სამართალი
სპორტი
საზოგადოება

1

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პირველი მაისი, ხუთშაბათი, მთვარის მეხუთე დღე დაიწყება 07:10-ზე, მთვარე კირჩხიბში იქნება 11:27-დან მოერიდეთ ახალი საქმეების დაწყებას, მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებას. უძრავი ქონების ყიდვა-გაყიდვა სხვა დღისთვის გადადეთ. არ გირჩევთ საქმეების, ურთიერთობის გარჩევას. მშვიდად აკეთეთ თქვენი საქმე. ნუ განიხილავთ ახალ პროექტებს. ივარჯიშეთ. ცუდი დღეა ნიშნობისა და ქორწინებისთვის. გაამდიდრეთ თქვენი რაციონი რძე და რძის ნაწარმით, თაფლით. მოერიდეთ ცხოველური საკვებს. დღის რთული ორგანო კუჭია. მოერიდეთ ოპერაციებსა და მკურნალობის დაწყებას კუჭზე, ნაღვლის ბუშტზე, მკერდზე, ლიმფურ სისტემაზე, საშვილოსნოზე.
მოზაიკა
მეცნიერება
პოლიტიკა
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
მაშველი თემო
მაშველი თემო

ბედი მო­მე­ცი და სა­ნაგ­ვე­ზე გა­და­მაგ­დეო", ეს ქარ­თუ­ლი ან­და­ზა ზედ­გა­მოჭ­რი­ლი იყო კა­კოს­თვის და თვი­თო­ნაც ბევ­რჯერ უთ­ქვამს სა­კუ­თარ თავ­ზე ეს სი­ტყვე­ბი. 16 წლის იყო, პირ­ვე­ლად რომ შე­უყ­ვარ­და და იმ დღის მერე თვლას ვე­ღარ აუ­დის, იმ­დენ ქალ­თან ჩაფ­ლავ­და და იმ­დენ­თან ვერ მი­აღ­წია მი­ზანს უამ­რავ მი­ზეზ­თა გამო, რო­მე­ლიც არა და არ ილე­ო­და. ჯერ კი­დევ შო­რე­ულ ბავ­შვო­ბა­ში, მა­შინ, როცა კაკო ბაღ­ში და­დი­ო­და, თEემუ­რი გა­იც­ნო და იმ დღი­დან მო­ყო­ლე­ბუ­ლი, ერ­თად არი­ან. თე­მუ­რი დღე­საც უცო­ლოა. სა­მა­გი­ე­როდ, სახ­ლიც აქვს, მან­ქა­ნაც ჰყავს და ფულ­საც ბლო­მად შო­უ­ლობს. კა­კოს ყვე­ლა­ნა­ი­რად ეხ­მა­რე­ბა და ამ სი­კე­თეს­თან ერ­თად, ცო­ლიც მო­აყ­ვა­ნი­ნა... თა­ვი­დან დი­დად კმა­ყო­ფი­ლი დარ­ჩა კაკო მე­გობ­რის კე­თი­ლი საქ­მით, მაგ­რამ უღელ­დად­გმუ­ლი კაკო როცა უყუ­რებ­და, რო­გორ არ­ხე­ი­ნად და­დი­ო­და თე­მუ­რი და ერ­თო­ბო­და, გულ­ზე სკდე­ბო­და და მე­გო­ბარს წა­მო­ა­ძა­ხებ­და ხოლ­მე, - შენ დამ­ღუ­პე, რად მინ­დო­და ცო­ლიო, თუმ­ცა გულ­ში ასე სუ­ლაც არ ფიქ­რობ­და. გან­სა­კუთ­რე­ბით მა­შინ, როცა ბერ­ბი­ჭად დარ­ჩე­ნილ თე­მურს უყუ­რებ­და.

ყო­ველ ზა­ფხულს, კა­კოს ტრა­დი­ცი­უ­ლად ზღვა­ზე მიჰ­ყავ­და ცოლ-შვი­ლი და­სას­ვე­ნებ­ლად, რა თქმა უნდა, თე­მუ­რის წყა­ლო­ბით. ერთხე­ლაც ვერ შეძ­ლო თე­მურ­მა და­სას­ვე­ნებ­ლად წას­ვლა და კაკო ოჯა­ხი­თურთ ზღვა­ზე გა­უშ­ვა... მზეს მი­ფი­ცხე­ბუ­ლი, უამ­რა­ვი ახალ­გაზ­რდა, შიშ­ველ-ტიტ­ვე­ლი ლა­მა­ზი გო­გო­ნე­ბის შემ­ხედ­ვა­რე კა­კოს გული ყმაწ­ვი­ლი­ვით აუჩ­ქროლ­და და ერთი-ორ­ჯერ ცო­ლის­გან მა­ლუ­ლა­დაც გა­და­წყვი­ტა, ამ სი­ლა­მა­ზით დამ­ტკბა­რი­ყო. პლაჟ­ზე 25 წლის ბი­ჭი­ვით მო­ნე­ბივ­რე კაკო ლა­მაზ­მა­ნებს ხარ­ბად მის­ჩე­რე­ბო­და და გულ­ში ფიქ­რობ­და, - აქ რომ ახლა თე­მუ­რი იყოს, უეჭ­ვე­ლი, რო­მე­ლი­მეს და­ით­რევ­და და მე რა­ტომ ვერ უნდა შევ­ძლო ესო? დიდ­ხანს ატ­რი­ა­ლა თვა­ლე­ბი "სო­ჩი­კი­ვით" ღრმად ჩა­ფიქ­რე­ბულ­მა კა­კომ და ბო­ლოს გეგ­მაც შე­ი­მუ­შა­ვა. თავ­და­პირ­ვე­ლად ცოლი შე­ა­მოწ­მა, რათა მის­თვის ხელი არ შე­ე­შა­ლა, შემ­დეგ თავ­საც შთა­ა­გო­ნა, რომ სუ­ლაც არ იყო ბე­ბე­რი და საქ­მეს შე­უდ­გა. ძლივ­ძლი­ვო­ბით და­კე­რა ერთი რუს­ქარ­თვე­ლა ლა­მაზ­მა­ნი და მის და­ლოც­ვილ და­ქალ­თან ერ­თად სულ მალე პლაჟ­ზე გა­ი­შო­ტა, აქეთ-იქით მო­იწ­ვი­ნა "ნა­დავ­ლი" და გეგ­მის შემ­დე­გი ეტა­პის შეს­რუ­ლე­ბას შე­უდ­გა...

ტყუ­ი­ლე­ბის გუ­დას მოხ­სნა თავი და რაც მა­ნამ­დე არ უთ­ქვამს, ერ­თად იჯე­რა გული. ის იყო, ერთ-ერ­თის­თვის ხელი უნდა წა­ე­ტა­ნე­ბი­ნა გა­ხა­რე­ბულ კა­კოს, რომ ცო­ლის ხმა ექო­სა­ვით ჩა­ეს­მა და და­ფე­თე­ბულ­მა შე­ხე­და თავ­ზე წა­მომ­დგარ, დო­ინ­ჯშე­მოყ­რილ ცოლს. დენ­დარ­ტყმუ­ლი­ვით წა­მოხ­ტა და გა­ცე­ცხლე­ბუ­ლი ცოლი ძლივს მო­ა­ცი­ლა იქა­უ­რო­ბას, შე­იქ­ნა ერთი ვაი-უშ­ვე­ლე­ბე­ლი, წი­ვილ-კი­ვი­ლი, გა­გი­ჟე­ბულ ნა­თი­ას ხან იმ ოჯა­ხის წევ­რე­ბი აწყნა­რებ­დნენ, სა­დაც სტუმ­რად იყ­ვნენ, ხან - ნირ­წამ­ხდა­რი კაკო, მაგ­რამ ნა­თია მა­ინც არ ცხრე­ბო­და და და­ზე­პი­რე­ბუ­ლი­ვით გა­ი­ძა­ხო­და: - მი­ღა­ლა­ტე, ხომ? აღარ მოგ­წონს ბე­ბე­რი ცოლი, არა? მე შე გაჩ­ვე­ნებ სე­ირ­სო... შე­ში­ნე­ბუ­ლი კაკო უცებ გა­მო­ცო­ცხლდა და შე­ტე­ვა­ზე გა­და­ვი­და, - შენ, ქალო, მარ­თლა გა­გიჟ­დი? თე­მუ­რი ჩა­მო­ვი­და და ის გო­გო­ნე­ბი იმას­თან იყ­ვნენ, თე­მუ­რი სა­დღაც გა­ვი­და და მე გვერ­დი­დან ხომ არ ავეც­ლე­ბო­დი, კაცი ვარ თუ ვინ ვარ, ერთი მი­თხა­რიო?! - შე­უ­ტია ცოლს და ცო­ტა­თი ამო­ი­სუნ­თქა, იქ­ნებ გა­მოვ­ძვრეო, მაგ­რამ ამ შემ­თხვე­ვა­ში, თავ­დაც­ვის­თვის თავ­დას­ხმამ არ გა­ა­მარ­თლა მა­ნამ, სა­ნამ თე­მუ­რი მარ­თლაც არ გაჩ­ნდა მათ­თან, და­ბა­რე­ბუ­ლი­ვით. არც მი­სალ­მე­ბია ნა­თია, ეგ­რე­ვე პირ­ში ეცა, - მარ­თლა შენ­თან იყ­ვნენ ის გო­გო­ნე­ბი? არ მო­ი­ტყუო, იცო­დე... "ვინ გო­გო­ნე­ბი?" - კა­კოს ამ სი­ტყვებ­მა გა­უ­ელ­ვა თავ­ში და თე­მურს ისე­თი სა­ცო­და­ვი თვა­ლე­ბით შე­ხე­და, ქვას აა­ტი­რებ­და.

- ჰო, ჰო, ჩემ­თან იყ­ვნენ, რა იყო? - ცოლს ნიშ­ნის მო­გე­ბით გა­და­ხე­და და შვე­ბით ამო­ი­სუნ­თქა კა­კომ. კა­კოს­თან მარ­ტო დარ­ჩე­ნილ­მა თე­მურ­მა მე­გო­ბარს ნა­ხევ­რად ხუმ­რო­ბით უთხრა, - ვი­ცო­დი, რა ფა­თე­რა­კა იყა­ვი, გულ­მა არ მო­მით­მი­ნა და მა­გი­ტომ ჩა­მო­ვე­დიო. ასე გა­და­არ­ჩი­ნა მე­გო­ბარ­მა. იმ დღეს კარ­გად მო­ილ­ხი­ნეს, აბა, ისე რო­გორ იქ­ნე­ბო­და, კა­კოს "გა­დარ­ჩე­ნის" არ და­ე­ლი­ათ? ლუნა".

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ხანგრძლივი ზრდის შემდეგ, თბილისში პარკირების ჯარიმები შემცირდა, თანაც თითქმის 60%-ით

მაშველი თემო

მაშველი თემო

ბედი მომეცი და სანაგვეზე გადამაგდეო", ეს ქართული ანდაზა ზედგამოჭრილი იყო კაკოსთვის და თვითონაც ბევრჯერ უთქვამს საკუთარ თავზე ეს სიტყვები. 16 წლის იყო, პირველად რომ შეუყვარდა და იმ დღის მერე თვლას ვეღარ აუდის, იმდენ ქალთან ჩაფლავდა და იმდენთან ვერ მიაღწია მიზანს უამრავ მიზეზთა გამო, რომელიც არა და არ ილეოდა. ჯერ კიდევ შორეულ ბავშვობაში, მაშინ, როცა კაკო ბაღში დადიოდა, თEემური გაიცნო და იმ დღიდან მოყოლებული, ერთად არიან. თემური დღესაც უცოლოა. სამაგიეროდ, სახლიც აქვს, მანქანაც ჰყავს და ფულსაც ბლომად შოულობს. კაკოს ყველანაირად ეხმარება და ამ სიკეთესთან ერთად, ცოლიც მოაყვანინა... თავიდან დიდად კმაყოფილი დარჩა კაკო მეგობრის კეთილი საქმით, მაგრამ უღელდადგმული კაკო როცა უყურებდა, როგორ არხეინად დადიოდა თემური და ერთობოდა, გულზე სკდებოდა და მეგობარს წამოაძახებდა ხოლმე, - შენ დამღუპე, რად მინდოდა ცოლიო, თუმცა გულში ასე სულაც არ ფიქრობდა. განსაკუთრებით მაშინ, როცა ბერბიჭად დარჩენილ თემურს უყურებდა.

ყოველ ზაფხულს, კაკოს ტრადიციულად ზღვაზე მიჰყავდა ცოლ-შვილი დასასვენებლად, რა თქმა უნდა, თემურის წყალობით. ერთხელაც ვერ შეძლო თემურმა დასასვენებლად წასვლა და კაკო ოჯახითურთ ზღვაზე გაუშვა... მზეს მიფიცხებული, უამრავი ახალგაზრდა, შიშველ-ტიტველი ლამაზი გოგონების შემხედვარე კაკოს გული ყმაწვილივით აუჩქროლდა და ერთი-ორჯერ ცოლისგან მალულადაც გადაწყვიტა, ამ სილამაზით დამტკბარიყო. პლაჟზე 25 წლის ბიჭივით მონებივრე კაკო ლამაზმანებს ხარბად მისჩერებოდა და გულში ფიქრობდა, - აქ რომ ახლა თემური იყოს, უეჭველი, რომელიმეს დაითრევდა და მე რატომ ვერ უნდა შევძლო ესო? დიდხანს ატრიალა თვალები "სოჩიკივით" ღრმად ჩაფიქრებულმა კაკომ და ბოლოს გეგმაც შეიმუშავა. თავდაპირველად ცოლი შეამოწმა, რათა მისთვის ხელი არ შეეშალა, შემდეგ თავსაც შთააგონა, რომ სულაც არ იყო ბებერი და საქმეს შეუდგა. ძლივძლივობით დაკერა ერთი რუსქართველა ლამაზმანი და მის დალოცვილ დაქალთან ერთად სულ მალე პლაჟზე გაიშოტა, აქეთ-იქით მოიწვინა "ნადავლი" და გეგმის შემდეგი ეტაპის შესრულებას შეუდგა...

ტყუილების გუდას მოხსნა თავი და რაც მანამდე არ უთქვამს, ერთად იჯერა გული. ის იყო, ერთ-ერთისთვის ხელი უნდა წაეტანებინა გახარებულ კაკოს, რომ ცოლის ხმა ექოსავით ჩაესმა და დაფეთებულმა შეხედა თავზე წამომდგარ, დოინჯშემოყრილ ცოლს. დენდარტყმულივით წამოხტა და გაცეცხლებული ცოლი ძლივს მოაცილა იქაურობას, შეიქნა ერთი ვაი-უშველებელი, წივილ-კივილი, გაგიჟებულ ნათიას ხან იმ ოჯახის წევრები აწყნარებდნენ, სადაც სტუმრად იყვნენ, ხან - ნირწამხდარი კაკო, მაგრამ ნათია მაინც არ ცხრებოდა და დაზეპირებულივით გაიძახოდა: - მიღალატე, ხომ? აღარ მოგწონს ბებერი ცოლი, არა? მე შე გაჩვენებ სეირსო... შეშინებული კაკო უცებ გამოცოცხლდა და შეტევაზე გადავიდა, - შენ, ქალო, მართლა გაგიჟდი? თემური ჩამოვიდა და ის გოგონები იმასთან იყვნენ, თემური სადღაც გავიდა და მე გვერდიდან ხომ არ ავეცლებოდი, კაცი ვარ თუ ვინ ვარ, ერთი მითხარიო?! - შეუტია ცოლს და ცოტათი ამოისუნთქა, იქნებ გამოვძვრეო, მაგრამ ამ შემთხვევაში, თავდაცვისთვის თავდასხმამ არ გაამართლა მანამ, სანამ თემური მართლაც არ გაჩნდა მათთან, დაბარებულივით. არც მისალმებია ნათია, ეგრევე პირში ეცა, - მართლა შენთან იყვნენ ის გოგონები? არ მოიტყუო, იცოდე... "ვინ გოგონები?" - კაკოს ამ სიტყვებმა გაუელვა თავში და თემურს ისეთი საცოდავი თვალებით შეხედა, ქვას აატირებდა.

- ჰო, ჰო, ჩემთან იყვნენ, რა იყო? - ცოლს ნიშნის მოგებით გადახედა და შვებით ამოისუნთქა კაკომ. კაკოსთან მარტო დარჩენილმა თემურმა მეგობარს ნახევრად ხუმრობით უთხრა, - ვიცოდი, რა ფათერაკა იყავი, გულმა არ მომითმინა და მაგიტომ ჩამოვედიო. ასე გადაარჩინა მეგობარმა. იმ დღეს კარგად მოილხინეს, აბა, ისე როგორ იქნებოდა, კაკოს "გადარჩენის" არ დაელიათ? ლუნა".

რთული არჩევანი

მტანჯველი და ტანჯულა

აღდგენილი პატიოსნება