პოლიტიკა
მსოფლიო
სპორტი

23

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეხუთე დღე დაიწყება 04:59-ზე, მთვარე 09:03-ზე გადავა თევზების ზოდიაქოში ახალ საქმეებს ნუ წამოიწყებთ, მაგრამ დაწყებულები დაასრულეთ. კარგი დღეა ვაჭრობისთვის, სასამართლო საქმეებისთვის. არასასიამოვნო დღეა კონტაქტებისთვის, აკონტროლეთ თქვენი ემოციები. არ იკამათოთ და მოერიდეთ უსიამოვნო საუბრებს. კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, მგზავრობისათვის. სხვა დღისთვის გადადეთ ქორწინება და ნიშნობა. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს. ამ დღის რთული ორგანოა ყურები, მოერიდეთ მათ გახვრეტას, ოპერაციას, გაწმენდას. არ გირჩევთ ოპერაციის ჩატარებას ღვიძლზე, ფეხებზე.
სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
სამხედრო
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ავსტრიაში ევროპის უმსხვილეს საროსკიპოს გახსნიან
ავსტრიაში ევროპის უმსხვილეს საროსკიპოს გახსნიან

ავ­სტრი­ე­ლი ბიზ­ნეს­მე­ნი პე­ტერ ლას­კა­რი­სი (Peter Laskaris) ევ­რო­პის უმ­სხვი­ლე­სი სა­როს­კი­პოს მშე­ნებ­ლო­ბა­სა და აღ­ჭურ­ვა­ში 20 მლნ დო­ლარს ჩა­დებს.

და­წე­სე­ბუ­ლე­ბა FunMote დღე­ში ათა­სო­ბით ადა­მი­ა­ნის მი­ღე­ბას შეძ­ლებს. კლი­ენ­ტე­ბის გან­კარ­გუ­ლე­ბა­ში 147 ნო­მე­რი და 150 თა­ნამ­შრო­მე­ლი იქ­ნე­ბა.

სა­როს­კი­პოს ეზო­ში ავ­ტო­სად­გო­მი გან­თავ­სდე­ბა. ავ­ტო­სად­გომ­ზე სპე­ცი­ა­ლუ­რი ად­გი­ლი ავ­ტო­ბუ­სე­ბის­თვი­საც იქ­ნე­ბა გა­მო­ყო­ფი­ლი. კლი­ენ­ტე­ბის კონ­ფი­დენ­ცი­ა­ლუ­რო­ბის შე­სა­ნარ­ჩუ­ნებ­ლად მთლი­ან კომ­პლექსს სამ მეტ­რი­ან გა­უმჭვირ­ვა­ლე ღო­ბეს შე­მო­არ­ტყა­მენ.

ლას­კა­რი­სის თქმით, მისი და­წე­სე­ბუ­ლე­ბა "ოთხვარ­სკვლა­ვი­ა­ნი" იქ­ნე­ბა. FunMotel-ში კლი­ენ­ტე­ბის მომ­სა­ხუ­რე­ბის გარ­და, სვინ­გე­რე­ბის სა­ღა­მო­ე­ბი, პორ­ნო ინ­დუსტრი­ის ვარ­სკვლა­ვე­ბის წარ­მოდ­გე­ნე­ბი და მას­ტერ-კლა­სე­ბი მო­ე­წყო­ბა. პრო­ექ­ტით რეს­ტორ­ნე­ბის, სპა-სა­ლო­ნე­ბის და სა­ვარ­ჯი­შო დარ­ბა­ზის მშე­ნებ­ლო­ბა­ცაა გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი. და­წე­სე­ბუ­ლე­ბი­დან არც ერთი კლი­ენ­ტი უკ­მა­ყო­ფი­ლი ან იმედ­გაც­რუ­ე­ბუ­ლი არ წავა: მომ­სა­ხუ­რე­ბის მრა­ვალ­ფე­როვ­ნე­ბა და ხა­რის­ხი გა­რან­ტი­რე­ბუ­ლი იქ­ნე­ბა.

და­წე­სე­ბუ­ლე­ბის მშე­ნებ­ლო­ბის ზუს­ტი ად­გი­ლი ჯერ­ჯე­რო­ბით გა­სა­ი­დუმ­ლო­ე­ბუ­ლია, რად­გან ლას­კა­რი­სი ად­გი­ლობ­რი­ვე­ბის პრო­ტესტს ერი­დე­ბა, რო­მელ­თაც ევ­რო­პის ყვე­ლა­ზე მსხვი­ლი სა­როს­კი­პოს მე­ზობ­ლად ცხოვ­რე­ბამ შე­იძ­ლე­ბა მო­რა­ლუ­რი დის­კომ­ფორ­ტი შე­უქ­მნას. ამას­თან, იდე­ის ავ­ტო­რე­ბი აცხა­დე­ბენ, რომ სა­როს­კი­პოს ისეთ ად­გი­ლას გა­ნა­თავ­სე­ბენ, რომ ხელს არა­ვის შე­უშ­ლის.

ავ­სტრი­ა­ში პროს­ტი­ტუ­ცია ლე­გა­ლუ­რია, მე­ძა­ვე­ბის საქ­მი­ა­ნო­ბა კა­ნო­ნით რე­გუ­ლირ­დე­ბა.

მომ­ზა­დე­ბუ­ლია The Daily Telegraph-ის მი­ხედ­ვით.

ავსტრიაში ევროპის უმსხვილეს საროსკიპოს გახსნიან

ავსტრიაში ევროპის უმსხვილეს საროსკიპოს გახსნიან

ავსტრიელი ბიზნესმენი პეტერ ლასკარისი (Peter Laskaris) ევროპის უმსხვილესი საროსკიპოს მშენებლობასა და აღჭურვაში 20 მლნ დოლარს ჩადებს.

დაწესებულება FunMote დღეში ათასობით ადამიანის მიღებას შეძლებს. კლიენტების განკარგულებაში 147 ნომერი და 150 თანამშრომელი იქნება.

საროსკიპოს ეზოში ავტოსადგომი განთავსდება. ავტოსადგომზე სპეციალური ადგილი ავტობუსებისთვისაც იქნება გამოყოფილი. კლიენტების კონფიდენციალურობის შესანარჩუნებლად მთლიან კომპლექსს სამ მეტრიან გაუმჭვირვალე ღობეს შემოარტყამენ.

ლასკარისის თქმით, მისი დაწესებულება "ოთხვარსკვლავიანი" იქნება. FunMotel-ში კლიენტების მომსახურების გარდა, სვინგერების საღამოები, პორნო ინდუსტრიის ვარსკვლავების წარმოდგენები და მასტერ-კლასები მოეწყობა. პროექტით რესტორნების, სპა-სალონების და სავარჯიშო დარბაზის მშენებლობაცაა გათვალისწინებული. დაწესებულებიდან არც ერთი კლიენტი უკმაყოფილი ან იმედგაცრუებული არ წავა: მომსახურების მრავალფეროვნება და ხარისხი გარანტირებული იქნება.

დაწესებულების მშენებლობის ზუსტი ადგილი ჯერჯერობით გასაიდუმლოებულია, რადგან ლასკარისი ადგილობრივების პროტესტს ერიდება, რომელთაც ევროპის ყველაზე მსხვილი საროსკიპოს მეზობლად ცხოვრებამ შეიძლება მორალური დისკომფორტი შეუქმნას. ამასთან, იდეის ავტორები აცხადებენ, რომ საროსკიპოს ისეთ ადგილას განათავსებენ, რომ ხელს არავის შეუშლის.

ავსტრიაში პროსტიტუცია ლეგალურია, მეძავების საქმიანობა კანონით რეგულირდება.

მომზადებულია The Daily Telegraph-ის მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს

×
Live: ეთერშია გადაცემა "360 გრადუსი"