სპორტი
საზოგადოება
მეცნიერება

27

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის ოცდამეცხრე დღე დაიწყება 05:27-ზე; ხოლო მთვარის პირველი დღე 23:30-ზე, მთვარე 11:16-ზე ესტუმრება კუროს საკმაოდ რთული დღეა. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფინანსურ ოპერაციებს, ყოველგვარ ვაჭრობასა და სასამართლო საქმეს. სხვა დღისთვის გადადეთ უფროსთან შეხვედრა და საქმეებზე საუბარს. არ გირჩევთ მგზავრობას, საქმეების გარჩევას. მეტად დაისვენეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში. დღეს ქორწინება დაუშვებელია. განქორწინების მიზეზი ერთ-ერთი მეუღლის ღალატი ან ტყუილი გახდება. სასურველია ამ დღეს დაიცვათ მარხვა. ნებადართულია რძის პროდუქტები. ხორცი არა. დაგეგმეთ ახალი საქმეები, მაგრამ მათი დაწყებისგან თავი შეიკავეთ. მოერიდეთ ყველა მნიშვნელოვან საქმეს, გადაწყვეტილებას. კონფლიქტისგან თავი შეიკავეთ. დღეს ადამიანი მეტად მგრძნობიარეა საკვების მიმართ. ნუ გადატვირთავ კუჭს, მაგრამ ნურც იშიმშილებთ. მიიღეთ ჯანსაღი საკვები.
მსოფლიო
სამართალი
პოლიტიკა
სამხედრო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
დატოვებს თუ არა ახალგათხოვილი მაშო მელქაძე "ჩემი ცოლის დაქალებს"
დატოვებს თუ არა ახალგათხოვილი მაშო მელქაძე "ჩემი ცოლის დაქალებს"

მა­ყუ­რებ­ლის­თვის საყ­ვა­რე­ლი სე­რი­ა­ლი "ჩემი ცო­ლის და­ქა­ლე­ბი"ეთერ­ში მე­ო­რე სე­ზო­ნით დაბ­რუნ­და. ახა­ლი პერ­სო­ნა­ჟე­ბის მა­ტე­ბას­თან ერ­თად სა­უ­ბა­რი იმა­ზეც იყო, რომ მაშო მელ­ქა­ძეს, რო­მე­ლიც ოფი­სის იმ თა­ნამ­შრო­მელს გა­ნა­სა­ხი­ე­რებს, რო­მელ­საც მა­გი­და­ზე ჯდო­მა ძა­ლი­ან უყ­ვარს, სე­რი­ალ­ში ვე­ღარ ვი­ხი­ლავ­დით. ამ ინ­ფორ­მა­ცი­ის გა­და­მოწ­მე­ბა თა­ვად მა­შოს­თან გა­დავ­წყვი­ტეთ, რომ­ლის ცხოვ­რე­ბა­შიც მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი სი­ახ­ლეა, ცოტა ხნის წინ მსა­ხი­ო­ბი გა­თხოვ­და...

სიყ­ვა­რუ­ლის ამ­ბა­ვი

- ჩემი მე­უღ­ლე და­ვით ქელეხ­საშ­ვი­ლი პრო­ფე­სი­ით ოპე­რა­ტო­რია, მაგ­რამ ამ­ჟა­მად GDS ტე­ლე­ვი­ზი­ა­ში ტექ­ნი­კუ­რი დი­რექ­ტო­რის თა­ნამ­დე­ბო­ბა­ზე მუ­შა­ობს. ზუს­ტად არც ერთს არ გვახ­სოვს, რო­დის გა­ვი­ცა­ნით ერ­თმა­ნე­თი, ის ამ­ბობს 7-8 წლის წინო, მე კი ვამ­ბობ, რომ და­ახ­ლო­ე­ბით 5-6 წე­ლია ვიც­ნობთ ერ­თმა­ნეთს. ამ პე­რი­ო­დის გან­მავ­ლო­ბა­ში კარ­გი ნაც­ნო­ბე­ბი ვი­ყა­ვით, რო­დე­საც ვხვდე­ბო­დით, თბი­ლად მო­ვი­კი­თხავ­დით, შე­იძ­ლე­ბა ით­ქვას, რომ ვმე­გობ­რობ­დით კი­დეც. 5 თვის წინ ძა­ლი­ან ჩვე­უ­ლებ­რივ გა­რე­მო­ში, ერთ-ერთ კა­ფე­ში დავ­გეგ­მეთ შეხ­ვედ­რა და სა­უ­ბარ­ში გა­დავ­წყვი­ტეთ, ერ­თად ვყო­ფი­ლი­ყა­ვით. გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი არა­ფე­რი მომ­ხდა­რა, მივ­ხვდით, რომ ერ­თმა­ნე­თი გვჭირ­დე­ბო­და და... ბოლო 5 თვის გან­მავ­ლო­ბა­ში შეყ­ვა­რე­ბუ­ლე­ბი ვი­ყა­ვით, ცოტა ხნის წინ კი და­ვო­ჯახ­დით. ტრა­დი­ცი­უ­ლად გვქონ­და ნიშ­ნო­ბა, 20 სექ­ტემ­ბერს კი ერ­თად გად­მო­ვე­დით სა­ცხოვ­რებ­ლად. ქორ­წი­ლი ჯერ არ გვქო­ნია, ახლა სად­მე წას­ვლას ვგეგ­მავთ, უბ­რა­ლოდ, სამ­სა­ხუ­რი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, და­თოს დრო არ აქვს და აქამ­დე ამი­ტომ ვერ მო­ვა­ხერ­ხეთ გამ­გზავ­რე­ბა. შე­იძ­ლე­ბა ქორ­წი­ლი არ გა­და­ვი­ხა­დოთ და სა­ქორ­წი­ნო მოგ­ზა­უ­რო­ბა­ში წა­ვი­დეთ, ვნა­ხოთ, ეს ყვე­ლა­ფე­რი დრო­ზეა და­მო­კი­დე­ბუ­ლი.

ცო­ლის ამ­პლუა და მა­შოს რე­ჟი­მი

- გა­თხო­ვე­ბას ჩემი დღის რე­ჟი­მი არ შე­უც­ვლია. დათო ძი­რი­თა­დად სამ­სა­ხურ­შია, მე კი ისევ იმ რე­ჟი­მით ვცხოვ­რობ, რო­გორც აქამ­დე. მიყ­ვარს გვი­ან გაღ­ვი­ძე­ბა და ამ სა­კი­თხშიც არ მაქვს პრობ­ლე­მა, მაქ­სი­მუ­მი რა­საც ვა­კე­თებ, შე­იძ­ლე­ბა დი­ლას ავ­დგე, ყავა დავ­ლი­ოთ ერ­თად და დათო წა­ვი­დეს. ისე, ჩემი ყო­ვე­ლი დილა ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რია, თუ საქ­მეს სჭირ­დე­ბა, ად­რეც ვიღ­ვი­ძებ და ვდგე­ბი. რო­გორც და­თოს, ასე­ვე მეც არ მიყ­ვარს დი­ლით ჭამა, გაღ­ვი­ძე­ბი­დან რამ­დე­ნი­მე სა­ათ­ში მშივ­დე­ბა, თუ ძა­ლი­ან ადრე ად­გო­მამ არ მო­მი­წია, დღის 3-4 სა­ა­თამ­დე ვე­რა­ფერს ვჭამ, ხან ისეც ხდე­ბა, რომ სა­ღა­მოს 7 სა­ათ­ზე მახ­სენ­დე­ბა ჭამა, თუ გა­სუ­ლი ვარ და ვმუ­შა­ობ, ნაკ­ლე­ბად მა­წუ­ხებს შიმ­ში­ლი. და­თოც თით­ქმის მთე­ლი დღე გა­სუ­ლია, მე უფრო მაქვს იმის პრობ­ლე­მა, რომ სახ­ლში უფრო ადრე მო­ვი­დეს და მეტი დრო გა­ა­ტა­როს შინ, ვიდ­რე მას, ის ვერ გრძნობს უჩე­მო­ბას, როცა მე ჩა­წე­რა და გა­და­ღე­ბა მაქვს, იმ დროს თვი­თო­ნაც სამ­სა­ხურ­შია. ახლა ჩვენს ცხოვ­რე­ბა­ში უფრო მეტი კარ­გი რამ ხდე­ბა, ურ­თი­ერ­თო­ბა უფრო მარ­ტი­ვი და კარ­გია. აღარ ვკა­მა­თობთ დე­ტა­ლებ­სა და წვრილ­მა­ნებ­ზე. 5 თვის გან­მავ­ლო­ბა­ში არ გვი­ჩხუ­ბია, ჯი­უ­ტი არც ერთი არ ვართ, ამი­ტო­მაც ხან ის თმობს, ხან - მე. მაქ­სი­მუმ 15 წუ­თით ვი­ბუ­ტე­ბით, მეტს ვერ ვძლებთ. დღე­ში ორ­ჯერ ვკი­თხუ­ლობთ ტე­ლე­ფო­ნით ერ­თმა­ნე­თის ამ­ბებს, სახ­ლში რომ ბრუნ­დე­ბა, იმ­დე­ნი მო­სა­ყო­ლი გვიგ­როვ­დე­ბა, რომ წვრილ­მა­ნებ­ზე დრო ნამ­დვი­ლად აღარ გვრჩე­ბა და გვე­ნა­ნე­ბა კი­დეც.

რო­მან­ტი­კუ­ლი ვახ­შმე­ბი და სი­ურპრი­ზე­ბი

- უდ­რო­ო­ბის გამო რო­მან­ტი­კულ ვახ­შმებ­სა და სი­ურპრი­ზებ­საც ვერ ვუ­წყობთ ერ­თმა­ნეთს. შე­იძ­ლე­ბა მე რამე მო­ვი­ფიქ­რო, მაგ­რამ იმ დროს და­თოს არ ეცა­ლოს, ამი­ტომ უსი­ა­მოვ­ნე­ბის თა­ვი­დან ასა­ცი­ლებ­ლად ერ­თად ვგეგ­მავთ სად წა­ვი­დეთ და რა გა­ვა­კე­თოთ, გვირ­ჩევ­ნია, ერ­თად დავ­გეგ­მოთ სა­დი­ლიც, ვახ­შა­მიც და სხვა რა­ღა­ცე­ბიც.

სა­ო­ჯა­ხო საქ­მე­ე­ბი და დე­დის დახ­მა­რე­ბა

- სახ­ლის და­ლა­გე­ბა არ მე­ხე­ბა, ჯერ­ჯე­რო­ბით მე და დათო დე­დას­თან ვცხოვ­რობთ. დედა მარ­ტო იყო და ასე გა­დავ­წყვი­ტეთ. და­თოს კი აქვს ბინა, მაგ­რამ გვინ­და გავ­ფარ­თოვ­დეთ და მერე გა­და­ვი­დეთ ცალ­კე სა­ცხოვ­რებ­ლად. იქი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, რომ დე­დას­თან ვცხოვ­რობ, ბევრ რა­მე­ში მეხ­მა­რე­ბა, დი­ა­სახ­ლი­სო­ბა დი­დად არ მი­წევს. სა­წოლს და ჩემს ნივ­თებს გა­თხო­ვე­ბამ­დეც ვა­ლა­გებ­დი და ახ­ლაც ვა­ლა­გებ, ამას და­ე­მა­ტა და­თოს რამ­დე­ნი­მე ნივ­თი, თო­რემ სხვა არა­ფე­რი შეც­ვლი­ლა.

მა­შოს ოთა­ხი

- ჩემი ოთა­ხი ვი­ზუ­ა­ლუ­რად ძა­ლი­ან მომ­წონს და კომ­ფორ­ტუ­ლი­ცაა. ოთა­ხი თეთრში, შავ­სა და ია­სამ­ნის­ფრის სხვა­დას­ხვა ტო­ნა­ლო­ბა­შია გა­და­წყვე­ტი­ლი. ჭერი თეთ­რია, ავე­ჯი შავი, აქ­ვეა დიდი სარ­კე და ჩემი სი­ძის ხე­ლით აწყო­ბი­ლი შავი ჭაღი, რო­მე­ლიც სამი ბურ­თის­გან შედ­გე­ბა. ჩემს ოთახ­ში ასე­ვე მი­დევს ჩემი გა­კე­თე­ბუ­ლი სა­ა­თი, რო­მე­ლიც ოთა­ხის ფე­რებ­შია გა­და­წყვე­ტი­ლი, მაქვს ზაალ სუ­ლა­კა­უ­რის მიერ და­ხა­ტუ­ლი ჩემი პორ­ტრე­ტი, დიდი აკ­ვა­რი­უ­მი, რო­მელ­შიც მძი­ვე­ბი ყრია, ეს ჩემი დის იდეა იყო, მან გა­ა­ფორ­მა ასე და რომ გა­თხოვ­და, მე და­მი­ტო­ვა. ადრე ჩემს დას აჩუ­ქეს ვარ­სკვლა­ვი ცაში და სწო­რედ ჩემს ოთახ­ში მი­დევს ამის და­მა­დას­ტუ­რე­ბუ­ლი სერ­ტი­ფი­კა­ტი, რო­მე­ლიც ჩარ­ჩო­შია ჩას­მუ­ლი.

მე და სამ­ზა­რე­უ­ლო

- თუ დედა სად­მეა წა­სუ­ლი და სა­ჭი­რო­ე­ბა ითხოვს, დიდი სი­ა­მოვ­ნე­ბით ვტრი­ა­ლებ სამ­ზა­რე­უ­ლო­ში. კერ­ძე­ბის მომ­ზა­დე­ბა უფრო მი­ზი­დავს, ვიდ­რე და­ლა­გე­ბა და მტვრის წმენ­და. თუმ­ცა იმა­საც ვერ ვი­ტყვი, რომ ტოლ­მას და მსგავს საჭ­მე­ლებს ვა­კე­თებ და ჩემი რე­ცეპ­ტე­ბი მაქვს. უბ­რა­ლოდ, რა­საც ვა­კე­თებ, ერ­ბოკ­ვერ­ცხი იქ­ნე­ბა, შემ­წვა­რი კარ­ტო­ფი­ლი და თუ რა­ი­მე სა­ლა­თა, გემ­რი­ე­ლი გა­მომ­დის და ყვე­ლას მოს­წონს, მათ შო­რის და­თო­საც.

სა­მო­სი...

- დიდ­ხანს არას­დროს ვფიქ­რობ, რა ჩა­ვიც­ვა. რაც უფრო მეტს ვფიქ­რობ, უფრო მე­ტად მი­ჭირს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის მი­ღე­ბა. ნა­ხე­ვა­რი სა­ა­თი მჭირ­დე­ბა წყლის გა­და­სავ­ლე­ბად და ათი წუთი - ჩა­საც­მე­ლად. ყო­ველ­დღი­უ­რად იშ­ვი­ა­თად ვი­ღე­ბე­ბი, ამი­ტო­მაც დი­ლით სახ­ლი­დან გას­ვლამ­დე ერთი სა­ა­თით ადრე ვდგე­ბი, რომ თავი მო­ვი­წეს­რი­გო.

თე­ატ­რი

- ისევ "თა­ვი­სუ­ფა­ლი თე­ატ­რის"მსა­ხი­ო­ბი გახ­ლა­ვართ, ჯერ­ჯე­რო­ბით რა­ი­მე ახალ სპექ­ტაკლზე არ ვმუ­შა­ობთ, მაგ­რამ "მე­ქა­ნი­კუ­რი ფორ­თო­ხა­ლი"წარ­მა­ტე­ბით გა­დის და ბი­ლე­თე­ბიც კარ­გად იყი­დე­ბა, კარ­გი სპექ­ტაკ­ლია და ეტყო­ბა, მა­ყუ­რე­ბელ­საც მოს­წონს.

ტო­ვებს თუ არა "ჩემი ცო­ლის და­ქა­ლებს"...

- მე­ო­რე სე­ზო­ნის პირ­ველ ოთხ სე­რი­ა­ში ვი­თა­მა­შე, მერე ისე წა­ვი­და ყვე­ლა­ფე­რი, რომ თით­ქოს აღარ უნდა მე­თა­მა­შა ამ სე­რი­ალ­ში, თუმ­ცა ზუს­ტად ერთი სა­ა­თის წინ და­მი­რე­კეს და მი­თხრეს, რომ ისევ ვიქ­ნე­ბი ამ სე­რი­ა­ლის გმი­რი, რა­მაც ძა­ლი­ან გა­მა­ხა­რა, მარ­თლა მიყ­ვარს "ჩემი ცო­ლის და­ქა­ლე­ბი". სა­ინ­ტე­რე­სო სცე­ნა­რია და იმე­დი მაქვს, მე­ო­რე სე­ზო­ნიც ისე­თი­ვე სა­ინ­ტე­რე­სო და კარ­გი იქ­ნე­ბა, რო­გო­რიც პირ­ვე­ლი იყო. ბევ­რს ვე­რა­ფერს გე­ტყვით, გა­გიმ­ხელთ იმას, რომ სამ­სა­ხურ­ში ჩემს გმირს პრობ­ლე­მე­ბი შე­ექ­მნე­ბა, მერე რო­გორ გან­ვი­თარ­დე­ბა მოვ­ლე­ნე­ბი და სი­ტუ­ა­ცი­ი­დან რო­გორ იპო­ვის გა­მო­სა­ვალს, ეს მეც არ ვიცი, ყვე­ლა­ფე­რი სცე­ნარ­ზეა და­მო­კი­დე­ბუ­ლი, ის კი თან­და­თან იწე­რე­ბა.

ვცდი­ლობ, სე­რი­ალს ყო­ველ­თვის ვუ­ყუ­რო. თუ ეთერ­ში ვერ ვნა­ხე, აუ­ცი­ლებ­ლად ინ­ტერ­ნე­ტით ვუცქერ. მხო­ლოდ იმი­ტომ კი არ ვა­დევ­ნებ თვალს, რომ მე ვთა­მა­შობ, მარ­თლა მომ­წონს და ვხა­ლი­სობ თი­თო­ე­ულ გმირ­ზე. ჩემი აზ­რით, ქარ­თულ ტე­ლე­სივ­რცე­ში ყვე­ლა­ზე გე­მოვ­ნე­ბი­ა­ნი, კარ­გი და სა­ინ­ტე­რე­სო სე­რი­ა­ლია. სამ­წუ­ხა­როდ, ჩემი მე­უღ­ლე ვერ უყუ­რებს, ვე­უბ­ნე­ბი ხოლ­მე, ნახე, რა კარ­გი სე­რი­ა­ლია და რითი ვარ და­კა­ვე­ბუ­ლი-მეთ­ქი, მაგ­რამ მარ­თლა არ სცა­ლია, თან გო­ნე­ბა იმ­დე­ნად აქვს გა­დაღ­ლი­ლი სხვა რა­ღა­ცე­ბით დ იმ­დე­ნად ცოტა დრო გვრჩე­ბა ერ­თად ყოფ­ნის­თვის, რომ ვცდი­ლობთ სხვა თე­მებ­ზე ვი­სა­უბ­როთ.

როცა საქ­მე არ აქვს...

- მივ­დი­ვარ და ვნა­ხუ­ლობ მე­გობ­რებს, ან პი­რი­ქით, ისი­ნი მსტუმ­რო­ბენ... ისე არას­დროს ხდე­ბა, რომ არ ვი­ცო­დე თა­ვი­სუ­ფალ დროს რა გა­ვა­კე­თო, თვი­თონ ჩნდე­ბა ხოლ­მე საქ­მე.

გარ­თო­ბა ღა­მით...

- რო­გორც გი­თხა­რით, დათო ძა­ლი­ან და­კა­ვე­ბუ­ლია, მაგ­რამ გა­სარ­თო­ბად მა­ინც ვიც­ლით, ძი­რი­თა­დად ღა­მით დავ­დი­ვართ ასეთ ად­გი­ლებ­ში. კვი­რა­ში ორ­ჯერ მა­ინც ვა­ხერ­ხებთ სად­მე გას­ვლას, გვიყ­ვარს ყვე­ლა­ნა­ი­რი გარ­თო­ბა, კლუ­ბე­ბი, ღა­მის ცხოვ­რე­ბა, კინო, კა­ფე­ში ჯდო­მა. ამ მხრივ პრობ­ლე­მა არ გვაქვს, ოღონდ დას­ვე­ნე­ბის დრო გვქონ­დეს და ამ თე­მა­ზე არ ვკა­მა­თობთ.

ციცი ომა­ნი­ძე

ჟურ­ნა­ლი "რე­ი­ტინ­გი"

(გა­მო­დის ორ­შა­ბა­თო­ბით)

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
მსოფლიო ლიდერები, სამეფო ოჯახი და ათასობით ადამიანი ვატიკანში - კადრები რომის პაპის დაკრძალვის ცერემონიიდან

დატოვებს თუ არა ახალგათხოვილი მაშო მელქაძე "ჩემი ცოლის დაქალებს"

დატოვებს თუ არა ახალგათხოვილი მაშო მელქაძე "ჩემი ცოლის დაქალებს"

მაყურებლისთვის საყვარელი სერიალი "ჩემი ცოლის დაქალები"ეთერში მეორე სეზონით დაბრუნდა. ახალი პერსონაჟების მატებასთან ერთად საუბარი იმაზეც იყო, რომ მაშო მელქაძეს, რომელიც ოფისის იმ თანამშრომელს განასახიერებს, რომელსაც მაგიდაზე ჯდომა ძალიან უყვარს, სერიალში ვეღარ ვიხილავდით. ამ ინფორმაციის გადამოწმება თავად მაშოსთან გადავწყვიტეთ, რომლის ცხოვრებაშიც მნიშვნელოვანი სიახლეა, ცოტა ხნის წინ მსახიობი გათხოვდა...

სიყვარულის ამბავი

- ჩემი მეუღლე დავით ქელეხსაშვილი პროფესიით ოპერატორია, მაგრამ ამჟამად GDS ტელევიზიაში ტექნიკური დირექტორის თანამდებობაზე მუშაობს. ზუსტად არც ერთს არ გვახსოვს, როდის გავიცანით ერთმანეთი, ის ამბობს 7-8 წლის წინო, მე კი ვამბობ, რომ დაახლოებით 5-6 წელია ვიცნობთ ერთმანეთს. ამ პერიოდის განმავლობაში კარგი ნაცნობები ვიყავით, როდესაც ვხვდებოდით, თბილად მოვიკითხავდით, შეიძლება ითქვას, რომ ვმეგობრობდით კიდეც. 5 თვის წინ ძალიან ჩვეულებრივ გარემოში, ერთ-ერთ კაფეში დავგეგმეთ შეხვედრა და საუბარში გადავწყვიტეთ, ერთად ვყოფილიყავით. განსაკუთრებული არაფერი მომხდარა, მივხვდით, რომ ერთმანეთი გვჭირდებოდა და... ბოლო 5 თვის განმავლობაში შეყვარებულები ვიყავით, ცოტა ხნის წინ კი დავოჯახდით. ტრადიციულად გვქონდა ნიშნობა, 20 სექტემბერს კი ერთად გადმოვედით საცხოვრებლად. ქორწილი ჯერ არ გვქონია, ახლა სადმე წასვლას ვგეგმავთ, უბრალოდ, სამსახურიდან გამომდინარე, დათოს დრო არ აქვს და აქამდე ამიტომ ვერ მოვახერხეთ გამგზავრება. შეიძლება ქორწილი არ გადავიხადოთ და საქორწინო მოგზაურობაში წავიდეთ, ვნახოთ, ეს ყველაფერი დროზეა დამოკიდებული.

ცოლის ამპლუა და მაშოს რეჟიმი

- გათხოვებას ჩემი დღის რეჟიმი არ შეუცვლია. დათო ძირითადად სამსახურშია, მე კი ისევ იმ რეჟიმით ვცხოვრობ, როგორც აქამდე. მიყვარს გვიან გაღვიძება და ამ საკითხშიც არ მაქვს პრობლემა, მაქსიმუმი რასაც ვაკეთებ, შეიძლება დილას ავდგე, ყავა დავლიოთ ერთად და დათო წავიდეს. ისე, ჩემი ყოველი დილა ინდივიდუალურია, თუ საქმეს სჭირდება, ადრეც ვიღვიძებ და ვდგები. როგორც დათოს, ასევე მეც არ მიყვარს დილით ჭამა, გაღვიძებიდან რამდენიმე საათში მშივდება, თუ ძალიან ადრე ადგომამ არ მომიწია, დღის 3-4 საათამდე ვერაფერს ვჭამ, ხან ისეც ხდება, რომ საღამოს 7 საათზე მახსენდება ჭამა, თუ გასული ვარ და ვმუშაობ, ნაკლებად მაწუხებს შიმშილი. დათოც თითქმის მთელი დღე გასულია, მე უფრო მაქვს იმის პრობლემა, რომ სახლში უფრო ადრე მოვიდეს და მეტი დრო გაატაროს შინ, ვიდრე მას, ის ვერ გრძნობს უჩემობას, როცა მე ჩაწერა და გადაღება მაქვს, იმ დროს თვითონაც სამსახურშია. ახლა ჩვენს ცხოვრებაში უფრო მეტი კარგი რამ ხდება, ურთიერთობა უფრო მარტივი და კარგია. აღარ ვკამათობთ დეტალებსა და წვრილმანებზე. 5 თვის განმავლობაში არ გვიჩხუბია, ჯიუტი არც ერთი არ ვართ, ამიტომაც ხან ის თმობს, ხან - მე. მაქსიმუმ 15 წუთით ვიბუტებით, მეტს ვერ ვძლებთ. დღეში ორჯერ ვკითხულობთ ტელეფონით ერთმანეთის ამბებს, სახლში რომ ბრუნდება, იმდენი მოსაყოლი გვიგროვდება, რომ წვრილმანებზე დრო ნამდვილად აღარ გვრჩება და გვენანება კიდეც.

რომანტიკული ვახშმები და სიურპრიზები

- უდროობის გამო რომანტიკულ ვახშმებსა და სიურპრიზებსაც ვერ ვუწყობთ ერთმანეთს. შეიძლება მე რამე მოვიფიქრო, მაგრამ იმ დროს დათოს არ ეცალოს, ამიტომ უსიამოვნების თავიდან ასაცილებლად ერთად ვგეგმავთ სად წავიდეთ და რა გავაკეთოთ, გვირჩევნია, ერთად დავგეგმოთ სადილიც, ვახშამიც და სხვა რაღაცებიც.

საოჯახო საქმეები და დედის დახმარება

- სახლის დალაგება არ მეხება, ჯერჯერობით მე და დათო დედასთან ვცხოვრობთ. დედა მარტო იყო და ასე გადავწყვიტეთ. დათოს კი აქვს ბინა, მაგრამ გვინდა გავფართოვდეთ და მერე გადავიდეთ ცალკე საცხოვრებლად. იქიდან გამომდინარე, რომ დედასთან ვცხოვრობ, ბევრ რამეში მეხმარება, დიასახლისობა დიდად არ მიწევს. საწოლს და ჩემს ნივთებს გათხოვებამდეც ვალაგებდი და ახლაც ვალაგებ, ამას დაემატა დათოს რამდენიმე ნივთი, თორემ სხვა არაფერი შეცვლილა.

მაშოს ოთახი

- ჩემი ოთახი ვიზუალურად ძალიან მომწონს და კომფორტულიცაა. ოთახი თეთრში, შავსა და იასამნისფრის სხვადასხვა ტონალობაშია გადაწყვეტილი. ჭერი თეთრია, ავეჯი შავი, აქვეა დიდი სარკე და ჩემი სიძის ხელით აწყობილი შავი ჭაღი, რომელიც სამი ბურთისგან შედგება. ჩემს ოთახში ასევე მიდევს ჩემი გაკეთებული საათი, რომელიც ოთახის ფერებშია გადაწყვეტილი, მაქვს ზაალ სულაკაურის მიერ დახატული ჩემი პორტრეტი, დიდი აკვარიუმი, რომელშიც მძივები ყრია, ეს ჩემი დის იდეა იყო, მან გააფორმა ასე და რომ გათხოვდა, მე დამიტოვა. ადრე ჩემს დას აჩუქეს ვარსკვლავი ცაში და სწორედ ჩემს ოთახში მიდევს ამის დამადასტურებული სერტიფიკატი, რომელიც ჩარჩოშია ჩასმული.

მე და სამზარეულო

- თუ დედა სადმეა წასული და საჭიროება ითხოვს, დიდი სიამოვნებით ვტრიალებ სამზარეულოში. კერძების მომზადება უფრო მიზიდავს, ვიდრე დალაგება და მტვრის წმენდა. თუმცა იმასაც ვერ ვიტყვი, რომ ტოლმას და მსგავს საჭმელებს ვაკეთებ და ჩემი რეცეპტები მაქვს. უბრალოდ, რასაც ვაკეთებ, ერბოკვერცხი იქნება, შემწვარი კარტოფილი და თუ რაიმე სალათა, გემრიელი გამომდის და ყველას მოსწონს, მათ შორის დათოსაც.

სამოსი...

- დიდხანს არასდროს ვფიქრობ, რა ჩავიცვა. რაც უფრო მეტს ვფიქრობ, უფრო მეტად მიჭირს გადაწყვეტილების მიღება. ნახევარი საათი მჭირდება წყლის გადასავლებად და ათი წუთი - ჩასაცმელად. ყოველდღიურად იშვიათად ვიღებები, ამიტომაც დილით სახლიდან გასვლამდე ერთი საათით ადრე ვდგები, რომ თავი მოვიწესრიგო.

თეატრი

- ისევ "თავისუფალი თეატრის"მსახიობი გახლავართ, ჯერჯერობით რაიმე ახალ სპექტაკლზე არ ვმუშაობთ, მაგრამ "მექანიკური ფორთოხალი"წარმატებით გადის და ბილეთებიც კარგად იყიდება, კარგი სპექტაკლია და ეტყობა, მაყურებელსაც მოსწონს.

ტოვებს თუ არა "ჩემი ცოლის დაქალებს"...

- მეორე სეზონის პირველ ოთხ სერიაში ვითამაშე, მერე ისე წავიდა ყველაფერი, რომ თითქოს აღარ უნდა მეთამაშა ამ სერიალში, თუმცა ზუსტად ერთი საათის წინ დამირეკეს და მითხრეს, რომ ისევ ვიქნები ამ სერიალის გმირი, რამაც ძალიან გამახარა, მართლა მიყვარს "ჩემი ცოლის დაქალები". საინტერესო სცენარია და იმედი მაქვს, მეორე სეზონიც ისეთივე საინტერესო და კარგი იქნება, როგორიც პირველი იყო. ბევრს ვერაფერს გეტყვით, გაგიმხელთ იმას, რომ სამსახურში ჩემს გმირს პრობლემები შეექმნება, მერე როგორ განვითარდება მოვლენები და სიტუაციიდან როგორ იპოვის გამოსავალს, ეს მეც არ ვიცი, ყველაფერი სცენარზეა დამოკიდებული, ის კი თანდათან იწერება.

ვცდილობ, სერიალს ყოველთვის ვუყურო. თუ ეთერში ვერ ვნახე, აუცილებლად ინტერნეტით ვუცქერ. მხოლოდ იმიტომ კი არ ვადევნებ თვალს, რომ მე ვთამაშობ, მართლა მომწონს და ვხალისობ თითოეულ გმირზე. ჩემი აზრით, ქართულ ტელესივრცეში ყველაზე გემოვნებიანი, კარგი და საინტერესო სერიალია. სამწუხაროდ, ჩემი მეუღლე ვერ უყურებს, ვეუბნები ხოლმე, ნახე, რა კარგი სერიალია და რითი ვარ დაკავებული-მეთქი, მაგრამ მართლა არ სცალია, თან გონება იმდენად აქვს გადაღლილი სხვა რაღაცებით დ იმდენად ცოტა დრო გვრჩება ერთად ყოფნისთვის, რომ ვცდილობთ სხვა თემებზე ვისაუბროთ.

როცა საქმე არ აქვს...

- მივდივარ და ვნახულობ მეგობრებს, ან პირიქით, ისინი მსტუმრობენ... ისე არასდროს ხდება, რომ არ ვიცოდე თავისუფალ დროს რა გავაკეთო, თვითონ ჩნდება ხოლმე საქმე.

გართობა ღამით...

- როგორც გითხარით, დათო ძალიან დაკავებულია, მაგრამ გასართობად მაინც ვიცლით, ძირითადად ღამით დავდივართ ასეთ ადგილებში. კვირაში ორჯერ მაინც ვახერხებთ სადმე გასვლას, გვიყვარს ყველანაირი გართობა, კლუბები, ღამის ცხოვრება, კინო, კაფეში ჯდომა. ამ მხრივ პრობლემა არ გვაქვს, ოღონდ დასვენების დრო გვქონდეს და ამ თემაზე არ ვკამათობთ.

ციცი ომანიძე

ჟურნალი "რეიტინგი"

(გამოდის ორშაბათობით)

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება