ვის მიცემენ ხმას ამერიკელი ვარსკვლავები? BBC-ი ამ თემაზე ამერიკის ყველაზე პოპულარულ ვარსკვლავებს ესაუბრა.
"მე ნაღდად ობამას მხარდამჭერი ვარ" - განაცხადა ბრედ პიტმა. "მნიშვნელოვანია, რომ ყველამ შეძლოს ხმის მიცემა" -თვლის ბენისიო დელ ტორო, რომელსაც დაკოტა ფენინგიც ეთანხმება. ამერიკის ერთ-ერთმა ყველაზე ნიჭიერმა ახალგაზრდა ვარსკვლავმა მოსახლეობას საკუთარი აზრის აქტიურად დაფიქსირებისაკენ მოუწოდა.
ზოგადად მსახიობთა სიმპათია როგორც ჩანს, ობამას მხარეზეა, თუმცა რომნის ისეთი "მძიმეწონოსნები" უჭერენ მხარს, როგორიცაა ლეგენდარული კლინტ ისტვუდი, რობერტ დუვალი და თვით ჩაკ ნორისიც კი.
მომზადებულია BBC-ის მიხედვით.