პოლიტიკა
მსოფლიო

11

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეთოთხმეტე დღე დაიწყება 18:54-ზე, მთვარე სასწორს ესტუმრება 05:12-ზე დაგეგმეთ მნიშვნელოვანი საქმეები, შეხვედრები. მოაგვარეთ ფინანსური დოკუმენტები, საკითხები. კარგია ახალი საქმეების დაწყება. უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარება. ცუდი დღეა სასამართლო საქმეებისთვისა და განქორწინებისთვის. მოერიდეთ კონფლიქტს. უფრო მეტი, გაამყარეთ ურთიერთობა ნათესავებთან. კარგი დღეა უფროსთან საქმეების განსახილველად, სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. ამ დღეს დაწყებული მოგზაურობა ან მივლინება საინტერესოდ ჩაივლის. არასასურველია ქორწინება და ნიშნობა. არ გადატვირთოთ კუჭი. შეამცირეთ ალკოჰოლის დოზა და სიგარეტის რაოდენობა. გაუფრთხილდით თირკმლებს. მოერიდეთ სითხისა და ალკოჰოლის მიღებას. აგრეთვე სუსტდება ენდოკრინული სისტემა.
სპორტი
სამართალი
Faceამბები
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
სამხედრო
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ვალერიან შიუკაშვილი საფორტეპიანო ფანტაზია "ქეთო და კოტეს" თემაზე მუშაობს
ვალერიან შიუკაშვილი საფორტეპიანო ფანტაზია "ქეთო და კოტეს" თემაზე მუშაობს

ცნო­ბი­ლი ქარ­თვე­ლი პი­ა­ნის­ტი და არა­ერ­თი სა­ერ­თა­შო­რი­სო მუ­სი­კა­ლუ­რი კონ­კურ­სის გრან-პრის მფლო­ბე­ლი ვა­ლე­რი­ან ში­უ­კაშ­ვი­ლი იან­ვარ­ში საფ­რან­გეთ­ში მი­ემ­გზავ­რე­ბა და ქა­ლაქ კან­ში მუ­სი­კის სა­ერ­თა­შო­რი­სო ფეს­ტი­ვალ­ზე და­უკ­რავს.

კა­ნის სა­ერ­თა­შო­რი­სო ფეს­ტი­ვა­ლამ­დე კვიპ­რო­სის და სან­კტ-პე­ტერ­ბურ­გის სა­ერ­თა­შო­რი­სო კონ­კურ­სზე ჟი­უ­რის წევ­რად არის მი­პა­ტი­ჟე­ბუ­ლი. გარ­და ამი­სა, მას ორი სოლო კონ­ცერ­ტი ექ­ნე­ბა ქა­ლაქ მოს­კოვ­ში. 9-16 დე­კემ­ბერს კი ხე­ლოვ­ნე­ბის აკა­დე­მია, რო­მე­ლიც ში­უ­კაშ­ვილ­მა და­ა­ფუძნა, კლა­სი­კუ­რი მუ­სი­კის მე-3 ეროვ­ნუ­ლი კონ­კურსს ჩა­ა­ტა­რებს.

საკ­მა­ოდ დატ­ვირ­თუ­ლი გრა­ფი­კის მი­უ­ხე­და­ვად, ვა­ლე­რი­ან ში­უ­კაშ­ვი­ლი მა­ინც ახერ­ხებს მუ­შა­ო­ბას ვიქ­ტორ დო­ლი­ძის ნა­წარ­მო­ებ­ზე და მსმე­ნე­ლის წი­ნა­შე მალე წა­რად­გენს სა­ფორ­ტე­პი­ა­ნო ფან­ტა­ზი­ას "ქეთო და კო­ტეს" თე­მებ­ზე, რომ­ლის ნა­წი­ლი ცნო­ბი­ლია სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თვის სა­თა­უ­რით "რო­ი­ა­ლის ანა­ტო­მია".

გარ­და ამი­სა, "ხე­ლოვ­ნე­ბის აკა­დე­მი­ას" მო­მა­ვალ წელს და­გეგ­მი­ლი აქვს არა­ერ­თი გა­მო­ფე­ნა, თე­ატ­რა­ლუ­რი და ლი­ტე­რა­ტუ­რუ­ლი სა­ღა­მო­ე­ბი, ეროვ­ნუ­ლი კონ­კურ­სე­ბი და ფეს­ტი­ვა­ლე­ბი.

- უამ­რა­ვი კულ­ტუ­რუ­ლი პრო­ექ­ტი მაქვს და­გეგ­მი­ლი, რო­მელ­საც მო­მა­ვალ წელს აუ­ცი­ლებ­ლად გან­ვა­ხორ­ცი­ე­ლებ. მას­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბას ღვაწლ­მო­სი­ლი და ცნო­ბი­ლი ხე­ლო­ვა­ნე­ბი მი­ი­ღე­ბენ. კონ­კურ­სე­ბი და ფეს­ტი­ვა­ლე­ბი კი მო­მა­ვა­ლი თა­ო­ბის წარ­მო­ჩე­ნას, აღ­ზრდა­სა და ხე­ლის­შე­წყო­ბას მო­ემ­სა­ხუ­რე­ბა.

- ხე­ლო­ვან­თა ნა­წილს სურს კულ­ტუ­რი­სა და ძეგლ­თა დაც­ვის მი­ნის­ტრის მო­ად­გი­ლედ გი­ხი­ლოთ.

რამ­დე­ნად შეძ­ლებთ თავი გა­არ­თვათ ამ მი­სი­ას?

- ამ ეტაპ­ზე თავი მინ­და შე­ვი­კა­ვო იმა­ზე სა­უბ­რის­გან, თუ რისი გა­კე­თე­ბა შე­მიძ­ლია, რად­გან ჩემი კან­დი­და­ტუ­რა გა­ნი­ხი­ლე­ბა კულ­ტუ­რი­სა და ძეგლ­თა დაც­ვის მი­ნის­ტრის მო­ად­გი­ლის თა­ნამ­დე­ბო­ბა­ზე - არ მინ­და სა­ზო­გა­დო­ე­ბამ ჩათ­ვა­ლოს, რომ მე ამით პი­არს ვი­კე­თებ. მე ვთვლი, რომ საკ­მა­რი­სად სწო­რად მოხ­და ჩემი წარ­დგი­ნე­ბა. მო­დით, ნუ გა­ვუს­წრებთ მოვ­ლე­ნებს წინ, და­ვე­ლო­დოთ მო­ად­გი­ლე­ე­ბის და­ნიშ­ვნას და მერე ჩემ­თვის გა­ცი­ლე­ბით ად­ვი­ლი იქ­ნე­ბა თქვენ­თან სა­კუ­თარ წარ­მა­ტე­ბებ­ზე სა­უ­ბა­რი.

გი­ორ­გი ბე­რი­ძე

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ქარიშხალი ამერიკის შეერთებულ შტატებში - უცხოური მედიების ცნობით, სტიქიურ მოვლენას, სულ მცირე, 24 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა

ვალერიან შიუკაშვილი საფორტეპიანო ფანტაზია "ქეთო და კოტეს" თემაზე მუშაობს

ვალერიან შიუკაშვილი საფორტეპიანო ფანტაზია "ქეთო და კოტეს" თემაზე მუშაობს

ცნობილი ქართველი პიანისტი და არაერთი საერთაშორისო მუსიკალური კონკურსის გრან-პრის მფლობელი ვალერიან შიუკაშვილი იანვარში საფრანგეთში მიემგზავრება და ქალაქ კანში მუსიკის საერთაშორისო ფესტივალზე დაუკრავს.

კანის საერთაშორისო ფესტივალამდე კვიპროსის და სანკტ-პეტერბურგის საერთაშორისო კონკურსზე ჟიურის წევრად არის მიპატიჟებული. გარდა ამისა, მას ორი სოლო კონცერტი ექნება ქალაქ მოსკოვში. 9-16 დეკემბერს კი ხელოვნების აკადემია, რომელიც შიუკაშვილმა დააფუძნა, კლასიკური მუსიკის მე-3 ეროვნული კონკურსს ჩაატარებს.

საკმაოდ დატვირთული გრაფიკის მიუხედავად, ვალერიან შიუკაშვილი მაინც ახერხებს მუშაობას ვიქტორ დოლიძის ნაწარმოებზე და მსმენელის წინაშე მალე წარადგენს საფორტეპიანო ფანტაზიას "ქეთო და კოტეს" თემებზე, რომლის ნაწილი ცნობილია საზოგადოებისთვის სათაურით "როიალის ანატომია".

გარდა ამისა, "ხელოვნების აკადემიას" მომავალ წელს დაგეგმილი აქვს არაერთი გამოფენა, თეატრალური და ლიტერატურული საღამოები, ეროვნული კონკურსები და ფესტივალები.

- უამრავი კულტურული პროექტი მაქვს დაგეგმილი, რომელსაც მომავალ წელს აუცილებლად განვახორციელებ. მასში მონაწილეობას ღვაწლმოსილი და ცნობილი ხელოვანები მიიღებენ. კონკურსები და ფესტივალები კი მომავალი თაობის წარმოჩენას, აღზრდასა და ხელისშეწყობას მოემსახურება.

- ხელოვანთა ნაწილს სურს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის მოადგილედ გიხილოთ.

რამდენად შეძლებთ თავი გაართვათ ამ მისიას?

- ამ ეტაპზე თავი მინდა შევიკავო იმაზე საუბრისგან, თუ რისი გაკეთება შემიძლია, რადგან ჩემი კანდიდატურა განიხილება კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის მოადგილის თანამდებობაზე - არ მინდა საზოგადოებამ ჩათვალოს, რომ მე ამით პიარს ვიკეთებ. მე ვთვლი, რომ საკმარისად სწორად მოხდა ჩემი წარდგინება. მოდით, ნუ გავუსწრებთ მოვლენებს წინ, დაველოდოთ მოადგილეების დანიშვნას და მერე ჩემთვის გაცილებით ადვილი იქნება თქვენთან საკუთარ წარმატებებზე საუბარი.

გიორგი ბერიძე

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება