარღვების კედლების გამაგრებას, და სისხლში ამ დროს დაბალია "ცუდი" ქოლესტერინი. შესაბამისად, ვიწროთეძოებიან ქალებს მეტად აქვთ გულსისხლძარღვთა დაავადებების ნაადრევი განვითარების რისკი. და კიდევ, თურმე ის ქალები, რომელთა სხეულის წონა "ნორმას" 5 კილოთი მაინც სცდება, უფრო მეტ სიამოვნებას იღებენ სექსში, ვიდრე გამხდრები.

გამოკითხვების თანახმად, ძლიერი სქესის წარმომადგენლებს სექსუალური ლტოლვა აქვთ ვიწროწელიანი და დიდსაჯდომიანი ქალების მიმართ. როგორც სპეციალისტები განმარტავენ, ასეთი სხეული ტვინში სწორედ იმ წამახალისებელ ცენტრებს აღაგზნებს, რომლებიც ალკოჰოლის მიღების დროს აქტიურდება. მამაკაცების ქვეცნობიერში ირთვება მომავალი მშობლის რეფლექსები: ქალი ფართო თეძოებით უფრო ადვილად აჩენს შვილებს. მკერდის სიდიდეს, როგორც ტესტებით მტკიცდება, ნაკლები მნიშვნელობა ენიჭება. მთავარია, ის ლამაზი იყოს. აი, ხელოვნური მკერდი კი თითქმის ყველა მამაკაცს ფსიქოლოგიურად ძაბავს. ბევრმა აღიარა, რომ "სილიკონის ლამაზმანებთან" კონტაქტისას სურვილიც კი ეკარგებოდათ - იმპლანტატების დაზიანების ეშინოდათ.

სხვათა შორის, შუა საუკუნეებში სავსე უკანალს დიდ პატივსაც სცემდნენ - მაშინ სჯეროდათ, რომ შიშველი უკანალით ბოროტ ძალას აძევებდნენ, რომელსაც "ეშინოდა" და "გარბოდა".

სხვათა შორის, მსოფლიო ლამაზმანები არა მხოლოდ მალავენ, არამედ ხაზსაც კი უსვამენ მომრგვალებულ საჯდომებს და ამაყობენ კიდეც. ზოგიერთი სხეულის ამ ნაწილს პლასტიკური ოპერაციებითაც კი იზრდის.

"უკანალების დედოფლებად" აღიარებულნი არიან ჯენიფერ ლოპესი, ნიკი მინაჟი, ბიონსე, კიმ კარდაშიანი და, რასაკვირველია, მსოფლიოს საუკეთესო საჯდომის მფლობელად დასახელებული კოკო ოსტინი.

Daily Mail

ჟურნალი "რეიტინგი"

(გამოდის ორშაბათობით)

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს