Faceამბები
მსოფლიო

22

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამეოთხე დღე დაიწყება 04:49-ზე, მთვარე მერწყულშია დღეს კარგია ახალი, მნიშვნელოვანი საქმეების დაწყება. ფინანსური საკითხების მოგვარება, ვაჭრობა. მოერიდეთ კამათს, საქმეების გარჩევას. არ გირჩევთ მგზავრობას, საცხოვრებელი მისამართის შეცვლას. სარგებელს მოგიტანთ კოლექტიური სამუშაო, მაგრამ კოლეგების მიმართ ირონიის, ცინიზმის გამოვლენას არ გირჩევთ. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს. გადადეთ ოპერაციები სახსრებზე, ბრმა ნაწლავზე, პროცედურები ფეხებზე, ნერვულ სისტემაზე. კარგი დღეა დასვენებისთვის, შიმშილისთვის. მოერიდეთ ალკოჰოლურ სასმელს.
სამხედრო
საზოგადოება
მეცნიერება
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
წიგნები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
მარინა ბერიძე თავის მართლებას არ აპირებს
მარინა ბერიძე თავის მართლებას არ აპირებს

მა­რი­ნა ბე­რი­ძე გულ­და­წყვე­ტი­ლია იმით, რაც კულ­ტუ­რის სა­მი­ნის­ტრო­ში მოხ­და. მას არ ეს­მის, რა­ტომ და­ვი­და კულ­ტუ­რის სა­მი­ნის­ტროს ოთხწ­ლი­ა­ნი მუ­შა­ო­ბა მა­რი­ნა ბე­რი­ძის პერ­სო­ნამ­დე და იქამ­დე, თუ რას აკე­თებ­და ის სა­მი­ნის­ტროს ფარ­გლებს გა­რეთ, "ჯე­ოს­ტა­რის" სა­ხით. მას კულ­ტუ­რის სა­მი­ნის­ტრო­ში შევ­ხვდით წინა კვი­რას და ვე­სა­უბ­რეთ ყვე­ლა აქ­ტუ­ა­ლურ თე­მა­ზე, რაც მის სა­ხელს უკავ­შირ­დე­ბა. მათ შო­რის, სა­უ­ბა­რი და­ვი­წყეთ "ცეკ­ვა­ვენ ვარ­სკვლა­ვე­ბით", რომ­ლის ჟი­უ­რი­შიც ნა­ნუ­კა ჟორ­ჟო­ლი­ა­ნი ჩა­ა­ნაც­ვლა, რი­თაც ტე­ლეჟურ­ნა­ლის­ტი ძა­ლი­ან გა­ა­ნა­წყე­ნა.

- "ცეკ­ვა­ვენ ვარ­სკვლა­ვე­ბით" და­ვი­წყოთ. ვის­გან მი­ი­ღეთ შე­თა­ვა­ზე­ბა?

- პრო­დი­უ­სერ­მა ალი­ნა არ­ვე­ლა­ძემ და­მი­რე­კა და მი­თხრა, რომ ნა­ნუ­კა ჟი­უ­რი­ში ვე­ღარ დაჯ­დე­ბო­და. პირ­ველ შე­თა­ვა­ზე­ბა­ზე უარი ვუ­თხა­რი. ნა­ნუ­კა კარ­გი იყო ჟი­უ­რი­ში... არ ვარ იმ ფორ­მა­ში, დავ­ჯდე ისეთ შო­უ­ში, სა­დაც არ ვარ პრო­ფე­სი­ო­ნა­ლი. მა­ვა­ნი და მა­ვა­ნი კი ამ­ბობს, რომ არ ვარ პრო­ფე­სი­ო­ნა­ლი, მაგ­რამ მი­ვიჩ­ნევ, რომ რაც მუ­სი­კას ეხე­ბა, ეს საქ­მე კარ­გად ვიცი. ოცი წელი კონ­სერ­ვა­ტო­რი­ა­ში ვი­მუ­შა­ვე, ესტრა­დის ბევრ მომ­ღე­რალს გა­ვუ­მარ­თე ხელი ჩემი გა­მოც­დი­ლე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, არ დამ­თავ­რდა იმის ძა­ხი­ლი, რომ შე­უმ­დგა­რი კონ­ცერ­ტმა­ის­ტე­რი ვარ. ჩემი საქ­მე­ე­ბი ლა­პა­რა­კობს ჩემ მა­გივ­რად, ინ­ტერ­ნეტ­ში დევს, რა გა­ვა­კე­თე და ად­ვი­ლი მო­სა­ძი­ე­ბე­ლია. მე­ა­მა­ყე­ბა, რომ კონ­ცერ­ტმა­ის­ტე­რი გახ­ლდით, რაც ხელ­წა­მო­საკ­რა­ვი პრო­ფე­სია არ არის და იქაც ჩემს მაქ­სი­მუმს მი­ვაღ­წიე. ძა­ლი­ან მეტ­კი­ნა გული, რომ "სა­ქარ­თვე­ლოს ვარ­სკვლავ­ში" არ ვარ, განა იმი­ტომ, რომ ტე­ლე­ეკ­რან­ზე გა­მო­ჩე­ნა მინ­და, უბ­რა­ლოდ, ეს ჩემი საქ­მეა. ბევრ რა­მე­ზე ვი­ყა­ვი გუ­ლა­წყვე­ტი­ლი, პირ­ველ რიგ­ში, იმით, რაც კულ­ტუ­რის სა­მი­ნის­ტრო­ში მოხ­და. ასეთ დროს ძნე­ლია, ადგე და წახ­ვი­დე გა­სარ­თო­ბი გა­და­ცე­მის ჟი­უ­რი­ში. გარ­და ამი­სა, ჩემ მი­მართ აგ­რე­სი­აც წა­მო­ვი­და, რად­გან ნა­ნუ­კა ჩა­ვა­ნაც­ვლე.

- სა­ბო­ლო­ოდ, რო­გორ და­გი­თან­ხმეს?

- სა­ერ­თოდ, მიყ­ვარს ლი­ცენ­ზი­რე­ბუ­ლი პრო­ექ­ტე­ბი. მი­თხრეს, რომ პრო­ექ­ტის­თვის სა­ჭი­რო იყო ჩემი ჩარ­თვა, ამი­ტომ დავ­თან­ხმდი. არ ვნა­ნობ, რად­გან ამ პრო­ექ­ტმა მდგო­მა­რე­ო­ბი­დან გა­მო­მიყ­ვა­ნა, ძა­ლი­ან გა­ვერ­თე. ცეკ­ვა ძა­ლი­ან მიყ­ვარს და თა­ვა­დაც ვცეკ­ვავ, მაგ­რამ, რა­საკ­ვირ­ვე­ლია, ვერ შე­ვედ­რე­ბი კოტე ფურ­ცე­ლა­ძეს, თეა გო­ბე­ჯიშ­ვილს, რომ­ლებ­თან ერ­თა­დაც ბევ­რჯერ მი­მუ­შა­ვია, გოჩა ჩერ­ტკო­ე­ვი კი თა­ვი­სი საქ­მის დიდი პრო­ფე­სი­ო­ნა­ლია, მე მათ ჟი­უ­რი­ში ვერ ჩა­ვა­ნაც­ვლებ­დი. ნა­ნუ­კა ჟორ­ჟო­ლი­ა­ნი კი არ ყო­ფი­ლა ცეკ­ვის პრო­ფე­სი­ო­ნა­ლი და ალ­ბათ, ამან გა­მა­ბედ­ვი­ნა ჟი­უ­რი­ში დაჯ­დო­მა. თუ მი­მი­ღებს მა­ყუ­რე­ბე­ლი, მი­მი­ღებს, თო­რემ ბოლო დროს არა­ფე­რი აღარ მა­ო­ცებს.

- ნა­ნუ­კა მა­ინც ნა­წყე­ნია...

- მეც მე­წყი­ნა, ნიკა მე­მა­ნიშ­ვი­ლი რომ დაჯ­და "სა­ქარ­თვე­ლოს ვარ­სკვლა­ვის" ჟი­უ­რი­ში, მაგ­რამ მა­საც ვუ­თხა­რი და ყველ­გან გა­ვი­მე­ო­რებ, რომ ვი­ნა­ი­დან ნიკა სუ­პერ-პრო­ფე­სი­ო­ნა­ლია, მისი იქ მის­ვლა პრო­ექ­ტის გა­დარ­ჩე­ნას უტოლ­დე­ბო­და. წყე­ნა წყე­ნაა, რაც შენ­თვის უნდა და­ი­ტო­ვო. ძა­ლი­ან დამ­ღა­ლა "ფე­ის­ბუ­ქის" ფე­ნო­მენ­მა, ამ­დენ­მა ღვარ­ძლმა... თუ ეს ლან­ძღვა არ გა­ჩერ­და, ქვე­ყა­ნა­ში სა­ში­ნე­ლე­ბას მი­ვი­ღებთ. ქვე­ყა­ნა რო­გორ­მე უნდა გამ­თლი­ან­დეს, მით უმე­ტეს, ხე­ლო­ვა­ნი ადა­მი­ა­ნე­ბი უნდა დად­გნენ ერ­თად. ის, რაც კულ­ტუ­რის სა­მი­ნის­ტრო­ში მოხ­და, ეს ხომ მა­რაზ­მი იყო?!. ყვე­ლას ჰგო­ნია, რომ თა­ვად არის მა­გა­რი. მე ცხოვ­რე­ბის რთუ­ლი გზა ავირ­ჩიე, მაგ­რამ აღ­მოჩ­ნდა, რომ ბევ­რს არ მოს­წონს, რა­საც ვა­კე­თებ. გა­ვა­ღი­ზი­ა­ნე კი­დეც ისი­ნი, მაგ­რამ დავ­დი­ვარ ქუ­ჩა­ში და ვხე­დავ, რო­გორ ვუყ­ვარ­ვარ ხალ­ხს. თუ არ გა­ჩერ­და "ფე­ის­ბუქ­ზე" ლან­ძღვა, ცუდ შე­დეგს მო­ი­ტანს, ერთ დღეს ვი­ღა­ცას გული გა­უს­კდე­ბა, ერთს შვი­ლი ჰყავს, მე­ო­რეს - შვი­ლიშ­ვი­ლი...

- დათ­რგუნ­ვი­ლი მეჩ­ვე­ნე­ბით...

- ძა­ლი­ან დამ­ძი­მე­ბუ­ლი ვარ!.. არ მინ­და "ფე­ის­ბუ­ქის" გახ­სნა. მე ჩემი სი­მარ­თლით ვი­ა­რე, მაგ­რამ როცა ეს ყვე­ლა­ფე­რი პი­რად შე­უ­რა­ცხყო­ფა­ში გა­და­დის, რთუ­ლი გა­და­სა­ტა­ნია. ვე­რა­ვინ გა­და­მათ­ქმე­ვი­ნებს, რომ კარგ საქ­მეს ვა­კე­თებ­დი.

- ახლა კულ­ტუ­რის სა­მი­ნის­ტრო­ში ვსა­უბ­რობთ. რჩე­ბით თქვენს პოსტზე?

- არ ვიცი, ვფიქ­რობ, რა იქ­ნე­ბა. ესეც სა­ოც­რე­ბაა, რომ კულ­ტუ­რის სა­მი­ნის­ტროს ამ­დე­ნი წლის ნა­მუ­შე­ვა­რი და­ვი­და მა­რი­ნა ბე­რი­ძის ლან­ძღვა­ზე. ამ უწყე­ბას უამ­რა­ვი რამ აქვს გა­კე­თე­ბუ­ლი და რაც უნდა ილა­პა­რა­კონ, არ ვიცი, ეყო­ლე­ბა თუ არა ამ ქვე­ყა­ნას კი­დევ ნიკა რუ­რუ­ას­ნა­ი­რი მი­ნის­ტრი. რა­ფი­ნი­რე­ბუ­ლი გე­მოვ­ნე­ბის ადა­მი­ა­ნია და არა­ნორ­მა­ლუ­რად გა­ნათ­ლე­ბუ­ლი კაცი. მე სულ 2-წე­ლი­წად-ნა­ხე­ვა­რია, აქ ვარ და ბევ­რი რამ ვის­წავ­ლე. არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვი გუნ­დი შემ­ხვდა მი­ნის­ტრი­სა და მისი მო­ად­გი­ლე­ე­ბის სა­ხით. არას­დროს ვყო­ფილ­ვარ ჩი­ნოვ­ნი­კი, არც ერთ მთავ­რო­ბა­ში, უბ­რა­ლოდ, დავ­ჭირ­დი და მო­ვე­დი, ამას­თა­ნა­ვე, ტე­ლე­ვი­ზი­ის­თვის არ და­მი­ნე­ბე­ბია თავი. არ ჩა­მოვ­თვლი, რა გა­ვა­კე­თე. ესეც გა­და­სა­რე­ვად დევს კულ­ტუ­რის სა­მი­ნის­ტროს სა­იტ­ზე თუ ინ­ტერ­ნეტ­ში. ჩემ­თვის ზვი­ად ბოლ­ქვა­ძის ფეხ­ზე და­ყე­ნე­ბა ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია. ზო­გის ცხოვ­რე­ბა ისე გა­დის, "სი­ვი­ში" უწე­რია, რომ არის ფი­ლო­სო­ფო­სიც, პი­ა­ნის­ტიც, ხე­ლოვ­ნე­ბათმცოდ­ნეც, მე არა­ფე­რი არ ვარ!. რო­გორც ამ­ბო­ბენ, შე­უმ­დგა­რი კონ­ცერ­ტმა­ის­ტე­რი ვარ, მაგ­რამ საქ­მე ნამ­დვი­ლად მაქვს გა­კე­თე­ბუ­ლი და ნუ დავა კულ­ტუ­რის სა­მი­ნის­ტროს რვაწ­ლი­ა­ნი მუ­შა­ო­ბა ერთ შე­უმ­დგარ კონ­ცერ­ტმა­ის­ტერ­ზე. ნინა წკრი­ა­ლაშ­ვილ­ზეც ნუ დავა!.. ცოტა ღრმად ჩა­ი­ხე­დონ. ნინა ჩვე­უ­ლებ­რი­ვი სპე­ცი­ა­ლის­ტია ძა­ლი­ან და­ბა­ლი ხელ­ფა­სით. ამას რა­ღა­ცის­თვის ნუ იყე­ნე­ბენ.

- დათო ოქი­ტაშ­ვილ­მა გა­ნა­ცხა­და, რომ თქვენ თაკო ჩარ­კვი­ანს ასე მი­მარ­თეთ - "დე­დუ­ცი, შენ კულ­ტუ­რის სა­მი­ნის­ტრო დო ნუ გგო­ნი­აო".

- დათო ოქი­ტაშ­ვი­ლი ძა­ლი­ან ცუ­დად მო­იქ­ცა!.. ის ტყუ­ის!.. ჩემს სი­ცო­ცხლე­ში არ მით­ქვამს ეს სი­ტყვა, ეს არ არის ჩემი ლექ­სი­კა. ამო­ი­ღოს "ჯე­ოს­ტა­რის" კას­ტინ­გე­ბი, ეგ სი­ტყვა არ მიხ­მა­რია. არ ვარ ფა­მი­ლა­რუ­ლი ადა­მი­ა­ნი. თაკო ჩარ­კვი­ანს ძა­ლი­ან კარ­გად შევ­ხვდი, მე სა­მი­ნის­ტროს ერთი პა­ტა­რა ჭან­ჭი­კი ვარ. და­მი­რე­კეს შალ­ვა რა­მიშ­ვილ­მა, ნინო ჟი­ჟი­ლაშ­ვილ­მა, მაგ­რამ არ წა­ვალ ამ გა­და­ცე­მებ­ში და არ ჩავ­დგე­ბი თა­ვის მარ­თლე­ბის რე­ჟიმ­ში ამ­ხე­ლა ქალი.

- თა­კო­სა და თქვენ შო­რის რა­ი­მე პი­რა­დუ­ლი წყე­ნა ყო­ფი­ლა?

- არას­დროს!.. მე მის ოჯახს ძა­ლი­ან დიდ პა­ტივს ვცემ. მიყ­ვარს მა­მუ­კა ჩარ­კვი­ა­ნი და ვა­ფა­სებ მას, რო­გორც კომ­პო­ზი­ტორს, მის­თვის რა­ღაც გა­მი­კე­თე­ბია კი­დეც. მიყ­ვარს მისი შვი­ლი, ირი­ნო­ლა და მას­თან ერ­თად ვმუ­შა­ობ­დი "ჯე­ოს­ტარ­ზე", რად­გან ის "ჯე­ო­სელ­ში" მუ­შა­ობს. მომ­წონს ირმა გი­გა­ნი და თაკო ჩარ­კვი­ან­თან გა­სა­ყო­ფი არა­ფე­რი მაქვს. მგო­ნია, რომ მის უკან დგა­ნან გარ­კვე­უ­ლი ადა­მი­ა­ნე­ბი, რომ­ლებ­საც არ ვუყ­ვარ­ვარ და მორ­ჩა!.. ჩემი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა ნი­ჭთან ყვე­ლამ იცის. მე არ მიყ­ვარს ეკა კვა­ლი­აშ­ვი­ლი, მაგ­რამ ყველ­გან ვი­ტყვი, რომ ის უნი­ჭი­ე­რე­სი მომ­ღე­რა­ლია, პი­როვ­ნუ­ლად ვერ ვი­ღებ მას და მაქვს ამი­სი სა­ფუძ­ვე­ლი, რად­გან პი­რა­დად შე­მე­ხო. აუ­ცი­ლებ­ლად უნდა დამ­თავ­რდეს ეს დაბ­ლოკ­ვე­ბის თემა. ამას არ ვა­ღი­ა­რებ. თუ შენ არ მოგ­წონს ეს ხე­ლი­სუფ­ლე­ბა და ებ­რძვი მას, რა­ტომ გინ­და მის გა­კე­თე­ბულ კონ­ცერ­ტებ­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბა?!. მე მქონ­და კონ­ფლიქ­ტი გი­ორ­გი ხა­ბურ­ზა­ნი­ას­თან და წა­მო­ვე­დი "რუს­თა­ვი 2"-დან.

- თა­ვად ხა­ბურ­ზა­ნი­ამ ინ­ტერ­ვი­უ­ში გვი­თხრა, რომ თქვენ­სა და მას შო­რის გან­ხეთ­ქი­ლე­ბის ჩა­მოგ­დე­ბა ვი­ღა­ცას სურ­და.

- შე­საძ­ლოა, არ გა­მოვ­რიც­ხავ. მე მერ­ჩივ­ნა, ბზა­რის გა­ჩე­ნის­თა­ნა­ვე მო­სუ­ლი­ყო და პი­რა­დად ეთ­ქვა. მე ერ­თა­დერ­თი პრე­ტენ­ზია მქონ­და გი­ორ­გის­თან, რებ­რენ­დინ­გის შე­სა­ხებ მის­გან უნდა მცოდ­ნო­და. ბევ­რჯერ მით­ქვამს მის­თვის, რომ ჩვენ შო­რის გან­ხეთ­ქი­ლე­ბა ბევ­რს უნ­დო­და. მე არ ვიცი, ვინ არი­ან ეს ადა­მი­ა­ნე­ბი, მაგ­რამ ამას ვგრძნობ­დი. გი­ორ­გი ახალ­გაზ­რდაა და ეს ვერ გა­აც­ნო­ბი­ე­რა. სა­ქარ­თვე­ლო­ში უამ­რა­ვი ადა­მი­ა­ნია ისე­თი, რო­მელ­საც შეკ­რუ­ლი გუნ­დის დაშ­ლა სურს. რა გა­მო­ვი­და სა­ბო­ლოო ჯამ­ში? არც გი­ორ­გის გა­მო­უ­ვი­და პრო­ექ­ტი და არც მე. ეს ვი­ღა­ცას უნ­დო­და.

- "სა­ქარ­თვე­ლოს ვარ­სკვლავს" შე­უმ­დგარ პრო­ექ­ტად მი­იჩ­ნევთ?

- ყო­ველ შემ­თხვე­ვა­ში, ის ბრწყინ­ვა­ლე­ბა და ბუ­ნებ­რი­ო­ბა, რაც "ჯე­ოს­ტარს" ჰქონ­და, ახალ პრო­ექ­ტში არ არის. მგო­ნია, რომ იქ ბევ­რი რამ არის დად­გმუ­ლი და ასე­თი შთა­ბეჭ­დი­ლე­ბა მრჩე­ბა, რო­გორც მა­ყუ­რე­ბელს. იქ რომ ვი­ყა­ვი, ყვე­ლა ბავ­შვი მტკი­ო­და, უნი­ჭოც და ნი­ჭი­ე­რიც. ვერ და­ვი­ჯე­რებ, რომ გი­ორ­გის არ აქვს დის­კომ­ფორ­ტი ჩემი იქ არ­ყოფ­ნის გამო, ისე­ვე, რო­გორც მე ვგრძნობ დის­კომ­ფორ­ტს, რომ "სა­ქარ­თვე­ლოს ვარ­სკვლავ­ში" არ ვარ. მაგ­რამ მა­შინ გი­ორ­გი არ და­მე­ლა­პა­რა­კა.

- ისევ კულ­ტუ­რის სა­მი­ნის­ტროს და­ვუბ­რუნ­დეთ. რო­გორ წარ­მო­გიდ­გე­ნი­ათ ბა­ტონ გუ­რამ ოდი­შა­რი­ას­თან თა­ნამ­შრომ­ლო­ბა? რა გეგ­მე­ბი გაქვთ?

- მას­თან შეხ­ვედ­რის შემ­დეგ დამ­რჩა შთა­ბეჭ­დი­ლე­ბა, რომ ძა­ლი­ან თბი­ლი და უწე­სი­ე­რე­სი ადა­მი­ა­ნია. მაგ­რამ ზო­გა­დად ვი­ტყვი, რომ სა­პენ­სიო ასა­კის ვარ და წყნა­რად შე­მიძ­ლია მო­ვას­ვე­ნო ყვე­ლა ჩემი პერ­სო­ნის­გან. რა­მეს ვი­ზამ, ჩემს გა­სა­კე­თე­ბელს ვი­პო­ვი. მე ის 10-კა­ცი­ა­ნი გუნ­დი მე­ნა­ნე­ბა, რომ­ლის შეკ­ვრაც ძა­ლი­ან ძნე­ლი იყო. და კი­დევ ერთ რა­მეს ვი­ტყვი - ნუ­რა­ვინ სპე­კუ­ლან­ტობს იმით, რომ ვინ­მეს ვბლო­კავ­დი. რაც უნდა თქვან, ყვე­ლა ჩემი ახ­ლო­ბე­ლია. კულ­ტუ­რის სა­მი­ნის­ტრო არც აკე­თებ­და ღო­ნის­ძი­ე­ბებს. ნუ სპე­კუ­ლან­ტო­ბენ ნატო მე­ტო­ნი­ძი­სა და ლიზა ბაგ­რა­ტი­ო­ნის სა­ხე­ლე­ბით.

- ფაქ­ტია, რომ ისი­ნი არ ჩან­დნენ.

- ფაქ­ტია, მაგ­რამ ამას მე ნუ მო­მა­წე­რენ. არ მინ­დო­და ამა­ზე ლა­პა­რა­კი, მაგ­რამ მო­ი­ტა­ნა სა­უ­ბარ­მა. საფ­რან­გეთ­ში ქარ­თუ­ლი კულ­ტუ­რის დღე­ე­ბი რომ გა­ი­მარ­თა, სა­მი­ნის­ტრო­ში ახა­ლი მო­სუ­ლი ვი­ყა­ვი. მა­შინ ნი­კას ერთი სი­ტყვა ვუ­თხა­რი იმის შე­სა­ხებ, თუ გვინ­და, კარ­გი პრო­ექ­ტი გა­მო­ვი­დეს, იქ აუ­ცი­ლებ­ლად უნდა იყოს ნატო მე­ტო­ნი­ძე-მეთ­ქი და ნი­კამ მი­პა­სუ­ხა, რა­ზეა ლა­პა­რა­კიო. თა­ვად ნა­ტო­სა და ლი­ზას ჰკი­თხეთ ჩემ შე­სა­ხებ.

- მინ­და, "ახალ ხმა­ზეც" გკი­თხოთ...

- გინ­დათ, სი­მარ­თლე გი­თხრათ? ამ ეტაპ­ზე ისეთ დღე­ში მაქვს ნერ­ვე­ბი, ვე­რა­ფერს ვუ­ყუ­რებ. მე­ო­თხედ იც­ვლე­ბა ხე­ლი­სუფ­ლე­ბა ჩემი ცხოვ­რე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში და მე­ო­თხედ ხდე­ბა ეს ძა­ლი­ან მტკივ­ნე­უ­ლად. ვინც თავს დაბ­ლო­კი­ლად მი­იჩ­ნევ­და, ახლა ისი­ნი არი­ან გამ­ხე­ცე­ბუ­ლე­ბი. წა­სუ­ლი­ყა­ვი და გემ­ღე­რა კლუბ­ში, სიმ­ღე­რა ისე­თი რა­მეა, და­გახ­რჩობს, თუ ნამ­დვი­ლად გინ­და. რაღა მა­ინ­ცდა­მა­ინც რი­ყე­ზე პრე­ზი­დენ­ტის კონ­ცერ­ტზე გინ­დო­და გა­მოს­ვლა, იმ პრე­ზი­დენ­ტის, რო­მე­ლიც გე­ზი­ზღე­ბო­და?!. ახლა კი რა ხდე­ბა, მო­ვე­დით ჩვენ, გა­დავბლო­კოთ მე­ო­რე მხა­რე! ეს არას­დროს დამ­თავ­რდე­ბა, რად­გან სა­დღაც ჩა­ბუ­დე­ბუ­ლე­ბი არი­ან უნი­ჭო ადა­მი­ა­ნე­ბი, უნი­ჭო და გაბ­რა­ზე­ბულ ხალ­ხზე სა­ში­ში კი არა­ვი­ნაა. ნი­ჭი­ე­რი თა­ვი­სი ნი­ჭის ხარ­ჯზე ყო­ველ­თვის გა­იკ­ვა­ლავს გზას. რა შუ­ა­ში იყო "ჯე­ოს­ტა­რი" კულ­ტუ­რის სა­მი­ნის­ტროს­თან და მა­რი­ნას ტონი, ეგეც ვერ გა­ვი­გე. რა შუ­ა­შია ხელ­მო­წე­რე­ბის შეგ­რო­ვე­ბა, მო­ად­გი­ლედ დამ­ნიშ­ნე­თო. კო­მუ­ნის­ტურ პე­რი­ოდ­ში ვართ?! ან დათო ოქი­ტაშ­ვილს სხვა სა­ლა­პა­რა­კო თემა არ აქვს? ჩემ­ზე ბევ­რად მეტ­ხანს იმუ­შა­ვა კულ­ტუ­რის სა­მი­ნის­ტრო­ში, პირ­ვე­ლი დღი­დან აქ იყო. მე­რი­ის კულ­ტუ­რის სამ­სა­ხურ­ში მას­თან მე და ლანა ქუ­თა­თე­ლა­ძე ვმუ­შა­ობ­დით და ძა­ლი­ან დიდი ბო­დი­ში, მაგ­რამ კულ­ტუ­რის გა­დარ­ჩე­ნის ფონ­დის შექ­მნა ჩემი და ლა­ნას დამ­სა­ხუ­რე­ბა იყო. ამ პრო­ექ­ტის ფარ­გლებ­ში ნანი ბრეგ­ვა­ძის კონ­ცერ­ტი ჩა­ვა­ტა­რეთ, სა­დაც ნიკა მე­მა­ნიშ­ვი­ლიც მო­ნა­წი­ლე­ობ­და და ის ამ პრო­ექ­ტის­თვის ვე­ნი­დან ჩა­მო­ვიყ­ვა­ნეთ. მოდი, ნუ ვი­ლა­პა­რა­კებთ, ვინ რა გა­ა­კე­თა, მაგ­რამ ოქი­ტაშ­ვი­ლის გა­სა­ლან­ძღი ნამ­დვი­ლად არა­ფე­რი მჭირს და არ და­მაქ­ნე­ვი­ნოს თითი. ამის გა­კე­თე­ბა არ მინ­და, რად­გან უამ­რა­ვი წე­ლი­წა­დი მა­კავ­ში­რებს და ბევ­რი წელი იჯდა კულ­ტუ­რის სა­მი­ნის­ტრო­ში. თაკო ჩარ­კვი­ა­ნი ამ­ბობს, რვა წე­ლია, და­ღუ­პეთ ქარ­თუ­ლი კულ­ტუ­რაო, ვის ეკი­თხე­ბა? რუ­რუ­ას გუნ­დი აქ სულ ოთხი წე­ლია ზის და მე - ორ-წე­ლი­წად-ნა­ხე­ვა­რი. ოქი­ტაშ­ვილს ჰკი­თხონ, რო­მე­ლიც აქ პირ­ვე­ლი დღი­დან მუ­შა­ობს. მე არ გა­მიგ­დია ის აქე­დან!.. აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, ოქი­ტაშ­ვი­ლი ნუ და­უდ­გე­ბა თაკო ჩარ­კვი­ანს ად­ვო­კა­ტად, რად­გან მას ად­ვო­კა­ტი არ სჭირ­დე­ბა. თა­ვი­სი გზა აქვს. ხელ­მომ­წერ­თა შო­რის, ვინც თაკო ჩარ­კვი­ა­ნის გუ­რამ ოდი­შა­რი­ას მო­ად­გი­ლედ და­ნიშ­ვნას ითხო­ვენ, ჭა­ბუა ამი­რე­ჯი­ბის ხელ­მო­წე­რა ერთ-ერთი პირ­ვე­ლია. რო­გორ შე­იძ­ლე­ბა, მას პა­ტივს არ ვცემ­დე, მაგ­რამ მას სცა­ლია იმის­თვის, იცო­დეს, რა გა­ა­კე­თა თაკო ჩარ­კვი­ან­მა კულ­ტუ­რის სფე­როს­თვის? მათ, უბ­რა­ლოდ, ეს სა­ხე­ლი და გვა­რი სჭირ­დე­ბო­დათ ალ­ბათ. რო­გორ შე­ვა­წუ­ხებ ჭა­ბუა ამი­რე­ჯიბს რა­მე­ზე, გან­სა­კუთ­რე­ბით იმა­ზე, ხელი მო­მი­წე­რე რა­ღაც დო­კუ­მენტზე-მეთ­ქი. რას ჰგავს ახლა ეს, ლა­მა­ზი საქ­ცი­ე­ლია?!.

ნინო მურ­ღუ­ლია

ჟურ­ნა­ლი "რე­ი­ტინ­გი"

(გა­მო­დის ორ­შა­ბა­თო­ბით)

მარინა ბერიძე თავის მართლებას არ აპირებს

მარინა ბერიძე თავის მართლებას არ აპირებს

მარინა ბერიძე გულდაწყვეტილია იმით, რაც კულტურის სამინისტროში მოხდა. მას არ ესმის, რატომ დავიდა კულტურის სამინისტროს ოთხწლიანი მუშაობა მარინა ბერიძის პერსონამდე და იქამდე, თუ რას აკეთებდა ის სამინისტროს ფარგლებს გარეთ, "ჯეოსტარის" სახით. მას კულტურის სამინისტროში შევხვდით წინა კვირას და ვესაუბრეთ ყველა აქტუალურ თემაზე, რაც მის სახელს უკავშირდება. მათ შორის, საუბარი დავიწყეთ "ცეკვავენ ვარსკვლავებით", რომლის ჟიურიშიც ნანუკა ჟორჟოლიანი ჩაანაცვლა, რითაც ტელეჟურნალისტი ძალიან გაანაწყენა.

- "ცეკვავენ ვარსკვლავებით" დავიწყოთ. ვისგან მიიღეთ შეთავაზება?

- პროდიუსერმა ალინა არველაძემ დამირეკა და მითხრა, რომ ნანუკა ჟიურიში ვეღარ დაჯდებოდა. პირველ შეთავაზებაზე უარი ვუთხარი. ნანუკა კარგი იყო ჟიურიში... არ ვარ იმ ფორმაში, დავჯდე ისეთ შოუში, სადაც არ ვარ პროფესიონალი. მავანი და მავანი კი ამბობს, რომ არ ვარ პროფესიონალი, მაგრამ მივიჩნევ, რომ რაც მუსიკას ეხება, ეს საქმე კარგად ვიცი. ოცი წელი კონსერვატორიაში ვიმუშავე, ესტრადის ბევრ მომღერალს გავუმართე ხელი ჩემი გამოცდილებიდან გამომდინარე, არ დამთავრდა იმის ძახილი, რომ შეუმდგარი კონცერტმაისტერი ვარ. ჩემი საქმეები ლაპარაკობს ჩემ მაგივრად, ინტერნეტში დევს, რა გავაკეთე და ადვილი მოსაძიებელია. მეამაყება, რომ კონცერტმაისტერი გახლდით, რაც ხელწამოსაკრავი პროფესია არ არის და იქაც ჩემს მაქსიმუმს მივაღწიე. ძალიან მეტკინა გული, რომ "საქართველოს ვარსკვლავში" არ ვარ, განა იმიტომ, რომ ტელეეკრანზე გამოჩენა მინდა, უბრალოდ, ეს ჩემი საქმეა. ბევრ რამეზე ვიყავი გულაწყვეტილი, პირველ რიგში, იმით, რაც კულტურის სამინისტროში მოხდა. ასეთ დროს ძნელია, ადგე და წახვიდე გასართობი გადაცემის ჟიურიში. გარდა ამისა, ჩემ მიმართ აგრესიაც წამოვიდა, რადგან ნანუკა ჩავანაცვლე.

- საბოლოოდ, როგორ დაგითანხმეს?

- საერთოდ, მიყვარს ლიცენზირებული პროექტები. მითხრეს, რომ პროექტისთვის საჭირო იყო ჩემი ჩართვა, ამიტომ დავთანხმდი. არ ვნანობ, რადგან ამ პროექტმა მდგომარეობიდან გამომიყვანა, ძალიან გავერთე. ცეკვა ძალიან მიყვარს და თავადაც ვცეკვავ, მაგრამ, რასაკვირველია, ვერ შევედრები კოტე ფურცელაძეს, თეა გობეჯიშვილს, რომლებთან ერთადაც ბევრჯერ მიმუშავია, გოჩა ჩერტკოევი კი თავისი საქმის დიდი პროფესიონალია, მე მათ ჟიურიში ვერ ჩავანაცვლებდი. ნანუკა ჟორჟოლიანი კი არ ყოფილა ცეკვის პროფესიონალი და ალბათ, ამან გამაბედვინა ჟიურიში დაჯდომა. თუ მიმიღებს მაყურებელი, მიმიღებს, თორემ ბოლო დროს არაფერი აღარ მაოცებს.

- ნანუკა მაინც ნაწყენია...

- მეც მეწყინა, ნიკა მემანიშვილი რომ დაჯდა "საქართველოს ვარსკვლავის" ჟიურიში, მაგრამ მასაც ვუთხარი და ყველგან გავიმეორებ, რომ ვინაიდან ნიკა სუპერ-პროფესიონალია, მისი იქ მისვლა პროექტის გადარჩენას უტოლდებოდა. წყენა წყენაა, რაც შენთვის უნდა დაიტოვო. ძალიან დამღალა "ფეისბუქის" ფენომენმა, ამდენმა ღვარძლმა... თუ ეს ლანძღვა არ გაჩერდა, ქვეყანაში საშინელებას მივიღებთ. ქვეყანა როგორმე უნდა გამთლიანდეს, მით უმეტეს, ხელოვანი ადამიანები უნდა დადგნენ ერთად. ის, რაც კულტურის სამინისტროში მოხდა, ეს ხომ მარაზმი იყო?!. ყველას ჰგონია, რომ თავად არის მაგარი. მე ცხოვრების რთული გზა ავირჩიე, მაგრამ აღმოჩნდა, რომ ბევრს არ მოსწონს, რასაც ვაკეთებ. გავაღიზიანე კიდეც ისინი, მაგრამ დავდივარ ქუჩაში და ვხედავ, როგორ ვუყვარვარ ხალხს. თუ არ გაჩერდა "ფეისბუქზე" ლანძღვა, ცუდ შედეგს მოიტანს, ერთ დღეს ვიღაცას გული გაუსკდება, ერთს შვილი ჰყავს, მეორეს - შვილიშვილი...

- დათრგუნვილი მეჩვენებით...

- ძალიან დამძიმებული ვარ!.. არ მინდა "ფეისბუქის" გახსნა. მე ჩემი სიმართლით ვიარე, მაგრამ როცა ეს ყველაფერი პირად შეურაცხყოფაში გადადის, რთული გადასატანია. ვერავინ გადამათქმევინებს, რომ კარგ საქმეს ვაკეთებდი.

- ახლა კულტურის სამინისტროში ვსაუბრობთ. რჩებით თქვენს პოსტზე?

- არ ვიცი, ვფიქრობ, რა იქნება. ესეც საოცრებაა, რომ კულტურის სამინისტროს ამდენი წლის ნამუშევარი დავიდა მარინა ბერიძის ლანძღვაზე. ამ უწყებას უამრავი რამ აქვს გაკეთებული და რაც უნდა ილაპარაკონ, არ ვიცი, ეყოლება თუ არა ამ ქვეყანას კიდევ ნიკა რურუასნაირი მინისტრი. რაფინირებული გემოვნების ადამიანია და არანორმალურად განათლებული კაცი. მე სულ 2-წელიწად-ნახევარია, აქ ვარ და ბევრი რამ ვისწავლე. არაჩვეულებრივი გუნდი შემხვდა მინისტრისა და მისი მოადგილეების სახით. არასდროს ვყოფილვარ ჩინოვნიკი, არც ერთ მთავრობაში, უბრალოდ, დავჭირდი და მოვედი, ამასთანავე, ტელევიზიისთვის არ დამინებებია თავი. არ ჩამოვთვლი, რა გავაკეთე. ესეც გადასარევად დევს კულტურის სამინისტროს საიტზე თუ ინტერნეტში. ჩემთვის ზვიად ბოლქვაძის ფეხზე დაყენება ძალიან მნიშვნელოვანია. ზოგის ცხოვრება ისე გადის, "სივიში" უწერია, რომ არის ფილოსოფოსიც, პიანისტიც, ხელოვნებათმცოდნეც, მე არაფერი არ ვარ!. როგორც ამბობენ, შეუმდგარი კონცერტმაისტერი ვარ, მაგრამ საქმე ნამდვილად მაქვს გაკეთებული და ნუ დავა კულტურის სამინისტროს რვაწლიანი მუშაობა ერთ შეუმდგარ კონცერტმაისტერზე. ნინა წკრიალაშვილზეც ნუ დავა!.. ცოტა ღრმად ჩაიხედონ. ნინა ჩვეულებრივი სპეციალისტია ძალიან დაბალი ხელფასით. ამას რაღაცისთვის ნუ იყენებენ.

- დათო ოქიტაშვილმა განაცხადა, რომ თქვენ თაკო ჩარკვიანს ასე მიმართეთ - "დედუცი, შენ კულტურის სამინისტრო დო ნუ გგონიაო".

- დათო ოქიტაშვილი ძალიან ცუდად მოიქცა!.. ის ტყუის!.. ჩემს სიცოცხლეში არ მითქვამს ეს სიტყვა, ეს არ არის ჩემი ლექსიკა. ამოიღოს "ჯეოსტარის" კასტინგები, ეგ სიტყვა არ მიხმარია. არ ვარ ფამილარული ადამიანი. თაკო ჩარკვიანს ძალიან კარგად შევხვდი, მე სამინისტროს ერთი პატარა ჭანჭიკი ვარ. დამირეკეს შალვა რამიშვილმა, ნინო ჟიჟილაშვილმა, მაგრამ არ წავალ ამ გადაცემებში და არ ჩავდგები თავის მართლების რეჟიმში ამხელა ქალი.

- თაკოსა და თქვენ შორის რაიმე პირადული წყენა ყოფილა?

- არასდროს!.. მე მის ოჯახს ძალიან დიდ პატივს ვცემ. მიყვარს მამუკა ჩარკვიანი და ვაფასებ მას, როგორც კომპოზიტორს, მისთვის რაღაც გამიკეთებია კიდეც. მიყვარს მისი შვილი, ირინოლა და მასთან ერთად ვმუშაობდი "ჯეოსტარზე", რადგან ის "ჯეოსელში" მუშაობს. მომწონს ირმა გიგანი და თაკო ჩარკვიანთან გასაყოფი არაფერი მაქვს. მგონია, რომ მის უკან დგანან გარკვეული ადამიანები, რომლებსაც არ ვუყვარვარ და მორჩა!.. ჩემი დამოკიდებულება ნიჭთან ყველამ იცის. მე არ მიყვარს ეკა კვალიაშვილი, მაგრამ ყველგან ვიტყვი, რომ ის უნიჭიერესი მომღერალია, პიროვნულად ვერ ვიღებ მას და მაქვს ამისი საფუძველი, რადგან პირადად შემეხო. აუცილებლად უნდა დამთავრდეს ეს დაბლოკვების თემა. ამას არ ვაღიარებ. თუ შენ არ მოგწონს ეს ხელისუფლება და ებრძვი მას, რატომ გინდა მის გაკეთებულ კონცერტებში მონაწილეობა?!. მე მქონდა კონფლიქტი გიორგი ხაბურზანიასთან და წამოვედი "რუსთავი 2"-დან.

- თავად ხაბურზანიამ ინტერვიუში გვითხრა, რომ თქვენსა და მას შორის განხეთქილების ჩამოგდება ვიღაცას სურდა.

- შესაძლოა, არ გამოვრიც­ხავ. მე მერჩივნა, ბზარის გაჩენისთანავე მოსულიყო და პირადად ეთ­ქვა. მე ერთადერთი პრეტენზია მქონდა გიორგისთან, რებრენდინგის შესახებ მისგან უნდა მცოდნოდა. ბევრჯერ მითქვამს მისთვის, რომ ჩვენ შორის განხეთქილება ბევრს უნდოდა. მე არ ვიცი, ვინ არიან ეს ადამიანები, მაგრამ ამას ვგრძნობდი. გიორგი ახალგაზრდაა და ეს ვერ გააცნობიერა. საქართველოში უამრავი ადამიანია ისეთი, რომელსაც შეკრული გუნდის დაშლა სურს. რა გამოვიდა საბოლოო ჯამში? არც გიორგის გამოუვიდა პროექტი და არც მე. ეს ვიღაცას უნდოდა.

- "საქართველოს ვარსკვლავს" შეუმდგარ პროექტად მიიჩნევთ?

- ყოველ შემთხვევაში, ის ბრწყინვალება და ბუნებრიობა, რაც "ჯეოსტარს" ჰქონდა, ახალ პროექტში არ არის. მგონია, რომ იქ ბევრი რამ არის დადგმული და ასეთი შთაბეჭდილება მრჩება, როგორც მაყურებელს. იქ რომ ვიყავი, ყველა ბავშვი მტკიოდა, უნიჭოც და ნიჭიერიც. ვერ დავიჯერებ, რომ გიორგის არ აქვს დისკომფორტი ჩემი იქ არყოფნის გამო, ისევე, როგორც მე ვგრძნობ დისკომფორტს, რომ "საქართველოს ვარსკვლავში" არ ვარ. მაგრამ მაშინ გიორგი არ დამელაპარაკა.

- ისევ კულტურის სამინისტროს დავუბრუნდეთ. როგორ წარმოგიდგენიათ ბატონ გურამ ოდიშარიასთან თანამშრომლობა? რა გეგმები გაქვთ?

- მასთან შეხვედრის შემდეგ დამრჩა შთაბეჭდილება, რომ ძალიან თბილი და უწესიერესი ადამიანია. მაგრამ ზოგადად ვიტყვი, რომ საპენსიო ასაკის ვარ და წყნარად შემიძლია მოვასვენო ყველა ჩემი პერსონისგან. რამეს ვიზამ, ჩემს გასაკეთებელს ვიპოვი. მე ის 10-კაციანი გუნდი მენანება, რომლის შეკვრაც ძალიან ძნელი იყო. და კიდევ ერთ რამეს ვიტყვი - ნურავინ სპეკულანტობს იმით, რომ ვინმეს ვბლოკავდი. რაც უნდა თქვან, ყველა ჩემი ახლობელია. კულტურის სამინისტრო არც აკეთებდა ღონისძიებებს. ნუ სპეკულანტობენ ნატო მეტონიძისა და ლიზა ბაგრატიონის სახელებით.

- ფაქტია, რომ ისინი არ ჩანდნენ.

- ფაქტია, მაგრამ ამას მე ნუ მომაწერენ. არ მინდოდა ამაზე ლაპარაკი, მაგრამ მოიტანა საუბარმა. საფრანგეთში ქართული კულტურის დღეები რომ გაიმართა, სამინისტროში ახალი მოსული ვიყავი. მაშინ ნიკას ერთი სიტყვა ვუთხარი იმის შესახებ, თუ გვინდა, კარგი პროექტი გამოვიდეს, იქ აუცილებლად უნდა იყოს ნატო მეტონიძე-მეთქი და ნიკამ მიპასუხა, რაზეა ლაპარაკიო. თავად ნატოსა და ლიზას ჰკითხეთ ჩემ შესახებ.

- მინდა, "ახალ ხმაზეც" გკითხოთ...

- გინდათ, სიმართლე გითხრათ? ამ ეტაპზე ისეთ დღეში მაქვს ნერვები, ვერაფერს ვუყურებ. მეოთხედ იცვლება ხელისუფლება ჩემი ცხოვრების განმავლობაში და მეოთხედ ხდება ეს ძალიან მტკივნეულად. ვინც თავს დაბლოკილად მიიჩნევდა, ახლა ისინი არიან გამხეცებულები. წასულიყავი და გემღერა კლუბში, სიმღერა ისეთი რამეა, დაგახრჩობს, თუ ნამდვილად გინდა. რაღა მაინცდამაინც რიყეზე პრეზიდენტის კონცერტზე გინდოდა გამოსვლა, იმ პრეზიდენტის, რომელიც გეზიზღებოდა?!. ახლა კი რა ხდება, მოვედით ჩვენ, გადავბლოკოთ მეორე მხარე! ეს არასდროს დამთავრდება, რადგან სადღაც ჩაბუდებულები არიან უნიჭო ადამიანები, უნიჭო და გაბრაზებულ ხალხზე საშიში კი არავინაა. ნიჭიერი თავისი ნიჭის ხარჯზე ყოველთვის გაიკვალავს გზას. რა შუაში იყო "ჯეოსტარი" კულტურის სამინისტროსთან და მარინას ტონი, ეგეც ვერ გავიგე. რა შუაშია ხელმოწერების შეგროვება, მოადგილედ დამნიშნეთო. კომუნისტურ პერიოდში ვართ?! ან დათო ოქიტაშვილს სხვა სალაპარაკო თემა არ აქვს? ჩემზე ბევრად მეტხანს იმუშავა კულტურის სამინისტროში, პირველი დღიდან აქ იყო. მერიის კულტურის სამსახურში მასთან მე და ლანა ქუთათელაძე ვმუშაობდით და ძალიან დიდი ბოდიში, მაგრამ კულტურის გადარჩენის ფონდის შექმნა ჩემი და ლანას დამსახურება იყო. ამ პროექტის ფარგლებში ნანი ბრეგვაძის კონცერტი ჩავატარეთ, სადაც ნიკა მემანიშვილიც მონაწილეობდა და ის ამ პროექტისთვის ვენიდან ჩამოვიყვანეთ. მოდი, ნუ ვილაპარაკებთ, ვინ რა გააკეთა, მაგრამ ოქიტაშვილის გასალანძღი ნამდვილად არაფერი მჭირს და არ დამაქნევინოს თითი. ამის გაკეთება არ მინდა, რადგან უამრავი წელიწადი მაკავშირებს და ბევრი წელი იჯდა კულტურის სამინისტროში. თაკო ჩარკვიანი ამბობს, რვა წელია, დაღუპეთ ქართული კულტურაო, ვის ეკითხება? რურუას გუნდი აქ სულ ოთხი წელია ზის და მე - ორ-წელიწად-ნახევარი. ოქიტაშვილს ჰკითხონ, რომელიც აქ პირველი დღიდან მუშაობს. მე არ გამიგდია ის აქედან!.. აქედან გამომდინარე, ოქიტაშვილი ნუ დაუდგება თაკო ჩარკვიანს ადვოკატად, რადგან მას ადვოკატი არ სჭირდება. თავისი გზა აქვს. ხელმომწერთა შორის, ვინც თაკო ჩარკვიანის გურამ ოდიშარიას მოადგილედ დანიშვნას ითხოვენ, ჭაბუა ამირეჯიბის ხელმოწერა ერთ-ერთი პირველია. როგორ შეიძლება, მას პატივს არ ვცემდე, მაგრამ მას სცალია იმისთვის, იცოდეს, რა გააკეთა თაკო ჩარკვიანმა კულტურის სფეროსთვის? მათ, უბრალოდ, ეს სახელი და გვარი სჭირდებოდათ ალბათ. როგორ შევაწუხებ ჭაბუა ამირეჯიბს რამეზე, განსაკუთრებით იმაზე, ხელი მომიწერე რაღაც დოკუმენტზე-მეთქი. რას ჰგავს ახლა ეს, ლამაზი საქციელია?!.

ნინო მურღულია

ჟურნალი "რეიტინგი"

(გამოდის ორშაბათობით)

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება